ყაზბეგი

ყაზბეგი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთისმხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია, ისტროიული ხევის ტერიტორია. იგი უძველესი დროიდან იყო დასახლებული. აქ არის აღმოჩენილი ძვ.წ. VI-V საუკუნეებით დათარიღებული ყაზბეგის განძი, რომელიც კავკასიის ძველი ტომების რელიგიურ კულტს უკავშირდება.

ყაზბეგის ბუნება სილამაზით გამოირჩევა. მთები, კლდეები, ჩანჩქერები და ალპური ტბები უამრავ დამსვენებელს, მოგზაურსა და მთის სპორტის მოყვარულს იზიდავს. აქ მრავალი დღესასწაული აღინიშნება (ათენგენობა, სპათანგელოზობა, ყაზბეგობა, გერგეტობა და სხვა), სადაც ხევის წეს-ჩვეულებებსა და ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნობით. ყაზბეგი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებითაც მდიდარია. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია გერგეტის სამება, რომელსაც მყინვარწვერის საოცარი ხედი განსაკუთრებულსა და დაუვიწყარს ხდის.

ქართული ეთნო-კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია ფიქლით ნაგები სახლები, ციხე-კოშკები და სალოცავები, რომელთაც კულტურული ძეგლის სტატუსი აქვთ. ამ რაიონში შეგიძლიათ დატკბეთ მთის სიგრილით, ზამთარში თხილამურებით სრიალით, მეკლდურობით, საინტერესო ძეგლებით, მინერალური წყლებით, ამწვანებული ალპური მდელოებითა, წითელი ვულკანური კლდეებით და აივსოთ შთაბეჭდილებებით, რომლებიც დაუვიწყარ მოგონებებად იქცევიან.

წყარო: georgiantravelguide.com

ყაზბეგს გაუმარჯოს!
ყაზბეგელებს სალამი!