ზოგადი პრობლემები

1) Active X 

Computer\HKEY_CURRENT_USER\Software\Microsoft\Windows\CurrentVersion\Internet Settings\Zones\0  DWORD 32 bit 1201

ვისაც გაწუხებთ Active X ფანჯარა ტულბოქსში, ამოაარქივეთ და გახსენით რეესტრის ფაილი, დაეთანხმეთ 2-ჯერ შემოსულ შეტყობინებას.

წესით და რიგით უნდა გასწორდეს თუ სხვა რამ არ უშლის ხელს.

დაუარქივებელი დაარქივებული


2) Windows photo viewer

Windows 10-ში მოგეხსენებათ Windows photo viewer-ს ჩაენაცვლა Photos პროგრამა. 

თუ გსურთ ისევ დააბრუნოთ სისტემაში ძირითად პროგრამად გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული რეგისტრის ფაილი.

დაუარქივებელი დაარქივებული


3) ქართული უნიკოდირება

მონაცემთა ბაზაში თუ ვწერთ ქართული ასოებით და შემდგომ ვაექსპორტებთ შეიპად, ვიღებთ ატრიბუტულ ცხრილში კითხვის ნიშნებს.

ამის გამოსასწორებლად საჭიროა მხოლოდ ფაილის გაშვება და თანხმობა.

Computer\HKEY_CURRENT_USER\Software\ESRI\Common\CodePage

დაუარქივებელი დაარქივებული

4) ArcGIS ის გატეხილი ვერსიის ინსტალაციის პროცესში ხარვეზი.

ლიცენზიის და კრეკის ჩამატების მომენტში  C:\Program Files (x86)\ArcGIS დირექტორიაზე აგდებდა უფლებების შეცდომას, რით იყო გამოწვეული გაუგებარია. ანგარიში რაც კომპიუტერზე იყო და პროგრამა დააინსტალირა ადმინისტრატორის უფლებებით სარგებლობდა Worgroup ში.

ხარვეზის აღმოფხვრა მოხდა ArcGIS საქაღალდეზე Security პარამეტრებში ამ მომხმარებლის ჩამატება და უფლებების მინიჭების შედეგად.

2018 წელს უნიკოდში ქართულის ზედა რეგისტრის ასოები დაემატა — მთავრული. ხოდა თანდათან ემატება ახალ სისტემებშიც.


პრობლემა ისაა, რომ კომპანიებმა არ გაითვალისწინეს ეს და როგორც ინგლისურში ავტომატურად დიდდება პირველი სიმბოლო წინადადებებში, ქართულშიც იმავეს აკეთებს, ასევე shift-ზე დაწოლისას.


სანამ გაასწორებენ Auto Capitalization უნდა გათიშო, თუ აქვს გასათიში .