1) მონაცემების შენახვა Access-ში. (File sharing lock count exceeded. Increase MaxLocksPerFile registry entry.)
ჩვენთვის ცნობილია რომ Access გეომონაცემთა ბაზა ინახავს 2 გბ-მდე მონაცემებს. მისი ეფექტურად გამოყენებისთვის ტიპიური ზომა უნდა მერყეობდეს 250 - 500 მბ-მდე. (Two GB per Access database. The effective limit before performance degrades is typically between 250 and 500 MB per Access database file.) დეტალურად
მიმდინარე პრობლემა წარმოიშვა მიახლოებით ცხრილში ~50 000 ობიექტზე, ბაზის წონა 550 მბ.
შეცდომა წარმოიშვება თუ ბლოკირების რაოდენობა, რომელიც აუცილებელია ტრანზაქციების შესასრულებლად, აჭარბებს მაქსიმალურ რაოდენობის ბლოკირებას ერთ ფაილზე. (The error occurs if the number of locks required to perform a transaction exceeds the maximum number of locks per file.)
ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება Windows ოპ.სისტემის რეგისტრთა ჩანაწერში ცვლილების შეტანით.
Start>run > regedit > ვეძებთ Computer\HKEY_LOCAL_MACHINE\SOFTWARE\WOW6432Node\Microsoft\Jet\4.0\Engines\Jet 4.0 დირექტორიას,
MaxLocksPerFile ვხსნით, Base Decimal-ზე დავაყენოთ და Value data: 9500 დან 15000-ზე გავზარდოთ. OK და მორჩა. ეს პრინციპი ნაცადია X64 ბიტიან სისტემაზე Microsoft Office 2016-ზე და 2019-ზე.
გაითვალისწინეთ ვერსიებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს განსხვავებული დირექტორია რეგისტრში.
დეტალურად განხილული ეს პრობლემა Microsoft-ის ვებ-გვერდზე .