სტუდენტური ცენტრი მოსწავლეებს ეხმარება მათი ინტერესების შეცნობასა და სხვადასხვა საინტერესო პროექტების განხირციელებაში. შექმნილი რთული სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ ონლაინ სივრცეში გადმოგვეტანა და განგვეხორციელებინა ის პროექტები და აქტივობები, რომელიც სასწავლო პროცესის დროს იყო დაგეგმილი. ასევე ვეცადეთ ჩვენი ურთიერთობის ფორმა, იდეალურად მოგვერგო ამ სიტუაციისთვის და გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა კლუბები, სადაც ერთმანეთს გავუზიარებთ უამრავ საინტერესო, შემეცნებით ინფორმაციას, ვიმუშავებთ ერთად სხვადასხვა აქტივობებზე, დავგეგმავთ სამომავლო პროექტებს, რაც მთავარია, შევინარჩუნებთ ურთიერთობას და უფრო ახლოს გავიცნობთ ერთმანეთს, რის შედეგადაც უფრო გავამრავალფეროვნებთ და საინტერესოს გავხდით ჩვენს ყოველდღიურობას.