ასპინძის ისტორია

ასპინძაში ცივილიზაციის კვალი ძველი წელთაღრიცხვიდან ფიქსირდება, შუა საუკუნეებიდან კი აყვავების ხანა იწყება.
ამ მხარეში ხშირად იყო ომები, რადგან თავისი მდებარეობის გამო, სპარსეთისა და ოსმალეთის მუდმივი შემოსევების მოგერიება უწევდა.
სწორედ ამიტომ უკავშირდება მის სახელს საქართველოს უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები, მათ შორის არის 1770 წლის ასპინძის ბრძოლა, რომელიც ქართული სამხედრო ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია – ამ ბრძოლაში ქართველმა მეომრებმა, მეფე ერეკლე II-ის მხედართმთავრობით, ოსმალებისა და ლეკების თითქმის სამჯერ დიდი ლაშქარი დაამარცხეს. წყარო: georgia.travel

ასპინძას გაუმარჯოს!
ასპინძელებს სალამი!