ჰელოუინი

   Სკოლა ,,ლოგოსი” ცნობილია კრეატიული აზროვნების წახალისების ტენდენციით. სტუდენტური ცენტრი  და სკოლის ადმინისტრაცია არ იშურებს ძალას, გახადონ სასწავლო პროცესი რაც შეიძლება საინტერესო და სასიამოვნო მოსწავლეებისთვის. Ამიტომ 2022 წლის 31 ოქტომბერს „ლოგოსში“ ჩატარდა ჰელოუინის წვეულება. COVID პანდემიის დროს საინტერესო აქტივობებმა ონლაინ სივრცეში გადაიმაცვლა, Მაგრამ  რეგულაციების მოხსნის შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა ჩვეულ რიტმს დავბრუნებოდით. ერთ-ერთი ასეთი აქტივობა არის ბავშვებში მეტად პოპულარული Ჰელოუინის დღესასწაული, რომელსაც ყველა კლასი მოუთმენლად ელოდა და სწორედ ამიტომ საინტერესოდ ჩაიარა.


   Ჰელოუინის დღესასწაული მოიცავს კოსტიუმირებულ წვეულებასა და სხვადასხვა ტკბილეულის გაცვლას ბავშვბეს შორის. Ბავშვებს და მასწავლებლებს თავიანთი საყვარელი პერსონაჟების ფორმა ეცვათ, მოსწავლეებმა შექმნეს თემატური სტენდები და დიდი დარბაზიც ულამაზესად მორთეს. Მთავარი წვეულება გაკვეთილების დასრულების შემდეგ დაიწყო. 6 საათზე უკვე ყველა სტენდი მზად გახლდათ და მოსწავლეები კოსტიუმებით გამოცხადდნენ, ვიხილეთ ლოგოსელების შემოქმედებითი უნარები, ყველა განსაკუთრებული გულმოდგინებით მუშაობდა. ასეთი ღონისძიებები უფრო აახლოებს მოსწავლეებს და სასიამოვნო მოგონებად რჩება. Ჩატარდა კონკურსიც კატეგორიები კი შემდეგი იყო: 

   Ყველა გამარჯვება ნამდვილად დამსახურებული იყო. Მოსწავლეებმა დიდი კრეატიულობა გამოიჩინეს და გაგვაოცეს. Მე გადავწყვიტე გავსაუბრებოდი ერთ-ერთ გამარჯვებულს, ალექსანდრე ჩიკვაიძეს, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა საუკეთესო კოსტიუმის კატეგორიაში. Ინტერვიუმ ასე ჩაიარა:

Ზაფხულში შემემთხვა ინციდენტი, ველოსიპედზე მართვისას მოვიტეხე ხელი და დამჭირდა მეტალის ჩადგმა. Ამის შემდეგ მეგობრებმა შემარქვეს ზედმეტსახელი „Bucky“, რამაც გამიჩინა იდეა, რომ ჰელოუინზე ამერჩია მეტსახელის შესაბამისი კოსტიუმი.


2. რამდენი ხანი დაგჭირდათ კოსტიუმის შექმნისათვის და რა მასალა გამოიყენეთ?

Დაახლოებით, 4 საათი დასჭირდა პროცესს და გამოვიყენე საღებავი ცხელი წებო და „foam’’.


3. როგორც უკვე ვიცით, თქვენმა კოსტიუმმა დიდი მოწონება დაიმსახურა. თქვენი აზრით, სამართლიანი იყო თუ არა თქვენი სანომინაციო ადგილი და რას შეცვლიდით სამომავლოდ ლოგოსის ჰელოუინში?

ვფიქრობ,  უკეთესი იქნებოდა, რომ ვირჩევდეთ სკოლის მოსწავლეების ხმის მიცემით და არა მხოლოდ დირექციის გადაწყვეტილებით.


4. Როგორ მოგეწონათ ჰელოუინის წვეულება?

Ჯამში ჰელუინმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე და ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ სკოლა და თითოეული კლასი ასე ზრუნავს განწყობის შექმნაზე. Ასევე მომწონს, რომ სკოლა ხელს გვიწყობს საკუთარი თავის გამოხატვასა და წარმოჩენაში.


5. ამ საღამოს საუკეთესო ნაწილი რა იყო თქვენთვის?

Ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და სასიამოვნო მომენტი იყო აპლოდისმენტები მთელი სკოლისგან. ვიგრძენი, რომ ნამდვილად დამიფასდა შრომა.


6. Სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ კოსტიუმთან დაკავშირებით?

 Მგონი, სჯობს ეს ინფორმაცია საიდუმლოდ დავტოვოთ.

                                                                            (ინტერვიუ წარმართა ანი სულხანიშვილმა)

   ამასთან ერთად ჯგუფური კოსტიუმებიც ვიხილეთ, მაგალითად XI გ კლასის მიერ შექმნილი. Მათ არამარტო სასახლე ააშენეს სკოლაში, არამედ თითოეულს რენესანსის პერიოდის კოსტიუმები ეცვათ. Მათმა სტენდმა გაიმარჯვა და საუკეთესო ჯგუფური კოსტიუმიც გამოვლინდა.

   დაბოლოს, ვიტყვი, რომ ჰელოუინი ერთ-ერთ საუკეთესო მოგონებად დამრჩება, “ლოგოსში” სწავლის პერიოდის გასახსენებლად. ყველა მოსწავლე და მასწავლებლი კარგ გუნებაზე იყო და მთელი სკოლა გაერთიანდა, სტენდები შეივსო ტკბიეულითა და სათამაშოებით. ყველა თავის სამუშაოს აკეთებდა და ერთობოდა. 2022 წლის ჰელოუინმა ,,ლოგოსში” დასამახსოვრებლად ჩაიარა.


ავტორი: ნუცა ვაჩეიშვილი

ტვინების ბრძოლა

   „ტვინების ბრძოლა“ არის გუნდური და ინტელექტუალური თამაში სკოლის მოსწავლეთათვის. ეს პროექტი წლის განვმალობაში სეზონურად ხორციელდება და სხვდასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ტარდება. 2022 წლის შემოდგომის ჩემპიონატში საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრმა საჯარო/კერძო სკოლამ მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო “საერთაშორისო აკადემია ლოგოსი“.

   მესამე ასაკობრივ კატეგორიაში ლოგოსის მოსწავლეთა გუნდმა სახელად  „დომინუსმა“ წარმატებით გაიარა ტურნირის სამივე ეტაპი: შიდა სასკოლო ჩემპიონატი, რეგიონალური ჩემპიონატი და ფინალი. მათ ყველაზე რთულ ტურსაც გაართვეს თავი და ტვინების ბრძოლაში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.გუნდი „დომინუსის“ წევრები XII ,XI, X კლასის მოსწავლეები: ირაკლი ახვლედიანი (კაპიტანი), ლაშა ჯაფარიძე, რატი გოგიძე, გიორგი ყიფშიძე და ოთო ქარჩავა იყვნენ. მათი შთაბეჭდილებების გასაგებად გუნდის რამდენიმე წევრს გავესაუბრეთ. 

           გაგვესაუბრნენ გიორგი ყიფშიძე და ოთო ქარჩავა        


    ძალიან გვიხარია ჩვენი სკოლის მოსწავლეების ასეთი მიღწევები. ვუსურვებთ სხვა არა ერთ პროექტში გამარჯვებას!

ავტორი: ნატალია მამაცაშვილი



საქველმოქმედო პროექტი

   გინდათ ადამიანებს დაეხმაროთ? აკეთოთ სიკეთე? და არ იცით საიდან დაიწყოთ? მაშინ ჩაერთეთ ჩვენი სკოლის პროექტებში! ,,ლოგოსი’’ ხშირად ახორციელებს საქველმოქმედო და ეკოლოგიურ პროექტებს, რომელთა წევრი შეგიძლია გახდე შენც! საშობაო დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით ლოგოსელებმა შეაგროვეს ჰუმანიტარული დახმარება, იყიდეს საახალწლო საჩუქრები და მოინახულეს სოციალური სახლი. მთელმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა. ლოგოსის პატარა წევრებს ძირითადად მოჰქონდათ ახალი და კარგად შენახული ნივთები. მაღალკლასელებს კი მიეცათ საშუალება, გამხდარიყვნენ სანტა ერთ-ერთი ბავშვისთვის. ზოგიერთი ლოგოსელი განსაკუთრებულად იყო ჩართული ამ პროექტში: ისინი იყვნენ ორგანიზატორები, დამხარისხებლები და შეფმზარეულები. მე ჩამოვართვი ინტერვიუები მათ გამოცდილების გაზიარების მიზნით: ანა გოგოლაძე: გახარებული ვიყავი, რომ მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი ამ ბავშვებს. როდესაც ისინი პირველად დავინახე, საყვარელი სუპერგმირების კოსტიუმები ეცვათ. იმავე წამს მომინდა მათი ჩახუტება. მიყვარს ასეთ პროექტებში ჩართვა და არაერთხელ ვმონაწილეობდი მათში. როდესაც ვხედავ სხვა ადამიანის სახეზე ღიმილს, მეც მინათდება გული. მომავალშიც აუცილებლად ვიქნები მოხალისე და დარწმუნებული ვარ, რომ მარტო დადებითი ემოციები დამრჩება. თამუნა კვირიკაშვილი: არ მქონდა ასეთი გამოცდილება ადრე და ბედნიერი ვარ, რომ მომეცა ამისი საშუალება. კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით, რომ გავახარეთ ეს ბავშვები და წვლილი შევიტანეთ მათი საახალწლო სურვილების ასრულებაში. ამ ქვეყანაზე არსებობენ ისინი, ვისაც სჭირდება მორალური და ფინანსური დახმარება, მეც მინდა მონაწილე ვიყო ამ კეთილი საქმის. ანნა პატარქალიშვილი: ძალიან მიყვარს ბავშვები და როდესაც გავიგე, რომ გეგმავენ ასეთ პროექტს, მეც მომინდა მონაწილეობა. სახალისო იყო. ჯერ მივედით და დავაწყვეთ საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ, რასაც მოჰყვა საახალწლო სამზადისი. ეს იყო ერთობლივი პროცესი: ზოგმა დაჭრა, ზოგმა გარეცხა და ბოლოს გავშალეთ სუფრა. უგემრიელესი სენდვიჩები გამოგვივიდა და კარგი ადამიანების გარემოცვაში დროის გატარება იყო სასიამოვნო. საერთო ჯამში, ლოგოსელებმა არა მხოლოდ გაახარეს და გააბედნიერეს პატარები საახალწლო საჩუქრებით, არამედ თავადაც მიიღეს დაუვიწყარი გამოცდილება, შეუდარებელი ემოცია. არ გაუშვა შენი შესაძლებლობა! შენც შეგიძლია გახდე მონაწილე!

ავტორი: ანა პატარქალიშვილი