ამერიკა თუ ევროპა? ეს საკითხი ბერვი მოსწავლის თავსატეხი და საფიქრალია. სად სჯობს, სწავლა განაგრძო და სად უფრო ბედნიერად იგრძნობ თავს სურვილებისა და მიზნების შესაბამისად. ქვემოთ მოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ, სასწავლებლად აირჩიოთ სასურველი კონტინენტი და გაგახსენებთ მათ თავისებურებებს.
არსებობს უნივერსიტეტების ორი მთავარი ტიპის კამპუსი: 1. ქალაქში მდებარე - სხვადასხვა დაწესებულებები მიმოფანტულია ქალაქის გარშემო. ეს უკანასკნელი ძირითად შემთხვევაში გვხვდება ევროპაში. ქალაქში მდებარე უნივერსიტეტი უკეთესია სოციალური ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ და მიჩვეული არიან ქალაქის გადატვირთულ ცხოვრებას და მზად არიან ქაოსური და არაპროგნოზირებადი ცხოვრების წესისთვის; 2. ტიპური ამერიკული კამპუსი, რომელიც ქალაქს შედარებით მოშორებულია. მასში თავმოყრილია საუნივერსიტეტო ცხოვრებისთვის საჭირო (და არა მარტო) შენობები. ასეთი ტიპის საცხვერბლის ხიბლია ბერვი თანაკურსელის გაცნობა და დროის დაზოგვა, სტუდენტზე მორგებული გარემო და კომფორტული პირობები.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ევროპაში სწავლა იძლევა საშუალებას მოკლე მანძილსა და დროში ევროპის სხვადასხვა ნაწილში იმოგზაურო და გაატარო თავისუფალი დრო ნაყოფიერად, რაც ამერიკაში თითქმის შეუძლებელია.
ევროპაში უფრო განვითატებული და მოთხოვნადია სახელმწიფო უნევერსიტეტები მაშინ, როდესაც ამერიკაში მაღალი რანგის უნივერსიტეტების უმრავლესობა კერძოა. აქედან გამომდინარე უფრო ხშირ შემთხვევაში ამერიკაში შესაძლებელია დაფინანსების მოპოვება.
ამერიკაში სწავლისა და ცხოვრების ფასი უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, ამიტომ სტუდენტისთვის ფინანსურად თავსებადია ევროპა.
შტატებში ბაკალავრიატი 4 წელი გრძელდება ხოლო ევროპის ქვეყნების უმრავლეაობაში 3 ან ნაკლები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროპის ყველა უნივერსიტეტში სწავლა ხანმოკლეა. გასათვალისწინებელია ენის ბარიერი, როდესაც ამერიკის ძირითად კოლეჯებში სწავლა ინგლისურად არის ევროპაში არაერთ ადგილობრივ თუ უცხო ენაზე არსებული ფაკულტეტი შეიძლება შეგვხვდეს.
ამრიგად, გადაწყვეტილება ევროპასა თუ აშშ-ში სწავლას შორის დამოკიდებულია თქვენს პირად არჩევანზე, ფინანსურ მდგომარეობაზე, აკადემიურ ინტერესებსა და კარიერულ მიზნებზე. ევროპას შეუძლია შესთავაზოს უფრო ხელმისაწვდომი, კულტურულად მრავალფეროვანი და აკადემიურად ორიენტირებული გამოცდილება, ხოლო აშშ უზრუნველყოფს უფრო ფართო, მოქნილ საგანმანათლებლო სისტემას ძლიერი კამპუსური კულტურით და ფართო რესურსებზე წვდომით.
როგორ ვიპოვოთ ჩვენთვის იდეალური უნივერსიტეტი? - სოფო სულავა
სწორად არჩევა უნივერსიტეტისა, რომელიც მორგებულია ჩვენს მიზნებსა და სურვილებზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად რთული გადაწყვეტილებაა. ალბათ, ყველა დიდ დროს ვუთმობთ ამ საკითხზე ფიქრს, ამიტომ ვეცდები, სანამ უნივერსიტეტის არჩევას დაიწყებთ, აუცილებელია, გქონდეთ სწორი შეხედულება საკუთარ თავზე, თუ რისი მიღწევა გსურთ, რა არის თქვენი კარიერული და აკადემიური მიზნები.
სტუდენტებმა, რომლებიც საინჟინრო სფეროებით არიან დაინტერესებული, შეიძლება ის უნივერსიტეტები აირჩიონ, რომლებსაც აქვთ თანამედროვე ლაბორატორიები და ტექნოლოგიები, ხოლო ისინი, ვისაც ხელოვნება იზიდავს, შეარჩევენ დაწესებულებებს, სადაც შემოქმედებითი პროგრამები აქტიურად ვითარდება.
მინდა ჩამოვთვალო რამდენიმე პუნქტი, რომლებსაც უნდა დავუთმოთ ყურადღება უნივერსიტეტის არჩევისას:
რა არის თქვენი GPA – თქვენს ნიშნებს ეთმობა დიდი ყურადღება, აუცილებელია გაარკვიოთ, მინიმალური GPA-ს რაოდენობა, რომელსაც უნივერსიტეტი იღებს.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ უნივერსიტეტების ჩარიცხვის მოთხოვნები და, ე.წ., „acceptance rate“, მაგალითად, თუ რას ითხოვენ ევროპული უნივერსიტეტები;
აკადემიური პროგრამები: გადახედეთ რეიტინგებს, კურსების შეთავაზებებს, აკადემიურ პროგრამებს თქვენ მიერ არჩეულ სფეროში;
სავალდებულო გაკვეთილები - თქვენ არ გექნებათ არჩევანი მათ შესწავლაზე, ამიტომ დარწმუნდით, რომ კმაყოფილი ხართ მათი უმეტესობით;
გაარკვიეთ, თუ როგორ ისწავლება კურსები და რას ფიქრობენ ამჟამინდელი სტუდენტები მიღებულ სწავლებაზე.
ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, გსურთ თუ არა მიიღოთ სამუშაო გამოცდილება უნივერსიტეტში ყოფნისას;
გაიგოთ ლექტორების ვინაობა. ზოგიერთი ადამიანი მიმართავს კონკრეტულ უნივერსიტეტს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისწავლონ მათთვის საინტერესო აკადემიკოსთან.
მდებარეობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს უნივერსიტეტში ცხოვრების გამოცდილებას. კარგი იქნება, თუ აირჩევთ იმ ადგილს, რომელიც თქვენს ცხოვრების სტილს შეესაბამება, მაგალითად ზოგს ურჩევნია დიდ ქალაქში ცხოვრება და ხმაურიანი ადგილები. ასეთ კამპუსებში, ჩვეულებრივ, უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობები არსებობს, როგორიცაა სტაჟირებები და კულტურული ღონისძიებები, ზოგს კი უფრო პატარა, მშვიდ ადგილებში ურჩევნია განათლების მიღება. კარგად დაფიქრდით იმაზე, თუ რამდენად შორს გსურთ იყოთ სახლიდან და თქვენი ოჯახისგან.
აკადემიურ მიღწევებთან ერთად, უნივერსიტეტი მნიშვნელოვანი სოციალური და კულტურული გამოცდილების წყაროცაა. შეისწავლეთ კამპუსში არსებული კლუბები, სპორტული აქტივობები და კულტურული ღონისძიებები. გაიგეთ, როგორი ატმოსფეროა სტუდენტურ ცხოვრებაში, არის თუ არა მეგობრული გარემო.
ფინანსები უმნიშვნელოვანესი ფაქტორია უნივერსიტეტის არჩევისას. შეადარეთ სწავლის საფასური სხვადასხვა უნივერსიტეტში და მოიძიეთ სტიპენდიებისა და ფინანსური დახმარების შესაძლებლობები. ასევე, გაითვალისწინეთ საცხოვრებლის, კვებისა და ტრანსპორტის ხარჯები.
თუ კამპუსზე გსურთ ცხოვრება, უნდა გაითვალისწინოთ რა ღირს ცხოვრება კამპუსში;
რა ღირს კვება;
თუ კამპუსს გარეთ გსურთ ცხოვრება, აუცილებელია წინასწარ იცოდეთ, თქვენ მიერ არჩეული უნივერსიტეტის ქალაქში, რამდენად მარტივია საცხოვრებელი ადგილის პოვნა და რა ხარჯებთან არის კავშირში.
ქვემოთ ჩამოთვლილია ელ. მისამართები, რომლებიც დაგეხმარებათ, იპოვოთ თქვენზე მორგებული უნივერსიტეტები:
დაუთმეთ დრო, რომ აწონ-დაწონოთ ყველა ფაქტორი და თქვენი მიზნების შესაბამისად აირჩიოთ. სწორი არჩევანი უნდა აერთიანებდეს თქვენს აკადემიურ, პირად და ფინანსურ საჭიროებებს. გახსოვდეთ, რომ უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც თქვენ არა მხოლოდ ცოდნას მიიღებთ, არამედ თქვენს მომავალს დააფუძნებთ.
მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი
მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი არის საზოგადოებრივი კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს მიუნხენში, გერმანიაში . მიუნხენი ბავარიის უდიდესი და გერმანიის სიდიდით მესამე ქალაქია ბერლინისა და ჰამბურგის შემდეგ. მიჩნეულია ქვეყნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ ცენტრად. მიუნხენს აქვს თავისუფალი ქალაქის სტატუსი და წარმოადგენს ზემო ბავარიის ადმინისტრაციულ ცენტრს. მიუნხენი ახლოს არის ავსტრიის საზღვართან საიდანაც შესაძლებელია ზალცბურგსა და ვენაში მოგზაურობა, ხოლო ზამთარში ალპებში დასვენება.
მიუნხენის უნივერსიტეტი არის გერმანიის რიგით მეექვსე უძველესი უნივერსიტეტი. დაარსდა 1472 წელს ქალაქ ინგოლშტადტში, ხოლო 1826 წელს კი დაფუძნდა მიუნხენში ბავარიის მეფის ლუდვიგ I- ის მიერ.
მიუნხენის უნივერსიტეტი ასოცირდება 43 ნობელის პრემიის ლაურეატთან. მათ შორის იყვნენ ვილჰელმ რუნტგენი , მაქს პლანკი , ვერნერ ჰაიზენბერგი , ოტო ჰანი და თომას მანი . პაპი ბენედიქტე XVI ასევე იყო სტუდენტი და პროფესორი უნივერსიტეტში. LMU- ს მიენიჭა "ბრწყინვალების უნივერსიტეტის" წოდება გერმანული უნივერსიტეტების ბრწყინვალების ინიციატივის ფარგლებში .
საერთო ჯამში, უნივერსიტეტი გთავაზობთ 95 საბაკალავრო პროგრამას (ყველა გერმანულ ენაზე), 126 სამაგისტრო პროგრამას (22 ინგლისურ ენაზე) და 27 სადოქტორო პროგრამას. მათ შორის: Სამართლის ფაკულტეტი; მენეჯმენტისა და ბიზნესის ფაკულტეტი – მიუნხენის მენეჯმენტის სკოლა; ეკონომიკის, Მედიცინის, ისტორიისა და ხელოვნების, მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და სტატისტიკის ფაკულტეტები და სხვა.
საბაკალავრო პროგრამებზე ყველა ლექცია იკითხება მხოლოდ გერმანულ ენაზე, ამიტომ უცხოელ აპლიკანტებს მოეთხოვებათ გერმანული ენის ცოდნა, C1 - C2 დონე.
სწავლის საფასური მიუნხენის უნივერსიტეტში: სწავლის საფასური წელიწადში 270-540$; საცხოვრებლისთვის წელიწადში საშუალოდ 4000$; სხვა ხარჯები (ეროვნული ვიზის მოთხოვნები), წელიწადში საშუალოდ 8000$; სამედიცინო დაზღვევა 642$; ასევე ტრანსპორტირების ხარჯები და სხვა ხარჯები. ჯამში წელიწადში უნდა გავითვალისწინოთ 15000$-მდე.
მიუნხენში საცხოვრებლის პოვნა ადვილი საქმე არ არის, რადგან სწორედ ამ ქალაქშია ბინა ყველაზე ძვირი. ცენტრიდან მოშორებით მდებარე პატარა აპარტამენტისთვის თვეში მინიმუმ 589 $ გადახდა მოგიწევთ, რაც ყველა უცხოელ სტუდენტს არ შეუძლია. ფულის დაზოგვის მიზნით, თქვენ უნდა იფიქროთ სახლის დაქირავებაზე ბევრად ადრე, უნივერსიტეტში ჩარიცხვისთანავე. სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში განთავსება შეიძლება იყოს დაქირავებული საცხოვრებლის მომგებიანი ალტერნატივა. მაგრამ აქ ყველაფერი არც ისე მარტივია. საერთო საცხოვრებელში ყოველთვის არ არის საკმარისი ადგილები ყველასთვის, ამიტომ ახალი სტუდენტი უნდა დაუკავშირდეს სპეციალურ Studentenwerk სერვისს რაც შეიძლება მალე. იგი ეხმარება პირველკურსელებს საცხოვრებლის პოვნაში. სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთ ნომერში განთავსება თვეში მინიმუმ 289 $ ეღირება.
მიუნხენის უნივერსიტეტში საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამებზე უფასოდ სწავლა შესაძლებელია. ამ მიზნით, არსებობს გერმანიის მთავრობის სტიპენდიები და გრანტები გარკვეული სპეციალობის სტუდენტებისთვის. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მათგანი: DAAD- 100%; Mavista Scholarship- 43%-დან; Rosa-Luxembourg-Stiftung -100%.
საინტერესო ფაქტები მიუნხენის უნივერსიტეტის შესახებ:
ცნობილი ფილოსოფიურ-ოკულტური მოძრაობა, ილუმინატების ორდენი, დააარსა მიუნხენის უნივერსიტეტის კანონიკური სამართლის პროფესორმა ადამ ვაისპაუნტმა. ორდენის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა მანათობელი დელტა ანუ ყოვლისმხედველი თვალი, რომელიც ჩანს, მაგალითად დოლარის კუპიურის უკანა მხარეს.
Könichplatz-ზე წიგნების დაწვის ცნობილი ფაქტი მოხდა მიუნხენის უნივერსიტეტის მთავარ შენობასთან ძალიან ახლოს. ინციდენტში უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
მიუნხენის უნივერსიტეტს აქვს პროგრამა Cooks on Campus, სადაც საერთაშორისო სტუდენტები უზიარებენ ეროვნულ რეცეპტებს და უმასპინძლდებიან მეგობრებს და ღონისძიების სტუმრებს.
მიუნხენის უნივერსიტეტის მიღწევები
2012 წელს უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრის NIM-ის მეცნიერებმა პირველად მოახერხეს ბორის მჟავას მოლეკულების გამოყენებით სტაბილური ნანოქსელის შექმნა. ინოვაციური მეთოდი დაფუძნებულია მოლეკულური ბმების რეაქციაზე, რის შედეგადაც წარმოიქმნება ერთი ატომის სისქის გამძლე „ხალიჩა“;
2015 წლის თებერვალში სისხლის ანტისხეულების კვლევის ფარგლებში Helmholtz Zentrum-ის მეცნიერებმა შეიმუშავეს ლიმფომის მკურნალობის ახალი მეთოდი, რომლის წარმატებული გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების მკურნალობის ეფექტურობას იმუნური სისტემის პასუხის გაზრდით ავთვისებიანი სისხლის უჯრედებზე.
ლურჯი LED-ის გამოგონება, რომელმაც მსოფლიოს მისცა BlueRay ტექნოლოგია, რომლისთვისაც მეცნიერებმა აშშ-იდან და იაპონიიდან მიიღეს 2014 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში, ეფუძნებოდა ვოლფგანგ შნიკის ჯგუფის ფუნდამენტურ კვლევას მიუნხენის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე
კვანტური რყევები და გაურკვევლობის თეორია განვითარდა მე-20 საუკუნის შუა ხანებში მიუნხენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვერნერ ჰაიზენბერგის მიერ;
2015 წელს LMU-ში ფიზიკის სფეროში ერთ-ერთი მთავარი კვლევითი პროექტი იყო გაურკვევლობის თეორიასთან და კვანტურ რყევებთან დაკავშირებული ფენომენების შესწავლა მეცნიერ ვიაჩესლავ მუხანოვის ხელმძღვანელობით. თავად თეორიას შეუძლია პოტენციურად ახსნას სამყაროს პრინციპები მისი არსებობის პირველ წუთებში. დღეს ეს კითხვა აწუხებს ყველა ასტროფიზიკოსის გონებას (მაგალითად, ამაზე მუშაობდა სტივენ ჰოკინგი).
პროფესორ მაგდალენა გოეცის ხელმძღვანელობით, ფიზიოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაამტკიცეს ბირთვული ცილის Trnp 1-ის ეფექტი, რომელიც ემბრიონის განვითარების ეტაპზე პასუხისმგებელია ადამიანის ტვინის კონვოლუციების ფორმირებაზე. ეს აღმოჩენა მომავალში შეიძლება დაეხმაროს ისეთი დაავადებების შესწავლაში, როგორიცაა აუტიზმი და ეპილეფსია.
34 ნობელის პრემიის ლაურეატი უკავშირდება მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საქმიანობას.
რატომ ავირჩიე მიუნხენის უნივერსიტეტი?
მიუნხენის უნივერსიტეტში განთავსებულია გერმანიის უდიდესი კვლევითი ცენტრები, მათ შორისაა მიუნხენის ინტეგრაციული პროტეომიკის ცენტრი (CIPSM), ჰელმჰოლც ზენტრუმი, მიუნხენის ნანოსისტემების კვლევის საინიციატივო ჯგუფი (NIM), აზროვნების შესწავლის პარმენიდეს ცენტრი და რეიჩელ კარსონის ცენტრი, საზოგადოებისა და გარემოს შესწავლის ცენტრი.
LMU არის ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო კვლევითი დაწესებულება. გარდა ამისა, უნივერსიტეტის ბიუჯეტის ლომის წილი სამედიცინო სკოლასა და კვლევით ცენტრებს ეთმობა. იმის გათვალისწინებით, რომ სამედიცინო პროგრამები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირია, ხოლო გერმანიაში განათლება უფასოა, მიუნხენის უნივერსიტეტში სამედიცინო აკადემიური ხარისხის მიღება შეიძლება იყოს უზარმაზარი ნაბიჯი ექიმის ან მკვლევრის კარიერაში და საკმაოდ ცოტა დაჯდეს.
სტუდენტურ საზოგადოებაში არსებობს რამდენიმე დიდი ასოციაცია, როგორიცაა იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA) და საზღვარგარეთის სტუდენტთა ასოციაცია. გარდა ადგილობრივისა, უნივერსიტეტს აქვს საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაციების განყოფილებები (AIESEC, AEGEE).
მიუნხენის უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს აქვს შესაძლებლობა ისწავლოს 40 ენიდან ერთ-ერთი უფასოდ LMU ლინგვისტურ ცენტრში.
გერმანიის კონსტიტუცია კრძალავს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლის საფასურის გადახდას. მიუხედავად იმისა, რომ ხარჯები მაინც მოიცავს გარკვეულ გადასახადებს, მათი ჯამური თანხა არ აღემატება 125 აშშ დოლარს სემესტრში.
ადგილმდებარეობა: ამერიკის შეერთებული შტატები, პენსილვანია, ფილადელფია.
სტუდენტების რაოდენობა: 24,806 (2023)
აპლიკანტების მიღების მაჩვენებელი: 6%
მსოფლიოში მერამდენე ადგილზეა: ნაციონალურად #6 იკავებს.
საშუალო გადასახადი: 83,298$
საშუალო დაფინანსება: 27,506$
რა გჭირდება რომ ამ უნივერსიტეტში მოხვდე:
SAT - 1500+ (თუმცა არის SAT optional)
GPA-3,9+
IELTS-7+
TOEFL-100+
Duolingo 120+
რა მიმართულებებზე შეუძლია მოსწავლეს ჩაბარება: ყველა მიმართულებით ძლიერი უნივერსიტეტია (IVY League-დან ერთ-ერთია)
რატომ UPENN?
ცნობილი პროგრამები და დეპარტამენტები
UPenn-ს აქვს მაღალი დონის მრავალი პროგრამა და დეპარტამენტი, რომლებმაც მოიპოვეს აღიარება და პატივისცემა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. ერთ-ერთი ასეთი პროგრამაა Wharton School of Business, რომელიც მუდმივად იკავებს საპატიო ადგილს საუკეთესო ბიზნეს სკოლებს შორის მსოფლიოში. მისი მკაცრი სასწავლო გეგმა და პოპულარობა იზიდავს უმაღლესი დონის სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან.
უორტონის სკოლის გარდა, UPenn-ის საინჟინრო, საექთნო, ხელოვნებისა და მეცნიერების სკოლებს ასევე აქვთ სასურველი რეპუტაცია თავიანთი მრავალი, ყოვლისმომცველი და უახლესი პროგრამებით, რომლებიც ამზადებენ სტუდენტებს წარმატებისთვის თავიანთ არჩეულ სფეროში.
ინოვაციური კვლევის შესაძლებლობები
UPenn გამოირჩევა აკადემიური პროგრამებით და ხელს უწყობს აქტიური კვლევითი გარემოს შექმნას. უნივერსიტეტი მტკიცედ მოუწოდებს თავის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, რომ გასცდნენ ცოდნის საზღვრებს და ჩაერთონ ინოვაციურ კვლევებში სხვადასხვა განხრით. UPenn სთავაზობს უამრავ შესაძლებლობას სტუდენტებსა და პროფესორებს, რათა გამოიკვლიონ თავიანთი ინტერესები და წვლილი შეიტანონ დარგების წინსვლაში ბიო-სამედიცინო კვლევებიდან ბიზნეს ინოვაციებამდე. თანამედროვე ლაბორატორიები და რესურსები ხელმისაწვდომია, რაც მკვლევრებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ ექსპერიმენტები, შეაგროვონ მონაცემები და მიაკვლიონ ინოვაციებს.
An Interview with a former Logos student - Nitsa Pachuashvili
1. What are you studying at university, and why did you choose that field? what kind of wariaties did you have?
2. How would you describe the campus life at your university?
3. Can you share any tips for managing the workload and balancing academics with social life?
4. What extracurricular activities or clubs are you involved in on campus?
5. How do you find the professors and the overall teaching style at your university?
6. Are there any unique traditions or events that students look forward to at your university?
7. What advice would you give to someone starting their university journey?
8. How has university life impacted your personal and professional growth?
9. Do you live on or off-campus, and what has been your experience with student housing?
10. How do you navigate networking opportunities and career resources at your university?
1. რას სწავლობ უნივერსიტეტში და რატომ აირჩიე ეს მიმართულება?
2. როგორ აღწერდით თქვენს უნივერსიტეტში კამპუსურ ცხოვრებას?
3. შეგიძლიათ გავიზიაროთ რაიმე რჩევა სამუშაო დატვირთვის მართვისა და აკადემიკოსების სოციალურ ცხოვრებასთან დაბალანსებისთვის?
4. რა კლასგარეშე აქტივობებში ან კლუბებში ხართ ჩართული კამპუსში?
5. როგორ ხედავთ თქვენს უნივერსიტეტში პროფესორებს და სწავლების საერთო სტილს?
6. არის თუ არა რაიმე უნიკალური ტრადიციები ან ღონისძიებები, რომლებსაც სტუდენტები მოუთმენლად ელიან თქვენს უნივერსიტეტში?
7. რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც იწყებს უნივერსიტეტში მოგზაურობას?
8. როგორ იმოქმედა საუნივერსიტეტო ცხოვრებამ თქვენს პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე?
9. ცხოვრობთ თუ არა კამპუსში ან მის ფარგლებს გარეთ და როგორი იყო თქვენი გამოცდილება სტუდენტური საცხოვრებლით?
10. როგორ იყენებთ ქსელის შესაძლებლობებსა და კარიერის რესურსებს თქვენს
უნივერსიტეტში?
1.I'm pursuing a degree in Business Administration, with a focus on Marketing. I chose this field because I've always been intrigued by the dynamics of consumer behavior and the strategic aspects of promoting products and services. There were various specializations within business, and marketing resonated with my interest in creativity and strategy.
2.Campus life here is dynamic, reflecting the diverse interests of the business student community. There are networking events, workshops, and guest lectures from industry professionals. The business school also hosts case competitions and business simulations, creating a competitive yet collaborative atmosphere.
3.Balancing academics and social life in business school requires effective time management. I prioritize tasks, set realistic goals, and utilize productivity tools. Networking events often serve a dual purpose, allowing me to socialize while making professional connections.
4.I'm actively involved in the Entrepreneurship Club and the Marketing Association. These clubs provide hands-on experience, networking opportunities, and a chance to apply classroom knowledge in real-world scenarios.
5.Professors in the business school bring a wealth of industry experience, and their teaching styles vary. Some prefer a lecture-based approach, while others emphasize case studies and group projects. Overall, it's a mix that prepares us for the multifaceted nature of the business world.
6.We have an annual Business Week where renowned speakers, alumni, and industry leaders visit campus. It includes panel discussions, workshops, and a career fair. It's a fantastic opportunity to gain insights, network, and explore potential career paths.
7.My advice for someone starting their business school journey is to actively engage in networking, seek internships early on, and stay updated on industry trends. Don't just focus on grades; practical experience and a robust professional network are equally important.
8.University life has significantly impacted my personal and professional growth. Networking events and internships have expanded my connections, and the challenging coursework has honed my analytical and problem-solving skills – essential for the business world.
9.I live off-campus in a shared apartment. The experience has been positive, providing a sense of independence and a break from the academic environment. Proximity to campus and local amenities is crucial for convenience.
10.Navigating networking opportunities involves attending industry-specific events, utilizing the career services center, and actively participating in business-related seminars and workshops. Building relationships with professors and alumni also opens doors to valuable connections and potential mentorship.
1.მე ვაგრძელებ ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხს, მარკეტინგის მიმართულებით. მე ავირჩიე ეს სფერო, რადგან ყოველთვის მაინტერესებდა მომხმარებელთა ქცევის დინამიკა და პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაციის სტრატეგიული ასპექტები. იყო სხვადასხვა სპეციალიზაცია ბიზნესში და მარკეტინგი რეზონანსული იყო ჩემი ინტერესით შემოქმედებითობისა და სტრატეგიის მიმართ.
2.კამპუსში ცხოვრება აქ დინამიურია, რაც ასახავს ბიზნეს სტუდენტური საზოგადოების მრავალფეროვან ინტერესებს. არის ქსელური ღონისძიებები, სემინარები და მოწვეული ლექციები ინდუსტრიის პროფესიონალებისგან. ბიზნეს სკოლაში ასევე ტარდება საქმის შეჯიბრებები და ბიზნეს სიმულაციები, რაც ქმნის კონკურენტულ, მაგრამ თანამშრომლობით ატმოსფეროს.
3.ბიზნეს სკოლაში აკადემიური და სოციალური ცხოვრების დაბალანსება მოითხოვს დროის ეფექტურ მართვას. მე ვანიჭებ პრიორიტეტულ დავალებებს, ვადგენ რეალისტურ მიზნებს და ვიყენებ პროდუქტიულობის ინსტრუმენტებს. ქსელური ღონისძიებები ხშირად ორმაგ მიზანს ემსახურება, რაც საშუალებას მაძლევს სოციალიზაცია გავუწიო პროფესიულ კავშირებს.
4.ქტიურად ვარ ჩართული მეწარმეთა კლუბში და მარკეტინგის ასოციაციაში. ეს კლუბები უზრუნველყოფენ პრაქტიკულ გამოცდილებას, ქსელის შესაძლებლობებს და საკლასო ცოდნის რეალურ სამყაროში გამოყენების შანსს.
5.ბიზნეს სკოლის პროფესორებს აქვთ ინდუსტრიის დიდი გამოცდილება და მათი სწავლების სტილი განსხვავდება. ზოგი უპირატესობას ანიჭებს ლექციებზე დაფუძნებულ მიდგომას, ზოგი კი ხაზს უსვამს შემთხვევის შესწავლას და ჯგუფურ პროექტებს. საერთო ჯამში, ეს არის ნაზავი, რომელიც გვამზადებს ბიზნეს სამყაროს მრავალმხრივი ხასიათისთვის.
6.ჩვენ გვაქვს ყოველწლიური ბიზნეს კვირეული, სადაც ცნობილი მომხსენებლები, კურსდამთავრებულები და ინდუსტრიის ლიდერები სტუმრობენ კამპუსს. იგი მოიცავს პანელ დისკუსიებს, სემინარებს და კარიერის გამოფენას. ეს არის ფანტასტიკური შესაძლებლობა, რომ მოიპოვოთ ცოდნა, ქსელი და გამოიკვლიოთ პოტენციური კარიერის გზები.
7.ჩემი რჩევა მათთვის, ვინც იწყებს ბიზნეს სკოლაში მოგზაურობას, არის აქტიურად ჩაერთოს ქსელში, მოიძიოს სტაჟირება ადრეულ ეტაპზე და განახლდეს ინდუსტრიის ტენდენციებზე. არ გაამახვილოთ ყურადღება მხოლოდ შეფასებებზე; თანაბრად მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდილება და ძლიერი პროფესიული ქსელი.
8.საუნივერსიტეტო ცხოვრებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ჩემს პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე. ქსელურმა ღონისძიებებმა და სტაჟირებამ გააფართოვა ჩემი კავშირები და რთულმა კურსებმა დახვეწეს ჩემი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები - რაც აუცილებელია ბიზნეს სამყაროსთვის.
9.მე ვცხოვრობ კამპუსის გარეთ, საერთო ბინაში. გამოცდილება დადებითი იყო, დამოუკიდებლობის განცდა და აკადემიური გარემოდან მოშორება. კამპუსთან და ადგილობრივ კეთილმოწყობასთან სიახლოვე გადამწყვეტია მოხერხებულობისთვის.
10.ქსელის შესაძლებლობების ნავიგაცია მოიცავს ინდუსტრიის სპეციფიკურ ღონისძიებებზე დასწრებას, კარიერული სერვისების ცენტრის გამოყენებას და ბიზნესთან დაკავშირებულ სემინარებსა და სემინარებში აქტიურ მონაწილეობას. პროფესორებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დამყარება ასევე ხსნის კარებს ღირებული კავშირებისა და პოტენციური მენტორობისთვის.
ინტერვიუ ჩავლესთან
ელენე სულავა და ნია წულაიას ინტრვიუ საერთაშორისო აკადემია ლოგოსის დირექტორ - გიორგი ჩავლეიშვილთან.
Მზადება ახალი SAT-სთვის - ნუცა ვაჩეიშვილი
SAT ამერიკული კომპანია ETS-ის მიერ შედგენილი ტესტია, რომელიც მათემატიკასა და ინგლისურში ბავშვის უნარების შემოწმებისთვის არის შექმნილი. Ტესტი უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში მოსწავლეების მისაღებად შეიქმნა და 1926 წლიდან გამოიყენება.მართალია, ტესტი ამერიკული წარმოშობისაა, მაგრამ დღესდღობით უამრავი ევროპული უნივერსიტეტი მოითხოვს ტესტის შედეგებს. Მთელი მსოფლიოს მასშტაბით მე-11 და მე-12 კლასელები ყოველწლიურად წერენ ტესტს, მაშასადამე, გადავწყვიტეთ გვესაუბრა მის შესახებ. Წლების განმავლობაში ტესტის სახე მრავალჯერ შეიცვალა და ახლაც, 2023 წლის მარტიდან, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, მსოფლიოში ყველა მოსწავლე ტესტს შეცვლილი სახით დაწერს. Შემდეგი ცვლილებები შეგვხვდება: შემცირდა დრო, ტესტირება გადავიდა ელექტრონულ სივრცეში, ინგლისური ენის ნაწილში გვხვდება მრავალი პატარა ტექსტი რამდენიმე დიდის ნაცვლად და ა.შ.
წარვმართეთ ინტერვიუ SAT-ის მასწავლებლებთან, ირაკლი ჩუმბურიძესთან და ქეთი ბაცანკალაშვილთან. Მათ გვიპასუხეს რამდენიმე შეკითხვაზე, რაც დაგვეხმარება, უკეთ გავიცნოთ SAT-ის ახალი ვერსია და ამასთან ერთად ტესტისთვის მოსამზადებელი რჩევებიც მივიღთ.
1) SAT-ის ყველაზე დიდი სირთულე რაში მდგომარეობს?
Ირაკლი ჭუმბურიძე: ყველაზე დიდ სირთულეს, ტესტის მათემატიაკის ნაწილში, წარმოადგენს word problem-ები, რომლებიც მოცემულია არამშობლიურ ენაზე. ამასთანავე დრო არის შეზღუდული და რთულია შინაარსის გამოტანა, გაგება იმისი, თუ რას გვეკითხება ამოცანა.
Ქეთი ბაცანკალაშვილი: ტესტი შექმნილია ამერიკელების მიერ ამერიკელი მოსწავლეებისთვის, მაშასადამე, რთულია ტესტის წერა და გააზრება ენაზე, რომელიც არ არის მშობლიური და ადაპტირებული საერთაშორისო დონეზე დასაწერად. Მეორე სირთულეს წარმოადგენს რთული ლექსიკა, ტექსტები და სტატიები დაწერილია ენაზე, რომლითაც სტუდენტები თავიანთ პროფესიას ეუფლებიან. Ტექსტი შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ თემაზე: მეცნიერებები, ბიოლოგია, ასტრო ფიზიკა, ლიტერატურა და ა.შ. Ასე რომ, მოსწავლეს, რომელიც არ არის მიჩვეული მსგავს ლექსიკას, გაურთულდება ტესტის დაწერა. Მეოთხე სირთულეს ისევ და ისევ დროის სიმცირე წარმოადგენს. Მოსწავლეს ტექსტის სწრაფი კითხვის და გააზრების უნარები უნდა ჰქონდეს. Დავამატებდი მეოთხე სირთულესაც, რომელიც ტესტის დაწერის უნარებს წარმოადგენს, SAT სპეციფიური ტესტია და მოსწავლეს საჭირო უნარები უნდა ჰქონდეს იმისა, თუ როგორ მუშაობს იგი და როგორ შეიძლება უმოკლეს დროში მისი დაწერა.
2) როგორ ამზადებთ ბავშვებს ახალი SAT-ისთვის?
Ირაკლი ჭუმბურიძე: საქმეს ის აადვილებს, რომ მათემატიკის ნაწილში საკითხები არ შეცვლილა, მათემატიკა იგივე რჩება, უბრალოდ ტრიგონომეტრიულ საკითხებში დაემატა ერთეულოვანი წრეწირი. Ერთადერთი ცვლილება, რომელსაც ველით ის არის, რომ ამოცანები შეიძლება ოდნავ გართულდეს, მაშასადამე, უბრალოდ რთულ ამოცანებს ვეძებ.
Ქეთი ბაცანკალაშვილი: რადგან college board-ი ამბობს, რომ მასალა მსგავსი იქნება და კითხვებიც დაახლოებით იგივე რჩება, მე ასეთ გზას მივმართე, ძველ ტესტებს ვიყენებ კარგად გადავხედავ შეკითხვებს და ვაწერინებ მხოლოდ იმათ, რომელთაც ველით ახალ ფორმატში, თუმცა დარწმუნებული არაფერში ვართ, სანამ მარტის და მაისის გამოცდები არ დაიწერება და ტესტების მაგალითებს ვიხილავთ.
3) რომელ საიტებს იყენებთ practice test-ებისთვის?
Ტესტისთვის მოსამზადებლად გამოსადეგი საიტებია College board და Khan academy. ორივე ოფიციალური პარტნიორია და ყველაზე სანდო ტესტები მათ აქვთ.
4) როგორ ურჩევთ ბავშვებს მომზადებას?
Ირაკლი ჭუმბურიძე: იმეცადინეთ სახლში, მთავარი სირთულე ტესტის სპეციფიკურობაა, თუ მიხვდებით, როგორი სტრუქტურა აქვს ბევრად უფრო მარტივი იქნება.
Ქეთი ბაცანკალაშვილი: მე ხშირად ვამბობ, რომ SAT-ის ყველა ნაწილი reading-ია და ბავშვებიც მეკითხებიან, თუ როგორ გაიუმჯობესონ ეს უნარი და პასუხი მარტივია, - იკითხეთ! Მართალია, შეიძლება ბანალურია, მაგრამ სხვა გზა არ არის, იკითხეთ სამეცნიერო სტატიები, გაზეთები, კლასიკური ლიტერატურა, რასაც კი ნახავთ წასაკითხად ყველაფერი წაიკითხეთ. Არ იცით, რა თემა შეიძლება შეგხვდეთ, მაშასადამე, რაც უფრო მეტი ზოგადი განათლება გექნებათ, მით უკეთესი.
5) რატომ გადაწყვითეთ SAT-ის მასწავლებელი გამხდარიყავით?
Ირაკლი ჭუმბურიძე: როდესაც მათემატიკას ვსწავლობდი მასალა მალევე გამომელია ქართულ ენაზე, ამიტომ ინგლისური რესურსების ძებნა დავიწყე. Ვკითხულობდი უამრავ საიტზე და ვნახულობდი სხვა და სხვა წიგნებს. Უამრავი ტერმინოლოგია იყო, რომელიც არ მესმოდა და ლეკსიკონებს ვიყენებდი. Მოგვიანებით შემომთავაზეს სამსახური სკოლაში. მე-5 მე-6 კლასელებს ვასწავლიდი მათემატიკურ ტერმინოლოგიას ინგლისურ ენაზე. Შემდეგ მუშაობა დავიწყე LEAF-ში SAT-ის მასწალებლად.
Ქეთი ბაცანკალაშილი: ლოგოსში მუშაობისას Princeton-ის ლექციების დასწრების საშუალება მომეცა, როდესაც უფრო ახლოს გავეცანი SAT-ს. მალევე მივხვდი, რომ მისი სწავლება მინდოდა, ეს 2014 წელს მოხდა. 2016 წელს კიდევ ერთი სერტიფიკატი ავიღე და დღემდე ვასწავლი SAT-ს. Მიუხედავად იმისა, რომ ტესტის სირთულე დიდად არ მომწონს, დიდ სიამოვნებას ვიღებ მისი სწავლებით.
Ასე ჩაიარა ჩვენმა ინტერვიუმ SAT-ის მასწავლებლებთან. Ყველა მოსწავლეს, რომლებიც აპირებენ ტესტის დაწერას, წარმატებას ვუსურვებთ.