მოგესალმებით ლოგოსის გუნდის სახელით. გაზეთის შექმნის იდეა 2022 წლის პირველ სემესტრში გაჩნდა, იანვრიდან უკვე დავიწყეთ ბავშვების ძიება და ორთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად შევქმენით ,, Logos Vox ’’. Გაზეთის მთელი გუნდი ძალიან მოტივირებულები ვიყავით, შეგვექმნა საინტერესო და ხარისხიანი პროდუქტი. Ჩვენი გაზეთი გათვლილია ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის ადამიანებზე, აქ იპოვით სტატიებს განათლებაზე, მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ფილოსოფიაზე, სპორტსა და სხვა უამრავ საინტერესო თემაზე. თითოეული სტატია და თვითონ საიტიც შექმნილია ჩვენი, ლოგოსის საოცარი ბავშვების, მიერ, რომლებმაც ძალ-ღონე არ დაიშურეს ამ ყველაფრის გასაკეთებლად. გიზიარებთ სტუდენტური ცენტრის, ქიტო მასწავლებლისა და 26 მარგალიტის დიდი მონდომებით და სიყვარულით შექმნილ გაზეთს ,, Logos Vox ’’. იმედი გვაქვს, მოგეწონებათ. 

იანვარი-თებერვლის თვის მოსწავლეები