კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა ლოგოსის ცეცხლოვან სამყაროში! 🔮 🔥🔥

აქ შეიტყობთ ლოგოსის სტუდენტური ცხოვების ცხელ-ცხელ ამბებს!💥
გაიცნობთ ჩვენს ცეცხლოვან მოსწავლეებსა და პრეზიდენტებს. იხილავთ მათ მიერ შექმნილ პროექტებს, შეიტყობთ მათ შემოქმედებაზე, სპორტულ მიღწევებსა და სკოლის შიდა ღონისძიებებზე. ასევე, წარმოგიდგენთ ლოგოსში არსებული (ამჟამად) ვირტუალური კლუბების აქტივობებს, სადაც უამრავ საინტერესო და ცეცხლოვან სიახლეს შემოგთავაზებთ! 🔥

თუ თქვენ გსურთ აღმოაჩინოთ, ლოგოსის ცეცხლოვანი პონების გასაოცარი სამფლობელო, უნდა გადახვიდეთ Logos JR-ის გვერდზე, სადაც ნახავთ, როგორი ჯადოსნური და სახალისოა ჩვენი ცეცხლოვანი კვიცების, ანუ დაწყებითი საფეხურის ლოგოსელების სასკოლო ცხოვრება. 👦👩 🧡

ლოგოსი 10 წლისაა!

წელს საერთაშორისო აკადემია ლოგოსისთვის განსაკუთრებული წელია! ჩვენ 10 წელი შეგვისრულდა! შეიტყვეთ მეტი, იხილეთ ვიდეო ლოგოსის შესახებ.