მუსიკალური ღონისძიებების სერიის ინიცირებით Litz ფართო და მრავალფეროვან საზოგადოებრივ არეალში აღმოჩნდება, სადაც ბრენდის ფერშეცვლილ პერსონას ფიდის სტრუქტურად დააინტეგრირებს. ციფრული პროდუქტების მიმდევრობით შექმნილ უწყვეტ კომუნიკაციაში ივენთების სერიის პერსონალურ თვისებებს გამოხატავს და მათ სასარგებლოდ - ფინანსების განკარგვის ფუნქციონალებს განმარტავს.
NIRI’NARI-ის მარკეტინგული სტრატეგიის საფუძველი, როგორც სრულ სურათში, ისე კონკრეტულ ქეისში ადგილობრივი ბაზრიდან ფინანსური სარგებლის პროვოცირებაა. მარკეტინგული აქტივობის მიზანს მაქსიმალურად მაღალი რაოდენობის ინდივიდის ქცევაზე იმ ტიპის გავლენის მოხდენა წარმოადგენს, რომელიც ბრენდისადმი ლოიალურობას გაზრდის და ხარჯვის მოტივაციას - ფინანსურ ოპერაციაში დააკონვერტირებს.
*
ლოკალურ ბაზარზე ვირტუალური სივრცის ძირითად ნაწილს სულ რამდენიმე ციფრული მედია ფარავს, რომლებზეც NIRI’NARI-ის ედვერთაიზინგის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი - დაახლოებით - 90% იხარჯება.
სტრატეგიის მთავარ საკომუნიკაციო არხებად Facebook-ი და Instagram-ი განიხილება, თუმცა გაზრდილი ორგანული რიჩის მისაღწევად ციფრული პროდუქტის შესაბამისი ფორმები Tik-Tok-ზეც გავრცელდება.
ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობათა გაზრდის მიზნით ბრენდი საძიებო სისტემის სარეკლამო მომსახურებითაც ისარგებლებს და Google ads-ისთვის დარჩენილ ფინანსურ რესურსს(2K) სრულად აითვისებს.
თითეული ციფრული არხისთვის სხვადსხვა რაოდენობისა და ინტენსივობის კონტენტი შემდეგი პროპორციით განაწილდება:
Facebook - 10-30 პოსტი - budget 8k
Instagram - 5-15 პოსტი - budget: 3k
Tik-Tok - 3-12 პოსტი
Google Ads - budget 2k
ფოტო ფროდაქშენი
ვიდეო ფროდაქშენი,
გრაფიკული ვიზუალი,
ქოფი
ფიდის სტრუქტურის შექმნა
ბიზნეს გეგმაში ციფრული რეკლამირების ბიუჯეტი - 13,000 ლარისგან შედგება.
მოცემული ფინანსური რესურსით სრული მარკეტინგული პერფორმანსი 200 000-ზე მეტი ადამიანის ფიდზე - რამდენჯერმე მოხვედრას შეძლებს და Meta bussines Suit-ის სარეკლამო მომსახურების საშუალო ფასის გათვალისწინებით - ნახევარ მილიონამდე რიჩს დააგენერირებს.
ზრდის ზუსტი გაანგარიშება შეუძლებელია, თუმცა სარეკლამო პოლიტიკის შედეგად ციფრული არხების გვერდებს +1000-3000 გამომწერი შეემატება.
მოცემული გამოხმაურების ტიპები და რაოდენობა ინდივიდუალური ფინანსური ოპერაციების ისეთი ინტენსივობის საფუძვლიან წინაპირობებს ქმნის, რომელიც ბიზნეს გეგმაში დასახული კომერციული ინტერესების გატარებას შეძლებს.