გადიოდა დრო, მთავრდებოდა ალგებრის რვეუელები. სახში უხაროდათ, რომ თუ მალე მითავრდება რვეულები ესეიგი ბევრს ვინიშნავ, მაგრამ რა იცოდნენ რითი ივსებოდა ჩემი ალგებრის რვეულის ფურცლები.
გამიჩნდა აზრი, რომ ჩემს კუბს, რომელსაც ჩარჩოები ჰქონდა,იგივე დიამეტრის და სისქის ტორები ჰქონდა გამოყოფილი ჩემს კუბს ექვსივე მხრიდან და მოვინდომე დამესრულებინა მაგრამ რატომღაც იზრდებოდა უსაშველოთ.
მაშინ გადავწყვიტე, რომ დამეწყო ბოლოდან, დიდი მასიდან რომელიც დაბოლოვდებოდა ექვსივე მხარეს...
ეს იყო ის რამაც ერთი თვის განმავლობაში შეიწირა: ალგებრის, ფიზიკის, ქიმიის და ინგლისურის რვეულები. დაგვიანებით გამახსენდა, რომ მქონდა ვირტუალური სამყარო, რომელშიც ვირტუალური ტექნიკა იყო თავმოყრილები და სადაც უზომოდ დიდ მაშტაბებს გავცდებოდი.