1. საბაზისო თეორია
2. კოორდინატები, მათი ტიპები, პროექციები, EPSG კოდი.
3. გეორეფერენცირება:
· ჩარჩოს მოჭრა ტოპოგრაფიულ რუკაზე, სწორი რეფერენცირებისთვის
· ღერძების კოორდინატების ათვლა კილომეტრაჟში(Google Earth)
3.1. ძველი ტოპოგრაფიული რუკის
3.2. ძველი ჩარჩოს არ მქონე ტოპოგრაფიული რუკის (მართკუთხა კოორდინატებით)
3.3. ბადით რეფერენცირება
3.4. ახალი ტოპოგრაფიული რუკის
3.5. საკადასტრო გეგმის
3.6. ძველი სატელიტური სურათის
3.7. Google Earth - იდან ამოჭრილი სურათის
1. შეიპფაილის სტრუქტურა, მისი მაცოცხლებელი ფორმატები
შეიპის ინდექსაციის რეალური მაგალითი ვიზუალურად Open Street Map მონაცემებზე.
2. დიგიტალიზაცია
შრეზე სწორი სახელწოდებების განსაზღვრა
შესაბამისი UTM ზონის შერჩევა მონაცემებისთვის
· საქაღალდეების სტრუქტურის მოწესრიგება პროექტისთვის
3. შეიპფაილის შექმნა და დიგიტალიზებული მონაცემების შენახვა,
4. რა ხდება პროექტში და მის გარეთ როდესაც შეიპის რომელიმე ფაილი იკარგება ან იშლება
5. პროექციის მინიჭება დაკარგულ შრეზე, პროექციის შეცვლა
6. შრეების სტრუქტურის მოწესრიგება პროექტში, პროექტის ფაილის შენახვა.
7. აბსოლუტური და შეფარდებითი პირველწყაროების მცნება და გამოყენება.
· მეცადინეობა 3
- დიგიტალიზაციის გაგრძელება
1. ფონტების ინსტალაცია
2. Basemap XML ის შემოტანა
3. ფლაგინი Quick map services, ჩამოწერა და შენახვა პროექტში. offline ინსტალაცია.
4. სხვა რეპოს აქტივაცია https://plugins.qgis.ge/plugins.xml
5. ვერტექსები, მათი დამუშავება
6. მაგნიტ ბმა და მისი მნიშვნელობა(snapping) Vertex, Segment
7. გეომეტრიული ოპერაციები: ობიექტების შერწყმა, კოპირება(კოპირება და ჩასმა ახალ შრედ), გადატანა, დაჭრა, ბუფერის შექმნა, ვერტექსების რედაქტირება, ობიექტის ბრუნვა
8. გეომეტრიის ცვლილება, ხაზიდან ბუფერის შექმნა.
9. როგორ ვიყენებთ დროებით შრეს, შექმნა და გაკონტეინერება ან ამოშლა, ბუფერის ხაზად გარდაქმნა, ხაზზე წერტილების აგება.
10. სხვადასხვა უფასო საიტებიდან SVG სიმბოლოების ჩამოწერა და გამოყენება, შრის გასტილვა და სტილის შენახვა, სტილის სხვა პროექტში ამოტვირთვა.
11. ინფორმაციის შეტანა ატრიბუტულ ცხრილში შესაბამისი ტიპის ველებში
12. სატესტოდ შრეზე შეტანილი ინფორმაციის წარწერების გამოტანა,
13. ZIP არქივის მნიშვნელობა QGIS - სთვის.
ვექტორული მასალის ჩამოწერა სხვადასხვა წყაროებიდან:
OpenStreetMap,
free spatial data
Diva,
free spatial data
NAPR NSDI
ჩამოწერილი მასალის პროექტში ამოჭრა გადამუშავება..
GPS კოორდინატების შემოტანა. Data Source Manager > Delimited text.
GPS კოორდინატების შექმნა
კოორდინატებიანი ფოტოები
ტოპოლოგია, წესების აგება, ხარვეზების ძებნა, ხარვეზების დახარისხება, დოკუმენტაცია დეტალების გასათვალისწინებლად.
2 შრის შერწყმა, გეოდამუშავებით, ან მონაცემების კოპირებით ერთიდან მეორეში
შრის გადუბლირება პროექტში, საჩვენებელ ვარიანტში შრის სახელწოდების გადარქმევა ქართულ წარწერად, სიმბოლოების შენახვა.
საბაზისო რუკები HCMGIS; Basemaps.xml; osm; Portable basemap server; sasplanet
- დიგიტალიზაციის გაგრძელება
1. გეომონაცემთა ბაზები, mdb, gdb, GeoPackage, SQLite, XML, GeoJSON + DBMS Management
2. DB Toolbar, ახალი ბაზის შექმნა, პროექტში არსებული(ან პროექტის გარეთ) შრეების იმპორტი ბაზაში, Package layers ხელსაწყო Processing Toolbox - იდან, პირველწყაროების გასწორება(Handle Unavailable Layers - Repair data source)
3. ატრიბუტული ცხრილი
4. OBJECTID მნიშვნელობა, ავტოგენერაცია და გამოყენება, შედარება Shapefile-თან. მონაცემთა ტიპები და ველის პარამეტრები.
5. სვეტების შექმნა, სვეტების მოკლე სახელწოდებები, მარტივი მონიშვნების გამოხატვები, ინფორმაციის შეტანა და შრეების დუბლირება, მათი სიმბოლიზირება და კატეგორიზაცია ინფორმაციის მიხედვით. რა ხდება თუ Feature Attributes კატეგორია არ განისაზღვრა ვიზუალურად და ატრიბუტებში, კატეგორიის ამოშლა ან ჩამატება.
6. შრის სტილის შენახვა და ამოტვირთვა იმავე პროექტში, ან პროექტის გარეთ.
7. XY კოორდინატები, ფართობი, პერიმეტრი, სიგრძე, ვადარებთ ArcGIS გარემოს ქართულ ბაზარზე გამოსაყენებლად. ავტომატური დაანგარიშება.
8. გამოხატვის ფორმულები
ელიფსოიდით:
$length -
$area -
$perimeter
$x
$y
შრეზე მინიჭებული საკოორდინატო სისტემით (ამ შემთხვევაში ჩვენთვის სასურველი UTM ზონით.):
length($geometry)
area($geometry)
perimeter($geometry)
X($geometry)
Y($geometry)
9. Add X/Y fields to layer კოორდინატების ავტომატურად დამატება ატრიბუტულ ცხრილში
Add geometry attributes
10. Package (map, data)პრინციპები QGIS - ში.
მეცადინეობა 6
- დიგიტალიზაციის გაგრძელება
1. SQL ენა, სტანდარტული ბაზიდან პრაქტიკული მაგალითები,
Select, Select Distinct, Where, Order By, And, Or, Not, Insert into, Null Values, Like:
2. სივრცითი და ატრიბუტული მონიშვნები.
3. Vector Selection Toolbox როგორ ვიყენებთ საჭიროებისამებრ.
- დიგიტალიზაციის გაგრძელება
1. Geoserver
WMS/WFS სერვისების აწყობა დიგიტალიზაციის დავალებაში არსებული მასალით, გარჩევა და მათი გამოყენება დანიშნულებისამებრ.
2. Geonode
საიტზე რეგისტრაცია და საკუთარი მასალის განთავსება, რუკის შედგენის საკითხები.
3. GeoNetwork
GeoNetwork ქართულ დაუცხოურ რესურების მქონდე მონაცემთა კატალოგში ინფორმაციის მოძიება, ინფორმაციის მიღება და გამოყენება.
1. რასტრები, მათი გამოყენება:
1. აეროფოტოგადაღება, ჭეშმარიტი აეროფოტო(True Ortho), აეროკოსმოსური სურათი, მათი შედარება, რასტრების გარჩევადობა, პიქსელის მეხსიერება, რასტრის ჩარჩო, ელექტრომაგნიტური სპექტრი, უკონტაქტო დაკვირვების(Remote Sensing) ელემენტები : რასტრის არხები და ინდექსები(NDVI, NBR).
2. რელიეფი, რელიეფის ტიპები, გარჩევადობა.
რადარული, ტოპოგრაფიული, სატელიტური სურათის სტერეო წყვილებით, ლიდარის რელიეფები.
3. რელიეფის ჩრდილი, ექსპოზიცია, დახრილობა, ტრიანგულაციის არარეგულაციური ქსელი.
- დიგიტალიზაციის გაგრძელება
1. მეტამონაცემები(მონაცემები მონაცემების შესახებ (data about data))
5. სივრცითი მონაცემების ერთიანი ინფრასტრუქტურა ევროკაშირის ქვეყნებისათვის.( INSPIRE - INfrastructure for SPatial InfoRmation in the European Community)
6. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის პროექტი. (NSDI)
2. სტატისტიკური საბაზისო ინფორმაციის მიღება ატრიბუტული ცხრილის კონკრეტული სვეტებიდან ხელსაწყოს დახმარებით.
3. სანიშნეები პროექტში სივრცითი მონაცემებისთვის.
4. დროის ხელსაწყო, სივრცე-დროითი მონაცემების ვიზუალიზაცია.
5. KML,GML, Json,TAB ფორმატები, მარტივი ვებ-რუკის აწყობა.
დიგიტალიზაციის გაგრძელება
1. გაფორმების რეჟიმი(Layout)
2. რუკის კომპოზიციის ელემენტები: ჩრდილოეთის ნიშანი, პირობითი აღნიშვნები, რუკის სათაური, საკოორდინატო ბადე, შაბლონის შექმნა და სხვა პროექტში ამოტვირთვა, დამატებითი ელემენტები და ბეჭდვა.
მეგობრებო თუ გავლილი კურსის შემდეგ გსურთ უბრალო სერტიფიკატის მიღება მაშინ დეტალურად კარგად წაიკითხეთ რაც წერია ქვემოთ, თუ არა დროს ნუ დახარჯავთ
დარეგისტრირდით https://www.linkedin.com/
რეგისტრაციის შემდეგ გარკვეული დრო ჭირდება გაძლევთ შემოთავაზებას პრემიუმ ვერსიისას.
ჩართავთ და აქტივაციის დროს საბარათე მონაცემების შეყვანას მოგთხოვთ, პრემიუმ ვერსია შემოთავაზებული უფასოა, შეიტანეთ მონაცემები და ის დღე ჩაინიშნეთ კალენდარში, 30 დღე გაქვთ ვადა. (29 დღის შემდეგ გააუქმეთ "საბსრიფშენი", თორემ მოგაჭრით 47.19 $ ბარათიდან და უკან არ დაგიბრუნებენ)
https://www.linkedin.com/learning/?trk=nav_neptune_learning& სასწავლო პლატფორმაზე რა კურსსაც ნახავთ ყველაფრის გავლა შეგიძლიათ რასაც მოასწრებთ მათ შორის QGIS
https://www.linkedin.com/learning/learning-qgis-2
მოუსმენთ, გაივლით, შეგიძლიათ დავალებებიც შეასრულოთ. დასრულებისას სერტიფიკატს მიიღებთ და ჩამოწერაც შეგიძლიათ. იგი ებმის თქვენს ლინკდინ პროფილს, ვინმე თუ გესტუმრებათ პროფილზე ნახავს თქვენს ამ მხრივ აქტივობას. სერტიფიკატი შეგიძლიათ მიაბათ hr.gov.ge ან სხვა პლატფორმების რეზიუმეს..
ლინკდინ პლატფორმა საქმიანი, სამსახურეობრივი ძებნის სოც ქსელის გარემოა
https://www.linkedin.com/in/ezdanapak/
შეგიძლიათ ჩემი პროფილი დაათვალიეროთ და ანალოგიური შექმნათ, გამოგადგებათ.
ოფიციალური QGIS . org ის ასოციაციისგან სერტიფიკატის აღება თუ გსურთ მაშინ წაიკითხეთ მედიუმის ტოპიკი
თუ რამეს ვერ გაიგებთ მკითხეთ ან დამირეკეთ დაგეხმარებით...
--------------------------------------------------
QGIS საბაზისო კურსი იხსნება!
თუ გინდა, OpenSource GIS-ის სამყაროს ჩემთან ერთად გაეცნო — წაიკითხე ბოლომდე
რას მიიღებ კურსზე:
პრაქტიკულ დავალებებს და მათზე ინდივიდუალურ უკუკავშირს
საჭირო პრეზენტაციებს, პოსტერებსა და დოკუმენტაციას
შეხვედრების ვიდეო ჩანაწერებსა და დამხმარე წიგნებს
სასწავლო მასალა უკვე ხელმისაწვდომია: https://osdoc.qgis.ge/
სილაბუსი შედგენილია საუნივერსიტეტო და მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილებით. დეტალები იხილე აქ: https://bit.ly/4gPtcI4
როგორ ჩატარდება?
ხანგრძლივობა: სულ 10 სამეცადინო შეხვედრა
გრაფიკი: კვირაში 2–3 შეხვედრა
ინტენსივობა: 1–1.5 საათი (თემატიკიდან გამომდინარე)
ფორმატი: ონლაინ, Google Meet-ში
დაწყების თარიღი: 20 ივლისი, 2026
რაში დაგეხმარები?
პროგრამული უზრუნველყოფა: QGIS-ის, Google Earth-ისა და საჭირო დანამატების (Plugins) სწორად ინსტალაციაში.
პრაქტიკა: დავალებების შესრულებასა და ხარვეზების გარჩევაში.
ინფორმაცია: სად და როგორ მიიღო GIS სიახლეები (ფორუმები, სოც. ქსელები).
სერტიფიცირება: სწორი მიმართულების მიცემაში ოფიციალური თუ არაოფიციალური სერტიფიკატის ასაღებად (თავად ვარ QGIS ასოციაციის მიერ სერტიფიცირებული —https://bit.ly/4gkHkZN).
სად გამოგადგება ეს ცოდნა?
საჯარო სექტორში (თბილისის მერია, საჯარო რეესტრი, გარემოს ეროვნული სააგენტო), კერძო კომპანიებში, საუნივერსიტეტო თუ კვლევით საქმიანობაში. კურსის განმავლობაში ისწავლი სივრცითი მონაცემების მოპოვებასა და დამუშავებას როგორც ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურიდან (NSDI - განსაკუთრებით ქართული ბაზრისთვის), ისე საერთაშორისო წყაროებიდან.
რა დაგჭირდება კურსისთვის?
სამუშაო კომპიუტერი და მაუსი (თაგვი)
დათმობილი დრო და მონდომება მეცადინეობისთვის
კურსის საფასური: 500 ₾
დამიკავშირდი და ჩაეწერე:
WhatsApp: 579 32 06 18
ელ-ფოსტა: kapan.gio777@gmail.com
1. კურსის საფასური და გადახდის წესი
კურსის სრული ღირებულებაა 500 ₾, რომელიც გადაიხდება ორ ეტაპად:
პირველი ეტაპი — 250 ₾: კურსის დაწყებამდე.
მეორე ეტაპი — 250 ₾: პირველი 5 შეხვედრის დასრულების შემდეგ, მე-6 შეხვედრამდე, იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე აგრძელებს კურსს.
2. მონაწილეობის შეწყვეტა
კურსის დაწყებამდე ან მისი მიმდინარეობისას მონაწილემ კურსზე უარის თქმის შესახებ ორგანიზატორს წერილობით უნდა აცნობოს.
მონაწილის პირადი გადაწყვეტილებით კურსის შეწყვეტის შემთხვევაში უკვე გადახდილი თანხის დაბრუნება არ ხდება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. მეორე ეტაპის საფასური
თუ მონაწილე პირველი 5 შეხვედრის დასრულების შემდეგ გადაწყვეტს კურსის გაგრძელებას, ვალდებულია გადაიხადოს მეორე ეტაპის საფასური — 250 ₾, მე-6 შეხვედრამდე.
თუ მონაწილე გადაწყვეტს კურსის შეწყვეტას, მას აღარ ექნება დარჩენილ შეხვედრებში მონაწილეობისა და მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი ახალი სასწავლო მასალებისა და ვიდეოჩანაწერების მიღების უფლება.
4. სასწავლო მასალები და ვიდეოჩანაწერები
კურსის ფარგლებში მონაწილეს მიეწოდება სილაბუსითა და კურსის პირობებით განსაზღვრული სასწავლო რესურსები.
მონაწილეობის შეწყვეტის შემდეგ ახალი მასალები და ვიდეოჩანაწერები აღარ მიეწოდება იმ ეტაპისთვის, რომლის მომსახურებასაც მონაწილე აღარ იღებს. უკვე მიწოდებული მასალების გამოყენება რეგულირდება წინასწარ გაცნობილი პირობებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
5. ორგანიზატორის მიერ კურსის გაუქმება
თუ კურსი ორგანიზატორის მიზეზით გაუქმდება, თანხის დაბრუნება ანაზღაურების სხვა ფორმა განისაზღვრება გაუწეველი მომსახურების მოცულობისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. პირობების გაცნობა
რეგისტრაციამდე მონაწილეს მიეწოდება კურსის სილაბუსი, შეხვედრების გეგმა, საფასურის გადახდის წესი და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მონაწილე ადასტურებს, რომ გაეცნო აღნიშნულ პირობებს.
ეს პირობები არ ზღუდავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მომხმარებლის უფლებებს.
სილაბუსი მოწოდებულია ბმულზე ჩაშლილი დეტალებით : https://sites.google.com/view/gisgeo/courses/qgis-courses/basic-course
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილე მიიღებს რეკომენდაციებს შემდგომი სწავლისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით.
რეკომენდაციები მოიცავს:
LinkedIn Learning — QGIS-ისა და GIS-ის უფრო სიღრმისეული თემების შესასწავლად.
Udemy — დამატებითი პრაქტიკული კურსებისა და სპეციალიზებული მიმართულებების გასაცნობად.
QGIS.org-ის ოფიციალური სერტიფიცირების პროგრამა — ინფორმაციის მიღებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მონაწილემ გაიაროს ოფიციალური სერტიფიცირების პროცესი.
თავად ვარ QGIS-ის ოფიციალური სერტიფიცირების პროგრამასთან დაკავშირებული სერტიფიკატის მფლობელი და მონაწილეებს პირადი გამოცდილების საფუძველზე გავუზიარებ ინფორმაციას სერტიფიცირების გზის, საჭირო ნაბიჯებისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობების შესახებ.
მნიშვნელოვანია: აღნიშნული კურსი არ გასცემს სერტიფიკატს. QGIS.org-ის ოფიციალური სერტიფიკატის მიღება დამოკიდებულია შესაბამის სერტიფიცირების პროგრამაში მონაწილეობისა და დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე.
-------------------------------------------------------------------------------------------------------
იხილეთ პირველი შეხვედრის მასალები დალაგებული.
პრეზენტაციები არის აქ
GIS-II.კოორდინატები.პროექციები
Google Earth ალტერნატივა პროგრამა GeoLibre (ახლავე იცნობდეთ, მომავლის პროგრამაა..)
QGIS დანამატების ვებ-გვერდი
Coordinate Systems Worldwide
გეორეფერენცირების დავალების პრაქტიკულის ახსნა
რა არის გეოიდი და ელიფსოიდი (თეორია) ასევე დატუმი
ვიდეო ჩანაწერი , წიგნი, ტოპო რუკა.
საღამომშვიდობის,
იხილეთ მეორე შეხვედრის მასალები დალაგებული.
სილაბუსი მეცადინეობა 2
პრეზენტაციები არის აქ
ESRI Wikipedia
Shapefile Wikipedia
ESRI Shapefile — ტექნიკური სპეციფიკაცია
Medium დაინახეთ ის რასაც სხვები ვერ ხედავენ
Doctor halo
Google maps Streetview
ბილიკები - დირექტორია
C:\Users\K\Desktop\QGIS\QGIS2 path აბსოლუტური - absolute
..\QGIS\QGIS2 path შეფარდებითი - relative
OSM საქართველოს შეიპფაილები
დიგიტალიზაცია - თეორია
დიგიტალიზაცია - დავალება
QGIS პროექტის ფაილები
შევინახოთ ფაილი როგორც
ვიდეო ჩანაწერი , PDF მასალა (საკადასტრო გეგმების UTM ზონების განსხვავებებით)