რა ვნახოთ ყაზბეგში

ყაზბეგი ულამაზესი, მრავალფეროვანი ბუნებითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით უამრავ ტურისტს იზიდავს. მთის წვერზე აგებული შუასაუკუნეების ტაძრები შესანიშნავი ხედებით, ფერდობებზე შეფენილი ნასოფლარები და ციხე-კოშკები საქართველოს ისტორიას, დაუჯერებელ ამბებსა და მითებს ინახავენ. ბუნების სილამაზისა და კულტურის ჰარმონიული შერწყმა ერთ-ერთია, რაც ამ მხარეს განსაკუთრებულობას ანიჭებს. გრანდიოზული მთები, ჩანჩქერები, ტბები და ხეობები ყაზბეგს ძალიან საინტერესოს ხდის მოლაშქრეებისა და მთაში დასვენების მოყვარულთათვის.

აქ მრავალი ტურისტული მარშრუტია, სადაც თავგადასავლები და თავისუფლების შეგრძნება შეიძლება იპოვნოთ. აქ შეგიძლიათ როგორც კარვით მოგზაურობა, ასევე მაღალი კლასის სასტუმროებში დასვენება.

გერგეტის სამება, ჯუთის ჭაუხები, წითელ ვულკანურ მთებში მოქცეული ყელიწადი, გველეთისა და არშის მწვანეში ჩაფლული ჩანჩქერები, თრუსოს ხეობა ნასოფლარებითა და ტრავერტინებით და სხვა მრავალი დაუჯერებელი სილამაზის ადგილი ჯადოსნურ, მოულოდნელობებით სავსე სამყაროში მოგზაურობას გპირდებიან.

წყარო: georgiantravelguide.com

ყაზბეგს გაუმარჯოს!
ყაზბეგელებს სალამი!