მაღლობის ტორფი
მაღლობის ტორფის შექმნაში მონაწილეობს უმთავრესად ხავსი და ისეთი მცენარეები როგორიცაა: მიწა-მაყვალა, შტოში და სხვა.
ეს ტორფი გამოირჩევა დაბალი დაშლის ხარისხით, მაღალი მჟავიანობით და საკვები ელემენტების მცირე შემცველობით. მასში pH მაჩვენებელი 3-4,5 ფარგლებშია.
ორგანული ნივთიერების შემცველობა 95,1 % აღწევს, ნაცრის 4,9 %, აზოტის 1,0 %, ფოსფორის 0,1 %, კალიუმის 0,2 % კალციუმის 0,4 %.
ამონარიდი. წყარო : https://agrokavkaz.ge/fermerta-skola/torphi-torphis-kompostebi-da-mathi-damzadeba.html
(2) მაღლობის ტორფი წარმოიქმნება ტენის ზემოქმედებით ხავსისა და ფიჭვის ლპობის შედეგად და ტორფი ხასიათდება შემდეგი თვისებებით:
აქვს ფხვიერი და ფოროვანი სტრუქტურა;
არის ყავისფერი ან ნარინჯისფერი;
აქვს მაღალი მჟავიანობა;
აქვს სასარგებლო კომპონენტების დაბალი შემცველობა;
წყლის მაღალი შემცველობა
კარგი ჰაერშეღწევადობა
მაღლობის ტორფის მჟავიანობის გასანეიტრალებლად გამოიყენება დოლომიტის ფქვილი და ნაცარი. მას იყებენ შემდეგი მიზნებისათვის (როგორც საბაზისო ნიადაგის დანამატი):
მცენარეების – აზალიას, როდოდენდრონების მოსაყვანად
ყინვისგან ბუჩქებისა და ხეების ფესვების დასაცავად;
კომპოსტის დასამზადებლად