ყვარლის გეოგრაფია და კლიმატი

ყვარლის მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ყვარელი. ყვარელს ესაზღვრება თელავის, გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები და დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა. რაიონისთვის მდინარეთა ხშირი ქსელია დამახასიათებელი, რომელიც მდინარე ალაზნითა და მისი შნაკადებითაა წარმოდგენილი. ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია ვაკე და მაღალმთიან ნაწილებად იყოფა.

ალაზნის ვაკე რაიონის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, მაღალი ადგილები კი კახეთის კავკასიონისა და მისი განშტოებების სახით გვხვდება. მნიშვნელოვან ოროგრაფიულ ერთეულებს წარმოადგენს მდინარეების დურუჯის, ჩელთის, ინწობისა და ბურსას ხეობები. მუნიციპალიტიტში კახეთის ლეშამბიანი ტყის ტიპია გავრცელებული. ტყეებში გვხვდება დაბლობის მუხა, ვერხვი, იფანი, მურყანი, რცხილა და სხვა. ზღვის დონიდან 1400 მ-მდე გვხვდება წიფლნარი. ყვარელი ფაუნის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. აქაურ ტყეებში ბინადრობს მურა დათვი, არჩვი, შველი, გარეული ღორი, კურდღელი, მგელი, მელა და ა.შ. ფრინველებიდან აღსანიშნავია მწყერი, შურთხი და სხვა.

ყვარლის მუნიციპალიტეტი ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში მდებარეობს. დაბალმთიანი ზონისთვის ზომიერად ციხი ზამთარი და თბილი ზაფხულია დამახასიათებელი. საშუალომთიან ზონაში ცივი ზამთარი და ხანგრძლივი ცივი ზაფხულია. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 3-4 °C-ა. მუნიციპალიტეტის სამხრეთ ნაწილში საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,5 °C.

წყარო: georgiantravelguide.com

ყვარელს გაუმარჯოს!
ყვარლელებს სალამი!