ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში, მედიასა და, ზოგადად, ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად გაისმის სიტყვები, როგორებიცაა: Gen Z, Gen Alpha, მილენიალები. თაობები გამოირჩევიან თავიანთი უნიკალურობით და განსხვავებულობით. ჩვენც (Gen Z) გამოვირჩევით ჩვენი წინა თაობებისგან და ბევრი რამ ჩვენებურად და ახლებურად დავანახვეთ საზოგადოებას. შემოვიტანეთ ახალი ტრენდები, ტერმინები, სლენგები, ჩაცმულობა, ცხოვრების ახალი წესები, რომლებიც ჩვენი უფროსი თაობებისთვის შეიძლება, გაუგებარი იყოს.
Gen Z თაობაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია ტექნოლოგიას და სოციალურ მედიას. ჩვენ ტელეფონებს, აიპადებს, კომპიუტერებს, ნებისმიერ გაჯეტს და ინტერნეტს ვიყენებთ ყოველდღიურობაში. ეს გვჭირდება ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის, გართობისთვის, თუნდაც განათლებისთვის. ყოველ დღე უამრავ ინფორმაციას ვიღებთ სხვადასხვა პლატფორმიდან ისე, რომ ვერც კი ვაანალიზებთ. ეს ხელს გვიწყობს ინფორმაციის სწრაფად ათვისებაში. ამ პლატფორმებს თვითგამოხატვისთვისაც ვიყენებთ და, შეიძლება, კარიერული წინსვლისთვისაც.
ბევრი უარყოფითი გავლენაც იქონია მედიამ ჩვენზე. მაგალითად: დამოკიდებულობა, იზოლირება, ბავშვობიდანვე შენი თავის შედარება სხვებთან და სტანდარტების ჩამოყალიბება, ასევე - ცრუინფორმაცია, მანიპულაცია და კიბერბულინგი.
ამ თაობამ ცხოვრების ბევრი წესი შეცვალა, რაც წინა თაობებში იყო დამკვიდრებული. წინა თაობებისთვის დიპლომი და კარგი ნიშნები იყო წარმატებული კარიერის მთავარი პირობა, მაგრამ Gen Z თაობამ ეს შეცვალა და სხვა ახალი გზები იპოვა წარმატებისთვის, რაც მათ ანიჭებთ სიამოვნებას და არა მხოლოდ- ფინანსურ წარმატებას, ის ტრადიცია სრულიად შეიცვალა, რომ აუცილებლად უნდა დაქორწინდე და ოჯახი გყავდეს, შეიცვალა ურთიერთობები და კომუნიკაციის გზები, პირადი ცხოვრების ხედვა და მეტად გამახვილდა ყურადღება მენტალურ ჯანმრთელობაზე.
ყველამ ვიცით ის ახალი ტერმინები და სლენგები, რომლებიც Gen z-მ შემოიტანა მაგალითად: “ქრაში”, “slay”, “ქრინჯი” და კიდევ უამრავი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ განსხვავებული იუმორი და ისეთი ხუმრობები აქვთ, რომლებსაც მარტო ისინი გაიგებენ და, მაგალითად, მილენიუმის თაობა - ვერა. ისინი ასევე ცვლიან მოდას და ძალიან ხშირად და სწრაფად შემოაქვთ ახალი ტრენდები, რომლებიც სწრაფად იხვეჭს პოპულარობას.
Gen Z აფასებს ეროვნულ ფასეულობებსაც: ენას, სარწმუნოებას, პატრიოტიზმს, სამშობლოს, მის ერთიანობას. განსაკუთრებით გვაღელვებს ქვეყანაში თუ რაიმე უსამართლობა ხდება და ვაპროტესტებთ დიდი სიამაყით, რადგან ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და მომავლის შეგრძნებაც აწმყოშივე შეგვიძლია.
Gen Z არის ძალიან განსხვავებული და “თავისებური” თაობა, როგორც სხვა ყველა თაობა. მათ არ ეშინიათ მათი აზრის დაფიქსირების და ძალიან თავისუფლები არიან სხვა თაობებთან შედარებით. მათ აქვთ უამრავი შესაძლებლობა,საშუალება, და ხელმისაწვდომა ყველა სფეროსთან და დღითი-დღე ისინი განავითარებენ ამ სამყაროს.
სკოლა არის სივრცე, სადაც მოსწავლეები საკუთარი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ატარებენ. წლებთან ერთად, მასწავლებლებიც უფრო ახლო ადამიანებად იქცევიან. ხშირად, ჩვენგან დამოუკიდებლად, სკოლა ხდება რუტინული სივრცე. გაკვეთლები და დავალებები ბავშვს ფიტავს და შეიძლება მასზე უარყოფითად იმოქმედოს. ზუსტად ამ დროს, მასწავლებელთან არა მხოლოდ საქმიან, არამედ მეგობრულ ურთიერთობამ შეიძლება ბავშვს მეტად გაუადვილოს ეს პროცესი.
ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, მოხდება თუ არა კონკრეტული ბავშვის მიმართ მასწავლებლის მხრიდან მეტი ენერგიისა და რესურსის ჩადება. შეფასების დროს რამდენად სამართლიანი იქნება პედაგოგი? ბავშვზე როგორ იმოქმედებს ეს?
ამ კითხვებზე პასუხს ყველაზე კარგად გამოცდილი მასწავლებელი ვერა ფარეიშვილი გაგვცემს. ქალბატონი ვერა გვიყვება, რომ ის უკვე 15 წელია მასწავლებელია და ამ 15 წლის მანძილზე არაერთ მოსწავლესთან ჰქონია მეგობრული ურთიერთობა.
როგორ იცავთ ზღვარს მოსწავლესთან ურთიერთობისას?
შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩემს მოსწავლესთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ისინი მიზიარებენ თავიანთ აზრებს ბევრ საკითხზე და ჩემგანაც იღებენ უკუკავშირს. საკლასო ოთახის მიღმა მათთან საუბარი მეხმარება, გავიცნო ისინი და შემდეგ მათზე მორგებული სასწავლო პროცესი შევთავაზო.
გამოგირჩევიათ თუ არა მოსწავლეები ერთმანეთისგან?
რათქმაუნდა არა. სასწავლო პროცესზე არასდროს აისახება ჩემი პირადი დამოკიდებულება მოსწავლის მიმართ. ეთიკურად ეს ყველაფერი დაუშვებელია. ამასთან ერთად, თუ სხვა ბავშვები ხედავენ, რომ მე რომელიმესთან უფრო კარგი დამოკიდებულება მაქვს, ეს როგორც ჩემს მიმართ, ასევე ბავშვის მიმართ აჩენს დიდ აგრესიას.
მასწავლებლის საუბრიდან ვიგებთ, რომ იდეალური გამოსავალი „ოქროს შუალედია.“ ბავშვთან კარგი ურთიერთობის დაჭერა და „მეგობრობა“ აუცილებელია სრულყოფილი სასწავლო პროცესის შესაქმნელად, რომელიც მორგებული იქნება თითოეულ მოსწავლეზე და საშუალებას მისცემს ყველას გამოხატოს საკუთარი თავი.
არ უნდა დაგვავიწყდეს მეორე მხარე: თუ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის იქნება ზედმეტად „მეგობრული,“ ე.წ. ზღვარს გადასული ურთიერთობა, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბავშვის განათლებისა და შეფასების საკითხს, რაც მასწავლებლის პირდაპირი ვალდებულებაა.
კვლევებიდან ვიგებთ, რომ ის მოსწავლეები, რომლებსაც კეთილგანწყობა აქვთ მასწავლებლის მიმართ, ბევრად უკეთ ითვისებენ მასალას, არიან უფრო თავდაჯერებულები საკლასო ოთახში და მეტად ჩართულები მიმდინარე პროცესებში.
ხოლო ისინი, რომლებსაც არ აქვთ კარგი ურთიერთობა მასწავლებლებთან, ნაკლებად ჩართულები და მეტად დასტრესილები არიან.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებლის როლი ძალიან დიდია ბავშვის ცხოვრებაში. თითოეულმა მასწავლებლის სიტყვამ შეიძლება რადიკალურად შეცვალოს მოსწავლე როგორც დადებით, ისე უარყოფით მიმართულებით.
იქიდან გამომდინარე, რომ ცხოვრების დიდ ნაწილს სკოლაში ვატარებთ, აუცილებელია კარგი ურთიერთობის შენარჩუნება მასწავლებელთან, რაც მოსწავლეებს მოუტანს მეტ თავდაჯერებულობასა და სიმშვიდეს სკოლაში.
მასწავლებლის მხრიდან აუცილებელია თითოეული ბავშვის, როგორც ინდივიდის აღქმა და მათზე დამოუკიდებლად მუშაობა, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია ცუდი ურთიერთობის პირობებში.
ტექნოლოგიურმა განვითარებამ, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ფაქტორმა ბოლო საუკუნეში, რადიკალური გარდაქმნა მოახდინა განათლებაშიც. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ განსაკუთრებით ბოლო ათწეულის განმავლობაში ტექნოლოგიების გამოყენება განათლების მიღების განუყოფელ ნაწილად იქცა, თუმცა გარდა უმნიშვნელოვანესი დადებითი შედეგებისა, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას?
პირველი და უმთავრესი განსხვავება რაც ბოლო პერიოდში შეიმჩნევა, ინფორმაციასთან მარტივი წვდომაა. მაშინ, როდესაც აღარ მოითხოვს სასურველი ინფორმაციის მოძიება ხანგრძლივ პროცესს ბიბლიოთეკებსა და წიგნებში, რაც შესაძლოა წარუმატებლადაც დასრულდეს და ვერ შევძლოთ იმ კონკრეტული ცნობების პოვნა რაც გვსურს, რაიმე საკითხის კვლევისას, ჩვენ შეგვიძლია მარტივად და სწრაფად ნებისმიერ კითხვაზე ვრცელი პასუხი მივიღოთ მხოლოდ რამოდენიმე სიტყვის აკრეფით მონიტორზე. ეს ზოგავს დროს, ენერგიასა და ამასთან ერთად ზრდის მოტივაციას შევიტყოთ მეტი ამა თუ იმ საკითხზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა საკუთარი, პერსონალიზებული სწავლის მეთოდებით შეძლოს განათლების მიღება, რომელიც თანხვედრაში იქნება მათ შესაძლებლობებთან, ჰქონდეთ პერსონალური გაკვეთილები, დაიხმარონ მრავალი პლატფორმა, ნებისმიერი თემატიკით, შეიმცირონ სტრესი სწავლებისას, თუმცა ეს უპირატესობები ხშირად კრიტიკის საგანიც ხდება, ვინაიდან მოზარდები მათ არაპროდუქტიულად და უკონტროლოდ იყენებენ. სკოლა, რომელიც გვაძლევს ზოგად განათლებას, ავითარებს ჩვენს უნარებს მრავალი კუთხით. ჩვენ გვიწევს როგორც ტექნიკურ ასევე ჰუმანიტარულ საგნებში განვავითაროთ გონება, კრიტიკული აზროვნება, შევქმნათ თხზულებები, გამოვიყვანოთ ლოგიკური ამოცანები, თუმცა, ვინაიდან მოსწავლის ჩანაცვლება ამ ყველაფერში ტექნოლოგიებმა შეძლეს, ბევრი მათგანი ვერ იაზრებს თუ რატომ საჭიროებს რეგულირებას ამ შესაძლებლობების გამოყენება. ჩვენ ვწერთ თხზულებას, რათა გავიუმჯობესოთ წარმოსახვის უნარი, ბევრ საათს ვხარჯავთ დავალებების შესრულებაში, რათა გავხდეთ შრომისუნარიანები, ვცდილობთ მათემატიკური ამოცანების გამოყვანას, რათა განვავითაროთ ანალიტიკური აზროვნება, ეს ყველა ის უნარია, რომელიც აუცილებელად საჭიროა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, ამიტომ, მართალია სოციალური პლატფორმების გამოყენება მსგავსი დავალებებისას მარტივი და სწრაფი გზაა, მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ მათი უარყოფითი გავლენა და თუ რამდენად სწორად და ეფექტურად ვიყენებთ მათ.
დედამიწაზე გარემოს დაბინძურება ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ გლობალურ პრობლემად იქცა, რომელიც გავლენას ახდებს ცხოვრების ყველა ასპექტზე. ამ კრიზისის ხელშემწყობი ფაქტორი ნაგვის უყურადღებოდ დაყრაა.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს სკოლაშიც თავს იჩენს ეს პრობლემა. ბავშვები ფანჯრებიდან ყრიან ბოთლებს, საჭმლის ნარჩენებს და ვერ აცნობიერებენ, რამხელა ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს მათი ამგვარი ქცევა.
არსებობს სიფრთხილის მრავალი ზომა, რომლებიც უნდა იქნას მიღებული ინდივიდუალურ, სოციალურ და გლობალურ დონეზე, რათა თავიდან იქნას აცილებული და შემცირდეს გარემოს დაბინძურება.
ქვეყნებში, სადაც დიდი ყურადღება ექცევა გარემოს დაცვას, დანერგილია ნაგვის დახარისხება, რაც გულისხმობს სხვადასხვა კონტეინერის გამოყენებას განსხვავებული სახის ნარჩენისთის. არსებობს არაერთი ქვეყანა, სადაც პლასტიკის ნარჩენების ჩაბარების შემთხვევაში ადამიანი ფინანსურ წახალისებას იღებს. ამგვარი პროექტი ხალხს მოტივაციას უზრდის, რომ გამოყენებული ბოთლები გადაყრის ნაცვლად გადასამუშავებლად მიიტანოს.
,,ჩვენ ვართ პირველი თაობა, რომელმაც იგრძნო კლიმატის ცვლილების გავლენა და უკანასკნელი თაობა, რომელსაც შეუძლია რაიმე გააკეთოს ამის შესახებ.“- ეს სიტყვები ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტს, ბარაკ ობამას, ეკუთვნის. ეს წინადადება ყველამ უნდა გაიაზროს, რადგან 10 წლის შემდეგ შეიძლება ეს ყველაფერი უკვე გვიან იყოს. ძნელად თუ წარმოიდგენდნენ ადამიანები 50-100 წლის წინ, რომ ჩვენი პლანეტა ასეთი ეკოლოგიური კატასტროფების წინაზე დადგებოდა.
ადამიანებმა ერთად უნდა დავიწყოთ წარსული შეცდომების შედეგების გამოსწორება, რამაც გამოიწვია ბიოლგიური მრავალფეროვნების დაკარგვა, ნიადაგის ეროზია, ტყის ჩეხა, ჰაერისა და მდინარეების დაბინძურება და სხვა უარყოფითი შედეგები. ამიტომ ერთად მუშაობა, რათა დავიცვათ გარემო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
აკადემიური წარმატება მნიშვნელოვანია, რადგან მჭიდრო კავშირშია დადებით შედეგებთან, რომლებსაც ჩვენ, როგორც ადამიანები, ძალიან ვაფასებთ. უფროსები, რომლებიც არიან აკადემიურად წარმატებულები და განათლების მქონე, უფრო სტაბილურად არიან დასაქმებულნი და აქვთ მეტად განვითარების შესაძლებლობა. წარმატებული ადამიანი არა მხოლოდ დასაქმებულია, არამედ შესაძლებელია, რომ თვით დამსაქმებელი, ბიზნესის მფლობელი იყოს.
ესეთ ადამიანებს აქვთ მაღალი შემოსავალი, ჯანმრთელობის დაზღვევა, ნაკლებად არიან დამოკიდებული სოციალურ დახმარებაზე, ნაკლებად შესაძლებელია, რომ ჩაერთონ კრიმინალურ საქმიანობაში, არიან უფრო აქტიური მოქალაქეები და ბედნიერები. ქმნიან ცხოვრებით კმაყოფილ საზოგადოებას.
მშრომელ ადამიანებს დასჭირდებათ უმაღლესი განათლება მომავლის ტექნოლოგიური გამოწვევებით აღსავსე პროფესიებთან მოსარგებად. აკადემიურად წარმატებულ მოზარდებს აქვთ მაღალი თვითშეფასება, დეპრესიის დაბალი დონე, არიან სოციალურად მიდრეკილნი და, ნაკლებად სავარაუდოა, მათთვის ალკოჰოლის ბოროტად გამოიყენება. პოზიტიური თვითშეფასება და თავდაჯერებულობა კრიტიკული ფაქტორებია აკადემიური წარმატებისთვის.
უკეთ ორგანიზებული, უკეთ მომზადებული და ორგანიზებული გეგმის მქონე პირები როგორც სკოლაში სწავლობენ უკეთესად, ისე ქმნიან სასურველ კარიერას. მენეჯმენტი, პრიორიტეტების დასახვა, კონცენტრაცია და მოტივაცია ნაბიჯებია აკადემიური წარმატების კარისაკენ. ორგანიზება და დისციპლინა ცხოვრებაში ისევეა საჭიროა, როგორც წერა-კითხვა.
შესაძლოა, რომ ადამიანი წარმატებული იყოს სპორტის მხრივ, რაც კარგად ვიცით, რომ დიდ აკადემიურ მზაობას არ გულისხმობს, თუმცა, როგორც სპორტსმენს, უნდა ჰქონდეს ნდობა თავის შესაძლებლობების, ასევე უნდა აღიჭურვოს სტრესის ეფექტურად მართვის უნარით. თუნდაც სპორტის კარიერისთვის საჭიროა კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება და კონფლიქტის მოგვარება.
ასე რომ, წარმატების მიღწევა შეგვიძლია როგორც აკადემიურად, ისე სპორტის მხრივაც. საჭიროა უბრალოდ დისციპლინა და მონდომება, ბევრი შრომა და მიზანდასახულობა. წარმატება ცხპვრების ნებისმიერ სფეროშია, უბრალოდ ამისთვის უნდა ვიშრომოთ.
ინტერნეტისა და ტექნოლოგიის განვითარებამ ახალი ეპოქა შექმნა, რომელმაც
შეცვალა კომუნიკაციის, მუშაობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის
გზები. ეს ციფრული რევოლუცია გარდაქმნის ინდუსტრიებს, დანერგავს ახალ
ეკონომიკურ მოდელებს და განაპირობებს გლობალურ კავშირს.
ინტერნეტისა და ტექნოლოგიის განვითარებამ ადამიანებს უფრო გაუადვილა ერთმანეთთან დაკავშირება. მოიტანა ბევრი სიახლე მათ შორის გააჩინა ონლაინ სწავლების შესაძლებლობა, რაც ადამიანებს ეხმარება, ნაკლები დანახარჯებით მიიღონ ხარისხიანი განათლება. არის ბევრი მშობელი, რომლებმაც ვერ გაუშვეს თავიანთი შვილი პრესტიჟულ სასწავლებელ სივრცეში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩაირიცხნენ სასწავლებლებში. რაც გამოწვეულია იმით, რომ ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, გადაიხადონ სწავლის საფასური, ან სხვა ქვეყანაში ცხოვრების ხარჯებს ვერ უმკლავდებიან ან, თუნდაც, იმის გამო, რომ ამა თუ იმ სასწავლო სივრცის ლოკაცია არაკომფორტული და მოუხერხებელია მათთვის. ამ ყველა პრობლემას აგვარებს ონლაინ სწავლება. ხალხს ეძლევა შესაძლებლობა, რომ წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლოს, სადაც ონლაინ სწავლებამდე არ შეეძლოთ განათლების მიღება. გაჩნდა ონლაინ რესურსები და აუდიო წიგნები,რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო ხელმისაწვდომია მოსწავლეებისთვის და წიგნების შეძენის და მოძიების სირთულეც ნაკლებად აბრკოლებთ სასწავლო პროცესში. ამაასთანვე ნაკლები მატერიალური რესურსები იხარჯება მსოფლიოში. გაჩნდა სხვადასხვა ქვეყნიდან მეგობრების შეძენის შესაძლებლობა, რაც უფრო მეტი ინფორმაციის შეძენის შესაძლებლობაა სხვა ქვეყნების კულტურაზე, ტრადიციებსა და გამოცდილებაზე, რაც ადამიანების ცნობიერებას მსოფლიოს შესახებ კიდევ უფრო მეტად ამაღლებს და საერთაშორისო გამოცდილებას სძენს. მაღლამთიან სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის ვისაც ტრანსპორტირების საშუალება არ აქვს, ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ განათლება სახლიდან გაუსვლელად, ამასთანავე გაჩნდა უფასოდ სწავლების მიღების შესაძლებლობა, რადგან მსოფლიოს სხვადასხვა უნივერისტეტბი ან სასწავლო ცენტრები გვთავაზობენ უფასო ონლაინ კურსებს. მრავალფეროვანი არჩევნის შესაძლებლობა ეძლევა ხალხს, რადგან სხვადსსხვა პროფესიების, სასწავლო პროგრამების შესწავლას შეძლებენ, რაც ერთი სასწავლებლის შენობაში შეიძლება ვერც მოახერხო. დღევანდელ სამყაროში ბევრ სასწავლო ცენტრში ჰიბრიდული სწავლების პროგრამა აქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ სტანდარტულად პირისპირ ტარდება მაგ პროგრამაში მოცემული ლექციები, მაგრამ იმის არჩევანიც და შესაძლებლობაც გაქვს, რომ ონლაინ ჩაერთო. ეს ძალიან უწყობს ხელს განათლების ხელმისაწვდომობას, ვინაიდან ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევების მიუხედავად შესაძლებელია დისტანციურად მიიღო ხარისხიანი და მრავალფეროვანი განათლება.
როდესაც ადამიანი ჩაივლის საერთაშორისო აკადემია ,,ლოგოსის” დერეფანში, თითქმის გარანტირებულია, რომ გაიგებს ფეხბურთის სფეროში არსებულ სიახლეებს, რამდენადაც ლოგოსელ მოსწავლეებს, და არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ მასწავლებლებსაც ძალაინ აინტერესებთ ეს სპორტი. ამიტომაც ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა, რათა დაგვედგინა, რომელი ფეხბურთის ნაკრებია ჩვენითვის ყველაზე ,,ძვირფასი”.
როგორც გვიჩვენებს გრაფები, მოსწავლეებს და მასწავლებლებს ძალიან განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ამის მიუხედავად, გამოიკვეთა ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც სკოლის უმრავლესობა ემხრობა და მიიჩნევს, რომ ღირსია, ჩვენი მხარდაჭერისა. რა თქმა უნდა, ეს ტიტული საქართველოს ნაკრებს ეკუთნის. ასევე გამოვლინდა ორი მეორე ადგილოსანი ნაკრები. ამიტომაც შეგვიძლია ცოტა საინტერესო ინფორმაცია მივიღოთ, მოცემულ წარმატებულ ნაკრებებზე.
CBF
დღევანდელი მდგომარეობით, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია (CBF) არის მსოფლიო ასპარეზზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაკრები. ნეიმარი, დინამიკური თავდამსხმელი, აგრძელებს თამაშს როგორც ეროვნული ნაკრების საყრდენი, გუნდში ასევე შეიძლება გამოირჩიოს-ვინისიუს ჯუნიორი, ვინც არაერთხელ ყოფილა დასახელებული როგორც ,,მომავალი ვარსკვლავი”. ტიტე, პატივცემული მთავარი მწვრთნელი, ტაქტიკურად ხელმძღვანელობს გუნდს საკონკურსო მატჩებში. ნაკრების თამაშებიდან შეიძლება გამოვარჩიოთ მათი ამხანაგური თამაში ინდონეზიის წინააღმდეგ, სადაც ბრაზილიამ 6-0 მოიგო. ამჟამად, CBF ემზადება მომავალი გამოწვევებისთვის, თვალს ადევნებს FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატსა და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებებს, რომელიც ხელს შეუწყობს მათი სტატუსისა და თამაშის ხარისხს აამაღლებს.
AFA
ამჟამად არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია (AFA) საფეხბურთო მსყაროში მოწინავეა. ლიონელ მესი, მათი კაპიტანი, აგრძელებს გულშემატკივრების მოხიბვლას გლობალუტი მასშტაბით, მაშინ, როცა ახალი ვარსკვლავები, როგორიცაა ლაუტარო მარტინესი, გუნდს წარმატებას მატებს მწვრთნელის, ლიონელ სკალონის სტრატეგიული ხელმძღვანელობით. AFA-ს დაუჯერებელი თამაშის შემდეგ მათ მოიპოვეს ფეხბურთის სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი თასი, ისინი არიან მსოფლიო ჩემპიონები დღეს. ეს ტიტული არგენტინამ უკვე მესამედ მიიღო. არგენტინა რჩება შესანიშნავი ძალად მსოფლიო ფეხბურთში ისე როგორც აქამდე იყო.
GFF
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას (სფფ), ანუ ჯვაროსნებს, ფეხბურთის სფეროში საკმაოდ დიდი როლი აკისრია ისეთი გამოჩენილი ფეხბურთელით, როგორიც არის ხვიჩა კვარაცხელია. მწვრთნელის, ვილი სანიოლის, ხელმძღვანელობით, გუნდი აერთიანებს გამოცდილ მოთამაშეებს, მაგალითად ჯაბა კანკავას. ცოტა ხნის წინ, სფფ-მ იასპარეზა უეფას ევრო 2020-ზე, რომელმაც კვალი დატოვა ფეხბურთის ისტორიაში. FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დაწყებასთან ერთად საქართველო ელოდება სასტიკი კონკურენციის მატჩებს, რომლებიც მიზნად ისახავს გლობალურ სპექტაკლში სასურველი ადგილის დაცვას. ხოლო მომავალ თამაშები, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გადასვლას აპირებს.GFF, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩვენმა გუნდმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
1.-გამარჯობა(X13)
2.-მაინტერესებს, გაქვთ თუ არა ლოგოსის ონლაინ გაზეთი წაკითხული? ნანახი?
-დიახ, მაქვს და ძალიან დამაინტერესა.
-კი, კი როგორ არა.
-კი, რამდენიმე მაქვს წაკითხული.
-არა, არა მაქვს.
-რათქმაუნდა, დაახლოებით ერთი0ორი სტატია მაქვს წაკითხული.
-ცხადია მაქვს ლოგოსის ონლაინ გაზეთი წაკითხული. ვცდილობ მუდმივად თვალი ვადევნო ლოგოსელების ახალ წამოწყებებს, რათა სიახლეებს არ ჩამოვრჩე. Ეს როგორც მასწავლებელს, მეხმარება ჩემი მოსწავლეები სხვა კუთხით დავინახო, განსხვავებულ ამპულაში ვიცოდე მათი ინტერესების სფეროს შესახებ.
-კი და ძალიან დამაინტერესა.
-კი, გავეცანი და ძაან კარგი გაზეთია, ძაან მომეწონა.
-არა.
-კი წაკითხული მაქვს.
-გავეცანი ლოგოსის ონლაინ გაზეთს. პირველრიგში, მინდა ვთქვა რა კარგი იდეაა, რომ აწარმოებთ გაზეთს. აი, ძალიან მიხარია. თითქოს სტუდენტური ცხოვრება ჩქებს ლოგოსში. აი ამ გაზეთის მეშვეობით ვიგებ ძალიან ბევრ რაღაცას.
-სამწუხაროდ, არა მაქ.
-დიახ, რათქმაუნდა.
3.–და თქვენ პირადად რომელ რუბრიკას გამოარჩევდით?
-ჩემთვის ყველაზე საყვარელი რუბრიკაა ლიტერატურა და ხელოვნება.
-სპორტის.
-დიახ, ლიტერატურის რუბრიკაში.
-ყველაზე მეტად დამაინტერესა აქტუალური თემების რუბრიკამ.
-ლიტერატურული რუბრიკა, აი ძაან მაგარია მართლა.
-ნუ მაინც ხელოვნებასა და ლიტერატურას.
-ყველა რუბრიკა წავიკითხე ძაან დამაინტერესა. განსაკუთრებით მომეწონა, ლიტერატურაზე. ასევე გამოვყოფდი სპორტს იმიტომ, რომ ძალიან საინტერესო იყო თვითონ და ინფორმატიული იყო თვითონ სტატია. და არასასკოლო აქტივობები მომეწონა კიდე ასე ვთქვათ ღონისძიებების შესახებ რომ იყო. Აი ჰელოუვინთან დაკავშირებით მახსოვს.
-ნამდვილად სპორტის რუბრიკა, ძაან დამაინტერესა. ნუ ახლა რათქმაუნდა სპორტია და საინტერესოა.
-ლიტერატურა, კი, ნამდვილად.
4.-და თქვენი საყვარელი სტატია ან ინტერვიუ თუ გაქვთ?
-სტატია, როგორც გითხარით, მომეწონა, ზუსტად სპორტის მიმართულებით რუბრიკაში იყო ცხენოსნობასთან დაკავშირებით, ძაან საინტერესო იყო. ასევე გავეცანი სალვადორ დალიზე ინტერვიუს, უფროსწორად პატარა მიმოხილვა იყო ბიოგრაფიული და ამ თემატიკასთან დაკავშირებით ჰქონდათ ჩაწერილი ინტერვიუ, რომელიც ასევე ძალიან საინტერესო იყო.
–,,ინტერვიუ ჩვენ ცეცხლოვან ბიჭებთან” დამაინტერესა, რადგან ბიჭები ძალიან კარგად საუბრობენ მომავალზე, სპორტის მომავალზე რათქმაუნდა ლოგოსში და როგორ განვითარდება ჩვენი საფეხბურთო გუნდი ლოგოსის.
-მე მომეწონა, მარიამ ყარმაზანაშვილის სამოსელი პირველის განხილვა. Ძალიან კარგია.
-კი, აი ლოგოსელ ფეხბურთელების ინტერვიუ. ლოგოსის ფეხბურთელების ინტერვიუ.
-აუ ,,და აღარავინ დარჩა’’ ეგ უნდა წაიკითხო იმენა სულ სხვა რაღაცაა, ვაიმეეე უნდა ნახო.
-ლიტერატურა, და აი აქ იყო ერთი სტატია ,,ბოლოს ორივე კვდება” რამაც ძალიან დამაინტერესა, რომ წავიკითხე და მერე, ამის შემდეგ წიგნიც შევიძინე.
-კი, მე დამაინტერესა ვერიკო საღადაშვილის ინტერვიუმ, სადაც არის ლაპარაკი დროის მენეჯმენტზე.
-კი, ლოგოსის ინტერვიუ, სადაც გიო გამრეკელი არის მთავარი პერსონაჟი.
-ლიტერატურა საერთოდ მიყვარს ძალიან და ლიტერატურის რუბრიკაში აღმმოვაჩინე ნაწარმოები, რომელიც არ მაქვს წაკითხული და ისე კარგად იყო დახასიათებული, რომ მომინდა რაღაცნაირად, რომ წავიკითხო და გავეცნო.
-აი ჯირითზე რომ იყო.
-აი, წავიკითხე სოფო სულავას ,, ინტერნეტის გავლენა ლიტერატურაზე” და ძალიან საინტერესო პატარა წერილი იყო.
5.-არის ისეთი რამე, რის ნახვასაც ისურვებდით მომავალში? Ლოგოსის გაზეთში?
-პრინციპში, ძალიან მომეწონა, ისეთია რა ნუ, მრავლისმომცველი არის, სხვადასხვა რუბრიკები გაქვთ და რასაც ვისურვებდი არის ის, რომ აი თუ კონკრეტულად ლოგოსელი მიაღწევს რაღაც წარმატებას რომელიმე სფეროში, ამას რომ მიეძღვნას სტატიები. Ანუ, ძალიან გამიხარდებოდა. Ჩვენ გვყავს საკმაოდ ნიჭიერი ახლაგაზრდები, და მაგალითად ვიცი, რომ ჩვენი მოსწავლე წარმატებული ცხენოსანია, რაღაცეები მოიგო, რაღაცეებში გაიმარჯვა და შესაბამისად აი მასზე რომ ვიხილავდე სტატიას, ან ვიღაცამ თუ ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა, ან თუ ვიღაცამ სხვა სფეროში რაღაც მიაღწია წარმატებას, ან ძალიან კარგ უნივერსიტეტში მოხვდა, რაში მოხვედრაშიც ძალიან ბევრი ოცნებობს. აი წარმატებულ ლოგოსელებზე ვისურვებდი სტატიებს. დანარჩენი ძალიან კარგია და გისურვებთ უამრავ წარმატებას
-უფრო მეტი ასეთი სტატია, სტატიების გაცნობის შემდეგ გამიჩნდა სურვილი ბევრი ისეთი ავტორის შემოქმედებას გავეცნო, რომლებიც აქამდე არ მაინტერესებდა, და გისურვებთ, რომ მსგავსი ინტერესი გასჩენოდეთ სხვა მკითხველებსაც. გქონოდეთ მუდმივად საინტერესო იდეები და ამ იდეების განხორციელების შესაძლებლობა.
-ძალიან დიდი მადლობა.
-მადლობა.
-საინტერესო იქნება, თუ ეს მსგავსი წერილები იქნება, წიგნების განხილვა, ლიტერატურული ანალიზი, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებების კვლევა. Სიამოვნებით გავეცნობი თუ იქნება.
-თვითონ რუბრიკას რაც შეეხება, მემგონი, რომ მეტ-ნაკლებად მოიცავთ, შეიძლება უფრო საინტერესო იყოს და აქტუალური იყოს, კიდე, აი ვთქვათ კინო-ხელოვნებასთან დაკავშირებით რაღაცა ინფორმაცია ან რუბრიკა, რადგან ძაან მრავალფეროვანია, ძაან საინტერესოა, დიდი ისტორია აქ კინო-ხელოვნებას და მემგონი, რომ ძალიან კარგი იქნება.
-ბერძნული მითოლოგიები? რავი , ბერძნული მითოლოგიები იყოს.
-საგანმანათლებლო სტატიები უფრო მეტი.
-არვიცი, აი დაახლოებით უფრო მეტი ინფორმაცია, რომ გაიცემოდეს უცხოური უნივერსიტეტების შესახებ, უკეთესი იქნებოდა.
-არა, აი იდეალურია.
-არა, იდეალურია, არაფერს.
ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ადამიანს? - ანა გოგოლაძე
1955 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ჯონ მაკარტმა პირველად გამოიყენა ტერმინი "ხელოვნური ინტელექტი". მან ის განმარტა, როგორც პროგრამა ან კომპიუტერი, რომელსაც ადამიანის მსგავსად აზროვნება და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღება შეეძლო. სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ახალ დარგს, რომელსაც განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია მნიშვნელოვნად დაეხმაროს კაცობრიობას განვითარებაში. დღევანდელი მსოფლიო ხელოვნური ინტელექტის გარეშე წარმოუდგენელია. მას იყენებს თითქმის ყველა წამყვანი კომპანია, იქნება ეს "GOOGLE" თუ "APPLE" სწორედ ხელოვნური ინტელექტი გვეხმარება ინტერნეტში ძებნის დროს თუ სმარტფონით სურათების გადაღებისას. ხელოვნური ინტელექტის გარეშე ვერც ერთი თანამედროვე ელექტრონული დანადგარი ვერ იმუშავებს. მსოფლიო განვითარებასთან ერთად, იხვეწება ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებიც.
ხელოვნური ინტელექტის ასე განვითარებას აქვს უარყოფითი მხარეებიც: მსოფლიოში არდებული ხალხის 40% ამჟამად არის უმუშევარი, მათგან ძალიან ბევრს სჭირდება სამუშაო ადგილი იმისათვის რომ თავი გადაირჩინოს. ხელოვნური ინტელექტის განვითარება ძალიან სავალალო შედეგს მოიტანს კაცობრიობისათვის, ის ნელ-ნელა თავის თავზე აიღებს ძალიან ბევრ სხვადასხვა პროფესიას და მილიონობით ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს.
ეს პროცესი უკვე ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს, თუნდაც აეროპორტებში ან სუპერმარკეტებში, არ შეგინიშნევთ რომ რამდენიმე წლის წინ ძალიან ბევრი კონსულტანტი იდგა და ისინი გვეხმარებოდნენ რეგისტრაციის გავლაში, ბილეთების აღებაში ან თუნდაც სუპერმარკეტში პროდუქტების გატარებაში, ახლა კი ამ ყველაფერს კონსულტანტების გარეშე ვაკეთებთ და ეს ხელოვნური ინტელექტის დამსახურებაა, ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ უკვე ძალიან ბევრ ადამიანს წაართვა სამსახური და ეს მხოლოდ დასაწყისია.
არის თუ არა ხელოვნური ინტელექტის განვითარება კარგი? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია, ხელოვნური ინტელექტი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ძალიან ამარტივებს, მაგრამ ის ძალიან ბევრი ადამიანის ფუნქციას ითავსებს რაც იწვევს უმუშევარი ადამიანების რაოდენობის ზრდას. თქვენ როგორ ფიქრობთ კარგი არის თუ არა ხელოვნური ინტელექტის განვითარება და ჩაანაცვლებს თუ არა ის ადამიანს?
ინტერვიუ ფსიქოლოგ ვერიკო სადაღაშვილთან ნანუკა მეჭურჭლიშილი
როგორი სასკოლო გარემო უნდა იყოს იმისთვის, რომ ბავშვი არ დაისტრესოს?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იგრძნოს სკოლის წევრად თავი და სასკოლო სივრცეში ჰქონდეს უსაფრთხო გარემო, როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური თვალსაზრისით. ეს მას დაეხმარება, რომ მშვიდად იყოს ორიენტირებული სასწავლო პროცესზე და არ ჰქონდეს ზედმეტი შფოთი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ სივრცეში იგი არის ვინმესთვის მიუღებელი.
რა სახის პრობლემებს აწყდებით სასწავლო პროცესში ყველაზე მეტად დღევანდელ ახალგაზრდებში?
დღესდღეობით ყველაზე ხშირი პრობლემა არის დროის მენეჯემენტათან დაკავშირებით. როგორც წესი, სასწავლო ბადე არის საკმაოდ დატვირთული და მოსწავლეებს უჭირთ დროის სწორად განაწილება, მაგალითად: როცა მიდიან სახლში, ვერ ანაწილებენ დროს სწორად. დრო შეიძლება დაუთმონ კომპიუტერულ თამაშებს,ფილმის ყურებას და ა.შ. დასვენების შემდეგ გვიან იწყებენ მეცადინეობას, ვეღარ ასწრებენ დროულად დაძინებას და ამას მოჰყვება ფიზიკური და ემოციური გამოფიტვა. მეორე დღეს უბრალოდ აღარ ჰყოფნით რესურსი, რომ სრულფასოვნად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში. ასევე, შემხვედრია თვითშეფასებასთან დაკავშირებული პრობლემები. არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლეები ვერ აღიქვამენს ობიექტურად საკუთარ შესაძლებლობებს, უფრო მეტს ელიან საკუთარი თავისგან, ვიდრე აქვთ ამის უნარი და ვერ ეგუებიან იმას, რომ ზოგიერთი საგანი შეიძლება ვერ გამოსდიოდეთ, როგორც სურთ და მოტივაციაც უქვეითდებათ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის სწორად შეფასება.
თქვენ ახსენეთ რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის დროის მენეჯმენტი. რა რჩევას მოგვცემდით კონკრეტულ სიტუაციაში თუ როგორ გავანაწილოთ დრო სწორად?
წინასწარ ავიღოთ ბლოკნოტი, ჩამოვწეროთ თუ რა საგნები გვაქვს სასწავლი და სავარაუდო სამეცადინო დრო მივუწეროთ, ასევე საგნებს შორის გავთვალოთ, რა დროს დაგვჭირდება შესვენება. თუ „გაჯეტები“ გვიშლის ხელს, რაც შეიძლება შორს დავდოთ ეს მოწყობილობები, რომ არ მიგვიწვდებოდეს ხელი, რადგან ზოგჯერ ძალიან მაცდუნებელია და ვერც ვიგებთ, თუ როდის გადის დრო. ასევე შეიძლება რომელიმე ოჯახის წევრი დავიხმაროთ, როგორც შემხსენებლები(რამდენი იმეცადინე? რა დაგრჩა…).
შეგიძლიათ რომ მოგვცეთ რჩევები თუ როგორ ავიმაღლოთ მოტივაცია?
რაც შეეხება მოტივაციას, ეს ძალიან ინდივიდუალურია თითოეული მოსწავლის შემთხვევაში. ზოგიერთი ბავშვისთვის მოტივაციის წყაროა უბრალოდ ნიშნები და ზოგისთვის უბრალოდ საგნისადმი ინტერესი.
აქედან გამომდინარე, ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ თითოეულ საგანთან მიმართებაში და განვსაზღვროთ: რაში შეიძლება ეს გამომადგეს მე ცხოვრებაში? ვეცადოთ დავინახოთ თითოეული საგანი უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში. ვავარჯიშოთ ჩვენი გონება, რათა სკოლაში მიღებული ინფორმაცია დავუკავშიროთ ჩვენს ყოველდღიურობას და ეს ყოველივე აღვიქვათ, როგორც ძალიან გამოსადეგი და მნიშვნელოვანი იარაღი, რომელიც დაგვეხმარება უკეთესი ცხოვრების შექმნაში.
როგორ მოქმედებს შეფასების სისტემა და ზოგადად ნიშნები ბავშვების მოტივაციაზე?
ზოგიერთისთვის ნიშანი შეიძლება იყოს მოტივაციის წყარო - ისწავლოს იმისთვის, რომ ჰქონდეს მაღალი ნიშანი, ზოგიერთისთვის კი - დემოტივაცია, რადგან არის შემთხვევები, როდესაც დაბალი ნიშანის მიღებისას, მოსწავლეებს უქვეითდებათ თვითშეფასება და შეიძლება ინტერესიც კი დაკარგონ რომელიმე საგნის მიმართ. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ნიშანზე. გვქონდეს შინაგანი მოტივაცია, შინაგანი ინტერესი თითოეული საგნის მიმართ
როგორ მივიღოთ საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ვართ?
ჩვენ გვაქვს გარკვეული წარმოდგენები საკუთარი თავის მიმართ და შემდგომში გვგონია, რომ სხვებიც ამას ფიქრობენ ჩვენზე, ანუ ჩვენ ვუწყვეტთ საკუთარ თავს, რას იფიქრებენ ადამიანები ჩვენზე. ეს კი ხშირ შემთხვევაში რეალობას აცდენილია. აქედან გამომდინარე, არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლემ არ წარადგინა გაკვეთილზე პრეზენტაცია, რადგან ფიქრობს რომ მის მეტყველების მანერას ნეგატიურად შეაფასებენ, ან არ შეუძლია გადმოსცეს საკუთარი აზრები ისე, რომ სხვებმაც გაიგონ. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი თავი მივიღოთ ისეთი, როგორიც ვართ, გადავხედოთ ჩვენს იმ ძლიერ მხარეებს, რომლებიც გვაქვს და წარვმართოთ სწორად ჩვენი შესაძლებლობები. თუ ჩვენს თავს შევატყობთ, გვაქვს მის მიმართ მიუღებლობა, შეგვიძლია ვინმეს დაველაპარაკოთ. ეს შეიძლება იყო მშობელი, მეგობარი… ეს ადამიანები დაგვეხმარებიან, რომ კარგად გავაცნობიეროთ საკუთარი პიროვნება. დაგვეხმარონ ჩვენი თავის ირგვლივ ყველა ნეგატიური ფიქრის გაცნობიერებაში. ვინაიდან, ხშირად როდესაც ჩვენს აზრებში ვტრიალებთ, გვიჭირს რეალობაში გადმოსვლა და ეს ხელს გვიშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში შევძლოთ საკუთარი თავის რეალიზება.
სოციალური მედიის გავლენა თინეიჯერებზე - ნინი გიოშვილი
დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სოციალური მედიასთან თინეიჯერების სიახლოვეა. სოციალური მედია მოზარდების უმრავლესობის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ბავშვების უმეტესობა იყენებს სულ მცირე ერთ პლატფორმას მაინც, იქნება ეს Facebook, Instagram, Twitter თუ TikTok. ყოველდღიურად იზრდება სოც. Მედიით დაინტერესებული თინეიჯერების რაოდენობა. სოციალურმა მედიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ყველაფერზე, მათ შორის მოზარდების ცხოვრებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი საშუალებით კომუნიკაციის, გართობისა და ინფორმაციის წყაროა, იცოდით, რომ მას ასევე შეუძლია, უარყოფითად იმოქმედოს მოზარდების საერთო კეთილდღეობაზე?
უპირველეს ყოვლისა, სოციალურმა მედიამ გამოიწვია ბავშვებში სოციალური მონაცემების შედარების ტენდენცია. თინეიჯერები ყოველთვის ადარებენ საკუთარ თავს ონლაინ თანატოლებს, ფიზიკური გარეგნობის, სოციალური მდგომარეობისა და ცხოვრების წესის თვალსაზრისით. ამან შექმნა მოზარდებში არასრულფასოვნებისა და არაადეკვატურობის კომპლექსი. ისინი ყოველთვის გრძნობენ, რომ არ არიან საკმარისად ,,იდეალურები’’, რაც იწვევს დეპრესიასა და შფოთვას.
ასევე სოციალურმა მედიამ გამოიწვია მოზარდებს შორის პირისპირ კომუნიკაციის შემცირება. თინეიჯერები, როგორც წესი, დროის უმეტეს ნაწილს სოციალურ ქსელში ატარებენ, ვიდრე მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ხილულად ურთიერთობაში. ეს იწვევს თაობათა შორის უფსკრულის გაღრმავებას, რაც შედეგად გვაძლევს სოციალური უნარების ნაკლებობას. პანდემიის დროს, რა თქმა უნდა, სოციალური მედია გახდა ურთიერთობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და, ზოგიერთ შემთხვევაში, ერთადერთი გზა, რომლითაც მოზარდები თანატოლებთან სოციალიზაციას ახერხებდნენ. მაგრამ არსებობს განსხვავება სოციალურ მედიაში არსებულ და მათ ნამდვილ მეგობრებს შორის: კვლევების მიხედვით, თინეიჯერების 60 პროცენტი ამბობს, რომ ისინი ატარებენ დროს მეგობრებთან ერთად ონლაინ თითქმის ყოველდღიურად, მაგრამ მხოლოდ 24 პროცენტი ატარებს დროს მეგობრებთან ერთად სინამდვილეში. ეს სტატისტიკა წარმოაჩენს, თუ როგორ არ გადმოდის ონლაინ კავშირები რეალურ ცხოვრებაში.
გარდა ამისა, სოციალურმა მედიამ შექმნა პლატფორმა ბულინგისთვის. თინეიჯერები ანონიმურად არიან სოციალურ მედიაში, რაც მათ ათავისუფლებს სიძულვილისა და ნეგატიური კომენტარების გავრცელებისგან. კიბერბულინგმა მოზარდებში დეპრესია, შფოთვა და სუიციდური აზრები გამოიწვია.
სოციალური მედიის გამოყენებამ ასევე იმოქმედა მოზარდების ძილის განრიგზე. ბევრი საათობით ატარებს დროს სოციალურ მედიაში, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ ძილზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და განწყობის ცვალებადობა, მათი აკადემიური მოსწრების დაქვეითება.
თუმცა, სოციალურ მედიას ყველა თვალსაზრისით არ აქვს უარყოფითი გავლენა მოზარდებზე. მან უზრუნველყო პლატფორმა, რომელმაც გახადა ინფორმაცია ხელმისაწვდომი, თანამოაზრე პირებთან კავშირი მარტივი და გააძლიერა საზოგადოების პროგრესი განვითარებისკენ.
კვლევის მიხედვით, დაახლოებით 1500 გამოკითხულმა ახალგაზრდამ განაცხადა, რომ სოციალური მედია მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მიიღონ მხარდაჭერა და რჩევა, თავი მარტო ნაკლებად იგრძნონ და შემოქმედებითად გამოხატონ საკუთარი თავი, 43-მა პროცენტმა თქვა, რომ სოციალური მედიის გამოყენებისას ისინი უკეთესად გრძნობენ თავს დეპრესიის ან სტრესის დროს.
ამრიგად, სოციალურ მედიას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი გავლენა მოზარდებზე. მიუხედავად იმისა, რომ მან გაახშირა კომუნიკაცია და უზრუნველყო ცნობიერების დონის ამაღლება, უარყოფითად იმოქმედა მოზარდების კეთილდღეობაზე სოციალური უნარების შემცირების, კიბერბულინგისა და ძილის გრაფიკის არევის მხრივ. თინეიჯერები ფრთხილად უნდა იყვნენ სოციალურ მედიაში ყოფნის დროს და შეეცადონ, შექმნან ბალანსი სოციალური მედიის გამოყენებასა და პერსონალურ კომუნიკაციას შორის. მშობლებმა, მასწავლებლებმა და მეურვეებმა უნდა გაიფართოვონ ცნობიერება სოციალური მედიის ნეგატიური ეფექტის შესახებ და ასწავლონ მოზარდებს მისი უსაფრთხო და ჯანსაღი გამოყენების გზები.