სტატიები
სტატიები
მიუხედავად იმისა, რომ წიგნის წაკითხვისას ვისიამოვნე, ის ჩემთვის გარკვეულწილად წინააღმდეგობრივი შთაბეჭდილებებით დასრულდა.
ნაწარმოებში მოქმედება ვითარდება წყვილის – ფელიქსისა და ფეის – გარშემო. მრავალწლიანი მძიმე შრომის შემდეგ, ისინი აიძულებენ საკუთარ თავს, დასასვენებლად გაემგზავრონ ფეის მშობლების კუთვნილ აგარაკზე. თუმცა იქ ჩასვლისთანავე, უცნაური ხმები და აუხსნელი მოვლენები მათ სიმშვიდეს არღვევს, და მალევე ეს დასვენება ნამდვილ კოშმარად იქცევა – კოშმარად, რომელიც სახლში დაბრუნების შემდეგაც არ სრულდება.
შეძლებენ კი ფელიქსი და ფეი, შეაჩერონ ბოროტება, რომელიც მათ უკან მიჰყვება?
ამ წიგნში ბევრი რამ ნამდვილად მომეწონა.
ჰორორის ელემენტი საოცრად შესრულებული იყო და თავიდანვე მიმიზიდა. იშვიათად მეშინია ისე, რომ რეალურად გამიცივდეს სისხლი, მაგრამ იმ ღამით, როცა ამ წიგნის კითხვა სახლში მარტო მყოფმა დავიწყე, ნამდვილად შემაძრწუნა. ეს შიში ერთდროულად ატმოსფერული და რეალური იყო, თუმცა დიდი დროის განმავლობაში უფრო მძიმე ატმოსფეროს ქმნიდა. ყოველი თავი რაღაც შემაშფოთებელ ან შემზარავ მოვლენას შეიცავდა, რაც ამბავს წირმართავდა და ჩემს ინტერესსაც იმსახურებდა, თუმცა იდეალური არ ყოფილა. ზოგიერთ სცენას განმეორებითი ხასიათი ჰქონდა და შოკის ეფექტი დროთა განმავლობაში ნელ-ნელა ჩაცხრა. ბოლოს კი, ჰორორის ელემენტმა ბოლომდე ვერ შეინარჩუნა თავისი გავლენა.
ფელიქსი, როგორც მთავარი პერსონაჟი, ძალიან მომეწონა. მისი მზრუნველობა ფეის მიმართ მკაფიოდ იგრძნობოდა. მან მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მათი ცხოვრება როგორმე ისევ ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნებოდა, როგორი მძიმე ფასიც უნდა გადაეხადა ამისთვის. მომეწონა, რომ ფელიქსი პარანორმალური მოვლენების სკეპტიკოსი იყო, თუმცა თან ძალიან გაბედული და შეუპოვარი – პერსონაჟი, რომელსაც ნამდვილად გულშემატკივრობ.
ფეიც საინტერესო იყო, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მეტ-ნაკლებად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, რაც, ზოგ მომენტში, თავად ფელიქსსაც ემართებოდა. როგორც ჩანს, საყვარელი პერსონაჟის განწყობა გადამედო. ასევე, ფეის დედა არ გამხდარა ჩემი მოსაწონი პერსონაჟი, თუმცა ნათანი, ტივე და უილიამ რეინჯერი მშვენიერი დამხმარე პერსონაჟები იყვნენ.
ჩემი მთავარი პრობლემა ამ წიგნში საშინელებათა ელემენტის გადაჭრის გზასთანაა დაკავშირებული. ჰორორის ჟანრის მოყვარულები ხშირად ამბობენ, რომ დასასრულის ხარისხი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შინაარსის განვითარება, და მეც სწორედ ამ კატეგორიას მივეკუთვნები. ამ წიგნის დასასრული ზედმეტად სენტიმენტალური და მოსახერხებელი მომეჩვენა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ამბავი ადგილობრივი ამერიკელების მითებზე იყო დაფუძნებული. მერჩივნა, რომ სწორედ ამ მითებიდან გამომდინარე გადაჭრილიყო კონფლიქტი – რაც ვერ მივიღე და რამაც ბოლოს იმედგაცრუება გამოიწვია.
რომ შევაჯამოთ, განხილული ნაწარმოები საშუალო დონის ჰორორია. თუ ვერიდებით დასასრულს, რომელიც სრულყოფილად ვერ პასუხობს მოლოდინებს, მაგრამ გვიყვარს საშინელებები, შესაძლოა, ეს წიგნი მოგეწონოთ.
ფილმების ყურება თუ წიგნების კითხვა? პასუხი იცვლება, როცა ორივე ერთი და იგივე ამბავს ჰყვება. წიგნი ღრმად იკვლევს პერსონაჟების ემოციებს, ფილმებს კი- ვიზუალური სანახაობა მოაქვს. მაშ, როდესაც ერთი ამბავი ორივე ფორმატშია მოთხრობილი, როგორ ედარებიან ერთმანეთს? ფილმი ნამდვილად ასახავს წიგნის არსს, თუ ის ვერ სწვდება იმ ღრმა ნუანსებს, რომლებიც სიტყვას ხდის ძლიერს? სწორედ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ ფრანსის სკოტ ფიცჯერალდის ,,დიდი გეტსბის” მიხედვით.
ზემოხსენებული უდიდესი ამერიკული რომანი 1925 წელს გამოქვეყნდა, ის გთავაზობთ ჯაზის ეპოქის ბრწყინვალე პორტრეტსა და “ამერიკული ოცნების” ილუზიას. რომანი არაერთხელ იქნა ადაპტირებული, ხოლო ყველაზე ცნობილი იყო 2013 წლის ვერსია, რომლის რეჟისორია ბაზ ლურმანი, ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით.
მოქმედება ვითარდება 1920-იან წლებში. სიუჟეტი ეხება ჯეი გეტსბის, მდიდარ კაცს, რომელიც აწყობს ექსტრავაგანტულ წვეულებებს დეიზი ბიუკენანთან რომანის აღსადგენად. ნიკ კარავეის მიერ მოთხრობილი რომანი ასახავს ჯაზის ეპოქის გლამურულ სიცარიელეს და იკვლევს კონკრეტული ჯგუფის სიმდიდრეს, სიყვარულსა და ოცნებებს.
როდესაც წიგნები ადაპტირებულია ფილმებში, სიუჟეტის ნაწილები იცვლება დროის შეზღუდვის გამო. 2013 წლის ადაპტაცია უფრო მეტად ფოკუსირებულია ვიზუალურ მოთხრობაზე და დრამატულ დაძაბულობაზე, ვიდრე რომანის ფსიქოლოგიური სიღრმეების განხილვაზე.
ფილმში მნიშვნელოვანი ცვლილება გახლავთ ნიკ კარავეის გამოსახვა. ნიკი იმყოფება სანატორიუმში, სადაც იგი წერს გეტსბის ისტორიას. ეს თანამედროვე პერსპექტივა ამატებს საინტერესო ფენას, მაგრამ ბადებს სიუჟეტის ნაკლებად ინტიმურ შეგრძნებას, ვიდრე წიგნი.
ფილმის ვიზუალური აქცენტი ასევე ხაზს უსვამს გეტსბის პერსონაჟის გარკვეულ ასპექტებს. ფილმი უფრო მეტ ყურადღებას უთმობს გეტსბის გარეგნობას, ვიდრე მის შინაგან მარტოობას. წიგნში გეტსბის სტრიქონი: „წარსულის გამეორება არ შეიძლება? რატომ, რა თქმა უნდა, შეგიძლია!" გამოხატავს მის სასოწარკვეთას, რომ აღადგინოს მისი იდეალიზებული წარსული დეიზისთან. ფილმი ასახავს ამას, მაგრამ იყენებს თვალწარმტაც ვიზუალურ ეფექტებს და დრამატულ მუსიკას, რომლებიც ზოგჯერ ჩრდილავს პერსონაჟის ემოციურ ასპექტებს.
განსხვავებულია დეიზი ბიუკენანის როლიც დადგმაში. ქერი მულიგანის(მსახიობი) დეიზი უფრო დამოუკიდებელი და თავდაჯერებულია - ასახავს თანამედროვე ქალს - როდესაც ის რჩება ტომთან, რაც, ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, განასხვავებს რომანისგან, რომელშიც უფრო პასიური, მორიდებული, კონფლიქტური და ცვალებადია, რაც მისი სიტყვებიდან კარგად ჩანს: „მე ის ერთ დროს მიყვარდა, მაგრამ შენც მიყვარდი“.
ამ ორი ნამუშევარის ტემპიც ძალიან განსხვავდება. წიგნის უფრო ნელი ტემპი უფრო ემოციური განვითარების საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით გეტსბის დეიზისთან გაერთიანების დროს, რომელიც წყნარი, მშვიდი იყო. ამის საპირისპიროდ, სწრაფი ტემპით ფილმი პრიორიტეტს ანიჭებს დრამატულ ვიზუალსა და მუსიკას, რაც აძლიერებს მღელვარებას, მაგრამ ამცირებს ემოციურ ეფექტს .
ერთ-ერთი სფერო, რითიც ფილმი გამოირჩევა, არის მუსიკის ეპიზოდური გამოყენება. 2013 წლის ადაპტაციაში წარმოდგენილია თანამედროვე „საუნდტრეკი“, რომელიც აერთიანებს მხატვრებს, როგორიცაა Jay-Z, Beyoncé, და Lana Del Rey, 1920-იანი წლების გარემოში. ეს ქმნის ენერგიულ ატმოსფეროს, ეხმარება ფილმს, გახდეს თანამედროვე და მიმზიდველი დღევანდელი მაყურებლისთვის. თუმცა, ის ეწინააღმდეგება წიგნში არსებულ დახვეწილ ემოციურ მომენტებს, რაც ზოგჯერ აშორებს ჯაზის ეპოქის დაცემასთან დაკავშირებულ საწყის სევდიან თემებს.
2013 წლის ფილმი მიზნად ისახავს ახალგაზრდა აუდიტორიას. მისი თანამედროვე მუსიკისა და თამამი ვიზუალის გამოყენებამ შეიძლება გაასხვისოს წიგნის ზოგიერთი თაყვანისმცემელი, მაგრამ ასევე მიიზიდოს ახალი მაყურებლები, რომლებიც ნაკლებად არიან დაინტერესებულნი რომანის დეტალებით.
დაბოლოს, ადამიანი წიგნს ანიჭებს უპირატესობას თუ ფილმს, ეს დამოკიდებულია იმ გამოცდილებაზე, რომელსაც ის ეძებს. ორივე ფორმატს თავისი უპირატესობები აქვს და მათი შედარება ადვილი არ არის. როგორც სტივენ კინგმა თქვა, წიგნებისა და ფილმების შედარება ვაშლის ფორთოხლთან შედარებას ჰგავს. წიგნი გვთავაზობს ღრმა, ამრეკლავ ხედვას ადამიანის მდგომარეობისა, ხოლო ფილმი იძლევა დინამიკურ ვიზუალურ გამოცდილებას. ამრიგად, დიდი გეტსბი რჩება ამერიკული ოცნების მარადიულ კვლევად ფიცჯერალდის რომანისა თუ ჰოლივუდის ლინზის პრიზმაში.
ხალედ ჰოსეინის „ფრანით მორბენალი“ არის წიგნი, რომელიც დაიწერა მეგობრობის, ღალატის, გამოსყიდვისა და ბავშვობაში მიღებული გადაწყვეტილების მუდმივი გავლენების შესახებ. ავღანეთის ენერგიულ, მაგრამ მშფოთვარე გარემოზე წარმოდგენილი რომანი ატყვევებს მკითხველს თავისი ემოციური დატვირთვითა და თვალსაჩინო პერსონაჟებით. ჰოსეინის რომანი არა მხოლოდ მოგვითხრობს დაუვიწყარ ისტორიას, არამედ გვთავაზობს ავღანეთის კულტურისა და ისტორიის ინტიმურ ხედვას, რაც ამ წიგნს თანამედროვე ლიტერატურის კლასიკად აქცევს.
სიუჟეტი ეხება ამირს, ქაბულში მდიდარი ბიზნესმენის პრივილეგირებულ შვილს, და ჰასანს, ამირის მამის მსახურის ვაჟს, რომელიც გარკვეული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია. მათი მეგობრობა ერთი შეხედვით ურყევია, შეილახება მათი ბავშვობის გადამწყვეტ მომენტში ამირის ღალატით. ღალატი და მისი თანმხლები დანაშაული ხდება რომანის მამოძრავებელი ძალა, რომელიც აყალიბებს ზრდასრული მთავარი გმირის ცხოვრებასა და ურთიერთობებს.
ჰოსეინის თვალსაჩინო აღწერილობები ქაბულზე, სანამ ომში გაერეოდა, იწვევს ნოსტალგიის გრძნობას და მისი გადმოცემა ავღანელი ემიგრანტების ბრძოლის, ემოციების შესახებ კი − ღრმა თანაგრძნობას. განსაკუთრებით ოსტატურად არის დაწერილი ფრანით ფრენის სცენები, რაც სიმბოლოა როგორც ბავშვობის უდანაშაულობის, ისე ძალაუფლებისა და ერთგულების რთული დინამიკის.
ის, რაც „ფრანით მორბენალს“ ასე განსაკუთრებულს ხდის, არის მისი ემოციური სიღრმე. ჰოსეინი არ ერიდება რთულ თემებს, მათ შორის ეთნიკურ დისკრიმინაციას, სექსუალურ ძალადობას და ომის შედეგებს. მიუხედავად ამისა, ის აბალანსებს სიმძიმეს იმედისა და თანაგრძნობის მომენტებით. ამირის მოგზაურობა წარსულის შეცდომების გამოსასყიდად ღრმად ამაღელვებელია ა მკითხველს უნივერსალურ დონეზე ეხმიანება. ეს არის ისტორია მეორე შანსზე და გამბედაობაზე, რომელიც საჭიროა წარსულთან დასაპირისპირებლად და თვალის გასასწორებლად.
„ფრანით მორბენალი“ რჩება მკითხველს ისტორიად, რომელიც გონებაში ცხოვრების ბოლომდე ილექება ბოლო გვერდის წაკითხვის შემდეგ. ეს არის როგორც პირადი ამბავი ერთი ადამიანის ცხოვრების შესახებ, ისე უფრო ფართო კომენტარი იმ კულტურულ და პოლიტიკურ აჯანყებაზე, რომელიც აყალიბებდა ავღანეთს ათწლეულების განმავლობაში.
ამრიგად, ჰოსეინი გვანახებს რამდენად მნიშვნელოვანი მახასიათებელია ადამიანში პატიების შესაძლებლობა და მშვიდობის პოვნაში საკუთარ წარუმატებლობებთან დაპირისპირების შეძლება. ეს წიგნი აუცილებლად წასაკითხია მათთვის, ვინც ეძებს ღრმად ადამიანურ და დაუვიწყარ ლიტერატურულ გამოცდილებას.
ბავშვობაში, ალბათ, ხშირად წაგიკითხავთ წიგნი და გაგჩენიათ სურვილი, რომ იმ წიგნის პერსონაჟი ან გმირი ყოფილიყავით. ასეთი გმირები, ზღაპრები და თავგადასავლები მუდამ ჩვენთან ერთად რჩებიან და ხდებიან ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. ნაწარმოებები და ლიტერატურული გმირები ეხმარებიან ბავშვებს პიროვნულ განვითარებაში და ზრდაში. მათგან ითვისებენ უამრავ ღირებულებას, თვისებას და მორალურ პრინციპებს, რომლებსაც შემდეგ ნამდვილ ცხოვრებაში იყენებენ.
ლიტერატურული პერსონაჟები ბავშვებისთვის მისაბაძ მაგალითებად იქცევიან; როდესაც ბავშვი პირველად ხვდება ტომ სოიერს და პეპი გრძელ წინდას, ის მათგან სწავლობს განსხვავებულობას, გამბედაობას, მეგობრობას, გულწრფელობას და აკვირდება ამ პერსონაჟების ქცევებს და ხასიათს, ხედავს, როგორ იქცევიან ისინი რთულ სიტუაციებში, როგორ ლაპარაკობენ, მათ ყოველ ქმედებას ბავშვზე აქვს გავლენა. მაგალითად, ჰარი პოტერი ბავშვებს ასწავლის მეგობრობის დანიშნულებას, რომ სიკეთეს და ჭეშმარიტებას მივყვეთ, იმ დროსაც კი, როდესაც ბოროტება სიკეთეს სჯობნის. მხოლოდ ამ წიგნებიდან ბავშვი უამრავ ახალ ღირებულ უნარებს და თვისებებს იძენს და ცდილობს, რომ, როგორც ისინი იქცევიან, ისე მოიქცეს. ეს პერსონაჟები ბავშვისთვის მეგობრები ხდებიან, მაგრამ ისინი ასევე ცხოვრებისეული მასწავლებლის როლსაც ასრულებენ.
ლიტერატურაში გვხვდებიან ისეთი გმირებიც, რომლებიც ცუდ მაგალითს აძლევენ ბავშვებს. პერსონაჟები, რომლებიც იტყუებიან, არიან უსამართლოები და აგრესიულები. მათი გავლენაც დიდია მოზარდებზე, რადგან ისინი ხშირად ასახიერებენ მათ ქცევებს და ჰბაძავენ.
ასეთი გმირია ლოკი, მარველის კომიქსებიდან. ის არის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, რომლის იუმორიც ყველას გვიყვარს, თუმცა მისი ქცევები უმეტესად დამაზარალებელია სხვებისთვის. ის არის მანიპულატორი და მოღალატე, მისი მიზნები კი სულ თავის კეთილდღეობას უკავშირდება. ბავშვები შეიძლება ვერ მიხვდნენ, რატომ არის მისი ქმედებები ცუდი და მიბაძონ მას, რადგან მათ მიაჩნიათ ლოკი ძლიერ, სასაცილო და შეიძლება საყვარელ გმირადაც კი.
უარყოფითი გავლენის მქონეა, ლიტერატურული პერსონაჟების იდეალებად წარმოდგენა, რაც ბავშვს თვითშეფასებას უქვეითებს. ისეთი პერსონაჟები, რომლებიც ყველა დაბრკოლებას ადვილად უმკლავდებიან, ყველაფერი გამოსდით და ნაკლი არ აქვთ, ბავშვს უქმნის სტანდარტებს, თუ როგორი უნდა, რომ იყოს, მსგავსი მიზნები კი სინამდვილეში მიუღწეველია და არარეალური. დისნეის პრინცესები, მაგალითად კონკია და არიელი , ხშირად წარმოდგენილები არიან როგორც იდეალური გარეგნობის, თვისებებისა და ხასიათის მქონდე პერსონაჟებად, რომლებიც ბოლოს სულ გამარჯვებულები და წარმატებულები არიან. მოზარდი, რომელიც იხიბლება მსგავსი პერსონაჟებით, იწყებს საკუთარი თავის მათთან შედარებას, გარეგნობის, ქცევებისა თუ მიღწევების თვალსაზრისით, რაც უქვეითებს თავდაჯერებულობას და უყალიბებს არარეალური მოლოდინებს საკუთარი თავისა და ცხოვრების მიმართ.
ბავშვს ემოციურ განვითარებაში პერსონაჟებიც ეხმარებიან. როდესაც იგი ეცნობა სხვადასხვა გმირს, ხედავს ცხოვრების განსხვავებულ სტილსა და სირთულეებს, დაბრკოლებებს, რომლებსაც მოქმედი პირები ხვდებიან, ეს კი ბავშვს საშუალებას აძლევს, რომ სხვადასხვა პერსპექტივით შეხედოს ცხოვრებისეულ მოვლენებს და ისწავლოს თანაგრძნობა და ემპათია. ვინი პუჰი ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია. ის გვასწავლის მეგობრობის, თანაგრძნობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას. ვინი პუჰი და მისი მეგობრები ძალიან განსხვავებული ხასიათის მქონდე პერსონაჟები არიან, მაგრამ ისინი სულ გვერდში უდგებიან ერთმანეთს და ცდილობენ, რომ სირთულეების მიუხედავად, მარტო არ დატოვონ მეგობარი.
პერსონაჟები ბავშვს წარმოსახვის უნარსა და კრეატიულობასაც მატებენ. “ალისი საოცრებათა სამყაროში” ძალიან ცნობილი წიგნია, რომელშიც ალისი სრულიად განსხვავებულ სამყაროშია და მუდმივად დაუჯერებელ და უცნაურ სიტუაციებში ხვდება, რაც ნამდვილ ცხოვრებაში წარმოუდგენელია. მსგავსი რეალობების აღქმა ბავშვს უძლიერებს კრეატიულ აზროვნებას და უფრო მეტ იდეასა და შესაძლებლობებს პოულობს საკუთარ თავში, ასევე ინსპირაციას იღებს მათგან და უფრო მეტი და განსხვავებული შეხედულებები აქვს სამყაროზე.
ლიტერატურა ბავშვისთვის ხსნის შესაძლებლობების კარს, სადაც ის არა მხოლოდ საინტერესო ისტორიებს ეცნობა, არამედ პოულობს საკუთარ თავს და პიროვნული განვითარების გზას. პერსონაჟებთან ურთიერთობა ბავშვებს აძლევს უნარს, ცხოვრებაში რთულ საკითხებს განსხვავებული კუთხით შეხედონ და სხვადასხვანაირად მიუდგნენ ცხოვრებისეულ მოვლენებს. წიგნებში გადმოცემული მორალური გაკვეთილები არ რჩება მხოლოდ ფურცლებზე, იგი გადმოგაქვს რეალურ ცხოვრებაში და გვაყალიბებს პიროვნებებად, რომლებსაც შეგვიძლია დაბრკოლებების გადალახვა და საკუთარი უნიკალური ხასიათის აღმოჩენა.
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის "პატარა უფლისწული" არის განსაკუთრებული წიგნი, რომელიც უყვარს ყველა ასაკის ადამიანს მთელს მსოფლიოში. ის პირველად 1943 წელს გამოიცა და პოპულარული დარჩა მისი მომხიბვლელი ისტორიებისა და მნიშვნელოვანი გაკვეთილების გამო.
სიუჟეტი პატარა უფლისწულზეა, რომელიც მოგზაურობს სხვადასხვა პლანეტებზე და გზაში მნიშვნელოვან რამეებს იგებს. ის იწყება იმით, რომ უდაბნოში ჩარჩენილი პილოტი ხვდება პატარა უფლისწულს. როდესაც პილოტი ასწორებს თავის თვითმფრინავს, პატარა უფლისწული უზიარებს თავის თავგადასავლებს და ასწავლის ძვირფას გაკვეთილებს ცხოვრების შესახებ.
მოთხრობაში ერთი მნიშვნელოვანი იდეაა სამყაროს ბავშვის თვალით დანახვა. პატარა უფლისწული ყველაფერს უდანაშაულოდ ხედავს და აინტერესებს, რატომ ზრუნავენ უფროსებს ასე ფულზე და სხვა უმნიშვნელო ნივთებზე. პერსონაჟები, რომლებსაც ის ხვდება, ისევე როგორც ამაო ვარდი და მელა, ახსენებს მკითხველს, რომ ისიამოვნონ მარტივი ნივთებით და დაამყარონ რეალური კავშირები.
სიუჟეტის განსაკუთრებული ნაწილია ვარდი, რომელიც სიმბოლოა სიყვარულისა და უნიკალურობის. პატარა უფლისწული სწავლობს იმაზე ზრუნავს, რაც უყვარს, აჩვენებს სიყვარულის დელიკატურ ბუნებას და მნიშვნელოვანი კავშირების საჭიროებას.
სენტ-ეგზიუპერის ნაწერი შეიძლება მარტივი ჩანდეს, მაგრამ ღრმა აზრები აქვს ცხოვრებაზე. ცნობილი ციტატა, ,,On ne voit bien qu'avec le cœur. L'essentiel est invisible pour les yeux" (,,ადამიანი ნათლად ხედავს მხოლოდ გულით. რაც არსებითია უხილავია თვალისთვის"), გვეუბნება, რომ გავიხედოთ გარეგნობის მიღმა.
წიგნის ნახატები, ასევე სენტ-ეგზიუპერის მიერ, კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის მას. მხიარული ილუსტრაციები აცოცხლებს გმირებს და ადგილებს, რაც ამბავს ყველასთვის სასიამოვნოს ხდის. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ილუსტრაცია, რომელიც შეიძლება განიმარტოს როგორც სპილო გველის შიგნით ან ქუდი. მთხრობელი, მფრინავი, ხატავს სურათს, რათა შეამოწმოს, შეუძლიათ თუ არა მოზარდებს სამყაროს ისეთივე წარმოსახვითი პერსპექტივით დანახვა, როგორც ბავშვი. ის ჯერ გველს ხატავს, რომელმაც სპილო გადაყლაპა. თუმცა, როცა ის ნახატს უფროსებს უჩვენებს, ყველა მას ქუდად აღიქვამს.
მიუხედავად იმისა, წიგნს წაიკითხავთ, როგორც საბავშვო მოთხრობა თუ ბრძნული გაკვეთილი, "პატარა უფლისწულს" აქვს მარადიული სიბრძნე, რომელიც რჩება თქვენთან ერთად. ეს არის მოგზაურობა, რომელიც ხანგრძლივ გავლენას ტოვებს ყველა ადამიანის გულსა და გონებაზე, ვინც მას კითხულობს.
როგორ ასახავს პატარა უფლისწულის მოგზაურობა პლანეტიდან პლანეტაზე ადამიანის ქცევისა და საზოგადოების სხვადასხვა ასპექტს?
პატარა უფლისწულის მოგზაურობა პლანეტიდან პლანეტამდე ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის მოთხრობაში ასახავს სხვადასხვა ნაწილს, თუ როგორ მოქმედებენ ადამიანები და როგორ მუშაობენ საზოგადოებები.
მეფის პლანეტა: პირველ პლანეტაზე მეფე სუბიექტების გარეშე წარმოადგენს ავტორიტეტს და ძალაუფლების სურვილს. მეფე ისე იქცევა, თითქოს კონტროლი აქვს, მაგრამ არაფერს მართავს. ზოგიერთი ლიდერი უფრო მეტად ზრუნავს თავის ავტორიტეტზე, ვიდრე იმ ადამიანებზე, რომლებსაც ისინი ხელმძღვანელობენ.
ამაო ვარდის პლანეტა: პატარა უფლისწულის შეხვედრა ვარდთან გვიჩვენებს ამაოებისა და საკუთარი თავის მნიშვნელოვნების საკითხს. ვარდი მიიჩნევს, რომ ის არის სამყაროს ცენტრი და სურს მუდმივი ყურადღება. თუ როგორ შეიძლება ზოგიერთ ადამიანს რეალურ ცხოვრებაში ზედმეტად აინტერესებდეს საკუთარი კეთილდღეობა.
ბიზნესმენის პლანეტა: ბიზნესმენის პლანეტაზე ყველაფერი ვარსკვლავების დათვლასა და ფლობაზეა. ეს ეხება მატერიალიზმს და იმას, თუ როგორ ამახვილებს ყურადღებას ბევრი ქონებასა და სიმდიდრეზე.
ლამპის გამნათებელი: მაშუქებელის მუდმივი და უაზრო მუშაობა წარმოადგენს ერთფეროვნებას და მიზნის ნაკლებობას ზოგიერთ სამუშაოში. გვიჩვენებს, თუ როგორ ჩერდებიან ადამიანები ხანდახან რუტინაში, რომელსაც არ მოაქვს მათთვის სიხარული ან კმაყოფილება.
გეოგრაფის პლანეტა: გეოგრაფი თავის დროს ატარებს იმის წერაში, რაც არასდროს უნახავს. ასახავს თეორიული ცოდნის იდეას პრაქტიკული გამოცდილების გარეშე, ხაზს უსვამს, თუ როგორ ამახვილებს ყურადღებას ზოგიერთი პიროვნება თეორიებსა და ფაქტებზე რეალური სამყაროს გაგების გარეშე.
დედამიწა: პატარა უფლისწულის დრო დედამიწაზე გულისხმობს მელასთან შეხვედრას და ურთიერთობებისა და კავშირების მნიშვნელობის გაცნობას. ეხმიანება სიყვარულის საკითხსა და აზრს, რომ მნიშვნელოვანი კავშირები აუცილებელია სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.
,,პატარა უფლისწული’’ ეხება ადამიანის ქცევისა და საზოგადოების სხვადასხვა ასპექტს, რაც მკითხველს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს ამ ასპექტებზე საკუთარ ცხოვრებაში. მოთხრობა მოგვიწოდებს დავფიქრდეთ იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია და შევიცნოთ სამყარო ბავშვის გონებითა და ცნობისმოყვარეობით. ეს არის წიგნი, რომელსაც გამუდმებით ხელახლა წავიკითხავ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და განსაკუთრებით კარგია წასაკითხად, როცა ზედმეტად გრძნობ ზრდასრულობის პერიოდს. პირადად ჩემთვის, ეს წიგნი არის საუკეთესო გასაქცევი, როცა გამოცდები იწყება. ასევე არის ის ნებისმიერი პიროვნებისთვის, ვინც გადის ძნელ პერიოდს თავის ცხოვრებაში და სჭირდება პატარა წიგნი რათა გონება გაუფანტოს.
„ბოლოს ორივე კვდება“ არის ამერიკელი ავტორის, ადამ სილვერას, ნაწარმოები და გამოქვეყნდა 2017 წლის 5 სექტემბერს. ბოლო დროს სოციალურ მედიაში ამ წიგნმა საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა ახალგაზრდა მკითხველებს შორის.
ალბათ, სათაურიც მიგვანიშნებს წიგნის შინაარსზე და ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს ერთგვარი მინიშნებაა („სპოილერი“), თუმცა ვეთანხმები ავტორს და ვფიქრობ, რომ ნაწარმოების არსი დასასრულში არ ცხადდება.
რომანში გაცოცხლებულია თინეიჯერების ცხოვრება. ავტორი სათქმელის გადმოცემას ახერხებს განსანსაკუთრებული გადმოცემის მანერით. ერთი საკითხის მიმართ ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟების ხედვებს წარმოაჩენს. მკითხველმა შეიძლება თავისი თავი რომელიმე პერსონაჟში ამოიცნოს, რაც ამძაფრებს კავშირს ნაწარმოებსა და მკითხველს შორის.
ადამ სილვერა არაერთ ემოციურსა და მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ საკითხს განიხილავს. ესენია სიყვარული, მეგობრობა, ოჯახური ურთიერთობები, შიში, სიკვდილი...
ნაწარმოებს საკმაოდ საინტერესო სიუჟეტი აქვს. მოვლენები ვითარდება სამყაროში, სადაც არსებობს სიკვდილის უწყება. ეს უკანასკნელი ერთი დღით ადრე უკავშირდება „მგზავრს“ (ასე მოიხსენიება მოქალაქე, რომელსაც ეხმიანება) და აცნობებს მისი გარდაცვალების შესახებ. მთავარი პერსონაჟები არიან ორი თინეიჯერი ბიჭი, მატეო ტორესი და რუფუს ემეტერიოსი, რომლებიც 5 სექტემბრის ღამეს, სიკვდილის უწყებისგან ზარს იღებენ და გებულობენ, რომ 24 საათზე ნაკლები დარჩათ. ისინი ერთმანეთისთვის სრულიად უცნობები არიან, თუმცა სიკვდილის ცნობით გამოწვეული პირადი მიზეზების გამო ეძებენ მეგობარს, ამისთვის კი არსებობს აპლიკაცია „უკანასკნელი მეგობარი“, რომლის დახმარებითაც თავიანთი სიცოცხლის ბოლო დღეს ერთმანეთს შეხვდებიან. მათ უკანასკნელ წუთებს საინტეროსოს სწორედ ის ხდის, რომ ისინი რადიკალურად განსხვავდებიან.
ნეტავ აქ რომ არსებობდეს სიკვდილის უწყება, ჩვენ რას მოვიმოქმედებდით? ამ წიგნის კითხვისას, დავფიქრდი, მათ ადგილას რომ ვყოფილიყავი, რა გადაწყვეტილებას მივიღებდი და მხოლოდ ფიქრმაც კი ამაღელვა. ალბათ, რაღაც მხრივ, კარგი იქნებოდა ერთი დღით ადრე, ჩემი გარდაცვალების შესახებ გამეგო, ისეთ რაღაცებს გავაკეთებდი, რასაც ჩვეულებრივ დღეს ვერ გავბედავდი, მაგრამ სწორედ ეს ხდის ამ ცხოვრებას საინტერესოს. „იქნებ ერთი დღით გონზე მოსვლა, თვალის გახელა და ბედნიერების შეგრძნება მთელი ცხოვრების ფუჭად გატარებაზე უკეთესიცაა.“(გვ.261) კი, ამის გათავისება დამზაფვრელია, თუმცა სიმართლეა და მას თვალი უნდა გავუსწოროთ, არავინ იცის სიკვდილი როდის მოგვადგება კართან: „მაშინაც კი, როცა იცი, რომ ახლოსაა, სიკვდილი მაინც მოულოდნელად მოდის“(გვ.262). და შეიძლება ამაზე ნერვიულობასა და ფიქრში იმდენი დრო დავკარგოთ ფუჭად, რომ ცხოვრების არსი და მთავარი ნაპერწკალი ჩვენამდე ვერც მოვიდეს. ნაწარმოებმა გამიჩინა შეკითხვა: უნდა იცოდეს თუ არა ადამიანმა გარდაცვალების თარიღი? რა შედეგებს გამოიწვევს მისი ცოდნა?
ჩემი აზრით, ადამიანმა მისი გარდაცვალების თარიღი არ უნდა იცოდეს. ცხოვრების ხიბლი ზუსტად ისაა, რომ არ ვიცით მომავალი რას გვიმზადებს და რა მოხდება ხვალ. თუ ჩვენ გვეცოდინება დრო, რომელიც დარჩენილი გვაქვს არსებობის ბოლო დღემდე, ამას ძალიან დიდი გავლენა ექნება ჩვენს ცხოვრებასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ცხოვრებით ტკბობის ნაცვლად, ამან შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა და დეპრესია, რაც დაგვაკარგვინებს მოტივაციას.
ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, გავიაზრე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ყოველი დღის დაფასება. ადამიანმა არსებობასთან ერთად, უნდა იცოცხლოს (იცხოვროს აქტიურად), თორემ ისე რა აზრი აქვს ყოფას? ამიტომ როცა არჩევნის წინაშე ვდგები, მეც ჩემს თავს ვეკითხები - „ასე რომ არ მოქცეულიყავი, სიკვდილის წინ ინანებდი?“( გვ.283 )
Ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებს,,სამოსელი პირველი”, რომელიც 1975 წელს გამოიცა. Ის მწერლის შემოქმედებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული რომანია. Გურამ დოჩანაშვილისთვის წიგნის შთაგონების წყარო გახდა ბიბლიური იგავი ,,უძღები შვილი”. Ერთი შეხედვით, ,,სამოსელი პირველი” სოფელში მცხოვრები ბიჭის, დომენიკოს, თავგადასავლზე გვიამბობს. გმირი მამის სახლიდან მიდის და ვრცელ მოგზაურობას იწყებს. Მკითხველი ამ ნაწარმოებს ცხოვრების წიგნს უწოდებს, რადგან აქ კარგადაა ასახული ადამიანის გასავლელი წუთისოფლის გზა და თავგადასავლით ნასწავლი ფილოსოფია ისეთივე ცნებებით, როგორიცაა: სიკეთე, ბოროტება, სიყვარული, მეგობრობა, რწმენა, იმედგაცრუება, სიმამაცე, სინანული და მრავალი სხვა.
დომენიკო მამასთან ცხოვრობს და ჰყავს ძმა, გვეგვე. Მათი ყოფა არაფრით გამოირჩევა. Მამა სოფლის ბატონია, რომელიც მთელ დროს მიწათმოქმედებაში ატარებს.მათ რუტინულ ცხოვრებაში მოულოდნელად ჩნდება ლტოლვილი, რომელიც დომენიკოში ადამიანის განვითარების პირველ ნაპერწკალს აღვივებს და სურვილს უჩენს მონათხრობიდან გამორჩეული ადგილები მოინახულოს. Დომენიკო თავგადასავალს ლამაზი-ქალაქიდან იწყებს. . Ამის შემდეგ, ის კამორაში მიდის, ქალაქში, სადაც ყველაფერი ლამაზი ქალაქის საპირისპიროდაა. მოგზაურობის მიწურულს მთავარი გმირი ქალაქ კანუდოსში აღმოჩნდება.
,,Სამოსელი პირველი” თითოეული ადამიანის ყოფიერებისა და წუთისოფლის ამსახველი წიგნია. Ჩემი აზრით, ეს ნაწარმოები კარგად აღწერს ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრების გზასა და განვლილ ეტაპებს. წიგნი გვეხმარება დავუფიქრდეთ ცხოვრებას, ჩავუღრმავდეთ საკუთარ მეს და ვეძებოთ ჩვენი საკუთარი ქალაქი, მდინარე და ხე, სანამ მათ არ მივაგნებთ.
Ჩვენ ცხოვრების გზაზე უამრავ ადამიანს ვხვდებით, რომელთაგან თითოეული მათგანი შეიძლება რაიმეს მომცემი და სამაგალითო პიროვნება იყოს. Ასევეა ,,სამოსელ პირველშიც”. რომანის მსვლელობისას ვეცნობით უამრავ გმირს, რომელთა უმეტესობის ნამდვილი ვერსია რეალურ ცხოვრებაშიც შეგვხვედრია. ჩემი აზრით, “სამოსელი პირველის” ერთ-ერთი უდიდესი ხიბლი სწორედ ნამდვილი პერსონაჟებია, რომელთაგან თითოეული მათგანის ცხოვრება გამორჩეულია და რომანის კითხვასაც სასიამოვნოს ხდის.
დაბოლოს, მიმაჩნია, რომ ,,სამოსელი პირველი” წუთისოფლის გასაღებია, რომლის წაკითხვის შემდეგაც ვიგებთ, თუ რა არის ჩვენი ყოფა. Ეს გენიალური ნაწარმოები ხშირად დამხმარებია ცხოვრების არაერთ ეტაპზე. Რომანის წაკითხვა გამოსადეგი და სასიამოვნოა ნებისმიერი ასაკისა თუ თაობის წარმომადგენელისთვის. Ამ ყველაფრის გათვალისწინებით , რომანმა არაერთხელ დაიპყრო მკითველის გული და გახდა მათთვის ე.წ ცხოვრების წიგნი.
წიგნი საუკუნეების განმავლობაში იყო სიამოვნებისა და ცოდნის წყარო. ტექნოლოგიების გამოჩენასთან ერთად ის უფრო ხელმისაწვდომი გახდა, ვიდრე ოდესმე. ბოლო წლებში ინტერნეტმა დიდი გავლენა იქონია საგამომცემლო ინდუსტრიაზე, შეცვალა წიგნების მარკეტინგის, გავრცელებისა და კითხვის წესი. წინამდებარე სტატია განიხილავს ინტერნეტის გავლენას ლიტერატურაზე და ბოლო დროის ზოგიერთ ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებზე.
ინტერნეტმა გამოიწვია რევოლუცია საგამომცემლო ინდუსტრიაში, უზრუნველყო პლატფორმა მწერლებისთვის გლობალურ აუდიტორიასთან მისაწვდომად და მკითხველებისთვის ხელთ არსებული წიგნების გაუთავებელი მარაგისთვის. ონლაინ საცალო ვაჭრობებმა, როგორიცაა Amazon და Barnes & Noble, უფრო ადვილი გახადა წიგნების შეძენა, ხოლო ციფრულმა გამომცემლობამ, როგორიცაა Kindle და Nook, ხელი შეუწყო წიგნების წაკითხვა სხვადასხვა მოწყობილობებით, მათ შორის ტელეფონებსა და პლანშეტების მეშვეობით.
ვირტუალურმა სივრცემ ასევე გაუადვილა ავტორებს უფრო ფართო აუდიტორიის შეძენაში რომლებიც თავად აქვეყვებდნენ ნაწარმოებს. ისინი აღარ შემოიფარგლებიან გამოქვეყნების ტრადიციული შესაძლებლობებით, რომებიც შეიძლება იყოს ნელი, ძვირი და ძალიან რთული მისაღწევი. ახლა მწერლებს შეუძლიათ თავიანთი ნამუშევრების გამოქვეყნება ონლაინ გლობალურ აუდიტორიაში, საგამომცემლო ინდუსტრიის გვერდის ავლით.
უფრო მეტიც, ინტერნეტმა მკითხველს საშუალება მისცა ნაწარმოების შესახებ ინფორმაციის მიღება და გაზიარებისა ისე, როგორც არასდროს. სოციალური მედიის პლატფორმებმა, ბლოგებმა და ონლაინ წიგნების კლუბებმა მკითხველს საშუალება მისცა დაუკავშირდნენ და განეხილათ თავიანთი საყვარელი ავტორები სხვებთან. ამან განაპირობა აყვავებული ონლაინ წიგნის კულტურის შექმნა, სადაც მკითხველებს შეუძლიათ იპოვონ რეკომენდაციები, მიმოხილვები და სადისკუსიო ჯგუფები, რომლებიც ორიენტირებულია მათ საყვარელ ჟანრებზე.
ქვემოთ მოცემულია ლიტერატურის რამდენიმე მაგალითი, რომლებიც პოპულარული გახდა ინტერნეტის საშვალებით:
ენდი უეირის „მარსიანი": სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი, რომელიც პირველად გამოქვეყნდა ელექტრონული წიგნის სახით, მოგვითხრობს მარსზე ჩარჩენილ ასტრონავტზე, რომელმაც უნდა გამოიყენოს თავისი ჭკუა და მარაგი გადარჩენისთვის. ნაწარმოების შესახენ ვერბალური დისკურსიები იმართებოდა და მკითხველთა დადებითი მიმოხილვით სოციალურ მედიაში, საბოლოოდ მიიპყრო ტრადიციული გამომცემლების ყურადღება, რომლებმაც შესთავაზეს მისი ხელახლა გამოცემა ბეჭდვითი. მარსიანელი მას შემდეგ გადაიღეს ფილმად და გახდა ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი.
ჯეფ კინიის „წრიპა ბიჭის დღიური": გრაფიკული რომანის სერიაა,რომელიც მოგვითხრობს სკოლის მოსწავლეზე , პოპულარული გახდა ინტერნეტის საშუალებით, რადგან მკითხველებმა ამ წიგნისადმე სიყვარული სოციალურ მედიაში და ონლაინ წიგნის კლუბები გააზიარეს. მას შემდეგ, სერია გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო წიგნების სერია და გადაკეთდა წარმატებულ ფილმად.
ჯორჯ რ. მარტინის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა": ეს ეპიკური ფანტასტიკური სერიალი, რომელიც საფუძვლად უდევს სატელევიზიო შოუს Game of Thrones, პოპულარული გახდა ინტერნეტში. Ამ წიგნმა შთააგონა უამრავი დისკუსია, მიმები და ფანების თეორიები ინტერნეტში.
ჯეიმს დაშნერის „ლაბირინთში მორბენალი":სამეცნიერო ფანტასტიკური რომანი, რომელიც არის სერიის პირველი წიგნი, პოპულარული გახდა ინტერნეტის დახმარებით, რადგან ფანები აკეთებდნენ ამ წიგნის„ ედითებს” მიმიმებს და განიხილავდნენ მომხდარ სიტვაციებს.
ამრიგად ინტერნეტის გავლენა წიგნებზე მნიშვნელოვანი იყო, ის მწერლებს უქმნის პლატფორმას გლობალური აუდიტორიისთვის, ხოლო მკითხველებისთვის წიგნების შესახებ ინფორმაციის წვდომა და გაზიარების საშუალებას სოციალური მედიისა თუ ონლაინ წიგნის კლუბების მეშვეობით, ინტერნეტი დაეხმარა ბევრ ნაწარმოებს გახდეს პოპულარული და მილიონობით მკითხველისთვის საყვარელი მთელს მსოფლიოში.
ლოგოსის მოსწავლეების მოთხრობები
- დათუნა, დე, დილის 1-ელი საათია უკვე, ჩაი მზადაა.
- 5 წუთში ავდგები, რა!
- დედა გენაცვალოს, გამოდი მალე სულ ცხელ-ცხელი საუზმეა მზად!
- ღვეზელი გამომიცხე?
- კი, დედი, შენ რო გიყვარს ისეთი.
- კაი, ხო, ავდგები!
- პირის დაბანა არ დაგავიწყდეს, დედა შემოგევლოს!
დათუნა გაიზმორა, თვალები მოიფშვნიტა და წამოჯდა. მიმოიხედა თავის პატარა
ოთახში. გასაშლელ ტახტზე ეძინა. ტანსაცმელი მიმოყრილი იყო სკამსა და იატაკზე,
როგორც ჩანს, დღეს მზიკო ოთახში არ შესულა. ერთიც გაიზმორა და წამოდგა. უყვარდა
დათუნას ესეთი დილა, თავისი საყვარელი ღვეზელის სუნი რომ ტრიალებდა მთელ
სახლში. როგორც დედამ უთხრა, აბაზანაში შევიდა, ხელ-პირი დაიბანა და
სამზარეულოში მთქნარებით შეაბიჯა. ნერწყვები მოადგა ღვეზელის დანახვისას და აღარ
მოუცდია თეფშის დადებისთვის, დასტაცა ხელი და მოლხენას შეუდგა.
- უხ, რა გემრიელი ღვეზელებია!
- ჭამე, ჭამე... ჩემი მსუნაგი ბიჭი!
- იფ, იფ...
სიჩუმეა, მხოლოდ დათუნას გაშმაგებული ღეჭვის ხმა ისმის.
- ისე დედი, იმ დღეს მაიკოსთან ვიყავი, ბიჭი დანიშნული ჰყოლია და ქორწილი
აქვთ შაბათს.
- მერე?
- არა, ისე უბრალოდ... დაგვპატიჟეს ჩვენც.
- ააა, კარგია, ეგ ის ბიჭი არაა, წრეშიბურთის თამაშისას სულ რომ ტიროდა?
- კი, ეგაა, მაგანაც კი მოიყვანა ცოლი...
- ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს!
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, ჰაერი არ იძვროდა და დაიძაბა სიტუაცია. ორივე
ხვდებოდა, შემდეგი რა კითხვაც იქნებოდა... სიჩუმე კვლავ დედამ დაარღვია.
- და... შენ არ ფიქრობ?
- ოოო, კარგი, დედა, რაააა - აგრესიულად უთხრა დათუნამ დედას, თან
ღვეზელი თეფშზე დაანარცხა და ხელები გაბრაზებულმა შეიწმინდა
ტანსაცმელზე - კიდე რამდენჯერ უნდა გვქონდეს ერთი და იგივე დიალოგი! -
გამოტენილი პირით ჩხუბობს - ყელშია უკვე რა! მაგ ლაქლაქს ჯობია კომპოტი
დამისხა! - ხელი აიქნია და თავისთვის ჩაიბურტყუნა - რამე სასარგებლოს
მაინც იზამ!
- კარგი, დედი, მაპატიე, შენ ოღონდაც ბედნიერი იყავი...
დათუნა მორჩა ჭამას, კომპოტიც დააყოლა და წამოდგა მაგიდიდან.
- დღეს, ალბათ, ექვსამდე ვიმუშავებ, ვნახოთ საწვავი რამდენს გამატარებს.
ოთახში შევიდა და პირველი რომელი პერანგიც მოხვდა ხელში ის აიღო ჩასაცმელად.
- ჯერ კიდე არ გაურეცხია ჩემი ტანსაცმელი - ჩაიბურტყუნა გაღიზიანებულმა,
შარვალიც ამოიცვა, თმაზე ერთხელ გადაისვა ხელი და ოთახიდან გავიდა.
- დათუჩა, რომ მოხვალ, ცოტა კიტრი და პომიდორი ამომიტანე რა, საღამოსთვის
მჭადს და სალათს გავაკეთებ.
- მე არ ვიცი რამდენად მოვახერხებ... მამას არ დაერიცხა პენსია?
- კი, დღეს დილას წავიდა გამოსატანად.
- ხოდა, მაგას დაავალე.
- კარგი, დედი, კარგი.
დათუნამ თასმები შეიკრა, კარები გამოაღო და გასძახა:
- საღამოს შეიძლება მე და ბიჭები გავიდეთ, გვიან თუ მოვედი, არ ამიკლო
ზარებით!
- მე გიკლებ ზარებით?!
დათუნა გავიდა და კარები ზურგს უკან მოიხურა. კიბეები ჩაიარა და სადარბაზოდან
გამოსული ცოტახანი შეჩერდა, გახსნა სიგარეტის კოლოფი და ნახა, რომ სულ ორი
ღერიღა ჰქონდა დარჩენილი. შეკვრა საგულდაგულოდ შეინახა ჯიბეში, ბიჭებს ექნებათ
სიგარეტი და იმათ გამოართმევს. გეზი „ბირჟისკენ“ აიღო, სადაც ტიპურად „ბესეტკა“
იდგა და შუახნის კაცები მთელ დღეს მანდ ატარებდნენ. ზოგი დომინოს თამაშობდა,
ზოგი ნარდს, ზოგიც კიდევ უბრალოდ სიგარეტს ეწეოდა და ლუდს აყოლებდა...
პირველი სართულის აივანზე, რომელიც „ბესეტკას“ გადაჰყურებდა, ორი ქალი იჯდა,
ნამცხვარს მიირთმევდნენ ყავასთან და თან თვალს ადევნებდნენ ყველაფერს.
- ეს ბიჭები, ისევ დილიდან საღამომდნე ამ უბედურ ბესეტკაში უნდა
ისხდენენ?!
- არ თქვა, ისე არიან დილიდან საღამომდე, ყოველდღე ერთი და იგივეთი
დაკავებულები, გეგონება დისერტაციას იცავენ! რაღაცა ძაან საქმიანები არიან,
რა!
- არა, თან ისაა სასაცილო, ჩემო მაიკო, რომ მერე საღამოს სახლში მივლენ,
დედას ან ცოლს, თუ ჰყავთ, რა თქმა უნდა, სთხოვენ საჭმლის მომზადებას და
თავს ისე მოაჩვენებენ, ვითომ ძალიან რთული დღე ჰქონდათ და დარჩენილი
დრო სიმშვიდეში ტელევიზორის წინ წამოკოტრიალებულებმა უნდა
გაატარონ! მაგათ ხომ არ ეკადრებათ რამის გაკეთება, არა ყველაფერი დედიკომ
უნდა უკეთოს.
ამ დროს დათუნამ ჩაიარა, და ერთ-ერთმა გასძახა:
- დათუნა, შვილო, როგორ ხარ?
- კარგად, ლამარა დეიდა, თქვენ?
- მეც არამიშავს. საით გაგიწევია, შვილო?
- აქვე ბიჭებთან მივდივარ ცოტახნით.
- კარგი გენაცვალე, აღარ მოგაცდენთ.
- დროებით.
გაეცალა დათუნა და ქალებმა განაგრძეს ჭორაობა:
- ამ კაცების არ იყოს, არც დათუნაა ნაკლები.
- ეგა თქვი შენ. ვითომ და მუშაობს ბიჭი, „ტაქსაობს“, მაგრამ არის რო ეგ
მუშაობა?! როცა უნდა მაშინ იღვიძებს, როცა უნდა მაშინ მიდის სამუშაოდ და
რამდენსაც უნდა იმდენს მუშაობს.
- მართვის მოწმობაც თურმე მზიკომ უყიდა, ალბათ, იმითაც არ შეიწუხა თავი,
რომ ცოტა ესწავლა და თავისით ჩაებარებინა გამოცდა.
- იმ დღეს იყო მზიკო ჩემთან, ლევანის ქორწილის ამბები მოვუყევი. თვითონ
ისეთი დამწუხრებული იყო... ყველაფერს ვუკეთებ, აღარ ვიცი რა ვქნაო,
დათუნას არც გოგო უნდა და თან სულ ამ სამუშაოთია უკმაყოფილო და
წუწუნებსო.
- მზიკოც მეცოდება ამის ხელში, მაგრამ ცოტა თვითონაც ხო უნდა უჯიკოს?!
ბოლოს და ბოლოს 37 წლის კაცია. აღარ უნდა ებმებოდეს დედის კალთას.
***
დათუნა „ბირჟას“ რომ მიუახლოვდა, ერთ-ერთმა გამოსძახა:
- რას შვრები, დათუჩ?
- რავი, ბიჭო, ვარ რა...
- საქმეები როგორ მიდის?
- ისევ ისე, ნელა-ნელა...
- ძაან კაი, რამე ახალი ამბავი ხომ არაა?
- ისეთი არაფერი... დედაჩემი ისევ დილიდან ტვინს მიჭამს ამ ცოლებზე, რა
ჯანდაბად მინდა ეს ცოლი, მიდი და ეხა მაგას უარე და სდიე, გეგონება
მშობლების მიხედვა არ მყოფნიდეს...
- ვახ, რთულ დღეში ყოფილხარ ძმაო!
- რა ვქნა აბა, რაც შემიძლია კი ვაკეთებ...
- მოდი, დომინო ვაჭახუნოთ, გულსაც გადააყოლებ ცოტას...
- ერთი-ორ ხელს ვითამაშებ, მერე წასასვლელი ვარ საქმეებზე, ხო, იცი!
- მოდი ერთი, რა, რა დროს საქმეებია, თუ ძმა ხარ, აგერ ლუდი და მზესუმზირა,
მეტი რაღა გინდა!
- ...დაიწყე ეხა, თუ იწყებ!
5 საათი ხდება... დათუნა ისევ ბირჟაზეა ბიჭებთან ერთად, წესით მთელი ეს დრო
„მუშაობით“ უნდა ყოფილიყო დაკავებული... უკვე ისე გაერთო თამაშით და ლაპარაკით,
ყველაფერი გადაავიწყდა. ოთხი ბოთლი ლუდიც დალია, ერთი შეკვრა სიგარეტიც
ჩაცალა, მზესუმზირაც მიაყოლა... აღარაფერი ადარდებს...
სადარბაზოდან ორი გოგო გამოდის, ალბათ, 25 წლისები იქნებიან. ბიჭებს, რა თქმა
უნდა, არ გამორჩენიათ, რასაც ამდენი ხანი ელოდებოდნენ. თითქოს ქალის უნახავები
ყოფილიყვნენ, ისე გატრიალდა ყველა წყვილი თვალი მათკენ.
- ვაააჰ, გოგოებო - გასძახა ერთ-ერთმა. გოგონებმა ერთმანეთს რაღაც
გადაუჩურჩულეს და ჩაიკისკისეს.
- მოდით, მზესუმზირაზე და ლუდზე დაგვეწვიეთ!
- არა, მადლობა - ყალბი ღიმილით მიაძახეს.
- სადმე წასვლა ხო არ გინდათ, მანქანით გაგიყვანთ, არაა პრობლემა. ან თუ
გინდათ, უბრალოდ გავისეირნოთ მანქანით - შესთავაზა დათუნამ.
გოგოებმა გადახედეს ერთმანეთს, თითქოს წამიერად დათუნას იმედი მიეცა, მერე
კი ფიქრებში წავიდა, იქნებ გოგოც „ეშოვნა“, საცოლედ არა, მაგრამ გასართობად
მაინც გამოდგებოდა, „ეეჰ“.
- არაა, აქვე მაღაზიაში გავდივართ, თორემ დიდი სიამოვნებით, - ჩაიცინეს.
- თუ რამე იქნება, არ მოგერიდოთ, ლამაზებო!
- მჰმ, - თვალები ააბრიალეს და გაეცალნენ.
დათუნას სიცარიელის შეგრძნება დაეუფლა... ეგონა ამჯერად მაინც მიაღწევდა
რამეს, თუმცა უშედეგოდ. უცბად იდაყვი მოარტყეს და გამოფხიზლდა
ფიქრებიდან.
- ჰა, ეხა გელოდებით, შენი ჯერია!
დათუნამ საათს დახედა, ექვსის ნახევარია. გაიაზრა, რომ ახლა დომინოთი კი არა,
„ტაქსაობით“ უნდა ყოფილიყო დაკავებული, მაგრამ უკვე სამი ბოთლი ლუდი
ჰქონდა დალეული და ნასვამი ხომ ვერ დაჯდებოდა საჭესთან. მოიშორა ეს
საფიქრალიც და განაგრძო თამაში...
მოსაღამოვდა. ცამ ფერი შეიცვალა, თუმცა ბესეტკაში ისევ იგივე ხდებოდა. ბიჭები
და დათუნა ისევ დომინოს აჭახუნებდნენ. ლუდი ჩაცალეს, თუმცა ჯიბის
ფულებით შეაგროვეს ლუდის ფული და მარაგიც შეივსეს. თამაშისას დათუნა
მიხვდა, რომ ცოტა არ იყოს შეთვრა. უჭირს დომინოს ქვებზე რიცხვების ამოცნობა
და შედარებით დიდი ხანი სჭირდება სვლებს შორის. დათუნა ერთადერთი არ
ყოფილა, სხვებიც დათვრნენ და „ბირჟა“ ჩვეულებრივზე მეტად ახმაურდა. ამ
ყველაფერს არ შეუჩერებია კალთის ბიჭუნა და კვლავ განაგრძობდა დალევასა და
თამაშს.
უკვე დაბნელდა, ქუჩები განათდა, ბესეტკაშიც ერთი ცალი ჩამოკიდებული
ნათურა აანთეს. ხალხი ნელ-ნელა სახლებში მიდიოდა. თამაშისგან და
დალევისგან დაღლილი კაცებიც სახლში მიდიოდნენ. დროის მატებასთან ერთად,
იკლებდა გარეთ მყოფი ადამიანების რაოდენობა. დათუნას საათისთვის არც კი
შეუხედავს, უბრალოდ იცოდა, რომ დაღამდა. მთელი დღე ერთსა და იმავე
ადგილს მიეჯაჭვა. ზოგჯერ წამოდგებოდა, ხუთი წუთი გაივლიდა, სიგარეტს
მოწევდა და ისევ თამაშს აგრძელებდა.
ბირჟაზე სამნიღა დარჩნენ. დომინოსაც ვეღარ თამაშობდნენ, არ იყვნენ საკმარისი
რაოდენობის, თან სურვილიც აღარ ჰქონდათ. დღეისთვის დაკმაყოფილდნენ და,
დათუნას გარდა, ყველამ სახლის კარს მიმართა. ლუდს უკვე თავისი საქმე
გაეკეთებინა, სახლში ასვლის თავიც კი აღარ ჰქონდა. ხელები მაგიდაზე შემოაწყო
და შიგ თავი ჩაერგო. არ იცოდა, რამდენ ხანს იყო ასე, თუმცა ამ მდგომარეობიდან
ვიღაცის ხმამ გამოაღვიძა:
- რომელი ხარ შენ?
დათუნამ თავი ამოწია, ძლივს იხედებოდა თვალებიდან, გაჭირვებით მოახერხა
ბესეტკისკენ მომავალი ვანო ძიას ცნობა. ვანო ძია 60 წლის კაცი იყო,
მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები, რომელიც დედას და დას შეხიზნებოდა.
- გაუმარჯოს ვანო ძია.
- ოჰ, შენა ხარ დათო?
- კი, ვანო ძია, მე ვარ.
- ამ შუაღამეს მარტოს რა გინდა აქ?
- რა ვიცი, აბა...
ვანო ძია ბესეტკასთან მივიდა და დათუნას მოპირდაპირედ სკამზე ჩამოჯდა.
- აბა, როგორ ხარ?
დათუნა დუმს.
- საქმეები როგორაა?
დათუნა კვლავ დუმს.
- დათო, შვილო, ხომ კარგად ხარ?
- ეჰ, ვანო ძია...
- მართლაც, ეჰ, ჩემო დათო, შენ კი გეკითხები, მაგრამ მე თვითონ რას ვაკეთებ
ამ შუაღამეს გარეთ ქუჩაში...
- ოჯახი როგორ გყავს ვანო ძია?
- ოჯახი... - ჩაფიქრდა ცოტა ხნით ვანო - ხომ... დედა და და კარგად არიან,
მაგრამ...
სიჩუმეა, ვანო ძიას თითქოს სევდის ტალღამ დაუარა, სახე დაემანჭა, მხრები
ჩამოეყარა და თვალები აუწყლიანდა. ეს დათუნამ რომ შეამჩნია ჰკითხა:
- ძია ვანო, ყველაფერი კარგადაა?
- მენატრებიან, ბიჭო, მენატრებიან!
- ვინ?
ისევ სიჩუმე... ქუჩაში არავინაა, კორპუსები ჩაბნელდა, მიყოლებით ქვრებოდა
ფანჯრებში შუქი...
- ვნანობ, ჩემო დათო, ძალიან ვნანობ, თუმცა უკვე გვიანია, ვეღარაფერს
გავაწყობ... უნდა გამომეყენებინა ყველა შესაძლებლობა, უნდა მეცადა
ყველაფერი, მაგრამ სულელი აღმოვჩნდი... ყველაზე ძვირფასი რამ დავკარგე,
როცა შემეძლო ახლა გვერდით მყოლოდა. ჩემი ბრალია ეს ყველაფერი,
ზედმეტად ვიყავი დამოკიდებული ... მენატრებიან ბავშვები... რას შვრებიან
და როგორ არიან, ვიცი განა?... ნეტა საერთოდ ვახსენდები? გული მწყდება
ძალიან, რომ მეტი არ გავაკეთე და დავკარგე, რაც დასაკარგი არ იყო... რა
გითხრა, შვილო, აბა. შეცვლა რომ შემეძლოს, კი, დავიწყებდი თავიდან, მარა...
დათუნა ჩუმად იყო და გაფართოებული თვალებით უსმენდა ვანო ძიას. გული
დაუმძიმდა, გონება დაებინდა და გაშეშდა. არ იცოდა, რა ექნა, თმა ყალყზე
დაუდგა. ვანო ძია ჰაერში იყურებოდა... თითქოს თავისი გონების ყველაზე
მიმალულ ადგილებს იკვლევდა და სადღაც შორს იყო მისი მზერა... ამოიოხრა და
თქვა:
- საკმარისია ჩემზე ლაპარაკი, შენ რას შვრები, ჩემო დათო?
დათუნა ხმას ვერ იღებდა. ყელი დაეჭიმა და ცრემლმა თვალთახედვა დაუბინდა.
უცბად სახე ხელებში ჩარგო და გაირინდა. თავი ცხადად წარმოუდგა ვანოს
ადგილას. ვანო ძია ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, არ იცოდა, რა გაეკეთებინა და
სევდიანი თვალებით უყურებდა ჩაფიქრებულს.
- დათო, შვილო, რა მოხდა?
- კაი, დავიშალოთ ვანო ძია...
***
- დათუნა, დე, დილის 1-ელი საათია უკვე, ჩაი მზადაა.
დათუნა ჩუმადაა და ჭერს შესცქერის.
- დედა გენაცვალოს, გამოდი მალე სულ ცხელ-ცხელი საუზმეა მზად.
კვლავ უპასუხოდ ტოვებს დედას და პოზას არ იცვლის.
- დათუნა, დე გესმის?!
დათუნამ ნელა გაატრიალა თავი და დედას ჩაწითლებული, სევდიანი,
სასოწარკვეთილი თვალებით შეხედა, თუმცა არაფერი უთქვამს...
- დათუნა, დე, დილის 1-ელი საათია უკვე, ჩაი მზადაა...
ოთახში საშინელი ალკოჰოლის და სიგარეტის შეზავებული სუნი იდგა, ისეთი შეგრძნება გაგიჩნდებოდა, გეგონება, იაფფასიანი მეძავებით სავსე ბარში შესულხარ, ყოველღამე, რომ ძლივს ნაშოვნი ფულით ნაყიდ სპირტით დამთვრალი მუშების და მათხოვრების ჩხუბი იწევა. უკანა კუთხეში ერთი საწყალი საწოლი იდგა, დაგლეჯილი მატრასით და დაჟანგებული ჩარჩოთი, საკუთარი თავი ძლივს რომ ეჭირა და წუთიწუთზე, რომ შეიძლება ერთი ფეხი გასძრომოდა. საწოლზე კი მამა შვილი იწვა, იწვა რა, ცდილობენ დაწოლას იმიტომ, რომ ერთ- ადგილიანია ეს საწოლი და ერთმანეთში იხლართებოდნენ, რომ ძილის დროს ერთად არ გადმოცვენილიყვნენ. კედლებზე და საწოლზე მიწიწსქვეშა გადასასვლელში ბებიისგან ნაყიდი ორ ლარიანი ,,სტიკერებია’’ მიწეპებული, რომლებსაც საკუთარი თავი საწოლივით ძლივს უჭირავთ, რომ არ ჩამოცვივდნენ. მამა ისე ხვრინავდა გეგონება ტკბილად სძინავსო, უცბად ხროტინი უვარდება და ისეთ ხმას გამოსცემს, ბავშვს ეღვიძება, ის კი ისევ აგრძელებს ხვრინვას. ბავშვი ადგა, ძლივსძლივობით გადმოაბობღდა მამამისს და ჩამოხტა საწოლიდან, ჩაიცვა ჩუსტები, ოთახის კარს დაუწყო ჯაჯგური და ბოლოს ძლივს გააღო; და ოთახის მოსაზღვრე კედელთან სამ ხატთან და ერთ ჯვართან მივიდა, ერთი წაქცეული ხატი გაასწორა და კედელს მიაყუდა კიდევ, რომ არ წაქცეულიყო, პირჯვარი გადაიწერა და ,,მამაო ჩვენოს’’ თქმას შეუდგა, ნელ ნელა, იმიტომ რომ შიგადაშიგ ავიწყდებოდა. როცა მორჩა სამზარეულოში გავიდა. მაცივრიდან თითქმის ჩაცლილი რძე გამოიღო, ჯამს წყალი გამოავლო და შიგნით რძე ჩაასხა. სკამი აიღო რომ, იქნებ თაროზე შემოდებული ერთი თვის ,,ხლოპიებს“ მიწვდომოდა, მაგრამ ვერ მიწვდა, რის გამოც შებრუნდა ოთახში და მამამისის გაღვიძებას შეეცადა:
• მამა, მამა
თან შეანჯღრია და ცოტათი ხმამაღლა დაიწყო ძახილი:
• მამა...... მამა
მამამ ამოისუნთქა და ხმამაღლა, გულგახეთქილმა გაიღვიძა, გეგონება მართლა შეაშინესო:
• რა იყო, რა გინდა რა გამიტრაკე საქმე ვაა, აღარ გამიგია ყოველდილა ჩემი გაღვიძება როგორ არ გეზარება, ეს დედააფეთქებული....
• მა, საჭმელი გამიკეთე, მე ვერ ვწდები თაროზეა მაღლა ხლოპიები.
• ვაახ, საჭმელებიც მე უნდა გიკეთო არა?........ გადი და გამოვალ, ხო....... ისა დღეს გააქ სკოლა?
• კი, მა, ოთხშაბათია, დღეს.
• ხო, კაი, მიდი, გადი.
ბავშვი ოთახიდან გავიდა. მამამ სიგარეტს მოუკიდა, მერე ნოკია აიღო და ღილაკებს დაუწყო ჯაჯგური, იქნებ ნომერი აეკრიფა და დიდი შრომის შედეგად ზარის გასაშვებად დარეკა. გარეთ აივანზე გავიდა ტრუსების და ბრეტელებიანის ამარა და იტალიურ ეზოს გადახედა სადაც თვალწინ სურათი გადაეშალა: ბავშვებმა როგორ გაარტყეს ბურთი მანქანას და მეზობელი დედის გინებით ავსებს ბავშვებს. ადრესატი არ იღებს, კიდევ ცდილობს დარეკოს, მარა უშედეგოდ.
გამწარებული შევიდა სამზარეულოში, როცა კარზე კაკუნი გაიგო, გაჩერდა............. შებრუნდა და კარი გააღო. კარის მეორე მხარეს შავი ფეხსაცმელებით, შავ ჯინსსა და შავი პერანგით 30-35 წლის ჩასხმული აღნაგობის ტიპი დახვდა, თან ხელში ,,ბეემვეს“ გასაღებს ატრიალებდა და თავზე შავი რეიბანები წამოეცვა, ორი წამით გაჩერებული ხელით კარის ჩარჩოზე მიყრდნობილი, გასწორდა და იმავ ხელით კაცი შიგნით, სამზარეულოში შეათრია და სანამ ღრიალს დაიწყებდა ბავშვი დაინახა, გაკვირვებული, მაგრამ თან შეშინებული თვალებით, რომ იჯდა მაგიდის ბოლოში:
• მამა, ეს ვინ არის?
• არავინ შვილო, ერთი ჩემი მეგობარია, ძველი, და უნდა დაგველია ეხლა ერთად..
შავებში ჩაცმული ტიპი ბავშვზე მიუთითებს და ანიშნებს, რომ გავიდეს, ირაკლი ადგა და ნელი ნაბიჯებით სამზარეუოდან გავიდა და თან მამამისზე ანერვიულებული, თვალს ვერ აცილებდა უცნობ კაცს.:
• სად გდიხარ ბიჭო, რო გირეკავ, გუშინ სამჯერ ვიყავი მოსული, კარი არავინ გააღო, დღეს გეყო ერთი ადგილი რომ გაგეღო კარი, შე, მართლა ჩმორო, ჰა? ფული სად არის?
მამა ჩუმად იდგა და ხმას ვერ იღებდა.
• ფული სად არის-თქო! - ყვირის და ხელს გვერდით მდგომ მაცივარს ურტყამს.
• რა გაღრიალებს ბიჭო, გუშინ ვიყავი ბანკში და რაღაც პრობლემა შეიქმნა და ვერ გამოვიტანე, დღეს უეჭველი გამოვიტან და ხვალ მოგცემ.
• და ეს ხვალ მოგცემ ძაააან რო მოგიხშირდა ატყობ ხო?!!
• ნუ ყვირი, რა!.
• რა ნუ ვყვირი, ეხა ჩაქუჩით არ გაგიხეთქო თავი, ძაან ხო არ გაგივიდა ჩემთან ბაზარი ბიჭო? კაროჩე, გურამ, ხვალ არ მოიტან და......
• კაი გავიგე.. - სურდა გაეგრძელებინა მაგრამ სტუმარმა არ დაასრულებინა
მევალე უკან გაბრუნდა და ცოტა ხნით შეჩერდა:
• აი, მადლობა თქვი, რომ შენი შვილი დამხვდა დღეს აქ, თორე ესე რბილად არ დაგიმთავრებდი შე, სი**. - გავიდა და სახლის კარი მიიჯახუნა.
შვილი გამოვიდა ოთახიდან და ფრთხილად და მშვიდად, მაგიდაზე თავჩადებულ მამას ჰკითხა:
• მამა, შეგიძლია ის ხლოპები ჩამომი....
• აუ... მიდი შენთვითონ გაიკეთე, მართლა მართლა შენ რაღა... - არ ამთავრებინებს და ყვირის, გარეთ გადის, ისევ იტალიური ეზოს აივანზე და გამწარებული კრეფს ნომერს, ამჯერად კი ნომერი პასუხობს. - აუ ძლივს რა, რატო არ პასუხობ ტელეფონს, ქალო, ხო არ გაბანძგვალებს ჰა? სად აგდიხარ?
• რა იყო გურამ, რა გაყვირებს, ჩემს მოხუცს ვაჭმევდი და ტელეფონი მეორე ოთახში მქონდა. რაზე მირეკავდი.
• რაზე და მოკითხვა მინდოდა შენი, - ცინიკურად ეუბნება, -რაზე უნდა დამერეკა, აბა, შენი აზრით?!
• მართლა ჩემი მოკითხვა გინდოდა?!
• შენი მოკითხვა, არა, ბებიაშენისამ კიდე, ფული რატო არ ჩამირცხე გუშინ?
• უი, ხო, გუშინ რომ დავაძინე მოხუცი და ბანკში გავედი დაკეტილი დამხვდა, დღესაც არამგონია ადრე გამოვიდე, ცოტა შეუძლოდ არის საწყალი და ხვალ საღამოს გადმოგირიცხავ უეჭველად
• რა ხვალ, ქალო, შენ ხო არ გამოშტერდი საერთოდ.
• რა იყო რა გეჩქარება, რა მნიშვნელობა აქ, ირაკლის ხო აქვს ცოტა ყულაბაში და იმით იყიდე საჭმელი.
• რაის ირაკლის ყულაბაში ფული მშივრები ვართ მე და შენი შვილი
• ვაიმე, როგორ არის ბავშვი, ხო კარგადაა?!
• ნუ კივი რა, ნუ კივი!..... -უყვირის და ორი წამით ჩუმდება, - ანუ დღეს შანსი არ გაქ ხო რო გადმომირიცხო? - ხმაზე ნერვიულობა ემჩნევა
• რა იყო, გურამ, რამე მოხდა? რატო გეჩქარება ასე? -ორი წამით ჩუმდება, - ვაიმე დედა, ეხლა არ მითხრა კიდე, ვალებში ვარო, გურამ! - ხმას უწევს და გურამის პასუხს ელოდება, გურამი კი ჩუმად არის - ვაიმე დედა შენ მიშველე, - უკვე კივილს იწყებს, - ხომ გთხოვე, ვალები არ აიღო-მეთქი, ხო, გემუდარე, რაში არ გყოფნიდა ეს ფული, თუ გულავი და კაზინო მოგინდა, ჰა?
• ნუ კივი მეთქი! და რაის გულავი....
• რა გინდოდა, ისევ ის გინდა განმეორდეს?! შენ შვილზე მაინც არ ფიქრობ. შენი თავი თუ სულ ფეხებზე გკიდია იკა მაინც შეიცოდე. საერთოდ სხვა რამესაც ხო არ გაუსინჯე გემო?!
• შენ, ქალო, ხო არ გაგაბერინა მაგ მოხუცმა საბოლოოდ?! გაჩუმდი და ნუღა კივი მეთქი
ყურმილიდან ტირილის ხმა გამოვიდა და ჩურჩულიც მოისმა:
• რა გინდოდა, ღმერთო, რომ მაჩენდი საერთოდ, ვაიმე დედა ირაკლის რა ეშველება, თორე შენ სულაც კისერი გიტეხია!! სულაც მოგკლან საერთოდ და ჩაგასამარონ იმ შენმა მევალეებმა
• შენი დ......., ვაფშე, - უთიშავს. უცბად ანერვიულებული კარის მეზობელი გამოდის
• ვაიმე, გურამ, შვილო, ხო მშვიდობაა, თინიკოს ელაპარაკე? იჩხუბეთ, ხო?.. არაუშავს, შვილო, ესე არის ცოლ-ქმარში, მთავარია კაცი შენ ხარ და უნდა დაგითმოს, შვილო,
• აუ, ქალბატონო ლამზირა თქვენღა მაკლიხართ რა.- გურამი არ ამთავრებინებს - მოსცლია ამასაც, - ჩაიბურტყუნა და ზურგი აქცია მოხუცს
• отвращение, უზრდელი - ლამზირამ რუსული აქცენტით ჩაილაპრაკა და შეურაცხყოფილი შებრუნდა სახლში.
ანერვიულებული გურამი სკამზე დაჯდა, ირაკლის პირდაპირ. ფეხს ათამაშებდა ნერვიულობის გამო და თან ისე სწრაფად, რომ შეგრძნება გაგიჩნდებოდა მალე გასკდებაო. ცოტა ხანში შედარებით დამშვიდდა და ტელევიზორის ჩართვა გადაწყვიტა, სადაც ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენის ინტერვიუ დახვდა, რაზეც საბოლოოგ გადაირია:
• აი, შვილო, ესეთი ნაბიჭვრების ბრალია, ჩვენ რომ ასეთ დღეში ვართ, დედაშენი, სადღაც ტ***ში როა გადახვეწილი და ვიღაც ჩაჯმულს პამპერსს უცვლის, და ფულის გამოგზავნის საშუალებასაც, რო არ აძლევენ, მე კიდე გუშინ დანატოვარი ნახევარი სიგარეტის ამარა რო ვარ დარჩენილი. ესენი იკავებენ ჩვენს ადგილს, მამამისის მაყუთით რაღაცა ბიზნესი დაიწყო და აქვს ეხლა ფულები და არც არაფერი სანერვიულო და წარმატებულ ,,ბიზნესმენს“ ეძახის საკუთარ თავს, ეს ს***.
• მამა.....სკოლაში მაგვიანდება
• აუ, შენ და შენი სკოლა, ვაფშე, რა.. - ისევ იტალიური ეზოს აივანზე გავიდა და იქვე მჯდომ კაცს გადასძახა. - ნოდარ, ნოდარ! რავა ხარ? - კაცმა დომინოს თამაში შეწყვიტა და მაღლა ამოიხედა.
• კარგად, ბიჭო, შენა?
• რავი, ნიჩივო, ნელა-ნელა, ისა, ნოდარ, ნიკუშა კოლაში ხო არ მიდის?
• აუ, მოიცა, ნიკა!.. ნიკა!.... ნიკა-მეთქი!!.. - ყვირის.....
• ხო, მაა
• მიდიხარ, შვილო, დღეს სკოლაში?
• კი, მაა, და მაგვიანდება!
• აუ, ნოდარ გეხვეწები ირაკლიც წაიყოლე, რაღაც საქმე გამომიჩნდა და ვერ ვასწრებ, რა.
• კი, მიდი, კაცო, ჩამოვიდეს უთხარი, ოღონდ მალე, რა, გვაგვიანდება.
გურამი სამზარუელოში ბრუნდება:
• მიდი ჩაიცვი და ჩადი ნიკას მამა წაგიყვანს.
ირაკლიც გავიდა მაიკა გამოიცვალა უცბად, შარვალი ამოიცვა, ფეხზეც ჩაიცვა და წინა დღით ჩალაგებული ჩანთა მოიკიდა და კიბეებზე ჩაირბინა. გურამმა კიდევ ერთხელ გადაიხედა აივნიდან, საძინებელში შევიდა, საწოლზე ჩამოჯდა და ორი წუთი სრულიად ჩუმად იჯდა, ისე რომ სუნთქვის ხმასაც ძლივს გაიგებდით. უცბად ერთი წვეთი ჩამოუგორდა თვალიდან ლოყაზე, თან ისეთი უხეში წვეთი, მიხვდა რაც ხდებოდა, მოიწმინდა ცრემლი, ცრემლმა ცრემლობა გეგონება აღარ გაჩერდებაო, თან სასტიკად სრუტუნებდა, ვეღარ იჩერებდა ტირილს, თუმცა თითქოს არც სურდა, თითქოს ხვდებოდა, რომ ამ ტირილით თავისი მთლიანი ბრაზის, ზიზღის, წყენის და ჯავრის ამოღება შეეძლო, თან იმხელა ხმაზე ტიროდა, ქალბატონი ლამზირას ყურადღებაც მიიქცია. აღარ შეეძლო ამდენის ატანა, ადგა და საწოლის ჩარჩოს დაუწყო ფეხის რტყმა, ურტყამდა იქამდე სანამ ერთი ფეხი არ გასძვრა ბოლოს, როცა ენერგია გამოელია და ქოშინი მოაწვა ძლივს ძლივობით და თან ქოშინით, გადმოიღო მატრასი წაქცეული ჩარჩოდან, ზემოდან პირქვე გაწვა, ამოტრიალდა და გაშტერებული შეაცქერდა ჭერს.
გუგა, მაიკის გარეშე და შორტებში, საწოლში გვერდულად წევს, ტელეფონი და ხელი მატრასზე აქვს დაყრდნობილი და სქროლვით არის დაკავებული.
სქროლავს. სქროლავს. სქროლავს. სქროლავს.
-აუ კაროჩე რა(მოკლედ-ით შეილება შეიცვალოს), ძაან ცხელა - თვალმოუცილებლად წუწუნებს - ის კონდინციონერის პულტი სად ჯანდაბაშია? - თავს ნახევრად მაღლა და უკან წევს, ფიქრებში ლოცულობს, რომ პულტი სადმე იქვე იდოს,მაქსიმუმ 3-4 მეტრის რადიუსში მაინც, მაგრამ უიმედოდ, ოთახის გადახედვის და იმის aqqaგახსენების შემდეგ, რომ ტუალეტიდან დაბრუნებულმა მისაღები ოთახის მაგიდაზე თვალი მოჰკრა, ღრმად ამოიოხრა - ფუ შენი, რა. ასეთი უიღბლობა გაგონილა? ნორმალურად ხომ ვერ დავისვენე, რაც არდადეგები დაიწყო. aaჯერ მამაჩემს მანქანის გაკეთებაში დახმარება დასჭირდა, ხან დედაჩემს რაღაცების ამოტანა - თან ბურტყუნებს და ფეხზე წამოდგმომისთვის ენერგიებს იკრებს. - აუ, კაი, დავიკიდებ, რა, ერთი 7 წუთში ნახევარი ხდება და მაშინ ავდგები ბარემ, სად მეჩქარება. - თავი ისევ დაბლა დაუშვა და ტელეფონში საქმე განაგრძო.
რაღაც ვიდეო შეხვდა სათაურით, "მხატვრის ერთი დღე", თუ რაღაც მსგავსი;
ცერა თითი გაუშეშდა.
გაშეშებული თვალებით მიშტერებული უყურებდა ეკრანს და იმ ტიპს უცქერდა, როგორ ხატავდა, მერე დიდი ტილო როგორ მიჰქონდა ერთი ადგილიდან მეორეში მეტროთი, რომელ ქალაქში ცხოვრობდა, როგორი სახლი ჰქონდა და თან ვიდეოს გადართვა უნდოდა, და თან არ შეეძლო. ნელ ნელა ახსენდებაოდა ის პატარა, მაგრამ უნიშვნელოვვანესი ბრძოლები საუთარ თავთან, რომლებიც წააგო. გაახსენდა, როგორ უნდოდა თვითონაც ემოციების ფერებში და ფორმებში გადმოტანა, როგორ უნდოდა თვთონაც ეტარებინა დიდი ტილოები მეტროში და ქუჩებში. როგორ უნდოდა თვითონაც ზუსტად იმ ქალაქში, მსგავსი სტილის სახლი ჰქონოდა, რომელიც 75%-ით დიდი სტუდია, დანარჩენი კი სახლი იქნებოდა. თან უფრო მიშტერებოდა ეკრანს, და უფრო სწრაფად იხსენებდა, როგორ ეხვეწებოდა დედას, ხატვაზე შეეყვანა. და კიდევ უფრო სწრაფად ცდილობდა გაეხსენებინა და დაევიწყებინა, ხატვის ჯგუფი, სადაც დადიოდა. თუ როგორ ეცადა თავიდან კუბის დახატვას და არ გამოუვდა, როგორ ეცადა ხელმეორედ და პირველ მცდელობაზე ჩაფლავების გამო ანერვიულებულს უფრო არ გამოუვიდა. შერცხვენილი როგორ გადახედავდა სხვა ბავშვებს და მათ ფერად, აბსტრაქტულ, დახვეწილ ნახატებს.
შინაგანად ვერ ასვენებდა ფაქტი, რომ სხვებზე გადაბრალების საშუალებით თუ დამსახურებით, საყვარელ საქმეს დაანება თავი. ისე დასცხა, მთავარ ოთახში გავიდა და კონდინციონერის პულტი აიღო. შემოვიდა, კარი ჩაკეტა და სიგრილეს მიეფიცხა; გულზე ხელებგადაჯვარედინებული
კიმაგრამ რა უშლიდა, რომ ახლა აეღო ფანქარი ან ფუნჯი ხელში და დაეხატა. ის შინაგანი წუხილი, რომ სხვები მასზე ასჯერ უკეთესები იყვნენ? კარგი, მაგრამ ვერ იაზრებდა, რომ ისინი ბევრი პრაქტიკის საშუალებით ავიდნენ ამ საფეხურზე? იქნებ იმის გამო არ ხატავდა, რომ გულწრფელად არ უყვარდა იგი. რადგან გულწრფელად, რომ ჰყვარებოდა, პირველი პრობლემა არ წარმოიჩენდა თავს.
იჯდა.
წამოწვა.
ჭერს უყურებდა გულზე ხელებ გადაჯვარედინებული.
ძილი მოერია.
ჩაეძინა.
გაეღვიძა.
-რავა ხარ აბა.
-ვინ ხარ?
-შენ
-მე ხარ? ჩემ თავს ვებაზრები?
-არა, შენ თავს ესაუბრები.
-ხო რა მნიშვნელობა აქვს. რა გინდა?
-შენ რა გინდა?
-უკაცრავად?
-მართლა, შენ რა გინდა, თავს რატო იღუპავ?!
-მოიცა, თუ შენ ჩემი თავი ხარ, ადექი და შენთვითონ გამოასწორე, რა ჭკუას მასწავლი.
-გუგა, მე შენი თავის მნიშვნელოვანი ნაწილი ვარ, რაიმე უცაბედი მოქმედება, რომ შემძლებოდა, აქ საუბარი არ დაგვჭირდებოდა. დამიჯერე, ბოლოჯერ გაფრთხილებ!
-რა ნაწილი მაშინ?
-ებიჭო, რატო ინტერესდები არასაინტერესო საკიტხებით, გუგა?
-რატო უნდა გენდო.
-აბა, დაფიქრდი, სიზმარში ვართ. სიზმარში ვის შეილება ესაურებოდე.
-აა იმ დღეს ვნახე ამაზე ვიდეო ტიკტოკზე, ფორიუზე შემხვდა, მოიცა, რა გქვია. სიზმარში თუ შენ თავს ებაზრები ანუ ქვეცნობიერიაო.
-აჰაჰა..არა გუგა ქვეცნობიერი არ ვარ, მაგრამ მერწმუნე შეგიძლია მენდო.
-ჰა, მითხარი მაშინ, მეჩქარება უნდა გავიღვიძო.
-სად გეჩქარება?
- რა მნიშვნელობა აქვს
-გუგა შენი თავი ვარ, ყველა შენი სურვილი და პატარა თუ დიდი გეგმები ვიცი, თან ხანდახან წინასწარ...
-თუ იცი, რაღას მეკითხები?
-მინდა, რომ შენით აღიარო.
-საქმე მაქვს
-ოო ეგ მართალია, ცერა თითის ვარჯიში თემაა, ძმაო.
გუგა ჩუმადაა. უცნობმა ნაცნობმა განაგრძო:
-და რამდენი ხანი აპირებ ესე გაგრძელებას?
-როგორ?!
-ზედმეტ კითხვებს სვამ, იმის კვალობაზე რომ ორივემ ვიცით რაზეც ვსაუბრობთ!
-და რა პრობლემაა? არდადეგებია და ვერთობი რა. რო დაიწყება სკოლა..
-და წინა წელსაც მასე არ თქვი, -გააწყევტინა, - იმის წინაზეც, და იმისაც.
-მოიცა, ანუ ზარმაცს მეძახი?
-თვალების დაქაჩვას თავი დაანებე.
-კაროჩე, მალე მითხარი რა გინდა რა.
-ხვდები რა დონეზე გჭამს ის აზრი, რომ შენი სიზარმაცის გამო, დრო დაკარგე. უკვე ზამთრის არდადეგებია გუგა და აზრი რომც შეიცვალო, უცბად პროდუქტიული გახდე, მაინც ვერ ჩააბარებ სამხატვროზე, იმიტომ რომ მარტო ისტორია ვერ გიშველის. იმ დონეზე რასაც ეგენი შემოქმედებით ტესტზე ითხოვენ კიდე, ერთ სემესტრში არ ისწავლება. და იმის მაგივრად რომ თავის დროზე, მართლა სიზარმაცისთვის დაგებრალებინა და მაშინვე თვალებში ჩაგეხედა სიმართლისთვის და გაგეაზრა, იქნებ ეხლა სხვანაირად ყოფილიყავი. ეხა ის კი არ გჭამს რომ თავი იმიტომ დაანებე თითქოს სხვები შენზე უკეთესები იყვნენ. არა. შენთვითონაც კარგად იცი, რომ ეგ არაფერ შუაშია. თავს იტყუებ გუგა. თავს იტყუებ.
-ვერ გავიგე.
-მოკლედ რა, ჯერ გაიაზრე, რომ დღეს რო არ ხატავ, იმის ბრალია, რომ ზარმაცი ხარ. უმოქმედო ჭაობივით ხარ ბოლო რამდენი წელია უკვე. ნახევრად შეიძლება იაზრებ, მაგრამ რავი აბა. რას აპირებ ამ ცოდნით. ინფლუენსერობას? სტრიმერობას? ხო იცი რო ხატვა გიყვარს. თან მეც კი ვიცი რომ გულწრფელად გიყვარს. უბრალოდ თავს ნუ იტყუებ. არაუშავს თუ ზარმაცი ხარ. მთავარია შენს თავთან აღიარო და გამოსწორება სცადო. ეს ორი ერთმანეთის გარეშე უბრალოდ სრულიად უაზრო ქმედებაა. - გუგა ჩუმად უსმენს. - მოკლედ,დაფიქრდი რა, იმაზეც დაფიქრდი როგორ კრიტიკულადაა საქმე, რომ სიზამარში შენი თავი გელაპარაკება.
-კაი...
და გამოეღვიძა.
მიხვდა.
ტელეფონი აიღო.
ნოუთებში შევიდა და რაც დაამახსოვრდა ჩაიწერა.
ყველაფერს დეტალურად აღწერდა.
პატარა ღიმილი დასთამაშებდა. ბედნიერი იყო თუ უბრალოდ დოპამინის მძლავრი გამოშვება მოხდა ვერ გაიგებდი. მაგრამ მიხვდა რომ იმ წამს თუ არ იმოქმედებდა, იმ პატარა ნაპერწკალს დაკარგავდა და ისევ იმ ციკლში გადაერთვებოდა. საღამოს 6 საათიდან მოყოლებული, მათემატიკის რვეულში, დაღეჭილი პასტით, ოთახში მყოფ ნივთებს ვიზუალურად აღწერდა. ხატავდა და ხატავდა.
ხატვის კურსები აიღო. ემზადებოდა, ემზადებოდა და თითქოს ის მიზანი უფრო მძაფრი იყო, საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა, რომ გამოუვიდოდა ის რაც მანამდე თითქმის შეუძლებელი ეგონა, ანუ საკუთარ თავს ებრძოდა საკუთარი თავის საშუალებით.
იმ პატარა ნაპერწკალით გამომუშავებული პატარა ჩვევები, უკვე დიდ ქმედებებში გადაუვიდა.
სწავლობდა, ხატავდა. სწავლობდა, ხატავდა. სწავლობდა, ხატავდა.
ცდილობდა თავისი ძმაკაციც გამოეყვანა იმ საშინელი ციკლიდან. ცდილობდა. ხან ელაპარეკობოდა, ხან უყვებოდა თავის ამბებს. მაგრამ უშედეგოდ.
გუგამ სამხატვროში ჩააბარა.
გამოჩენილი მხატვარი გამოდგა. გამოფენებს და პრეზენტაციებს აწყობდა.
ინტერვიუებში კი ყველას უცნობი ნაცნობის შესახებ უყვებოდა.
I
ზაზა ბუღაძე სკოლაში შესვლის დღიდან საუკეთესოდ ითვლებოდა. ჯერ იყო და, პირველ კლასში დამრიგებელმა გამოარჩია, რადგან ყოველთვის ადვილად წერდა ასოებს. შემდეგ კლასებში მუდამ მონაწილეობდა ოლიმპიადებში, კონკურსებში და ყველა სფეროში ლიდერობდა. სკოლის სპექტაკლებში იგი ყოველთვის მთავარი როლის შემსრულებელი იყო და ხშირად იღებდა ქებას როგორც პედაგოგებისგან, ისე მაყურებლისაგან. სპორტშიც გამოიჩინა თავი – იყო სკოლის ფეხბურთის გუნდის კაპიტანი. ზაზა ასავე სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტი გახლდათ. მასწავლებლები ამბობდნენ:
– ზაზა განსაკუთრებულია. მისი ნიჭი და შრომისმოყვარეობა ყველასთვის სამაგალითოა.
მშობლები ამაყობდნენ. მისი თითოეული სიგელი და ჯილდო კედლებზე ეკიდა, პრიზები კი თაროზე აღარ ეტეოდა. ზაზას მიღწევები ყველასთვის საამაყო იყო, თუმცა მის გულში თითქოს უსახელო სიცარიელე იმალებოდა, რამაც ბედნიერების განცდა გადაფარა.
II
მერვე კლასში, ერთ ჩვეულებრივ ორშაბათს, ზაზას ფიზიკის მასწავლებელმა ჩვეული სიტყვებით დაიწყო:
– ზაზა, შენი ნაშრომი მაინც საუკეთესო იქნება, ხომ ასეა?
ზაზამ თავი დაუქნია, მაგრამ გულის სიღრმეში ყელში ბურთი გაეჩხირა…
კლასელებმა სიცილით წამოიძახეს:
– აი, ზაზას კიდევ ერთი ,,ათიანი”! ჩვენ რაღა ვქნათ, სხვას შანსიც აღარ გვაქვს!
ზაზამ ჩუმად ჩაწია თავი, თითქოს შეძახილები მისკენ არ იყო მიმართული.
III
საღამოს, სახლში, როცა სამეცადინო მაგიდას მიუჯდა, დედამ ოთახში შეიხედა.
– ზაზა, ხომ არ დაიღალე? – ჰკითხა მან, მაგრამ ისე, თითქოს იცოდა, რომ „არა“ უნდა ყოფილიყო პასუხი.
– არა, დედი. ყველაფერი კარგადაა, – უპასუხა ზაზამ და კიდევ ერთი წიგნი გადაშალა.
დედამ ღრმად ამოისუნთქა და გვერდით მიუჯდა.
– თუ გინდა, ცოტა ხანს გაჩერდი. დაისვენე. ბოლოს თედოსა და ნიკასთან ერთად როდის ითამშე ფეხბურთი?
ზაზას სახეზე გამძლე, მაგრამ დაღლილი ღიმილი შეეპარა.
– არა, უნდა დავამთავრო.
მას წინ ახალი გამოწვევა ელოდა – ეროვნულ სამეცნიერო კონკურსში უნდა მიეღო მონაწილეობა. სკოლის დირექტორმა პირდაპირ უთხრა:
– ზაზა, ბევრი ვიფიქრეთ, ვის შეიძლებოდა ჩვენი სკოლა ამ კონკურსზე წარმოედგინა. ბოლოს შენ აგირჩიეთ – შენზე დიდი იმედი გვაქვს და გამარჯვებასაც ველით! თავიდანვე ვიცოდით, რომ შენზე უკეთ ვერავინ გაართმევდა თავს.
ასე ერთი ხელის მოსმით მოუჭრეს ზაზას „არას“ თქმის უფლება.
IV
საღამოები უკვე აღარ ცნობდნენ დასვენების უფლებას. ის წიგნებს, პროექტებს, ექსპერიმენტებსა და საკუთარი შეცდომების ანალიზს იყო გადაყოლილი. თითოეული პატარა წარუმატებლობა თითქოს მძიმე ლოდად აწვებოდა გულზე, რაც ყოველი ნაბიჯით უფრო მეტად აძლიერებდა ნელ-ნელა მზარდ აურზაურს მის თავში.
ერთ დღეს, ნაშრომის წერისას, მოულოდნელად კალამი გვერდზე გადადო.
– იქნებ… იქნებ ერთხელ მაინც არ ვიყო პირველი? – ჩაილაპარაკა ზაზამ, თუმცა ამ ფიქრებმა შიშის ბურუსში გაახვია.
– რას იტყვიან სხვები? რა იქნება, თუ ერთი გამარჯვებაც კი ვერ მოვიპოვე?! – ფიქრებმა იგი ღამით არ დააძინა.
V
სკოლაში ყველას ყურადღების ცენტრში ზაზა თავის თავს ვეღარ ცნობდა. მასწავლებლები მუდმივად ეკითხებოდნენ:
– აბა, ზაზა, რას გვიჩვენებ? რითი გაგვაოცებ?
კლასელები დამცინავად ამბობდნენ:
– ზაზა ისევ ყველაფერში პირველი იქნება, მაგაში რას ხედავთ ახალს?!
ბიჭის ღიმილი ყალბი ხდებოდა, მისი დაძაბულობა კი - ყოველდღიური რუტინის ნაწილი. მაგრამ შრომისუნარიანობა მაინც არ ნელდებოდა.
VI
კონკურსის დღე მოახლოვდა. დარბაზი ხალხით ავსებულიყო. სცენის განათება ზაზას უშუალოდ თვალებში ეცემოდა, რაც მის ისედაც დაძაბულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებდა. მუცელში საშინელი სიმძიმე იგრძნო, თითქოს ქვა ჩაუდესო. როგორც კი მისი სახელი გამოაცხადეს, ფეხზე წამოდგა, მაგრამ მუხლები უცნაურად აუკანკალდა და რამდენიმე წამით მოეჩვენა, რომ მოძრაობა არ შეეძლო. ,,ერთი ნაბიჯი, ერთი ნაბიჯი მაინც,” - გულში წამოუძახა საკუთარ თავს.
თითოეული ნაბიჯი ისე მძიმედ მოხვდა იატაკს, თითქოს ტყვიის ჩექმები ეცვა. გული ყელში აუვარდა; შუბლზე ოფლი წვეთებად ჩამოსდიოდა; ხმა უნდა ამოეღო, მაგრამ სუნთქვა ნელ-ნელა ეკვრებოდა.
მიკროფონს მიუახლოვდა, ცდილობდა დაეწყო საუბარი, მაგრამ პირი გაუშრა, ენა დაუმძიმდა. სიტყვები, რომლებიც წუთების წინ გონებაში გრძელი და გარკვეული ჩანდა, ახლა ერთმანეთში აიზილა.
დარბაზი გაჩუმდა, მაგრამ ზაზასთვის ეს სიჩუმე ექოდ გაისმოდა. „ყველა გაკვირვებული მიყურებს, - გაიფიქრა, - მათი თვალები… მათი თვალები ჩემს შეცდომებს ეძებენ.”
მხრებს უკონტროლოდ ამოძრავებდა, თითქოს სცენაზე დგომა უკვე ფიზიკურ ტკივილს ჰგვრიდა. გონებაში ტექსტი უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, მაგრამ ნერვიულობისგან ხმას ვერ პოულობდა. მიკროფონისკენ გაიხედა და თავისი ამოღებული ხმა იმდენად უცხო მოეჩვენა, თითქოს სხვას ეკუთვნოდა. ფრჩხილები მოუჭირა პალტოს კიდეს, თითქოს ის პალტო მისი სიცოცხლის ბალანსის ერთადერთი მხსნელი იყო.
დარბაზში რაღაც ხმა გაისმა, მაგრამ ზაზა ვერც შინაარსს არჩევდა და ვეღარც მთქმელს. ვერც იმას ხვდებოდა, უყურებდნენ თუ არა. მის თავში მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებდა: ,,ნეტავ, აქ არ ვიყო…”
პრეზენტაცია ძლივს დაასრულა. დარბაზში ხმები გაისმა:
– რა დაემართა? ეს ხომ ზაზაა…
– საერთოდ არ ჰგავდა თავის თავს!
– მახსოვს, ყოველთვის ულამაზესი პრეზენტაციები ჰქონდა! რა მოუვიდა?
– ხუმრობაა, არა? ეს ზაზა არ შეიძლება იყოს!
ჟიურის შედეგებმა ყველაფერი ცხადყო: ზაზამ მეორე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილი კი სხვას მისცეს.
VII
მეორე ადგილის გამო ზაზას ოჯახში დაძაბულობა ატყდა. მშობლებმა ერთმანეთს უჩურჩულეს:
– ასეთი რაღაც პირველად დაემართა. იქნებ, ზედმეტად გადავტვირთეთ?
ზაზამ ცოტა შვება იგრძნო, ამ კითხვას რომ მოუსმინა. თითქოს ვინმეს შეხსენებამ, რომ მის ტვირთზე ფიქრობდნენ, მას რამდენიმე წამით შეუმსუბუქა განწყობა.
– არა, ალბათ, ეს დროებითი ჩავარდნაა. ის კვლავ საუკეთესო გახდება!
ყველაფერი ისევ გაუფერულდა. ზაზას აღარაფერი უთქვამს. ოთახში ავიდა და დაიძინა.
VIII
კონკურსის შემდეგ, ზაზამ უცნაურად დაიწყო მოქცევა. ადრე, რაც სიამოვნებას ანიჭებდა – ხატვა, მეგობრებთან თამაში – ვეღარაფერი ახარებდა. მასწავლებლები მაინც ჩვეულებრივ აძლევდნენ დავალებებს, მაგრამ უკვე, მათი მზერა თითქოს სხვანაირი იყო. ისინი არ ამბობდნენ ხმამაღლა, მაგრამ თითქოს აღსანიშნავი ეჭვები გაუჩნდა მათ თვალებში, როცა ზაზას მუშაობას უყურებდნენ. მშობლები კი ელოდნენ ახალ წარმატებას, მაგრამ აღარ ეტყობოდათ ის თავდაჯერება, რომელიც ადრე ჰქონდათ.
ერთ დღეს, როდესაც დედამ მიაკითხა, მაგიდაზე დაუსრულებელი დავალებები ეწყო.
– დე, ყველაფერი წესრიგშია?
–რა თქმა უნდა, დედი, – უპასუხა მან, თუმცა ხმაში ემოციური სიცარიელე და ინდიფერენტულობა ეტყობოდა.
IX
ზაზას მეორე ადგილმა მთელი სკოლა შოკში ჩააგდო. დერეფნებში ყველა ჩურჩულებდა:
– ზაზა? მეორე ადგილი? ეს ხომ შეუძლებელია!
– ალბათ, ზედმეტად თავდაჯერებული გახდა და აღარ იშრომა.
მასწავლებლები აშკარად შეცვლილი ტონით ესაუბრებოდნენ.
– ზაზა, იქნებ ამჯერად სხვას მივცეთ შანსი? – ეუბნებოდა მათემატიკის მასწავლებელი, როცა ახალი გუნდის შეკვრა გადაწყდა.
ზაზას სახლში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. მისი წარმატებით მუდამ მოამაყე მშობლები უკვე უხერხულად უხსნიდნენ მეზობლებს:
– ჰო, ეს უბრალოდ ერთი ჩავარდნაა… ალბათ, მალე დაუბრუნდება ძველ ფორმას.
ზაზას კი ეგონა, რომ ამ „ერთი ჩავარდნის“ შემდეგ ყველაფერითავზე დაენგრა.
X
მეორე ადგილის შემდეგ, ზაზასთვის ცხოვრება კიდევ უფრო რთული გახდა. მას თანაკლასელებიც ირონიით ესაუბრებოდნენ:
– რას იზამ, ზაზა, ახლა ჩვენი სკოლის “მეორე” გული ხარ?
ზაზას ასეთი სიტყვები ყოველ ჯერზე უფრო მეტად აგიჟებდა. ერთხელ, როცა ისინი სკოლის ბიბლიოთეკაში იყვნენ, ერთ-ერთმა ბიჭმა ხუმრობით უთხრა:
– აი, ნოდარი მაინც თავისთვის მუშაობს და შენ უკვე უკან მოგიტოვა.
ზაზამ ვეღარ გაუძლო და უყვირა:
– და თქვენ რას აკეთებთ?!
პასუხად ყველას სიჩუმე მიიღო.
საღამოობით ზაზა თავის ოთახში მარტო იჯდა და ფიქრობდა:
– იქნებ, ჯობდა, ისევ „პირველი” ვყოფილიყავი. მაშინ მაინც არავინ დამცინებდა…
XI
ერთ დღეს, როცა სკოლაში ნოდარს შეხვდა, ზაზა მოულოდნელად შეჩერდა და ჩუმად ჩაულაპარაკა:
– ნოდარ, შენ არავინ გაქებს, მაგრამ მაინც ყველაფერს კარგად აკეთებ. როგორ ახერხებ?
ნოდარმა მხრები აიჩეჩა:
– ჩემთვის ვაკეთებ. არ ვცდილობ, რომ ვინმეს ვაჩვენო, რამდენად კარგი ვარ. მთავარია, რასაც ვაკეთებ, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყოს.
ზაზამ გაკვირვებით შეხედა:
– მაგრამ მე, თუ პირველი არ ვარ, მაშინ არაფერი ვარ.
ნოდარს ჩუმად ჩაეცინა:
-მერე აუცილებელია, რომ შენი ღირებულება სხვების მოლოდინებზე დააფუძნო?
XII
ზაზა ფიქრებში ჩაეფლო. პირველად ცხოვრებაში, მან ეჭვქვეშ დააყენა ყველაფერი, რასაც აკეთებდა. ის თავის კითხვებს ვერ შორდებოდა:
– მართლა მარტო იმისთვის ვარსებობ, რომ საუკეთესო ვიყო? და თუ არა, მაშინ რისთვის?
ნოდარმა ზაზას მიმართ ინტერესი გამოავლინა.
– ზაზა, მოდი, მე და შენ ერთად გავაკეთოთ რაღაც. იმ პროექტზე ვიმუშავოთ, რაც ორივეს გვაინტერესებს.
ზაზამ მხოლოდ თავის დაქნევით უპასუხა, თუმცა შინაგანად ისევ ეჭვობდა:
– ნუთუ სხვასთან მუშაობა ამცირებს ჩემს ღირებულებას?
XIII
ნოდართან ერთად მუშაობა ახალი გამოცდილება იყო. ისინი ერთ-ერთი მუზეუმისთვის ახალი ექსპოზიციის შექმნას ამზადებდნენ, სადაც ისტორიული მომენტები და კონტექსტი უნდა გადმოეცათ ვიზუალურად და წერილობით. ნოდარი არ ცდილობდა, რომ ყველაფერი გაეკეთებინა ან ზაზას აზრი დაეჩრდილა. მას თავისი რიტმი ჰქონდა.
– არ ვჩქარობ, – უთხრა ნოდარმა. – მთავარია, სწორად გავაკეთოთ და არა – სწრაფად.
ერთ დღეს, როდესაც ისინი შუა გზაზე იყვნენ პროექტის შესახებ მსჯელობისას, ნოდარმა ჰკითხა:
– რას იტყვი, უფრო აქტუალური იქნება, თუ იმ ისტორიულ ეპიზოდზე გავაკეთებთ აქცენტს, რომელიც ადამიანების მიკრო-გამოცდებს ეხება, თუ მათთვის უფრო მნიშვნელოვანი მომენტების გადმოცემას, როგორიცაა დიდი გამარჯვებები?
– ვფიქრობ, ადამიანები უფრო ადვილად ხედავენ სიძლიერეს იმის აღქმაში,, რომ ვინმეს დიდი გამარჯვება ან გმირობა მისთვის საკაცობრიო მნიშვნელობისაა. მაგრამ, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია სწორედ იმ მომენტებზე საუბარი, როცა ისინი უფრო ადამიანის მსგავსი ხდებიან... როცა აჩვენებ, რომ ადამიანებს წარმატებები და წარუმატებლობები ერთნაირად უჭირთ.
ნოდარი გაჩუმდა, შემდეგ ღიმილით თქვა:
– ზაზა, ხომ ხედავ? შენს სიტყვასაც აქვს მნიშვნელობა, თუნდაც მან ოქროს მედალი არ მოგიტანოს.
XIV
ერთ დღეს, პროექტზე მუშაობის დროს, ზაზამ შეამჩნია, რომ თავს უკეთ გრძნობდა.
– ნოდარ, მემგონი, პირველად ვმუშაობ ისე, რომ არ ვფიქრობ, სხვები რას იტყვიან.
ნოდარმა ღიმილით უპასუხა:
– ხანდახან, უბრალოდ უნდა გააკეთო ის, რაც შენ გინდა. შენს ცხოვრებას სხვები ვერ უნდა განსაზღვრავდნენ.
ამ საუბარმა ზაზას მთელი სიმძიმე შეუმსუბუქა. ეს სიტყვები თითქოს თავიდანვე იცოდა, მაგრამ არასდროს ჩაღრმავებია.
XV
პროექტი მესამე ადგილოსნობით დაასრულა, თუმცა ჯილდოებმა ზაზასთვის უკვე მნიშვნელობა დაკარგა. ასეთი ბედნიერი ზაზა არ ყოფილა არცერთ კონკურსზე, სადაც პირველი ადგილი აუღია. მთავარია, რომ ის მართალი იყო თავის თავთან.