ლია — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ზედა ლია, მახარია, პალური).[2] მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, ზუგდიდი–ჯვრის საავტომობილო და სარკინიგზო გზაზე, მდინარე ენგურის მარცხენა სანაპირო.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1523 ადამიანი.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ძვ.წ. I ათასწლეულის პირველი ნახევრის რიყის ქვით ნაგები შენობის ნაშთი და I და II საუკუნეების ხეთის სამარხი, რომელშიც დგას შუა ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე.