Business Delivery ბიზნეს კლიენტებისთვის შექმნილი მიწოდების სერვისია, სადაც მაღალ სტანდარტს სწორედ ჩვენი პარტნიორი მძღოლები ქმნიან.
გაცნობებთ, რომ განახლდა Business Delivery კატეგორიის წესები და პირობები. განახლებული პირობები ძალაში შედის დაუყოვნებლივ. გაეცანით განახლებულ წესებსა და პირობებს ბმულზე
თუ Business Delivery კატეგორია უკვე გააქტიურებული გაქვთ და აღარ გსურთ აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მხარდაჭერის გუნდს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინამდებარე შეტყობინება ჩაითვლება ცვლილებების შესახებ ოფიციალურ შეტყობინებად და თქვენზე გავრცელდება განახლებული წესები და პირობები.
რა იცვლება:
კარიდან კარამდე მიწოდება: გზავნილი უნდა ჩაიბაროთ უშუალოდ გამგზავნის მისამართზე და პირადად მიაწოდოთ მიმღებს კარამდე — კლიენტის ავტომობილთან გამოძახება დაუშვებელია.
მიმღების იდენტიფიკაცია: ნივთის გადაცემამდე გადაამოწმეთ მიმღების ვინაობა — გზავნილის შემთხვევითი პირისთვის გადაცემა დაუშვებელია.
ლოდინის დრო: უფასო ლოდინი გზავნილის აღებისას 5 წუთია; დამატებითი ლოდინი ანაზღაურდება აპლიკაციაში დადგენილი ტარიფით.
წონა და ზომა: შეკვეთის საერთო წონა — მაქსიმუმ 20 კგ, ერთეულის ზომა — 60x40x40 სმ. ნორმის დარღვევისას გაქვთ შეკვეთის გაუქმების უფლება.
შეუსრულებელი მიწოდება: თუ მიმღები არ პასუხობს, დაელოდეთ 10 წუთი და დარეკეთ მინიმუმ ორჯერ; შემდეგ დაუკავშირდით გამგზავნს და იმოქმედეთ მისი მითითებით. გზავნილის დაბრუნება ანაზღაურდება.
პასუხისმგებლობა: კარამდე მიტანაზე უარის შემთხვევაში შეკვეთის საფასური არ დაერიცხება; ნივთის დაზიანების ან დაკარგვისას — ზიანის ანაზღაურება და კატეგორიაზე წვდომის 24-საათიანი შეზღუდვა; სტანდარტების სისტემატური დარღვევა გამოიწვევს კატეგორიის სამუდამო გაუქმებას.
სრული განახლებული წესები და პირობები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
ეს სტანდარტი უზრუნველყოფს, რომ Business Delivery ყოველთვის იყოს მძღოლებისთვის მომგებიანი და ბიზნეს კლიენტებისთვის სანდო არჩევანი.