ყველა მებაღე და მოაგარაკე საკუთარ მიწის ნაკვეთზე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანაზე ოცნებობს. სამწუხაროდ, დაავადებების და მავნებლების გამო მებაღეები ხშირად იძულებულნი ხდებიან სხვადასხვა ქიმია გამოიყენონ. ეს კი არამხოლოდ ბუნებას, არამედ ადამიანის ჯანმრთელობას უზარმაზარ ზიანს აყენებს.
ჯერ კიდევ 1995 წელს აკადემქალაქში ნოვოსიბირსკელმა მეცნიერებმა მცენარეების ზრდის უნიკალური სტიმულატორი შეიმუშავეს, რომელიც წიწვის ექსტრაქტის ბაზაზე იყო დამზადებული. მან ყველა ლაბორატორიული და საველე გამოცდა გაიარა და აი უკვე 20 წელზე მეტია წარმატებით გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, კერძო დამხმარე მეურნეობებსა და სახლის მეყვავილეობაში.
ადიუვანტ ფლორაბისის გამოჩენამ წიწვის ბიოპრეპარატების შემდეგი თაობების გამოყენების საშუალება მოგვცა. ფლორაბისში გაერთიანებულია უახლესი სამეცნიერო მიღწევები და მისი გამოყენება არამხოლოდ მცენარეების ზრდის და განვითარების სტიმულაციისთვის, არამედ მცენარეების დამცავი საშუალებების, დაავადებებისგან და მავნებლებისგან დაცვის მოქმედების გასაძლიერებლად, მცენარეების მოსავლიანობის ასამაღლებლად შეიძლება, განსაკუთრებით გვალვის, სუსხის, ტემპერატურათა სხვაობის და სხვა არახელსაყრელ პირობებში.
ფლორაბისის რამდენიმე წვეთსაც კი სასწაულის მოხდენა შეუძლია:
თქვენი მცენარეები ყოველთვის მწვანე და ჯანსაღი იქნებიან!
არეგულირებს მცენარეების ზრდასა და განვითარებას, ადიდებს ყვავილობის ენერგიას და მოსავლიანობას
იცავს სტრესისგან, ახდენს ფუნგიციდურ და რეპელენტურ მოქმედებას
ზრდის მცენარეების დამცავი საშუალებების ეფექტურობას და ამით ამ საშუალებების გამოყენების აუცილებლობას ამცირებს
იცავს გვალვისგან
იცავს სუსხისგან
იცავს დასიცხვისგან
იცავს ჩაწოლისგან
იცავს გაჭიმვისგან
იცავს დეფორმაციისგან
თავიდან აცილებს და იცავს დაავადებებისგან
იცავს მავნებლებისგან
ზრდის მცენარეების დამცავი საშუალებების ეფექტურობას
ძირითადი უპირატესობები:
აქვს სისტემური მოქმედება;
აქვს სრულად ნატურალური შემადგენლობა;
ამცირებს ქიმიური პესტიციდების გამოყენების აუცილებლობას;
იდეალურია ორგანული მიწათმოქმედებისთვის;
ადვილად იშლება და არ აბინძურებს გარემოს;
აქვს ხარჯვის დაბალი ნორმები და დაბალი ფასი;
აერთიანებს ადიუვანტის, ზრდის მარეგულირებლის, რეპელენტისა და ფუნგიციდის თვისებებს.
ადიუვანტის თვისებები:
უზრუნველყოფს მუშა ხსნარის მცენარის ზედაპირთან ეფექტურ მიკვრას;
აუმჯობესებს მუშა სითხის მცენარეების ზედაპირზე ეფექტურ გადანაწილებას;
ზრდის პრეპარატების შეღწევადობას მცენარეების კუტიკულის მეშვეობით;
ამცირებს მუშა სითხის ქარით წაღებას მცენარეების შეწამვლის დროს;
ხელს უშლის მუშა სითხის გაშრობას და კრისტალიზაციას.
დამატებითი თვისებები:
არეგულირებს მცენარეების ზრდას და განვითარებას;
ადიდებს ყვავილობის ენერგიას და მოსავლიანობას;
ხელს უშლის მახინჯი ნაყოფის წარმოქმნას;
ზრდის სუსხის, გვალვის, დამარილიანებისადმი გამძლეობას;
იცავს დაავადებებისგან და მავნებელ მწერებისგან.
ფლორაბისი აერთიანებს ადიუვანტის, მცენარეების ზრდის და განვითარების მარეგულირებლის და დაავადებებისგან და მავნებლებისგან დამცავი საშუალებების თვისებებს. მისი გამოყენება შეიძლება როგორც ცალკე, ზრდის და განვითარების აქტივაციისთვის, ყვავილობის ენერგიის გასაძლიერებლად, მოსავლიანობის და დაავადებებისადმი გამძლეობის გასადიდებლად, ასევე ქიმიური პესტიციდების და აგროქიმიკატების დანამატის (ადიუვანტის) სახით, ამ უკანასკნელების ეფექტურობის გასაზრდელად, ქიმიური პრეპარატების დოზების და გამოყენების ჯერადობის, ასევე დასაცავი მცენარის ქიმიური დამუშავებებით გამოწვეული სტრესის შესამცირებლად.
ფლორაბისი დამზადებულია ციმბირული სოჭის, Abies sibirica Ledeb, ექსტრაქტისგან. ამასთან, ექსტრაქტის მისაღებად ნედლეულად გამოყენებულია ხის მწვანილი, რომელიც წარმოადგენს წიწვის, კვირტების და 15 სმ-მდე სიგრძის ნორჩი ყლორტების ნარევს.
ხის მწვანილი არის კარგად ცნობილი ნედლეული, რომელიც გამოიყენება ვიტამინის ფქვილის წარმოებისთვის, რომელიც თავის მხრივ გამოიყენება როგორც საკვები დანამატი მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში. ხის მწვანილისგან ექსტრაქციის გამოყენებით ასევე მიიღება სხვადასხვა ტყე-ქიმიური პროდუქტი: ეთერზეთები, წიწვის ცვილი, პროვიტამინების კონცენტრატი, წიწვის ქლოროფილ-კაროტინის პასტა, წიწვის ნატრიუმის ქლოროფილინი. ამ პროდუქტებს კოსმეტოლოგიაში, კვების მრეწველობასა და ფარმაკოლოგიაში იყენებენ. ამასთან, ხის მწვანილი არის ხელმისაწვდომი და შედარებით იაფფასიანი ნედლეული, რადგან წარმოადგენს ტყესაკაფის წარმოების მრავალტონიან ნარჩენებს. ხის მწვანილის გადამუშავების პროდუქტები (ექსტრაქტები) ნაკლებად საშიშ, პრაქტიკულად უსაფრთხო ნივთიერებებს მიეკუთვნებიან (საფრთხის მე-4-მე-5 კლასი ГОСТ 12.1.007-ის მიხედვით), იწვევენ კანისა და ლორწოვანი გარსების მსუბუქ გაღიზიანებას, ცეცხლსაშიში არ არის.
ხის მწვანილის ჯამური ექსტრაქტი, რომელიც შემდეგი ქიმიური შემადგენლობით ხასიათდება:
ცხიმმჟავების შემცველობა - 30-დან 50%-მდე
ტერპენის მჟავების შემცველობა - 30-დან 40%-მდე
ნეიტრალური ლიპიდების შემცველობა - 6-დან 9%-მდე
პოლარული ნახშირწყლების შემცველობა - 1-დან 4%-მდე
აქროლადი კომპონენტების და წყლის შემცველობა - 10%-მდე
ექსტრაქტის მიღების შემდგომ ხდება მისი ასაპვნა, ეთერიფიკაცია და მიკროელემენტების მარილებთან ურთიერთქმედება. ხორციელდება ექსტრაქტის ნორმალიზება ტრიტერპენის მჟავების შემცველობის თვალსაზრისით, მისი მაემულგირებელი თვისებების შემოწმება, რის შემდეგაც ხორციელდება ადიუვანტის სამომხმარებლო შეფუთვებში დაფასოება, მარკირება და საწყობზე ან სავაჭრო ქსელში გაგზავნა.
ტრიტერპენის მჟავები ცნობილია 1938 წლიდან, მაგრამ სამეცნიერო და პრაქტიკული ინტერესი ტრიტერპენის მჟავების მიმართ წარმოიშვა, როცა XX საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში აღმოჩენილ იქნა ტრიტერპენის მჟავების მცენარეების ზრდის მასტიმულირებელი თვისება (ჩეკუროვი ვ.მ. და სხვ., 1994, ჩეკუროვი ვ.მ. და სხვ., 1998). რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილებაში ციმბირული სოჭის, Abies sibirica Ledeb, ხის მწვანილისგან მიღებული ტრიტერპენის მჟავების ბაზაზე შემუშავებულ იქნა ზრდის მასტიმულირებლების რამდენიმე პრეპარატული ფორმა, რომლებსაც გააჩნდათ ფუნგიციდური აქტივობა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს აპრობაცია ტექნიკურ, სამწვანილე, ბოსტნეულ, მარცვლეულ, მარცვლეულ-პარკოსან, კენკროვან და ხეხილის კულტურებზე.
ცხიმმჟავები და ცვილები წარმოადგენენ ადიუვანტის მასტრუქტურირებელ (შემავსებელ) კომპონენტებს და მის ძირითად ტექნოლოგიურ (მაემულგირებელ) თვისებებს უზრუნველყოფენ, კერძოდ: პესტიციდების თანაბარ განაწილებას ავზის ნარევების მთელ მოცულობაზე, ამაღლებენ პესტიციდების ადჰეზიას (მიკვრას) მცენარეების ზედაპირზე. ამის გარდა ეს კომპონენტები წარმოადგენენ მცენარეების ცვილოვან გარსების ანალოგს. ისინი მცენარეების ზედაპირზე გამძლე გამოურეცხავ აპკებს ქმნიან, რომლებიც ხელს უშლიან მცენარეების გახმობას, ხოლო ტერპენის მჟავები, სტერინები, პოლიპრენოლები, ქლოროფილი და ფენოლის ნაერთები, რომლებსაც წიწვის ექსტრაქტი შეიცავს, გვალვისგან, სუსხისგან, მავნებელი ორგანიზმებით დაზიანებისგან დამატებით დამცავ ეფექტს უზრუნველყოფენ, რის შედეგად იზრდება მოსავლიანობა და მიღებული სასაქონლო პროდუქციის რაოდენობა.
მიკროელემენტები. საბაზო კომპლექტაციის ადიუვანტის შემადგენლობაში შედის ორვალენტიანი სპილენძის იონები (Cu2+), რომლებიც წარმოქმნიან მყარ მარილებს და კომპლექსებს ციმბირული სოჭის ტრიტერპენის მჟავებით. სპილენძის მარილების არსებობა უფრო ძლიერ ინსექტო-ფუნგიციდურ ეფექტს უზრუნველყოფს, რადგან სპილენძის მარილები (სპილენძის შაბიამანი, სპილენძის ქლორჟანგი და სხვა) ფართოდ ცნობილ ფუნგიციდებს წარმოადგენენ. ადიუვანტის შემადგენლობაში სხვა მიკროელემენტებიც შეიძლება იყოს: თუთია (Zn), რკინა (Fe), კობალტი (Co), მანგანუმი (Mn), მოლიბდენი (Mo) და სხვა, რაც ადიუვანტის როგორც მიკროსასუქის გამოყენების დარგს მნიშვნელოვნად აფართოებს.
ბრასინოსტეროიდები - ეს არის სტეროიდების კლასის სტრესის ფიტოჰორმონები, რომელთა მოქმედება მიმართულია მცენარეების ადაპტოგენური თვისებების მხარდასაჭერად. ბრასინოსტეროიდების მოქმედება განსაკუთრებით კარგად არახელსაყრელ პირობებში გამოვლინდება: დაბალი ტემპერატურების, სუსხის, დატბორვის, გვალვის, ნიადაგის დამარილიანების, დაავადებებით და მავნებლებით დაზიანების, პესტიციდების მოქმედების და ა.შ. პირობებში.
ქლოროფილი - ეს არის მცენარეების მწვანე პიგმენტი, რომელიც ფოტოსინთეზზე პასუხობს. დადგენილია, რომ ქლოროფილის მიკროდოზებსაც კი შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაახანგრძლივონ ვეგეტაციის პერიოდი და გაზარდონ ფოტოსინთეზის აქტივობა, რაც მცენარეების ვიზუალზე ისახება: ისისნი უფრო მწვანედ და ახალგაზრდად გამოყურებიან.
ფლავონოიდები - ეს არის პოლიფენოლების კლასის ბუნებრივი პიგმენტები. მათი დანიშნულებაა მცენარეული უჯრედების ულტრაიისფერი გამოსხივებისგან და თავისუფალი რადიკალებისგან დაცვა, მათ გააჩნიათ ადაპტოგენური მოქმედება, მარტივად წარმოქმნიან მტკიცე ქელატურ ნაერთებს ლითონების, კერძოდ კობალტის, მანგანუმის, სპილენძის, რკინის, თუთიის და სხვა იონებთან, რაც ხელს უწყობს მცენარის ზედაპირზე მიკროელემენტების კომპლექსის შეკავებას და ამით ვეგეტაციის სეზონის განმავლობაში მცენარეების არაფესვურ გამოკვებას უზრუნველყოფს.
პოლიპრენოლები - ეს არის ვირუსსაწინააღმდეგო აგენტები, რომლებსაც უკვე ფართოდ იყენებენ ვეტერინარიაში. ისინი ასევე აქტიურია მცენარეების იმ ვირუსების მიმართ, რომლებიც ხშირად იწვევენ ჯიშების გადაგვარებას. ამიტომ ვირუსსაწინააღმდეგო დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცენარეების ვეგეტატიური გამრავლების დროს: ბოლქვების, ლერწების და კვირტით მყნობის მეშვეობით.
ადიუვანტის წარმოება ხორციელდება წიწვოვანების ხის მწვანილისგან მიღებული ექსტრაქტის ბაზაზე დამზადებული კომბინირებული შემადგენლობის მქონე ზედაპირულ-აქტიური ნივთიერებების (ზან) კონცენტრატის სახით, და მისი ნორმირება ხდება ტრიტერპენის მჟავების შემცველობის მიხედვით.
ადიუვანტის ყველა შემადგენელი ნივთიერება ბუნებრივი წარმოშობისაა, გააჩნია გამოხატული ლიპოფილურობა და მცენარეების ზედაპირზე გამძლე გამოურეცხავი აპკების წარმოქმნის უნარი, რომლებსაც შეუძლიათ პესტიციდების და აგროქიმიკატების შეკავება. ამასთან, ეს აპკები წარმოადგენენ მცენარეების კუტიკულის ბუნებრივი ცვილოვანი გარსების ანალოგს და ამიტომ ბიოდესტრუქციას განიცდიან და გარემოს არ აბინძურებენ.
для защиты ~ 0.1%
для стимуляции роста ~ 0.05%
для обеззараживания почвы ~ 0.025%
для замачивания семян и посадочного материала ~ 0.025%
1 მლ ~ 30 წვეთი
(ახალი შეფუთვა დოზატორით)
უკეთესია ფლორაბისი ცოტა რაოდენობის თბილ წყალში გახსნათ (40 - 80℃), შემდეგ კი მიღებული ხსნარი მუშა მოცულობამდე მიიყვანოთ. საველე პირობებში, თბილი წყლის არარსებობის დროს, დედახსნარს ამზადებენ, ტოვებენ 30 წუთით ფლორაბისის კომპონენტების სრულ გახსნამდე, ხოლო შემდეგ დედახსნარს ჰომოგენეზატორის მეშვეობით ავზის ნარევში ამატებენ.
თესლი: თესლის დამუშავება დათესვამდე არანაკლებ 2 საათით ადრე. რეკომენდებული კონცენტრაცია - 0.1%.
ბოლქვები: ბოლქვების დასველება ღამის განმავლობაში. რეკომენდებული კონცენტრაცია - 0.05%. დაშვებულია დარგვის წინ ბოლქვების შეწამვლა. ამასთან, კონცენტრაციას 0.1 %-მდე ზრდიან.
ლერწი: ლერწების დასველება ღამის განმავლობაში. რეკომენდებული კონცენტრაცია - 0.025%. დაშვებულია დარგვის წინ ლერწების შეწამვლა. ამასთან, კონცენტრაციას 0.1 %-მდე ზრდიან.
ნერგები: ნერგების მორწყვა გრუნტში გადარგვამდე 3-5 დღით ადრე. რეკომენდებული კონცენტრაცია - 0.05%, გამოხატული ფესვის ლპობის შემთხვევაში დაშვებულია კონცენტრაციის 0.1 %-მდე გაზრდა.
ცერცვი, ბარდა, ხანჭკოლა, იონჯა, მუხუდო, სოიო, ლობიო და ოსპი: მცენარეების შეწამვლა დატოტვის, კოკორის გამონასკვის, მასობრივი ყვავილობის ფაზაში, ასევე ბოლო დამუშავებიდან 7 დღეში. ხანჭკოლასა და იონჯასთვის ხარჯვის ნორმა შეადგენს 90 მლ/ ჰა, სხვა პარკოსნებისთვის - 30 მლ / ჰა
წიწიბურა: მცენარეების შეწამვლა დატოტვის, კოკორის გამონასკვის და მასობრივი ყვავილობის ფაზაში. ხარჯვის ნორმა - 75 მლ /ჰა
სიმინდი: მცენარეების შეწამვლა 2-3 ნამდვილი ფოთლის (ღეროს დიფერენციაცია) ფაზაში, 4-6 ნამდვილი ფოთლის (საგველას (ქოჩოჩის) ფორმირება) ფაზაში და 7-8 ნამდვილი ფოთლის (ტაროს ფორმირება) ფაზაში. ხარჯვის ნორმა - 90 მლ / ჰა.
შვრია, ხორბალი, ჭვავი, ბრინჯი, ტრიტიკალე, ქერი: მცენარეების შეწამვლა დაბუჩქების, „დროშისებრი“ ფოთლის ფორმირების, მილში გასვლის, დათავთავების დაწყების ფაზაში. ხარჯვის ნორმა - 60 მლ / ჰა.
ჭარხალი: მცენარეების პირველი ორი ფოთლის და რიგების შემჭიდროების ფაზაში. ხარჯვის ნორმა - 30 მლ / ჰა
საზამთრო: მცენარეების შეწამვლა ბურთულის, ყვავილობის ფაზაში და ნასკვების ფორმირების დასაწყისში. ხარჯვის ნორმა - 30 მლ / ჰა
ნესვი, ყაბაყი, პატისონი, გოგრა: მცენარეების შეწამვლა 2-3 ნამდვილი ფოთლის, ყვავილობის ფაზაში და ნასკვების ფორმირების დასაწყისში. ხარჯვის ნორმა - 30 მლ/ ჰა
სტაფილო: მცენარეების შეწამვლა 2-3 და 8-10 ნამდვილი ფოთლის (კონის სიმწიფის) ფაზაში. ხარჯვის ნორმა - 30 მლ / ჰა.
თეთრთავიანი და წითელთავიანი კომბოსტო: მცენარეების შეწამვლა ფოთლების სრული როზეტის და კომბოსტოს თავის გამონასკვის ფაზაში. ხარჯვის ნორმა - 90 მლ / ჰა
ყვავილოვანი კომბოსტო: მცენარეების შეწამვლა 2-3 ნამდვილი ფოთლის ფაზაში და გრუნტში გადარგვიდან 7 დღეში. ხარჯვის ნორმა - 60 მლ / ჰა
სათესლე ხახვი: მცენარეების შეწამვლა წვრილი აღერების ფაზაში, პირველი შეწამვლიდან 7 დღეში და მეორე შეწამვლიდან 7 დღეში. ხარჯვის ნორმა - 90 მლ / ჰა
სამწვანილე ხახვი: მცენარეების შეწამვლა ღერების მასობრივად ზრდის დაწყებისას. ხარჯვის ნორმა - 30 მლ/ ჰა
სათავთავე ხახვი: მცენარეების შეწამვლა მე-4 ფოთლის ფაზაში და პირველი შეწამვლიდან 2 კვირაში. ხარჯვის ნორმა 90 მლ/ ჰა
ნიორი: მცენარეების შეწამვლა აღმონაცენის გამოჩენის შემდეგ და ძირის დატოტვის და კბილების ჩასახვის ფაზაში (მე-5 ფოთლის შემდეგ). ხარჯვის ნორმა - 90 მლ/ ჰა
ბადრიჯანი: მცენარეების შეწამვლა კოკორის გამონასკვის და მასობრივი ყვავილობის ფაზაში. ხარჯვის ნორმა - 60 მლ / ჰა
კარტოფილი: მცენარეების შეწამვლა სრული აღმონაცენის და კოკორის გამონასკვის ფაზაში. ხარჯვის ნორმა - 60 მლ / ჰა
წიწაკა: მცენარეების შეწამვლა კოკორის გამონასკვის და მასობრივი ყვავილობის ფაზაში. ხარჯვის ნორმა - 60 მლ / ჰა
ტომატები: მცენარეების შეწამვლა კოკორის გამონასკვის და 1, 2 და 3 მტევნის ყვავილობის ფაზაში. ხარჯვის ნორმა - 60 მლ / ჰა
მიწავაშლა: მცენარეების შეწამვლა სტოლონების წარმოქმნის ფაზის დასაწყისში. ხარჯვის ნორმა - 90 მლ / ჰა.
ვაზი: მცენარეების შეწამვლა კოკორის გამონასკვის - ყვავილობის ფაზაში და 2 კვირის შემდეგ. ხარჯვის ნორმა - 30 მლ /ჰა.
მარწყვი: მცენარეების შეწამვლა კოკორის გამონასკვის ფაზაში, მცენარეების მორწყვა კენკრის ფორმირების დასაწყისში, მცენარეების შეწამვლა მოსავლის აღების შემდეგ. ხარჯვის ნორმა - 60 მლ/ ჰა.
ხეხილი (კომში, გარგარი, ალუბალი, ბროწეული, მსხალი, წაბლი, კაკალი, ატამი, ქლიავი, თხილი, ხურმა, ბალი, ვაშლი): ნერგების შეწამვლა ყლორტების ზრდის დაწყებისას, მცენარეების კოკორის გამონასკვის და ყვავილობის ფაზაში სუსხისგან დასაცავად. ნერგებისთვის ხარჯვის ნორმა შეადგენს 120 მლ/ ჰა, ხეხილისთვის - 180 მლ / ჰა.
კენკროვანი ბუჩქნარი (ირგა (ყვავტყემალა), მაყვალი, ხურტკმელი, ჟოლო, მოცხარი): ნერგების შეწამვლა ყლორტების ზრდის დაწყებისას, მცენარეების კოკორის გამონასკვის და ყვავილობის ფაზაში სუსხისგან დასაცავად. ნერგებისთვის ხარჯვის ნორმა შეადგენს 90 მლ / ჰა, ხეებისთვის, რომლებიც ნაყოფს ისხამს - 120 მლ/ ჰა
კანაფი: შეწამვლა 2-3 და 8-9 ნამდვილი ფოთლების წყვილის ფაზაში. ხარჯვის ნორმა - 90 მლ / ჰა.
ელი: შეწამვლა „ნაძვისებრი“ ფაზის დასაწყისში, როცა მცენარეების სიმაღლე 10-12 სმ შეადგენს და „ნაძვისებრი“ ფაზის ბოლოს, როცა მცენარეების სიმაღლე შეადგენს 15-20 სმ, დამუშავებებს შორის 10-14 დღიანი ინტერვალით. ხარჯვის ნორმა - 90 მლ/ ჰა.
მზესუმზირა: მცენარეების შეწამვლა 3-4 ფოთლის და 6-8 ფოთლის ფაზაში. ხარჯვის ნორმა შეადგენს 60 მლ/ ჰა.
რაფსი საშემოდგომო: შეწამვლა შემოდგომაზე 5-7 ფოთლის ფაზაში და გაზაფხულზე აღერების დაწყების ფაზაში (როცა მცენარის სიმაღლე 30-40 სმ შეადგენს). ხარჯვის ნორმა - 60 მლ/ ჰა.
რაფსი საგაზაფხულო: შეწამვლა 3-4 ფოთლის, კოკორის გამონასკვის ფაზაში - მოსავლიანობის გასადიდებლად. ხარჯვის ნორმა - 60 მლ/ ჰა.
შაქრის ჭარხალი: შეწამვლა 3-5 ფოთლის პერიოდიდან რიგების შემჭიდროვებამდე. ხარჯვის ნორმა - 60 მლ/ ჰა.
ბამბა: შეწამვლა კოკორის გამონასკვის და ყვავილობის ფაზაში, ქვედა მტევნის ყვავილედების გაშლის შემდეგ. ხარჯვის ნორმა - 90 მლ/ ჰა.
ფლორაბისის გამოყენება თესლის დამუშავებით იწყება. თუ ამის საშუალება არ არსებობს, დათესვის 2-3 კვირის შემდეგ ხორციელდება მორწყვა. შემდგომ მორწყვა რეგულარულად ხორციელდება, პერიოდულობა - არაუმეტეს თვეში ერთხელ. ხარჯვის ნორმა - 30 მლ / ჰა.
ფლორაბისის გამოყენება იწყება თესლის და სანერგე მასალის - ბოლქვების, ლერწების დამუშავებით. ასევე რეკომენდებულია ფლორაბისის გამოყენება ნერგების დასამუშავებლად გრუნტში გადარგვამდე ერთი კვირით ადრე. შემდეგ დამუშავების გამეორება შესაძლებელია ყოველ 2 კვირაში ერთხელ განვითარების დაწყებიდან ყვავილობის ფაზამდე. ასევე ფლორაბისს ნებისმიერ სტრესულ სიტუაციაში იყენებენ: ტემპერატურის დიდი სხვაობის, აგროქიმიკატების და პესტიციდების გამოყენების დროს. ხარჯვის ნორმა - 60 მლ / ჰა, ბუჩქნარისთვის - 90 მლ / ჰა.
მოსალოდნელი აგროტექნიკური შედეგი:
თესლის ამოსვლის უნარის და აღმოცენების ენერგიის გაზრდა, ფესვთა სისტემის მასის და ფოთლის ზედაპირის საერთო მოცულობის გაზრდა, მომწიფების რამდენიმე დღით დაჩქარება; მოსავლიანობის და პროდუქტიულობის გადიდება, პროდუქციის სასაქონლო თვისებების (ცილების და შაქრის შემცველობა) გაზრდა, სუსხის, გვალვის, ნიადაგის დამარილიანებისადმი გამძლეობის გაზრდა.
მოსალოდნელი ფიტოსანიტარული შედეგი:
ფოთლის და ღეროს ინფექციებით (ბაქტერიოზები, ნაცროვანი სოკოები, ჟანგი) და ფესვის ლპობით დაავადების შემცირება.
ფლორაბისი ეფექტურია როგორც პროფილაქტიკური საშუალება ფიტოფტოროზის, ალტერნარიოზის, სეპტორიოზის, ნამდვილი და ცრუ ნაცროვანი სოკოს, ფომოზის, რიზოქტონიოზის, ქეცის, ბაქტერიული ჭკნობის და ფესვის ლპობის დროს, იცავს მწერებისგან, აშორებს ფოთლების და ნაყოფების დეფორმაციას, ხელს უწყობს მცენარეების დეკორატიული გარეგნობის შენარჩუნებას და ზრდის სასაქონლო პროდუქციის რაოდენობას, ასტიმულირებს ყვავილობის ენერგიას, ხელს უწყობს მოსავლიანობის გადიდებას, განსაკუთრებით სუსხის, გვალვის ტემპერატურათა სხვაობის პირობებში.
ადიუვანტის ყველა კომპონენტი ბუნებრივი წარმოშობის არის. ისინი ნაკლებად საშიშ, პრაქტიკულად უსაფრთხო ნივთიერებებს მიეკუთვნებიან, ადიუვანტის გამოყენება არ მოითხოვს განსაკუთრებულ უსაფრთხოების ზომებს. მოლოდინის ვადა არ არსებობს, საველე სამუშაოებზე გასვლის ვადა რეგლამენტირებული არ არის. ადიუვანტის შეფუთვის უტილიზაცია საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ხდება. კანზე ან თვალებში მოხვედრისას ადიუვანტის ნარჩენები წყლით ჩამოიბანეთ; შემთხვევით ჩაყლაპვის შემთხვევაში - დალიეთ თბილი წყალი და გამოიწვიეთ ღებინება. ალერგიული რეაქციების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ადიუვანტით დამუშავებული პროდუქტების საჭმელად გამოყენება შეუზღუდავად შეიძლება.
ფლორაბისის ყველა კომპონენტი მაღალი სტაბილურობით გამოირჩევა.
ფლორაბისი ტრანსპორტირებისა და შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ მოითხოვს.
გარანტირებული ვარგისობის ვადა - არანაკლებ 6 წლისა.
Благодарственное письмо за вклад в социально экономическое развитие города Бердска
Благодарственное письмо за представление продукции на заседании коллегии министерства культуры и экономического развития Новосибирской области
Почетная грамота за милосердное отношение к православным инвалидам
Благородова Е.Н., Еременко O.A. Влияние физиологически активных соединений на формирование урожая капусты белокочанной // Теория и практика современной аграрной науки. Сборник IV национальной (всероссийской) научной конференции с международным участием. Новосибирский государственный аграрный университет. Новосибирск, 2021
Косованов Д.С. Результаты применения Флорабиса на яровой пшенице и подсолнечнике в Алтайском крае // Акт о производственных испытаниях в крестьянском хозяйстве, 2018 г
Масляникова С.С. Эффективность биопрепаратов против гриба Fusarium oxysporum // Матариалы 57-й медународной научной студенческой конференции. Минск-2019, Новосибирск, 14 апреля 2019 г.
ჩვენი კომპანია თანამშრომლობის ნებისმიერი ფორმით არის დაინტერესებული:
კონსულტანტებით;
დილერებსა და იმპორტიორებით;
რეგიონალური წარმომადგენლებით;
ახალი ბიოპრეპარატების შემუშავებით;
ლაბორატორიული და საველე გამოცდების ჩატარებით.
თანამშრომლობის დასაწყებად მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე ან ფორმა შეავსეთ
ქვეყნების უმეტესობაში პესტიციდები და აგროქიმიკატები სახელმწიფო რეგისტრაციას ექვემდებარებიან, რომელიც მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამის გარდა, სახელმწიფო რეგისტრაცია საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს და ზოგჯერ 2-3 წელი გრძელდება. პესტიციდების და აგროქიმიკატებისგან განსხვავებით ადიუვანტები ზედაპირულ-აქტიურ ნივთიერებებს (ზან) წარმოადგენენ და შესაბამისად უმეტეს ქვეყანაში სახელმწიფო რეგისტრაციას არ ექვემდებარებიან, რაც არის მათი მნიშვნელოვანი კომერციული უპირატესობა, ფულადი სახსრების და დროის ეკონომიის შესაძლებლობას იძლევა სავაჭრო პრაისებში და პროდუქციის ასორტიმენტის ჩამონათვალში მათი ჩართვისთვის. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი ადიუვანტის მიწოდება ხორციელდება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდით 3402 90 100 8. „ზედაპირულ-აქტიური ნივთიერებები, სხვა“ კოდით ხდება და თან ახლავს შემდეგი დოკუმენტები:
უსაფრთხოების პასპორტი;
შესაბამისობის სერტიფიკატი;
წარმოშობის სერტიფიკატი.
ადიუვანტის მიწოდება შესაძლებელია როგორც მზა პროდუქტად, ასევე ცალკე კომპონენტების: ტრიტერპენის მჟავების და ემულგატორის სახითაც. ეს განსაკუთრებით აქტუალურია სხვა ქვეყნებში ექსპორტის დროს, რადგან უმეტეს შემთხვევაში მცენარეული ექსტრაქტების იმპორტი რთული დოკუმენტაციის გაფორმებას არ მოითხოვს. ცალკე კომპონენტების იმპორტის დროს ადიუვანტის მომზადება ადგილზე ხდება შემუშავებული რეცეპტურების და ტექნოლოგიური ინსტრუქციების მიხედვით. მიწოდების ასეთი ფორმა ზოგ შემთხვევაში საბაჟო გადასახადების შემცირების და სხვა ადმინისტრაციული ბარიერების გადალახვის საშუალებას იძლევა. ამასთან, კომპონენტების დაცულობა პრაქტიკულად შეუზღუდავია, რაც ასევე კომერციულ რისკებს ამცირებს.
ჩვენი ადიუვანტის მიწოდება ხორციელდება ფლორაბისის სავაჭრო მარკის ქვეშ, რომელიც რეგისტრირებულია რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსიაში, ყაზახეთში, სერბეთში, ჩინეთში, ვიეტნამში, ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში, რაც სანდოდ იცავს ჩვენი პარტნიორების უფლებებს ერთობლივი პროექტების რეალიზაციის დროს. ამის გარდა ციმბირული სოჭის ექსტრაქტი წარმოადგენს უნიკალურ ნედლეულს და მხოლოდ ორიგინალური ტექნოლოგიის მიხედვით მზადდება. შესაბამისად, ექსკლუზიური მიწოდების ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, იმპორტიორი უნიკალურ ბუნებრივ კომპონენტებს და სავაჭრო ნიშნების საპატენტო დაცვას მიიღებს.
სარეკლამო ფლაიერი
ანოტაცია მოაგარაკეებისთვის
ინსტრუქცია ფერმერებისთვის
ყველა მოაგარაკეს და ფერმერს სურს არამხოლოდ საკუთარი შრომის მატერიალური ანაზღაურება მიიღოს, არამედ საკუთარი შრომის შედეგით კმაყოფილი დარჩეს. ფლორაბისთან ერთად ეს ადვილია. რადგან ჯანსაღი, წვნიანი და სასარგებლო ბოსტნეული, კენკროვანი და ხილი - როგორც სახლში, ასევე მაღაზიის დახლებზე ყოველთვის სასურველი პროდუქტია.
თანამედროვე სოფლის მეურნეობას ახასიათებს მცენარეების დაცვის ქიმიური საშუალებების და სასუქის დიდი რაოდენობით გამოყენება, რის გარეშეც დიდი მოსავლის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამასთან, ეკოლოგიური მოთხოვნები ყოველწლიურად მკაცრდება. განსაკუთრებულად კონტროლდება შხამქიმიკატებით დაბინძურება. პროდუქცია პესტიციდების ნარჩენების მაღალი შემცველობით ექსპორტზე არ გადის და უკეთეს შემთხვევაში შიდა ბაზარზე დაკლებულ ფასად გაიყიდება.
ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი საშუალება ბიოპრეპარატების უფრო აქტიური და ფართო გამოყენებაა. ტრადიციულად ბიოპრეპარატების ბაზად ბიოლოგიურად აქტიური მიკროორგანიზმები (პრობიოტიკები) და მცენარეული ექსტრაქტები (ფიტობიოტიკები) გამოიყენება. ამასთან, მიკრობიოლოგიურ საშუალებებთან შედარებით ფიტობიოტიკებს რამდენიმე უპირატესობა აქვთ: ამინდზე და კლიმატურ პირობებზე ნაკლები დამოკიდებულება, სისტემური მოქმედება, ქიმიურ პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან თავსებადობა, რაც მათი გამოყენების ეფექტს უფრო სტაბილურს და მოსალოდნელს, ხოლო თვით გამოყენებას უფრო ტექნოლოგიურს ხდის.
ფიტობიოტიკების ასორტიმენტი მუდმივად ფართოვდება. მაგრამ ჩვენ გთავაზობთ წიწვის ექსტრაქტების ბაზაზე დამზადებულ ბიოპრეპარატებს, რომელთა ეფექტურობა თითქმის ასწლიანი სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილებით დამტკიცებულია. ფლორაბისი წარმოადგენს „მწვანე“ ადიუვანტს, რომლის ბაზად გამოყენებულია წიწვოვანების ხის მწვანილისგან მიღებული ზედაპირულ-აქტიური ნივთიერებების მცენარეული კონცენტრატი.
ადიუვანტები (ლათ. – adjuvans - დამხმარე) - სპეციფიკური ნივთიერებებია, რომლებსაც, შესაძლოა, საკუთარი ბიოლოგიური აქტივობა (ჰერბიციდული, ფუნგიციდური, ინსექტიციდური, ზრდის მასტიმულირებელი) არ ჰქონდეთ, მაგრამ რომლებიც წარმოადგენენ სინერგისტებს, ანუ პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან ერთად მათი გამოყენება ტექნიკურ და ბიოლოგიურ ეფექტურობას მკვეთრად ზრდის. სინერგიული ეფექტი მცენარეების დამცავი საშუალებების გამოყენების ჯერადობის შემცირების საშუალებას იძლევა, შესაბამისად საბოლოო პროდუქციაში მცირდება შხამქიმიკატების ნარჩენების შემცველობა.