მოვინდომე, რომ ჩეს შემოქმედებას ჰქონა არა უბრალოდ წიბოები არამედ ჩარჩოები და ისევ ჩემს სამყაროს დავუბრუნდი...
სულ მინდოდა იმ სამყაროში ცხოვრება სადაც ესეთი შენობანაგებობები იქნებოდა, ან თუნდაც პატარა სკულპტურები რომლებსაც ხელში ავიღებდი.
გულწრფელად, რომ გითხრათ ერთი და იგივე ნახაზი ცოტა მოსაბეზრებელია მაგრამ, რამდენჯერაც არ უნდა დამეხაზა მაინც ძალიან საინტერესოა ყოველი მოქმედება. ხაზის გავლების დროს თითოს შეგნით ფურძელზში ვიყავი, თითქოს ჩემს შექმნილ სამყაროში ვაგებდი და ვცხოვრობდი, თითქოს დასასვენებელ პარკში დავდიოდი და ვათვალიერებდი ახალი დიზაინის შენობებს.
ერთ დღესაც სკოლაში როდესაც სულ არ მაინტერესებდა ერთერთი წერთი საგანი და ხშირად გრძელდებოდა ეს, გაკვეთლზე მუშაობის დროს ამოვიღე ჩემი ალგებრის რვეული რომლის ბოლო გვერდები გადაჭრელებული მქონდა როგორც ყველა ოროსანი ბავშვის რვეულია გადაჭრელებული ნაჯღაპნი შედევრებით.