2025 წელს პროგრამაში მონაწილეობენ შემდეგი უნივერსიტეტები:
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (თბილისის და ბათუმის კამპუსები)
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს უნივერსიტეტი
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)
➡ თუ ხარ ჩამოთვლილი უნივერსიტეტების, რომელიმე სასწავლო მიმართულების, ბაკალავრიატის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი, შენი საერთო GPA შეადგენს 2.5 ან მეტს, ხარ მოტივირებული და მოუთმენლად ელოდები ყოველ ახალ შესაძლებლობას, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა!
➡ პროგრამაში მონაწილე ყველა სტუდენტს ეყოლება ინდივიდუალური მენტორი, რომელიც შეირჩევა სტუდენტის და მენტორის პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით. შეძლებისდაგვარად, გათვალისწინებული იქნება სტუდენტის არჩევანიც. მენტორები ერთი სემესტრის განმავლობაში გაუზიარებენ სტუდენტებს თავიანთ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას. პროგრამის მე-7 ნაკადი დაიწყება 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს.