ხელოვნების ფილოსოფია

               კესო ტომარაძე

     ხელოვნების მნიშვნელობა საუკუნეების განმავლობაში იყო განხილვის საგანი და ეს დღესაც საკამათოა. ფილოსოფიაში ალბათ ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა, თუ რა არის ხელოვნება და ამას ვერავინ განსაზღვრავს. ხელოვნება მთლიანად დამოკიდებულია სხვადასხვა პერსპექტივაზე. ადამიანი ხელოვნების დახმარებით საკუთარ ემოციებს გადმოსცემს, რამაც შესაძლოა მნახველზე დიდი გავლენა მოახდინოს ან მან ვერაფერი დაინახოს ნამუშევარში. ალბათ ყველას გაგვიგია ფრაზები “ეს რანაირი ნახატია?” ან “ამას მეც დავხატავდი”, მაგრამ ყველა ნამუშევარს აქვს ემოციური დატვირთვა, რომელიც ყველა ადამიანში ვერ აღწევს.  რუსი მწერალი, ლეო ტოლსტოი თავის წიგნში, “რა არის ხელოვნება”,  ამბობს “და ეს არის ადამიანის უნარი, მიიღოს სხვა ადამიანის გრძნობების გამოხატვა და თავად განიცადოს ეს გრძნობები, რაც ეფუძნება ხელოვნების საქმიანობას.” \

     დასავლურ კულტურაში საუკუნეების მანძილზე მე-11 საუკუნიდან მე-17 საუკუნის ბოლომდე, ხელოვნების განსაზღვრება იყო ყველაფერი, რაც სრულდბოდა ოსტატურად, ცოდნისა და პრაქტიკის შედეგად. ეს იმას ნიშნავს, რომ მხატვრები სწავლობდნენ საგნების ზუსტად გამეორებას. მე -18 საუკუნის რომანტიკულ პერიოდში,ხელოვნება არ იყო მხოლოდ ოსტატური ნამუშევარი, არამედ ეს გახდა სილამაზისკენ სწრაფვა და მხატვრის ემოციების გადმოცემა. ავანგარდული ხელოვნება(ექსპერიმენტალური წამოწყებები)  დაიწყო 1850-იან წლებში გუსტავ კურბეს რეალიზმით. მას მოჰყვა სხვა თანამედროვე ხელოვნების მიმდინარეობები, როგორიცაა კუბიზმი და სურეალიზმი. ეს წარმოადგენდა ხელოვნების შექმნის შემოქმედებით მიდგომებს და თუ როგორ გაფართოვდა ხელოვნების განმარტების საზღვრები. ფილოსოფიის მსგავსად ხელოვნების ასე, რომ ვთქვათ მიზანია კომუნიკაცია, როგორც ადამიანებთან ისე საკუთარ თავთან. პირველ რიგში ხელოვანი საკუთარ თავთან უნდა იყოს გულახდილი, რომ შეძლოს მისი მრავალფეროვანი, მტკივნეული და ინტიმური აზრების სხვებთან სამყაროში გაზიარება. 

   ძალიან ბევრი მეცნიერი და ფილოსოფოსი ღრმად იყო დაინტერესებული ხელოვნებით და ისინი წერდნენ პოეზიას, ხატავდნენ, უკრავდენენ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე, ქმნიდნენ ქანდაკებებს და ა.შ. მაგალითად, აინშტაინი უკრავდა ვიოლინოზე, დარვინი ღრმად იყო დაინტერესებული შექსპირით, მილტონით და შელით, ჰეგელმა ამომწურავად შეისწავლა მსოფლიო ხელოვნება და თავისი დროის მეცნიერება, ლენინი არა მხოლოდ იცნობდა ხელოვნებას, არამედ წერდა სტატიებს მის შესახებ. მისი ნაწარმოეებიი სავსეა ლიტერატურული ცნობებით და თუ რა სიამოვნება მიიღო მან მუსიკაში! 

    ისტორიის მანძილზე დიდ მეცნიერებსა და ხელოვანებს ერთი საერთო თვისება ჰქონდათ და ეს არის ცნობისმოყვარეობა. მხატვრები და მეცნიერები ბევრს მუშაობენ იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს სამყარო. მხატვრები გამოხატავენ თავიანთ შეხედულებებს სამყაროს შესახებ ფიზიკური ხელოვნების ნიმუშებში, ხოლო მეცნიერები ზედმიწევნით ამოწმებენ მათ თეორიებს. 

    არსებობს 4 ძირითადი თეორია, რომ ვიმსჯელოთ, არის თუ არა ხელოვნების ნიმუში წარმატებული: იმიტაციონალიზმი (ხელოვნება კარგია, როდესაც ის გავს რეალობას), ფორმალიზმი (ხელოვნება კარგია, როცა ის ფლობს მხატვრულ ელემენტებს და პრინციპებს), ინსტრუმენტალიზმი (ხელოვნება კარგია, როდესაც ის გზავნის შეტყობინებას) და ემოციონალიზმი (ხელოვნება კარგია, როცა ემოციას იწვევს შენში). მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ არ არსებობს სწორი ან არასწორი თეორია, ხელოვნება სუბიექტურია და მსჯელობა იმის შესახებ, ნამუშევარი კარგია თუ ცუდი, პირადი აზრის საკითხია. 

  ხელოვნება სულ განვითარებადი და მუდმივი პროცესია. ეს არის ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და კითხვა, თუ რა არის ხელოვნება ყოველთვის საკამათო იყო და იქნება.

ქუთაისის თოჯინების თეატრი 

ნინი ნასარიძე

ქუთაისის თოჯინების თეატრი(ინტერვიუ)

ინტერვიუ მსახიობთან


ინტერვიუ თოჯინების მეთვალყურესთან

ინტერვიუ მსახიობთან

ინტერვიუ თეატრის პიარ მენეჯერთან

ინტერვიუ რეჟისორის თანაშემწესთან


ჯაზი

კესო ტომარაძე

ჯაზი

კესო ტომარაძე

ჯაზის დაბადება მე-19 საუკუნით თარიღდება. ცნობილია, რომ ნიუ ორლეანში იყო კონგოს მოედანი, სივრცე, სადაც მონები იკრიბებოდნენ და მუსიკას უკრავდნენ. ეს ტრადიცია 1820 წლამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო. აქ თავი მოიყარეს ადამიანებმა მრავალი ქვეყნიდან და მათ თავიანთი ერების უნიკალური ჟღერადობა გააერთიანეს. დროთა განმავლობაში აფრიკული მუსიკისა და კარიბის ზღვის მუსიკის შერწყმას დაემატა მარშის ბენდის ინსტრუმენტები. მარშის ინსტრუმენტები ძალზე გავრცელებული იყო სამოქალაქო ომის დროს. მათ ბევრ ადამიანს გააცნეს სპილენძის სხვადასხვა ინსტრუმენტი და ერთიანმა ხმამ საბოლოოდ ჩამოაყალიბა ჟანრი, რომელიც ცნობილია, როგორც რეგთაიმი.

ადრე დამონებულმა ხალხმა სამოქალაქო ომის შემდეგ ამერიკის სამხრეთიდან ლუიზიანაში შემოიტანა ბლუზი. დროთა განმავლობაში ყველა ეს ბგერა გაერთიანდა, რამაც შექმნა ახალი ჟანრი -  ჯაზი.

ჯაზის, როგორც ახალი ჟანრის შექმნის ზუსტი დრო განსაზღვრული არაა. უმეტესობა ფიქრობს, რომ ეს დრო 1800-იანი წლების ბოლოა ან 1900-იანი წლების დასაწყისი, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა 1920-იან წლებში. ჯაზის პირველ მუსიკოსად კი ისტორიკოსების უმეტესობა ბადი ბოლდენს, კორნეტის მოთამაშეს, მიიჩნევს. ის იყო აფროამერიკელი ბენდის ლიდერი, რომელსაც "ჯაზის პირველ კაცს" უწოდებდნენ და დაიმკვიდრა კიდეც თავისი დგილი ჯაზის ისტორიაში.

ჯაზის პერფორმანსი სავსეა ხელისა და სხეულის ფარული სიგნალებით. სცენაზე ბევრი რამ ხდება, მუსიკოსები ერთმანეთთან არავერბალურად ურთიერთობენ. ისინი, როგორც წესი, ასახელებენ თავიანთი სოლოების დასასრულს თავის დაქნევით ან თავისკენ თითის გაშვერით (რაც ნიშნავს, რომ დროა დაუკრას "head" - მთავარი თემა ან სიმღერის ორიგინალური მელოდია). შემდეგ ჯერზე, როცა ჯაზის სპექტაკლზე იქნებით, დააკვირდით, შეამჩნევთ თუ არა „ჟესტების ენას“!

ჯაზის მუსიკა არის მუსიკის ფართო სტილი, რომელიც ხასიათდება რთული ჰარმონიით, სინკოპირებული რიტმებით და იმპროვიზაციაზე დიდი აქცენტით. ჯაზის განვითარების ადრეულ წლებში, როდესაც ის გადაიზარდა უფრო სპეციფიკურ სტილებში, როგორიებიცაა სვინგი და საორკესტრო ჯაზი, ჯაზის კომპოზიტორებმა და მუსიკოსებმა შეასრულეს მონუმენტური როლები ჯაზის ისტორიაში. აქ ჩამოთვლილია ამ ლეგენდარული ფიგურებიდან მხოლოდ რამდენიმე:



ამ არტისტების გავლენა დღესაც იგრძნობა ჯაზში მიუხედავად იმისა, რომ ჟანრი აგრძელებს განვითარებას და ზრდას. „ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ ჯაზი დასრულდეს, როგორც სიმფონიური ორკესტრი, როცა მიდიხარ კონცერტზე და თითქმის ყველაფერი, რასაც ისინი უკრავენ, 100 წლისაა…

საუკეთესო ჯაზვოკალური ალბომისთვის გაიცემა გრემი. ეს პრესტიჟული ჯილდო დაარსდა 1958 წელს და თავდაპირველად ეწოდა გრამოფონის ჯილდოები, რათა ჩაეწერათ ხარისხიანი ნაწარმოებები (სიმღერები ან ალბომი) ვოკალური ჯაზის ჟანრში.

სიმღერის პირველ ლედად წოდებული ელა ფიცჯერალდი ხდება პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც მოიგო გრემი 1959 წლის 4 მაისს. ლოს ანჯელესის ბევერლი ჰილტონში გამართული ღონისძიების დროს ფიცჯერალდმა 28-დან ორი ჯილდო მიიღო ნომინაციაში ჯაზისა და ქალის საუკეთესოვოკალური შესრულება.

სამარა ჯოი არის ჯაზის მეორე მუსიკოსი გრემის ისტორიაში,  რომელმაც 2023 წელს მიიღო ეს ჯილდო. გარდა ამისა, მან მოიგო გრემი საუკეთესო ჯაზ-ვოკალური ალბომისთვის.

ჯაზი არ არის მხოლოდ ჟანრი, ეს არის კულტურული ფენომენი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მუსიკაზე, ზოგადად ხელოვნებასა და საზოგადოებაზე. მისი იმპროვიზაციული ბუნება სხვადასხვა ჟანრში გავრცელდა და შეგვახსენა, რომ შემოქმედებითობას საზღვრები არ აქვს. ეს არის ჟანრი, რომელიც იმსახურებს დაფასებას არა მხოლოდ მისი მელოდიებისთვის, არამედ ისტორიებისთვის, რომელთაც მოგვითხრობს და ემოციებისთვის, რომელთაც აღგვიძრავს.



ფლეტჩერ ჰენდერსონი

დიუკ ელინგტონი

ჩარლზ პარკერი უმცროსი

გრაფი ბეისი

ლუი არმსტრონგი

სალვადორ დალი 


 სიურრეალიზმი  ფრანგული წარმოშობის სიტყვაა და ქართულად „ზერეალობას“ ნიშნავს. ხელოვნების ეს მიმდინარეობა მე-20 საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა. მისი ფორმირება ფრანგი მწერლის, ანდრე ბრეტონის, სახელთანაა დაკავშირებული. სიურრეალიზმის მიზანი ადამიანის არაცნობიერი სამყაროს გამოხატვაა. შესაბამისად,  იგი არ ემორჩილება გონების მორალისა თუ სხვა ტიპის კონტროლს. სიურრეალიზმი  – ეს უკონტროლო სულიერი მდგომარეობის გამოხატვაა ნახატის ან ჩანაწერის სახით. იგი ათავისუფლებს ადამიანს. რისგან? იმ არაცნობიერი განცხდებისა თუ ემოციებისგან, რომლებსაც თამამად ვერ გამოვხატავთ ხოლმე მათი საზოგადოებისთვის მიუღებლობის გამო.

მხატვრობაში სიურეალიზმის ყველაზე ცნობილი მიმდევრები იყვნენ: ივ ტანგი, მან რეი, ჟოან მირო, სალვადორ დალი და ა.შ.  სიურრეალისტების მიზანია ფარდა ახადონ ქვეცნობიერს, სიღრმისეულად გამოიკვლიონ სამყარო.

 ხელოვნების ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები თავიანთი ემოციებისა და სულიერი მდგომარეობის გადმოსაცემად ხშირად მიმართავენ სიზმრებს, მითიურ ელემენტებს, იუმორსა და ირონიას, რაც არაცნობიერის გაგებაში ეხმარება ადამიანს.

სიურრეალიზმი უარყოფს ტრადიციულ ხელოვნებას და ყოველივე ჩვეულებრივს, არსებულს.


 სიურრეალიზმის წარმომადგენელი იყო ცნობილი ესპანელი მხატვარი სალვადორ დალი. სალვადორ დალი დაიბადა 1904 წელს ესპანეთში. კერძოდ, ქალაქ ფიგერასში.  იგი საკუთარ თავს „ღვთაებრივ დალის“ უწოდებდა. სურდა, ერთი შეხედვით ეცნოთ, არასოდეს არავისში შეშლოდათ, ამიტომ ატარებდა გრძელსა და აპრეხილ ულვაშებს, უცნაურ ქუდსა და სამოსს, აწყობდა სკანდალებს… ხატავდა თავის მოგონებებს, შიშებს, ოცნებებს, გასაოცარ შეგრძნებებს, ილუზიებსა და კოშმარულ სიზმრებს. საკუთარ თავს გენიოსად მიიჩნევდა, გარშემომყოფნი კი შეშლილად და უგუნურად თვლიდნენ. დალი თავდაპირველად კუბიზმით დაინტერესდა, პარიზში ჩასვლის შემდეგ სიურეალისტებთან გადაინაცვლა და ყველგან ამაყად ამბობდა, რომ მათ შორის საუკეთესო იყო. „სიურრეალიზმი ეს მე ვარ“ – განაცხადა მან ამერიკაში.

სალვადორ დალი პარკინსონით იყო დაავადებული. იგი 1989 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა, დაკრძალულია ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოში . თავისი ქონება და ნახატები მან ესპანეთს დაუტოვა.

ნია მურღულია

ნინი ნასარიძემ ჩაწერა ვიდეო თავის დასთან და მის მეგობართან, თავისუფალ უნივერსიტეტზე, კერძოდ ხელოვნების განხრით.