ღონისძიებების სერიის - NIRI’NARI ბიზნეს მოდელი ერთ-ერთი ტიპის შემოსავლის წყაროდ ადგილობრივი ბაზრის წარმომადგენელ სუბიექტებს განიხილავს, რომლებიც პარტნიორობის სანაცვლოდ პროექტში გარკვეული მოცულობის ფინანსებს ჩადებენ.
NIRI’NARI B2B სექტორში ხარჯვის მოტივაციას რეკლამის წარმოების უნარით აგენერირებს. მუსიკალური ღონისძიებების სერია ბაზარზე ახალ საინფორმაციო ნაკადებად ჟღერს, რომლითაც საზოგადოების ფართო და მრავალფეროვან არეალში - ფიზიკურ და ვირტუალურ შინაარსებად აღწევს. სერიის ინფორმაციულ ნაკადებს შესაბამის დაფარვის ზონებში - ნებისმიერ კომერციულ სუბიექტს სასპონსორო ურთიერთობის ფორმით შეუძლია გაჰყვეს და ბრენდის სახელი საზოგადოების სასურველ სეგმენტზე, კონკრეტული რაოდენობის ინდივიდებამდე განავრცოს. ანუ, NIRI’NARI-ის მეშვეობით აწარმოოს სპეციფიკური ტიპის რეკლამა, რომელსაც გაღებული ფინანსური რესურსის სანაცვლოდ მომსახურების სახით მიიღებს.
NIRI’NARI B2B სექტორს მრავალფეროვან სასპონსორო ურთიერთობას შემდეგი მომსახურებების საფუძველზე სთავაზობს:
ციფრული პროდუქტის შექმნა - ფოტო/ვიდეო ფროდაქშენი; გრაფიკული ვიზუალი, ქოფი;
SM კამპანია
აუთდორ რეკლამა
ინდორ ფლეისმენთი
ღონისძიების მოცულობიდან და NIRI’NARI-ს ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე სპონსორების რაოდენობა მაქსიმუმ 7 ერთეულით განისაზღვრება და მინიმალურ სასპონსორო ღირებულებად 3,000 ლარს განიხილავს.
პარტნიორი კომპანიებიდან მოზიდული ფინანსები სულ ცოტა 21,000 ლარს შეადგენს, რაც თვითღირებულების 30%-ს ფარავს.