2022 წლის ტრენინგები

მარტის თვის ტრენინგები


1. განმავითარებელი შეფასება, უკუკავშირი და რეფლექსია

6 მარტი, 11:00 საათი (4 საათი)


მასწავლებლები განიხილავენ სხვადასხვა ტიპის გაკვეთილებისათვის შექმნილ განმავითარებელ რუბრიკას, შექმნიან და დაეუფლებიან სხვადასხვა ტიპის შეფასების რუბრიკის გამოყენებას მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასებისათვის, გაეცნობიან სხვადასხვა ტიპის გაკვეთილის რეფლექსიებს, გააფორმებენ დოკუმენტურად სანიმუშო გაკვეთილებს. გადაეგზავნებათ ელექტრონულად მასალები.


სარეგისტრაციო:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSczarfbc_dI4Q7kOjqyxVTCufZB5ehxXyI7yfgGYBj2PQBfNQ/viewform



2. მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებებისა და პრობლემების შესაბამისი კვლევის დაგეგმვა

(12 მარტი, 11:00 საათი (4 საათი)

ტრენინგზე განხილული იქნება: კვლევის დაგეგმვა: • პრობლემის იდენტიფიცირება. • კვლევის ინსტრუმენტების შერჩევა/შემუშავება. • ინფორმაციის/მონაცემების შეგროვება. • ინფორმაციის/მონაცემების დამუშავება და გაანალიზება. • რეკომენდაციების შემუშავება.

შემოთავაზებული იქნება მაგალითები, ნიმუშები. მსმენელებს მასალები გადაეგზავნებათ ელექტრონულად.

ეს ტრენინგი დაეხმარებათ მასწავლებლებს წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის ჩასაბარებლად პროფესიულ უნარებში, რომელიც მოიცავს აღნიშნულ საკითხებს.

სარეგისტრაციო:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdhs5UNspmlf61Wav2sGGl4cHg_Fgbm1XjXMRSNFtMj2QWTjw/viewform