წყალტუბოს ღირსშესანიშნაობები

ქალაქის სავიზიტო ბარათია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი – პრომეთეს მღვიმე გასაოცარი ფორმის სტალაქტიტებითა და სტალაგმიტებით. მახლობლადაა სათაფლიის ნაკრძალი, სადაც დინოზავრის ნაკვალევს ნახავ.

წყალტუბო მდიდარია ისტორიული ციხესიმაგრეებითა და ტაძრებით. მათ შორისაა: შუა საუკუნეების დერჩის ეკლესია, ოფშკვითისა და მაღლაკის ეკლესიები და სხვა. აუცილებლად ნახე გეგუთის სასახლე – ქართველი მეფეების ზამთრის რეზიდენცია.

ქალაქისა და მუნიციპალიტეტის შესახებ მეტს გეტყვის წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული მდიდარი მასალაა პალეოლითის ხანიდან გვიან ფეოდალურ პერიოდამდე.

შეგიძლია, ერთგვარი ინდივიდუალური ტურიც მოიწყო – წყალტუბოს სამეურნეო ბაზარში შეიარო, ადგილობრივი ფერმერების მიერ დამზადებული ნატურალური პროდუქტი შეიძინო, თონეში ახლად გამომცხვარი ქართული პური იყიდო და ქალაქის ახლოს, პატარა ტბასთან გახვიდე, სადაც საპიკნიკე ადგილის მოძებნა არ გაგიჭირდება.

წყარო: georgia.travel

წყალტუბოს გაუმარჯოს!
წყალტუბოელებს სალამი!