EPAG ის მენტორობის პროგრამა სტუდენტებისთვის 2025
პროგრამის არსი
მენტორობის პროგრამა ითვალისწინებს EPAG-ის ასოციაცის წევრის, „მენტორის“ მიერ, მისივე სპეციალობის სტუდენტისთვის გამოცდილების გაზიარებასა და კონსულტაციას გაწევას, რაც დაეხმარება სტუდენტს ჩამოიყალიბოს სწორი მოლოდინი პროფესიის მიმართ, შეიმუშაოს პერსონალური განვითარების გეგმა და უკეთესად მოემზადოს მომავალი კარიერისთვის.
პროგრამის მონაწილეები
მენტორების შერჩევა მოხდება EPAG-ის წევრებიდან, საქმიანობის სფეროს მიხედვით და პროგრამის კონკრეტულ ნაკადში ჩართული უნივერსიტეტების სტუდენტების სპეციალიზაციების გათვალისწინებით. ისინი იქნებიან მოხალისეები და მათი კონტრიბუცია იქნება არაანაზღაურებადი.
სტუდენტები შეირჩევიან EPAG-ის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან, კერძოდ, მენტორობის პროგრამის კონკრეტულ ნაკადში ჩართული უნივერსიტეტებიდან.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს, რომელთა საერთო GPA შეადგენს 2.5-ს ან მეტს.
EPAG-ი უზრუნველყოფს რომ დაინტერსებულ სტუდენტებს ჰქონდეთ პროგრამაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა.
მენტორების და სტუდენტების წყვილების ჩამოყალიბება
შერჩეული მენტორები და დაინტერესებული სტუდენტები ავსებენ შესაბამის კითხვარებს.
კითხვარში მენტორები უთითებენ ინფორმაციას საკუთარი თავისა (კარიერა, მიმდინარე საქმიანობა, პროფესიული და პერსონალური ინტერესები) და იმ კონტრიბუციის შესახებ, რასაც პროგრამისთვის გასწევენ (რა ცოდნა და გამოცდილება შეუძლიათ შესთავაზონ პროექტს/სტუდენტს).
სტუდენტები კითხვარში მიუთითებენ თავიანთი პროფესიულ ინტერესებისა და პროგრამის მიმართ არსებული მოლოდინების შესახებ.
მენტორების მიერ მოწოდებული მოკლე ბიოგრაფიები განთავსდება შესაბამის ონლაინ პლატფორმაზე, სადაც სტუდენტები შეძლებენ, სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იმ მენტორის არჩევას, რომელთანაც სურთ მუშაობა. მას შემდეგ რაც სტუდენტები აირჩევენ კონკრეტულ მენტორს/მენტორებს, ამ სტუდენტების მონაცემები და განაცხადის ფორმები გადაეგზავნებათ მენტორებს, რათა უკვე თავად შეარჩიონ სტუდენტები (იმ სტუდენტებიდან, რომლებმაც მენტორად ეს კონკრეტული მენტორი აირჩიეს), ვისთანაც სურთ მუშაობა. აღნიშნული გულისხმობს, რომ მენტორების და სტუდენტების დაწყვილება, ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში ხდება. მათი თანამშრომლობა იქნება სრულიად ნებაყოფლობითი. მენტორებისა და სტუდენტების წყვილების შექმნაში, უნივერსიტეტი არ არის ჩართული. ასოციაცია იტოვებს უფლებამოსილებას, გადაანაწილოს/დააწყვილოს მენტორ-სტუდენტთა ჯგუფები თავად, საჭიროების შემთხვევაში, თუმცა საბოლოოდ, მნიშვნელოვანია როგორც მენტორის, ასევე სტუდენტის თანხმობა.
პროგრამის მონაწილეების ვალდებულებები
მენტორებმა, ისევე როგორც სტუდენტებმა, უნდა დაიცვან პროგრამის წესები. მათ შორის:
• ყოველთვიურად გამოყონ მინიმუმ 1-2 საათი პროგრამაში მონაწილეობისთვის.
• გამოიჩინონ პატივისცემა თავისი წყვილი მენტორის მიმართ, დაიცვან პროფესიონალური ქცევის წესები და შეთანხმება ურთიერთანამშრომლობის ფორმისა და ინტენსივობის შესახებ.
• ჰქონდეთ პერიოდული უკუკავშირი EPAG-თან, პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.
რას უნდა ელოდოს სტუდენტი
პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ კონსულტაცია მათი აკადემიური ინტერესების სფეროში მოღვაწე წარმატებული, ჩამოყალიბებული სპეციალისტებისგან. პროგრამის ფარგლებში, ისინი შეძლებენ:
• მიიღონ მაგალითები, გაიზიარონ პრაქტიკული გამოცდილება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მუშაობა კონკრეტული პროფესიით, რა გამოწვევების წინაშე შეიძლება დადგეს სტუდენტი არჩეულ პროფესიაში და როგორია ყოველდღიური საქმიანობა.
• მიიღონ რჩევები პროფესიით დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.
• განივითარონ პროფესიისთვის საჭირო უნარები.
• გაეცნონ კლასგარეშე ლიტერატურას.
• გაიფართოვონ პროფესიონალური კონტაქტების წრე.
• ისწავლონ „რეზიუმე“-სა და სამოტივაციო წერილის შედგენა, მოემზადონ გასაუბრებისთვის.
• მიიღონ სხვადასხვა რჩევები/რეკომენდაციები სწავლისა და პროფესიონალური საქმიანობის შესახებ, ისევე, როგორც პიროვნული განვითარების მიმართულებით.
რის მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს სტუდენტს:
• მენტორი შესთავაზებს სამსახურს ან სტაჟირებას
• დაეხმარება მეცადინეობაში
• ჩაანაცვლებს ლექტორს
• დაუწერს რეზიუმეს ან სამოტივაციო წერილს
რას უნდა ელოდნენ მენტორები
მენტორებს მიეცემათ შესაძლებლობა ურთიერთობა ჰქონდეთ ახალგაზრდა მოტივირებულ ადამიანებთან, რომლებთანაც შესაძლოა მომავალში ითანამშრომლონ. გაიგებენ მეტს დარგში სამომავლოდ დასაქმებული თაობის შესახებ, მიიღებენ დამატებით მოტივაციას საკუთარი ცოდნის გაზიარებით, განივითარებენ ლიდერობისა და კომუნიკაციის უნარებს. მიიღებენ მოხალისეობრივი საქმიანობის გამოცდილებას.
EPAG- ის როლი
EPAG-ი გაუწევს პროექტს ორგანიზაციულ მხარდაჭერას:
• წარადგენს პროგრამას პარტნიორ უნივერსიტეტებთან.
• დაეხმარება უნივერსიტეტ(ებ)ს სტუდენტებისთვის პროგრამის წარდგენაში.
• ჩაატარებს საორიენტაციო შეხვედრებს შერჩეულ მენტორებსა და სტუდენტებთან, რომლის დროსაც მონაწილეებს გააცნობს პროგრამას, ასევე, ისაუბრებს მონაწილეების კონკრეტული მოლოდინებისა და ვალდებულებების შესახებ.
• ხელს შეწყობს მენტორისა და სტუდენტის დაკავშირებას და მათ შორის ეფექტური კომუნიკაციის აწყობას.
• განახორციელებს პროგრამის მსვლელობის მონიტორინგს და შესაძლო პრობლემების მოგვარებას.
პარტნიორი უნივერსიტეტის როლი
პროგრამაში მონაწილე EPAG-ის პარტნიორი უნივერსიტეტი:
• ავრცელებს პროგრამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის.
• აორგანიზებს პროგრამის წარდგენის სტუდენტებისთვის EPAG-ის წარმომადგენლების მონაწილოებით.
• ახდენს დადასტურება არის თუ არა აპლიკანტი სტუდენტი მითითებული უნივერსიტეტის სტუდენტი.
• საჭიროების შემთხვევაში EPAG-თან ერთად აორგანიზებს საწყის შეხვედრას მენტორსა და სტუდენტებს შორის.