"დამოკიდებულება"

"როგორ დავძლიოთ დამოკიდებულება". - პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მე-9 კლასელმა ლოგოსელებმა, უმცროს თანასკოლელებს წარუდგინეს პრეზენტაცია და ესაუბრნენ, თუ რამდენად ზიანის მომტანია დამოკიდებულება ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე. მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს, თუ რამდენად დიდ ფინანსურ და სოციალურ პრობლემებს იწვევს ეს ყოველივე. პრეზენტაცია მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში



"Say No To Plastic"

მხოლოდ იმის ცოდნა, რომ პლასტმასი დიდ ზიანს აყენებს გარემოს, საკმარისი არ არის. მთავარია გავიაზროთ კონკრეტული პრობლემები, რომელსაც ამ შედეგამდე მივყავართ და შესაბამისად ვიმოქმედოთ. ლოგოსში ვზრუნავთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად და ვცდილობთ ცნობიერების ამაღლებას ამ საკითხთან დაკავშირებით

"Say No To Plastic"-ის პროექტის ფარგლებში, ლოგოსში ნარჩენების დასახარისხებელი ურნების დადგმას ვაპირებთ♻ მათ გასალამაზებლად, “ჯიბის სტუდია”-ში ჩვენმა მხატვრებმა უკვე შექმნეს ნამუშევრები 🎨🗑

ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვის დღე #hearourvoice


ევრო საბჟოს ფინანსური მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის განხორციელებით, სკოლა ლოგოსში ჩატარდა ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვის დღე. მონაწილეებმა მოიძიეს პრეზენტაციებისთვის მასალა და წარუდგინეს ევრო საბჟოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერუსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს. მათ შექმნეს პოსტერი, რომლითაც გადმოსცეს ბავშვთა ძალადობის შესახებ ისტორია და მესიჯი, რომ ძალა ჩვენს თავშია.


მოსწავლეებმა ასევე გადაიღეს ვიდეორგოლი, სადაც მხარდაჭერა გამოუცხადეს, მსგავსი პრობლემების წინაშე მდგარ თანატოლებს.

პროგრამის მიზანია: მოსწავლეთა ინფორმირება, ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციასა და სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით გამკლავებასა და ბრძოლის შესახებ.

HearOurVoicePlssss.mp4

მოსწავლეების პრეზენტაცია

აქვე შემოგთავაზებთ, მოსწავლეების გაკეთებულ პრეზენტაციას, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით

ავტორები: მარიამ ღუდუშაური

ანასტასია ჩლაიძე

რუსუდან თოფურია

ლუკა მაჭავარიანი

დაჩი ძერია

მედია.pptx

პროფესიული განვითარების პროგრამა მოხალისეთა ჰაბი


Meridian Global volunteer hub-ის ეგიდით და ვაშინგტონის უნივერსიტეტის დაფინანსებით, სკოლა ლოგოსში ჩატარდა პროფესიული განვითარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა XI-XII კლასების დატრენინგებას სამოტივაციო წერილისა და CV-ის სწორად შედგენის მიმართულებით.

პროგრამა ითვალისწინებს სამსახურებში გასაუბრების იმიტაციას, ორ გასვლით შემეცნებით საათს პარლამენსა და სოციალურ საწარმოში.

პროექტის მიზანია: მოსწავლეებმა შეძლონ, სამოტივაციო წერილისა და cv-ის სწორად შედგენა და შემდგომში, ასევე სწორად გამოყენება სხვადასხვა მიზნებისათვის (დასაქმება, საზღვარგარეთ სწავლა, გაცვლით პროექტებიში მონაწილეობა).