NIRI’NARI-ის პირველი ღონისძიების განხორციელების ტექნიკა რესურსების სრულ მოცულობას მაღალორგანიზაციულ მენეჯერულ სტრუქტურაში ფულის ნაკადებად აწესრიგებს და ადამიანური რესურსის ოპერირების სქემით მართავს.
საწყისი კაპიტალი სულ 2 ძირითად ნაწილად(ფიზიკური განხორცილება; მარკეტინგი) და რისკების პრევენციის ბიუჯეტად იყოფა.
კონსტრუქცია
ფიზიკური განხორციელება ღონისძიების სრული შიგთავსის შექმნას გულისხმობს. გამოყოფილი ბიუჯეტი - ადამიანური რესურსის მართვის, ტექნიკური უზრუნველყოფის, ინტერიერსა და ექსტერიერში შემოქმედებითი სეთ აფების აგებისა და არტისტების ბუქინგისთვის შემდეგი პროპორციით ნაწილდება:
ადამიანური რესურსის მართვა - 4,000ლ
ტექნიკური უზრუნველყოფა - 18,000ლ
სეთ აფების აგება - 5,000ლ
არტისტების ბუქინგი - 21,000ლ
Marketing
ღონისძიების ინფორმაციული იდენტობა ბრენდის პერსონაზე დაფუძნებული მარკეტინგული სტრატეგიით იქმნება, რომელიც ვირტუალური ინფორმაციების გენერაციასა და სამიზნე აუდიტორიამდე მიტანას უზრუნველყოფს. მარკეტინგის მენეჯმენტი სოციალურ პლატფორმებზე მრავალფეროვანი ციფრული კონტენტით პოზიციონირებას, ედვერთაიზინგსა(ციფრული რეკლამა) და მედიასთან ურთიერთობის ორგანიზებას მოიცავს.
ციფრული კონტენტის შექმნა - 0ლ
ედვერთაიზინგი - 13,000ლ
მედიასთან ურთიერთობა - 0ლ
რისკი
პოტენციური რისკების ბიუჯეტი სადაზღვეო ფინანსურ რესურსს წარმოადგენს, რომელიც შესაძლო გაუთვალისწინებელი სცენარებისთვის განიკარგება.
10,000ლ