ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველი პროფესიონალი ჩოგბურთელი და ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი, წარმატებული სპორტსმენია საქართველოში. ის თბილისში, 1992 წლის 23 თებერვალს დაიბადა (ამჟამად 32 წლისაა). 2008 წლიდან იწყებს ის თავის საჩოგბურთო კარიერას და საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლას. ახლა მის მთავარ მიღწევებსა და წარმატებებზე ვისაუბრებ. იმით დავიწყოთ, რომ ნიკა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც ATP-ის (პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცია) კატეგორიაში ტურნირი მოიგო. მას მოპოვებული აქვს 5 ტიტული ATP–ის ტურში. პირველად ოფიციალური ტურნირი 2018 წელს მოიგო, ეს იყო ჰამბურგის (გერმანია) 500-ქულიანი შეჯიბრი, თიხის კორტებზე, სადაც ფინალში არგენტინელი მაიერი 3 სეტში დაამარცხა და პირველ თასს, ჯილდოს, დაეუფლა...
ამის შემდგომ შედგა ბასილაშვილის უკვე მეორე დიდი გამარჯვება ბეიჯინგის (ჩინეთი) 500-ქულიან ტურნირზე, ჰარდის კორტებზე. აქ მან ფინალში კიდევ ერთ ცნობილ, საკმაოდ ძლიერ, აწ უკვე ყოფილ არგენტინელ ჩოგბურთელს, ხუან მარტინ დელ პოტროს ორ სეტში 6–4, 6–4 სძლია და ქართველები კვლავ უზომოდ გაგვახარა, გაგვაბედნიერა...
მესამე ტიტული კარიერაში ნიკოლოზმა 2019 წელს მოიპოვა, ისევ ჰამბურგში იმარჯვა და დაიცვა ქულები. ამჯერად, მან გადამწყვეტ მატჩში რუს ანდრეი რუბლევს 3 სეტში, დაძაბულ ბრძოლაში მოუგო და ზედიზედ მეორედ გახდა ამ ტურნირის ჩემპიონი...
თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ ქართველი ტურში კვლავ გამარჯვებით დაბრუნდა. დიდი ალბათობით, მის კარიერაში ყველაზე გამორჩეულ, დასამახსოვრებელ მატჩში ის, ლეგენდარულ მაესტრო როჯერ ფედერერს, 2021 წლის 11 მარტს, ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული ტურნირის მეოთხედფინალში დაუპირისპირდა და სასწაულებრივად, სენსაციურად დაამარცხა. თანაც, რაც ყველაზე შთამბეჭდავი და გასაოცარია ეს მან match point-ის მოგერიების შედეგად მოახერხა, შვეიცარიელ გენიოსს და ერთ–ერთ საუკეთესო ჩოგბურთელს ისტორიაში მატჩის მომგები ქულა გადაურჩინა და შემდგომ ამ დრამატულ, დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება თავად იზეიმა. ეს შეხვედრა არის არამარტო ჩოგბურთის, არამედ ზოგადად ქართული სპორტის ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე დაუჯერებელი და დასამახსოვრებელი მომენტი. ბასილაშვილი ამ დიდებულ, ბრწყინვალე მოგებას არ დასჯერდა და, ჩვენდა საბედნიეროდ, მან ამ 250 ქულიანი ტურნირის მოპოვებაც შეძლო, ფინალში გამოცდილი ესპანელი ბაუტისტა აგუტის 2 სეტში 7–6, 6–2 დამარცხებით…
ამავე წელს (2021, მაისი), ნიკოლოზი მისთვის ჯერჯერობით უკანასკნელ ტიტულს დაეუფლა, ესეც 250 ქულიან კატეგორიაში თიხის კორტებზე, მან მიუნხენის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა და ფინალში ადგილობრივ იან ლენარ სტრუფს მარტივად, 6–4, 7–6 სძლია…
ბასილაშვილი არაერთი ტურნირის ფინალშიცაა გასული, მაგალითად: ალბათ ყველაზე დასანანი მარხი იმავე 2021 წელს ინდიან უელსის (აშშ) 1000-ქულიანი მასტერსის გადამწყვეტ მატჩში ბრიტანელ კამერონ ნორისთან განიცადა, გამარჯვებამდე მას სულ ცოტა დააკლდა. მაგრამ ესეც, ცხადია, უდიდესი შედეგია და დასაფასებელია ამ დონის ტურნირზე მისი მსგავსი ღირსეული ასპარეზობა.
ბასილაშვილის გამომუშავებული ფული, ცნობისთვის, 8 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს და ის ამ მონაცემებით ყველაზე მდიდარი ქართველი ჩოგბურთელია. ის ერთი პერიოდი, თავისი კარიერის განმავლობაში, მსოფლიოს მოწინავე ჩოგბურთელებში შედიოდა, 2019 წელს დააფიქსირა თავისი საუკეთესო შედეგი, როცა რეიტინგში თავისთვის ჯერჯერობით უმაღლეს 16–ე ადგილს მიაღწია. ის სტაბილურად იყო Top 20-წევრი რამდენიმე სეზონის განმავლობაში, თუმცა ბოლო დროს, თანდათან მისი რეიტინგი საგრძნობლად დაეცა და დღევანდელი მონაცემებით ის ATP-ის პოზიციებში 209–ე ადგილს იკავებს.
ბასილაშვილი მონაწილეობდა დევისის თასზე (ჩოგბურთის მსოფლიო ჩემპიონატი) და სხვა საერთაშორისო სანაკრებო ტურნირებზე საქართველოს ნაკრებთან ერთად. ის დღესაცაა ეროვნული ნაკრების წევრი და საქართველოს პირველი ჩოგანი უკვე მრავალი სეზონია. მან ცოტა ხნის წინ, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ნოემბრის დასაწყისში სეულის (სამხრეთ კორეა) ჩელენჯერი მოიგო და რეიტინგშიც დაწინაურდა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო და იმედისმომცემი სიახლეა, პირველ რიგში, მისთვის და მთლიანად საქართველოსთვის…
გვსურს ყურადღება გავამახვილოთ ბასილაშვილის საჩოგბურთო უნარებზე: შემტევ, სწრაფ და ეფექტურ თამაშზე. მას აგრეთვე, ერთ–ერთი ყველაზე მძლავრი, ძლიერი დარტყმები აქვს მთელს ტურში და სწორედ მისი ამ მომხიბლავი, ლამაზი თამაშის გამო გვიყვარს და გვსიამოვნებს მაყურებლებს მისი მატჩების ყურება. ის მრავალი ახლგაზრდა ქართველი ჩოგბურთელისა და სპორტსმენისთვის მაგალითი და მისაბაძი პიროვნებაა.
ილია თოფურიაას სპორტული კარიერა
ვინ არის ილია თოფურია?
ილია თოფურია 1997 წლის 21 იანვარს გერმანიაში, ჰალეში, დაიბადა. მისი მეტსახელია მატადორი. ილია არის ქართველი პროფესიონალი მებრძოლი. ამჟამად ასპარეზობს ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის „აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში“ (Ultimate Fighting Championship, UFC). 2024 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით, ის არის #4 UFC-ის წონით რეიტინგში.
ილია თოფურიას წარსული
ილია გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ვარჯიში.
2012 წელს, როცა თოფურია თხუთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც მან დაიწყო ვარჯიში საბრძოლო ხელოვნებაში, „კლიმენტ კლუბში“. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.
2015 წელს პროფესიონალთა ადგილობრივ შეჯიბრებებში შედგა მისი დებიუტი.
27 წლის ილია თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 6-0 აქვს დამყარებული.
2020 წლის 11 ოქტომბერს თოფურია „მაროკოელ ეშმაკს“ იუსეფ ზალალს დაუპირისპირდა და სამ რაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.
2022 წლის 19 მარტს ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე, ორგანიზაციაში მე-4 ორთაბრძოლა გამართა, სადაც ილია თოფურიამ, ინგლისელი მეტოქე ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით გათიშა.
2024 წელს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამავე დივიზიონის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლსა და ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკის და ნოკაუტით მოუგო ბრძოლა. ავსტრალიელი მანამდე ქვემსუბუქ წონაში არავის გაუთიშავს. მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა, ხოლო ვოლკანოვსკის 26 მოგება და 3 მარცხი. ალექს ვოლკანოვსკიმ ამ წონის ქამრის დაცვა 5-ჯერ შეძლო. ვოლკანოვსკიმდე ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ 8 თვე დაისვენა და სატიტულო ჩხუბით, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო!
UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონის (66 კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლაში, ილია თოფურიასა (15-0) და მაქს ჰოლოვეის (26-7) შორის ბრძოლა ილია თოფურიას გამარჯვებით დასრულდა. თოფურიამ გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა.
ეს ილია თოფურიასთვის მე-16 გამარჯვება იყო. ქართველ მებრძოლს არცერთი დამარცხება არ ჰქონია და ამ გამარჯვებით, UFC-ის ისტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა.
ილია ხანგრძლივი გულშემატკივარია ესპანური კლუბის, რეალ მადრიდის და მისი ახლო მეგობარია ყოფილი მოთამაშე, სერხიო რამოსი.
კარტინგი არის სპორტი, რომელიც მაღალი ადრენალინის მიუხედავად, საკმაოდ უსაფრთხო აქტივობაა, თითქმის ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. კარტინგის მანქანა, დაბალი, ოთხი შიშველბორბლიანი, ერთადგილიანი და ჩვეულებრივ საწვავზე მომუშავე გახლავთ. არსებობს შედარებით დაბალი სიჩქარის კარტინგის მანქანები, რომლებსაც გამქირავებლები იყენებენ ბიზნესებისთვის (ე.წ. რეკრეაციული კარტინგის მანქანები), და პროფესიონალური კარტინგის მანქანები, რომლებიც ჩემპიონატებში გამოიყენება და მათი სიჩქარე 160 კმ/სთ - აც აღწევს.
არტ ინგელსი კარტინგის მამად ითვლება. იგი იყო მანქანათმშენებელი ,,Kurtis Kraft”-ში (კომპანია, რომელიც პროფესიონალურ სარბოლო მანქანებს აწყობდა). ინგელსმა მისი და მსოფლიოში პირველი კარტინგის მანქანა სამხრეთ კალიფორნიაში 1956 წელს ააწყო. პირველად კარტინგის შეხვედრები შტატ კალიფორნიაში, პასადენას ქალაქში მყოფ სტადიონზე, ,,Rose Bowl Stadium”- ზე იმართებოდა. კარტინგი ძალიან მალე გავრცელდა მსოფლიოს მასშტაბით. დღესაც ის ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
პირველი კარტინგის მანქანის მწარმოებელი კომპანია, ,,Go Kart Manufacturing Co.“, რომელიც ამერიკული კომპანია გახლდათ, 1957 წელს დაარსდა. ,,McCulloh” იყო პირველი კომპანია, 1959 წელს დაარსებული, რომელმაც სპეციალურად კარტინგის მანქანის ძრავის წარმოება დაიწყო. პირველი ძრავი, რომელიც მათ გამოუშვეს McCulloch MC-10 იყო, ორტაქტიანი ძრავა, რომელიც ელექტროხერხის გადამუშავებით შედეგად დამზადდა. ცოტა ხანში, კონკრეტულად კი 1960-იან წლებში, მწარმოებლები კარტინგის ძრავს, მოტოციკლის ძრავის გადამუშავებითაც ღებულობდნენ.
ტრასა და ფორმატი
კარტინგის პროფესიონალურ რბოლებში, არსებობს მრავალი სახის ფორმატი, რომლისთვისაც არაერთი ტიპის სარბოლო გზა იქმნიება.
სპრინტი: „სპრინტის ტრასა“, არის სპეციალურად კარტინგისთვის შექმნილი, მიხვეულ- მოხვეული, 180 გრადუსის კუთხიანი მოსახვევებით და ჩვეულებრივი მოსახვევებით აღჭურვილი ტრასა, რომელზე გამართული რბოლაც შეიძლება იყოს მეოთხედი მილი (1/4 miles), ანუ 400 მეტრიანი, ან 1 მილზე მეტი, ანუ 1600 მეტრი და ზევით. სპრინტი, მოკლე სახის რბოლის ტიპია. კუალიფიკაცია, ხდება მოკლე დროში და ფინალური ეტაპი, 20 წუთზე მეტი ხანი არ იწელება.
„Endurance“ (იგივე „ენდურო“): კონკრეტული რბოლის ფორმატი, 30 წუთიდან 24 საათამდე მერყეობს. რაღაც შემთხვევებში შეიძლება 24 საათსაც გადასცდეს. შესაბამისად, აქ მთავარი გამძლეობა, გუნდის მუშაობის ხარისხი, თანმიმდევრულობაა, ვიდრე მაქნანის სიჩქარე. ამერიკაში არსებობს სპრინტ „ენდურო“, რომელიც 30 წუთზე მეტი არ გრძელდება და ლეიდაუნ „ენდურო“ რომლის ლიმიტი 45 წუთია. ორივე „პიტსტოპის“ გარეშე იმართება („პიტსტოპი“ ხდება შუა რბოლის დროს, რათა სარბოლო მანქანას ბორბლები გამოუცვალონ, ზოგჯერ ბენზინს ასხამენ და იშვიათ შემთხვევებში, თუკი რბოლა 24 საათიანია, მრბოლელსაც ცვლიან). ნებისმიერი სახის „ენდურო“ რბოლა, იმართება სრული ზომის სარბოლო ტრასაზე, რომლის სიგრძეც 2.4 კილომეტრიდან, 6.4 კილომეტრამდე მერყეობს. როგორც არსებობს 24 hours le mans, რომელიც ჩვეულებრივი ზომის სარბოლო მანქანებით ჩატარებული 24 საათიანი რბოლა გახლავთ, ისე გახლავთ 24 საათიანი რბოლის ფორმატი, ოღონდ კარტინგის მანქანებისთვის. ისიც საფრანგეთში, ქალაქ ლემანსში ტარდება, ოღონდ სპეციალურად კარტინგის ტრასაზე, რომელიც 1.4 კილომეტრი სიგრძისაა. (ის სპეციალურად კარტინგის ტრასაა, რის გამოც შედარებით მოკლე გახლავთ).
„Speedway“ (ჩქაროსნული გზა): „სპიდვეის“ ფორმატი რბოლები, ტარდება ასფალტის ან თიხის ოვალურ გზებზე, რომლებიც ძირითადად ან მეათედი მილის სიგრძის (161 მეტრი) ან მეოთხედი მილის სიგრძის (402 მეტრი) გახლავთ. ზოგი მათგანი 2 სწორი გზით და 4 მარცხნივ შესახვევით არის წარმოდგენილი (ანუ გრძელი ოვალის ფორმისაა). ზოგი „სპიდვეის“ ტრასა სიმეტრიულია და ოვალური ფორმა აქვს. „სპიდვეიზე“, მხოლოდ მარცხნივ მოხვევა არის შესაძლებელი. მარჯვნივ უხვევენ თუკი მანქანის მარჯვნიდან გადასწრება სურთ. ამ ფორმატში, რბოლა 20 წრიანია.
კარტინგი, არამარტო გასართობი და შაბათ-კვირას გამოსაყენებელი აქტივობაა, არამედ ბევრი ადამიანის ოცნების გზაა, ფორმლულა 1-ის პილოტობის, პირველი ეტაპი. თითოეულმა ფორმულა 1-ის თუ ნებისმიერი სხვა რბოლის ჩემპიონატის ან ტიპის წარმომადგენელმა მრბოლელმა, ზუსტად ზემოთ ჩამოთვლილი კარტინგის, სხვადასხვა ტიპის, ჩემპიონატებში მიიღეს მონაწილეობა, საიდანაც ნელ-ნელა განვითარებით, მიაღწიეს იმ მიზანს, სადაც დღეს არიან.
შესაბამისად ეს სპორტი, ძალიან კარგი საშუალება არის, მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად, ადრენალინის მოზღვავებისა და რბოლის სფეროში მოხვედრისათვის.
მერაბ დვალიშვილი (დაბ. - 10 იანვარი, 1991) არის ქართველი პროფესიონალი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი. ის ამჟამად ასპარეზობს Ultimate Fighting ჩემპიონატის (UFC) სუპერმსუბუქ წონაში. იგი გახლავთ წონის ამჟამინდელი ჩემპიონი. მერაბ დვალიშვილი არის საქართველოს ისტორიაში მეორე ჩამპიონი, პირველი კი ყველასთვის ნაცნობი ილია თოფურიაა. 2024 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით, მერაბი არის #7 UFC მამაკაცთა რეიტინგში („pound-for-pound“).
ბიოგრაფია
დვალიშვილი გაიზარდა თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, სადაც ადრევე გაუჩნდა ინტერესი საბრძოლო სპორტის მიმართ. ჭიდაობა, დისციპლინა, რომელსაც ღრმა ფესვები აქვს საქართველოში, მისი ძირითადი მიმართულება გახდა. დვალიშვილი მცირე ასაკიდანვე ვარჯიშობდა ჭიდაობაში, რამაც საფუძველი ჩაუყარა მის მომავალ წარმატებას MMA-ში. მისმა ბუნებრივმა ნიჭმა და შრომისმოყვარეობამ ჭიდაობაში, იგი სპორტში შესანიშნავ კონკურენტად აქცია, რის გამოც იგი გახდა ერთ-ერთი საუკეთესო მოჭიდავე UFC-ში.
MMA- ში გადასვლა
მერაბი MMA-ში გადავიდა 2014 წელს. მან ასპარეზობა დაიწყო საკუთარ ქვეყანაში, საქართველოში. ჭიდაობაში მისმა გამოცდილებამ საშუალება მისცა დომინანტი გამხდარიყო კარიერის დასაწყისშივე. მან მოიპოვა რეპუტაცია თავისი დაუნდობელი ტემპით, აცილების შესანიშნავი უნარით და მაღალი წნეხის ბრძოლის სტილით, რაც მოგვიანებით მისი საფირმო ნიშანი გახდა.
UFC-ის დებიუტი და აღზევება
დვალიშვილის UFC-ის დებიუტი შედგა 2017 წლის 8 ივლისს, UFC 213-ზე ფრენკი საენცის წინააღმდეგ. მერაბმა წააგო არაერთსულოვანი გადაწყვეტილებით, თუმცა მან „რანკინგში“ წინსვლა განაგრძო. დვალიშვილმა ყურადღება მიიპყრო კარდიოს, ჭიდაობისა და სამივე რაუნდის განმავლობაში ტემპის აწევის უნარით. მისმა სამუშაო ეთიკამ და მონდომებამ ის გულშემატკივართა ფავორიტად აქცია.
შესამჩნევმა გამარჯვებებმა, მათ შორის გამარჯვებებმა ტოპ მებრძოლებთან, როგორებიც არიან ჯონ დოდსონი, პეტრ იანი და მარლონ მორაესი, ჰენრი სეხუდო და ხოსე ალდო, მისცა მას შესაძლებლობა, რომ ებრძოლა სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის. მისმა დაუნდობელმა ჭიდაობამ და ხმელეთზე მოწინააღმდეგეების გაკონტროლების უნარმა იგი დივიზიონის ერთ-ერთ უძლიერეს მებრძოლად აქცია.
UFC-ის ჩემპიონობა
2024 წლის 14 სექტემბერს, UFC 306-ზე, დვალიშვილი შონ ო'მალის დაუპირისპირდა UFC ბანტამ წონაში ჩემპიონობისთვის. მან ბრძოლა და ტიტული ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.
დვალიშვილმა 2025 წლის 18 იანვარს UFC 311-ზე დაუმარცხებელი პრეტენდენტი, უმარ ნურმაგომედოვი, დაღალა და ადვილად შეძლო მასზე უპირატესობის მოპოვება.
UFC კარიერის მაჩვენებლები
დებიუტი: ‘’UFC Fight Night“ 121 (2017 წლის 8 ივლისს);
‘’Bantamweight champion’’: 2024 წელი;
ბრძოლის სტილი: მოჭიდავე, წნეხის მებრძოლი.
აღსანიშნავია გამარჯვებები: ჰენრი სეხუდო, შონ ომალი, ხოზ ალდო, უმარ ნურმაგომედოვი;
რეკორდი: მერაბ დვალიშვილმა შეინარჩუნა მოგების სერიები, დაიმკვიდრა თავი სუპერმსუბუქ წონაში მთავარ კანდიდატად, მოიპოვა ჩემპიონობა და დაიცვა ქამარი.
ფორმულა 1, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული და ამაღელვებელი მოტოსპორტის სერია, აგრძელებს მაყურებლის მოხიბვლას მთელს მსოფლიოში. უახლესი ტექნოლოგიების, მძღოლის ოსტატობისა და მაღალსიჩქარიანი დრამის შერწყმით, სპორტი გახდა ფენომენი, იზიდავს მილიონობით გულშემატკივარს, რომლებიც იზიდავს მის ამაღელვებელ რბოლებს და საკულტო პიროვნებებს.
ფორმულა 1 უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ რბოლა. ის წარმოადგენს საავტომობილო ინჟინერიის მწვერვალს, სცილდება საზღვრებს, რაც არის შესაძლებელი სიჩქარისა და შესრულების სწრაფვაში. გუნდებისა და მწარმოებლების მიერ ინოვაციების დაუნდობელმა სწრაფვამ გამოიწვია აეროდინამიკის, ჰიბრიდული სიმძლავრის ერთეულების და საბურავების ტექნოლოგიების ინოვაციური წინსვლა, რაც მანქანებს საშუალებას აძლევს მიაღწიონ საოცარ სიჩქარეს და განახორციელონ თვალწარმტაცი ბრძოლები ტრასაზე.
ფორმულა 1-ის გულში არიან მძღოლები, გაბედული პიროვნებები, რომლებიც საკუთარ თავს და თავიანთ მანქანებს ლიმიტამდე აყენებენ. ეს უშიშარი სპორტსმენები ფლობენ არაჩვეულებრივ რეფლექსებს, უზარმაზარ ფიზიკურ და გონებრივ ძალას და გამარჯვების ურყევ შიმშილს. ყოველი სარბოლო შაბათ-კვირა უნარების ბრძოლაა, რადგან ეს ელიტური მძღოლები ნავიგაციას უწევენ რთულ სქემებს, იღებენ გადაწყვეტილებებს წამის ნაწილად დამაბრმავებელი სიჩქარით, იმავდროულად, უძლებენ ძალებს, რომლებიც საშუალო ადამიანს სუნთქვის სუნთქვას ტოვებს.
სპორტის ისტორია მდიდარია ლეგენდარული ფიგურებით, რომელთა სახელები გახდა ფორმულა 1-ის სინონიმი. ხატებმა, როგორიცაა აირტონ სენა, მაიკლ შუმახერი და ლუის ჰემილტონი, ჩაწერეს თავიანთი სახელები რეკორდების წიგნებში, დაიპყრეს გულშემატკივრების გულები მათი თავხედური გასწრებით, სტრატეგიული ბრწყინვალებით. და აბსოლუტური განსაზღვრა. ეს მძღოლები განასახიერებენ ფორმულა 1-ის არსს, წარმოაჩენენ ადამიანის სულის დაუნდობელ სწრაფვას ბრწყინვალებისკენ.
ფორმულა 1-ის მიმზიდველობა სცდება ტრასაზე მოქმედების მიღმა. ეს არის გლამურის და ფუფუნების სპექტაკლი, სადაც სარბოლო შაბათ-კვირა გარდაიქმნება სოციალურ მოვლენებად, რომლებიც იზიდავს ცნობილ ადამიანებს, ბიზნეს მაგნატებს და ენთუზიასტებს ცხოვრების ყველა სფეროდან. ენერგიული ატმოსფერო პადოკში, ძრავების ღრიალი და გუნდური ნაკეთობების ფერადი მასივი ხელს უწყობს იმ უნიკალურ გამოცდილებას, რომლის შეთავაზებაც მხოლოდ ფორმულა 1-ს შეუძლია.
თუმცა, სპორტი არ არის გამოწვევების გარეშე. ფორმულა 1-ის ერთგულება ინოვაციებისა და მდგრადობისადმი განაპირობა მუდმივი ძალისხმევა გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად. ჰიბრიდული ელექტროსადგურების დანერგვა, მდგრადი საწვავისკენ სწრაფვა და ნახშირბადის გამონაბოლქვის მკაცრი რეგულაციების განხორციელება, ეს არის სპორტის უწყვეტი ვალდებულების ნაწილი უფრო მწვანე მომავლის მიმართ. ფორმულა 1 მიზნად ისახავს მაგალითის მიცემას უფრო ფართო საავტომობილო ინდუსტრიისთვის, წარმოაჩინოს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების შესაძლებლობები ეფექტურობის კომპრომისის გარეშე.
ბოლო წლების განმავლობაში, ფორმულა 1-მა გააფართოვა თავისი გლობალური მიღწევები, შემოიჭრა ახალ ტერიტორიებზე და მოიხიბლა ახალი აუდიტორია. რბოლებმა აზიაში, ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში გააცნო სპორტი მრავალფეროვან კულტურას და მოუტანა აღფრთოვანების ახალი დონე გულშემატკივრებს მთელს მსოფლიოში. გლობალური გულშემატკივართა ბაზა აგრძელებს ზრდას, რაც ხელს უწყობს სპორტის გაფართოებას და უზრუნველყოფს მის მუდმივ პოპულარობას მომავალი წლების განმავლობაში.
როდესაც ფორმულა 1-ის ჩემპიონატი უახლეს სეზონს იწყებს, გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან წინა ბრძოლებს. მონცასა და სილვერსტოუნის საკულტო ტრასებიდან დაწყებული სინგაპურის ბრწყინვალე ღამის რბოლამდე, თითოეული წრე წარმოადგენს უნიკალურ გამოწვევებს, რომლებიც ამოწმებენ მძღოლების და გუნდების უნარს. ჩემპიონატზე ნადირობა დაუნდობელი დევნაა, სადაც წამების გადაწყვეტილებები და უნაკლო შესრულება განასხვავებს ტრიუმფსა და გულისტკივილს შორის.
ფორმულა 1 უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი; ეს არის გამოცდილება, რომელიც ანთებს ვნებას, იწვევს მეტოქეობას და აერთიანებს გულშემატკივრებს მთელს მსოფლიოში. ძრავების ყრუ ხმაურიდან დაწყებული თვალისმომჭრელ გასწრებამდე, ეს არის მაღალსიჩქარიანი სანახაობა, რომელიც აჩქარებს გულებს და პულსებს აჩქარებს. სეზონის განვითარებასთან ერთად, ერთი რამ ცხადია: ფორმულა 1 გააგრძელებს იმ მღელვარებისა და აღფრთოვანების გადმოცემას, რამაც იგი შეუდარებელ სპორტულ ფენომენად აქცია.
______________________________________________________________________________________________________________________
F1 გუნდები- f1 მრბოლელები
Mercedes-AMG Petronas Formula 1 Team Red Bull Max Verstappen, Sergio Perez
Red Bull Racing Ferrari Charles Leclerc, Carlos Sainz
Scuderia Ferrari Mercedes Lewis Hamilton, George Russell
McLaren F1 Team Alpine Esteban Ocon, Pierre Gasly
Alpine F1 Team McLaren Lando Norris, Oscar Piastri
Aston Martin Cognizant F1 Team Alfa Romeo Valtteri Bottas, Zhou Guanyu
Scuderia AlphaTauri Aston Martin Lance Stroll, Fernando Alonso
Uralkali Haas F1 Team Haas Kevin Magnussen, Nico Hulkenberg
Alfa Romeo Racing F1 Team ORLEN AlphaTauri Yuki Tsunoda, Nyck de Vries
Williams Racing Williams Alex Albon, Logan Sargeant
F1 Team Team Principal F1 ძრავის მომწოდებლები გუნდები, რომლებიც იყენებენ ძრავას
Red Bull Christian Horner Ferrari engine Ferrari
Ferrari Frédéric Vasseur Haas
Mercedes Toto Wolff Alfa Romeo
McLaren Andrea Stella Mercedes engine Mercedes
Aston Martin Mike Krack McLaren
Alpine Otmar Szafnauer Aston Martin
Alfa Romeo Alessandro Alunni Bravi Williams
Red Bull engine Red Bull
Haas Guenther Steiner
Williams James Vowles
AlphaTauri Franz Tost
ცხენოსნობა ბევრ საინტერესო სახეობას მოიცავს, რომელთაგანაც ერთ-ერთია ,,დრესაჟი’’. იგი არის სპორტის სახეობა, რომელშიც ცხენი ,,ცეკვავს’’. დრესაჟი ბავშვობიდან მიზიდავდა, ცხენისა და მხედრის ცეკვის ცქერა ჯადოსნურისანახაობაა. ეს სპორტი მოითხოვს ცხენსა და მხედარს შორის ძალიან ახლო ურთიერთობას და მრავალწიალ თავდაუზოგავ ვარჯიშს. მახსოვს ბავშვობაში მწრთვნელმა მითხრა: ,,დრესაჟი ბალერინების და ტანმოვარჯიშეების ხელოვნებას ჰგავს, უბრალოდ მათთან საუბარი არ შეგვიძლია’’.
თვითონ სიტყვა ,,დრესაჟი’’ ფრანგული სიტყვაა, რომელიც მომდინარეობს ზმნა ,,dresseur’’-იდან, ის ფრანგულად ვარჯიშს ნიშნავს. დრესაჟი ოლიმპიური დისციპლინაა, ასე რომ, მთელ მსოფლიოშია აღიარებული. დრესაჟს სხვადასხვა დონეები აქვს, რომელთაგანაც ,,გრან პრი’’ არის უმაღლესი, მუსიკალური თავისუფალი სტილი, რომელიც საოცარი სანახავია.
დრესაჟის ისტორია იწყება ძველ საბერძნეთში ძვ.წ. 430-354 წლებში. ამ დროისთვის მას იყენებდნენ ცხენის, ბრძოლისთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ მეთოდად. პირველი ჩანაწერები კლასიკურ დრესაჟზე გვხვდება ბერძენი სარდლის, ქსენოფონტის, დღიურებში, სახელწოდებით ,,ცხენოსნობის შესახებ”.
დრესაჟის შეჯიბრისას, რომელსაც ჰქვია დრესაჟის ,,ტესტირება’’, ცხენსა და მხედარს აფასებენ იმის მიხედვით, თუ როგორ ასრულებენ მოძრაობების სერიას, რომელიც შეესაბამება მათ კონკურენციას. დრესაჟის ტესტები ტარდება 20 x 60 მეტრიან არენაზე. ტესტის ფარგლებში არის ცალკეული მოძრაობები, რომლებიც მიედინება ერთი მოძრაობიდან მეორეზე და თითოეული მოძრაობა ფასდება 0-10 ქულით. ტესტის ბოლოს მსაჯები დამატებითად იძლევიან ზოგადი შთაბეჭდილების ოთხ ქულას შესრულებისთვის. შემდეგ ყველა ქულა იკრიბება და ითვლება საშუალო არითმეტიკულით, რათა ტესტს მიენიჭოს პროცენტული შეფასება.
მსოფლიო რეკორდსმენები:
კალათბურთის აკადემია ,,ბრუკლინი'' - ელენე სულავა და ბარბარე ვარადაშვილი
ჩვენმა ჟურნალისტებმა ელენე სულავამ და ბარბარე ვარადაშვილმა, ჩაწერეს ვიდეო კალათბურთის აკადემია ,,ბრუკლინის'' შესახებ თავიანთ მწვრთნელებთან.