პროექტის ტიპი : მუსიკალური ღონისძიებების სერია
სერიის სახელწოდება : NIRI'NARI
ლოკაცია : Georgia, Adjara, Kvariati
ინვესტიციის ოდენობა : 15,000 $ (ექვივალენტი ლარში)
შემოსავლის წყაროები :
სამომხარებლო სექტორი - TICKET / BAR
B2B სექტორი - SPONSORSHIPS
ინვესტორი : X
ჰოსტი: Litz Resort
პროექტის აღმასრულებელი: IDEASHI
NIRI’NÀRI მუსიკალური ღონისძიებების სერიაა, რომლის ავთენტური ფორმა და შინაარსი, ელექტრონული მუსიკის ფართო კულტურულ განზომილებებში მოთავსებით იქმნება. მოდა, კინო, სახვითი ხელოვნება და მუსიკა ლიც რეზორტზე წვეულებათა მიმდევრობაში იყრის თავს და ბრენდის დაფარვის ზონას შესაბამისი კულტურული ინდუსტრიების აუდიტორიებამდე ავრცობს.
ღონისძიებების სერიის ინიცირებით Litz Resort-ი სტატიკური დგომის მანერას იცვლის და NIRI’NARI-ის დინამიკაში ახალი ტიპის პერსონად ყალიბდება. საკუთარი არსებობისა და ქცევის კულტურასთან დაკავშირებით - ბრენდის ჟღერადობა ფართო და მრავალფეროვან საზოგადოებრივ ჯგუფებში აღწევს, სადაც შეცვლილი იდენტობის შესაბამისი, მოწესრიგებული ინფორმაციული ნაკადებით პოზიციონირებს. ასე, Litz Resort ინდივიდების მეხსიერებაში არა მხოლოდ სასტუმროს ფუნქციით, არამედ კულტურული მოვლენის ფორმით ჩნდება, რაც პოტენციურ მომხარებელში ფინანსების Litz-ზე განკარგვის შესაძლებლობებათა ტიპებს - რაოდენობრივად ზრდის.
NIRI’NARI კომერციული მანევრია - ბიზნეს მოდელი ინვესტირებულ კაპიტალს ისეთ კონსტრუქციად აწესრიგებს, რომელშიც სხვადასხვა ტიპის პირდაპირი შემოსავლის წყაროები გენერირდება. პროექტი პირველადი ფინანსური რესურსის განკარგვით კულტურული ღონისძიების ფორმას იძენს, რაც ადგილობრივი ბაზრიდან ფულის შემოდინების ფუნქციონალებს სუბიექტის ქცევის შესაძლებლობად აჩენს და შესაბამის ხარჯვის მოტივაციას ქმნის - როგორც სამომხმარებლო(TKT; BAR) ისე ბიზნეს სექტორში(SPONSORSHIP).
ბიზნეს გეგმა NIRI’NÀRI-ის პირველი ღონისძიების განხორციელების ტექნიკაშია მოთავსებული - რაც პროექტის თვითღირებულების გამოთვლას, საწყისი ინვესტიციის განკარგვის სქემასა და მოსალოდნელი ფინანსური წარმატების ანალიზს მოიცავს.
...