ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სერვისით სარგებლობის პროცესი სასიამოვნო იყოს როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრისთვისაც.
ყოველი მგზავრობის შემდეგ, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეაფასოს საკუთარი გამოცდილება. პოზიტიური შეფასებები კი, დადებითად აისახება თქვენს სამუშაო პროცესზე.
ჩვენ თავი მოვუყარეთ რამდენიმე რეკომენდაციას, რომლებიც მაღალი შეფასებისა და დადებითი კომენტარების მიღებაში დაგეხმარებათ:
🚘 რეკომენდირებულია ავტომობილში სისუფთავის შენარჩუნება. თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰაერის ნეიტრალური არომატიზატორი;
📵 ტელეფონის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ ნავიგაციაზე დაკვირვების მიზნით;
🚬 ავტომობილში სიგარეტის მოხმარება დაუშვებელია (თამბაქო, IQOS, ვეიპი და სხვა);
🙋♂️სასურველია, ყოველთვის მიესალმეთ მგზავრს;
🗣მძღოლები, რომლებიც მგზავრთან თავაზიანები არიან და თავს იკავებენ სადავო თემებზე საუბრისგან, დადებით შეფასებებს იღებენ;
🎵სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად, შეგიძიათ მუსიკის ჟღერადობა შეათანხმოთ მგზავრთან;
🧳 საჭიროების შემთხვევაში, უმჯობესია დაეხმაროთ მგზავრს ბარგის ჩალაგებაში;
📍მგზავრის დანიშნულების ადგილას ზუსტად მიყვანა აუცილებელია;
✔️“მოვედი” ღილაკის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ მაშინ, როცა ზუსტად მიხვალთ მგზავრის საწყის მისამართზე.
გისურვებთ წარმატებულ მგზავრობებს!
მიმდინარე ვიდეოში გაეცნობით ჩვენი Top მძღოლების ზოგად რჩევებს, რომლებიც გამოგადგებათ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისაში.