ასოციაცია-ბიოს წევრობის განაცხადი

"ასოციაცია-ბიოს" წევრობის განაცხადი 2021"ასოციაცია - ბიო" დაარსდა 2013 წელს. მისი დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ხათუნა გოგალაძეა. გამგეობის წევრები:შორენა ქურდაძე, მარინა ჯალიაშვილი, ირმა ავალიანი, მარინა ჭელიძე. გ ა ხ დ ე ასოციაციის წ ე ვ რ ი ნიშნავს შემოუერთდე პროფესიონალთა გუნდს, მიიღო საჭირო მასალა და დროული ინფორმაცია. საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან გაიცნო კოლეგა და ითანამშრომლო მასთან. ორგანიზაციის მიერ ელ.ფოსტაზე მიღებული ყველა რესურსი გამოიყენო პროფესიული ზრდისთვის. ორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნა ბევრი საინტერესო მოდული საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისთვის, მათ შორის ბიოს ყველაზე საამაყო მოდული "მარტივი ექსპერიმენტები", რითაც საქართველოს რეგიონის მასწავლებლებმა იაფფასიან ტექნოლოგიებზე დაყრდნობით დანერგეს სახალისო ექსპერიმენტები საგაკვეთილო პროცესში. ორგანიზაციამ შეექმნა მასწავლებლებისათვის, როგორც ტესტური დავალებების კრებული, ასევე მეთოდური სახელმძღვანელოები და რამდენიმე მეთოდური სტენდური პლაკატი. ორგანიზაციამ დაარსებიდან პირველივე წელს, ბიოლოგებს შესთავაზა მასტერკლასი - "როგორ შევქმნათ საბუნებისმეტყველო კლუბი", როგორც არაფორმალური განათლების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ასოციაცია-ბიოს დამფუძნებელმა წევრებს შესთავაზა კლუბური სწავლების მეთოდიკა და მისი გზამკვლევი, ევროპული გამოცდილება გაუზიარა საქართველოს რამდენიმე რეგიონის მასწავლებლებს. ბიოს ფარგლებში მასწავლებლები ხვდებიან მათ საყვარელ პროფესორ-მასწავლებლებს, საინტერესო და მონატრებული ლექციების მოსასმენად. ბიოს წევრების მოსწავლეთათვის ეწყობა სხვადასხვა სახის საინტერესო კონკურსები საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით. ბიოს ფარგლებში ასოციაციის წევრ მასწავლებლები არაერთხელ დაესწრნენ საინტერესო მასტერკლასებს ექსპერიმენტორიუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოხედვასა" თუ "გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის" მიერ მომზადებულ სამუშაო შეხვედრებს. ორგანიზაციამ ორჯერ მოიპოვა მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გრანტი ბიოლოგებისთვის, რომლის ფარგლებში ყველა სამუშაო შეხვედრა დაფინანსდა და მასწავლებლებს მიეცათ საშუალება მიეღოთ სერტიფიკატი სქემის ფარგლებში - ("1 კრედიტი"). ორგანიზაციამ მოაწყო კ ო ნ ფ ე რ ე ნ ც ი ა “ბიოლოგიის მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარება თანამშრომლობისთვის", როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს მასწავლებლებისთვის. https://association-bio.blogspot.com/ ბიოს წევრებს პირად მაილს გადაეგზავნებათ: 2021 წლიდან ესგ-ს მიხედვით ყველა კლასში ყველა თემატური ერთეულის საჭირო მასალა და რესურსი. დამატებითი სამუშაოები არაფორმალური სწავლებისთვის. მასალებს მასწავლებლები გამოიყენებენ როგორც პირისპირ, ასევე დინსტანციური სწავლებისას. გახდი ასოციაცია-ბიოს წევრი და გაუსწარი დროს!