ადრეულ ასაკში ხშირად მეუბნებოდნენ, რომ არქიტექტორის ხედვა მქონდა; გეომეტრიულ ფიგურებს ადვილად ვიმახსოვრებდი, მაგრამ სახელები მერეოდა ერთმანეთში, გონებით მონახაზებს ვაკეთებდი და ისე ვცემდი ალგებრის საგანს პასუხს, მაგრამ ტაბულა სულ მეშლება დღემდე;
მე ვცხოვრობ საქართველოში, კერძოდ თბილისში. მოსკოვის გამზირის 3-მე კორპუსში. კომუნისტების დროს ჩვენს უბანს უწოდებდნენ პრიზივნიკებს - ანუ სამხედრო გამწვევ პუნქტს. იქვე ახლოს იყო წარმოება ცხიმ. კომბინატი;
ცხიმ. კომბინატის საწარმოს დახურვის შემდეგ იქ ხშირად დავდიოდი უბნის ბიჭებთან ერთათ. ერთხელ, ერთ-ერთ საყრდენ ბოძზე შევნიშნე ვარდისფერი პასტელით დახაზული ფიგურა, რომელიც ჩემთვის ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენდა...
ორი კვირის განმავლობაში ყოველ დღე გადავდიოდი იმ ძველ საწარმოში ჩუმად რომ შემესწავლა ეს შედევრი მაგრამ სულ მეშლებოდა.
როგორც იქნა, ძლივსძლიობით მესამე კვირას მივაგენი ამ მონახაზის ორ მთავარ მიზეზს; ესენი იყო: 45 და 90 გრადუსი. იმ დღის შემდეგ იმ ნახაზს წამებში ვხაზავდი და მოვინდომე, რომ ერთმანეთზე დამეწყო ესეთი ნამდვილი ფიგურები, რისი შესაძლებლობაც მომცა ერთმა ჩვეულებრივმა უჯრებიანმა ფურცელმა; იმ დღის შემდეგ ჩემი მეგობრები გახდნენ ეს ორი გეომეტრიული გრადუსული მაჩვენებლები!