ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში. მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917-მდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში, 1921-დან ზუგდიდის მაზრაში. 1930-დან ცალკე რაიონია.
მუნიციპალიტეტს უჭირავს ოდიშის ვაკე და ურთას მთიანი ზონა. ტერიტორია — 668 კმ², მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 340 კმ². რაიონში მდინარეთა ხშირი ქსელია, ბევრია ჭაობი და მცირე ტბები. გარდა მდინარე ენგურისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას კვეთს მდინარეები: ჯუმი, ჩხოუში, ჭანისწყალი, რუხი და სხვა. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ზუგდიდის_მუნიციპალიტეტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: