დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი (ყოფ. წითელწყაროს რაიონი) — ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში. 1917 წლამდე ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა სიღნაღის მაზრაში, 1928  წლიდან კახეთის მაზრაშია, 1929  წლიდან კი კახეთის ოლქში. 1930-1937  წლებში სიღნაღის რაიონშია. 1938  წლიდან ჩამოყალიბდა ცალკე რაიონად. 1963-1964  წწ. ისევ სიღნაღის რაიონს შეუერთეს, 1965  წლიდან კვლავ გამოიყო ცალკე ერთეულად.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს დასავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება სიღნაღის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით და სამხრეთით კი აზერბაიჯანი. მუნიციპალიტეტის ფართობია – 2529,2 კმ².
წყარო: dedoflistskaro.blogspot.com

დედოფლისწყაროს გაუმარჯოს!
დედოფლისწყაროელებს სალამი!