კლინიკური უნარების ლაბორატორიის გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 2004
კლინიკური უნარების ლაბორატორიის გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 2004
მარცხნიდან მარჯვნივ: პროფ. რუსუდან ჯავახაძე, პროფ. გაიანე სიმონია, პროფ. ვლადიმერ ბახუტაშვილი, პროფ. მზია წერეთელი, პროფ. ნაირა ჭაბაშვილი, ასისტენტი მაკა მირზიაშვილი და პრორექტორი პროფ. ზაზა ავალიანი. From left to right: Prof. Rusudan Javakhadze, Prof. Gaiane Simonia, Prof. Vladimer Bakhutashvili, Prof. Mzia Tsereteli, Prof. Naira Chabashvili, Assistant Maka Mirziashvili and Vice-rector Prof. Zaza Avaliani.
მარცხნიდან მარჯვნივ: საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე, პროფ. ვახტანგ ყიფიანი, რექტორი პროფ. რამაზ ხეცურიანი და პროფ. ფრიდონ თოდუა. From left to right: Deputy Minister of Health of Georgia Nikoloz Fruidze, Prof. Vakhtang Kipiani, Rector Prof. Ramaz Khetsuriani and Prof. Fridon Todua.
მარცხნიდან მარჯვნივ: პროფ. მზია წერეთელი, პროფ. რუსუდან ჯავახაძე, პროფ. თინა ჩიქოვანი, პროფ. ნაირა ჭაბაშვილი, პროფ. ვლადიმერ ბახუტაშვილი და პროფ. გაიანე სიმონია. From left to right: Prof. Mzia Tsereteli, Prof. Rusudan Javakhadze, Prof. Tina Chikovani, Prof. Naira Chabashvili, Prof. Vladimir Bakhutashvili and Prof. Gaiane Simonia.
მარცხნიდან მარჯვნივ: საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ვლადიმერ ჭიპაშვილი, კლინიკური უნარების ლაბორატორიის დირექტორი პროფ. დინარა კასრაძე, კლინიკური უნარების ლაბორატორიის კოორდინატორი ექიმი-რეანიმატოლოგი გიორგი ადამაშვილი და რექტორი პროფ. რამაზ ხეცურიანი. From left to right: Minister of Health of Georgia Vladimer Chipashvili, Director of Clinical Skills Laboratory Prof. Dinara Kasradze, coordinator of the clinical skills laboratory, doctor-reanimatologist Giorgi Adamashvili and Rector Prof. Ramaz Khetsuriani.
მარცხნიდან მარჯვნივ: რექტორი პროფ. რამაზ ხეცურიანი, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი. From left to right: Rector Prof. Ramaz Khetsuriani, Chairman of the Health Committee of the Parliament of Georgia Gigi Tsereteli.
მარცხნიდან მარჯვნივ: პროფ. ფრიდონ თოდუა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ვლადიმერ ჭიპაშვილი, რექტორი პროფ. რამაზ ხეცურიანი და საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი. From left to right: Prof. Fridon Todua, Minister of Health of Georgia Vladimer Chipashvili, Rector Prof. Ramaz Khetsuriani and Chairman of the Health Committee of the Parliament of Georgia Gigi Tsereteli.
კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი და დეპარტამენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2024 ვსწავლობთ სიმულაციებზე პაციენტის უსაფრთხოებისთვის!
კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი განლაგებულია დაახლოებით 1500-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში. ის მოიცავს 25 სასწავლო და 3 სადამკვირვებლო ოთახს, რომელიც პრაქტიკული მანიპულაციების და პროცედურების ჩატარებასა და არაპირდაპირი დაკვირვებისთვისაა განკუთვნილი. ცენტრს აქვს 12-სადგურიანი ობიექტური სტრუქტურირებული კლინიკური (OSCE) და პრაქტიკული გამოცდისთვის (OSPE) გამოყოფილი სივრცე. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე სიმულატორებით და აღჭურვილობით, დამონტაჟებულია აუდიო-ვიდეო მონიტორინგისა და გამოცდის მართვისა და გახმოვანების ელექტრონული სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ ერთდროულად რამდენიმე წრეზე გამოცდების ჩატარებას.
2014 წლიდან ცენტრში ფუნქციონირებს დეპარტამენტი. სწავლება მიმდინარეობს 19 სილაბუსით, მათ შორის, მედიცინის ფაკულტეტზე 12 სილაბუსით ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. ცენტრის სასწავლო მასალები, ცხრილები, სილაბუსები და სიახლეები ხელმისაწვდომია ცენტრის ვებ-გვერდზე. კლინიკური უნარების და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის მხარდაჭერით 2023 წლის 7 აპრილიდან ცენტრში მუშაობს „სტუდენტური სიმულაციური კლუბი“. კლუბი ახორციელებს დამატებით აქტივობებს პირველი გადაუდებელი დახმარების შესახებ. თანატოლთა სწავლების მეთოდით ტრენინგი უკვე 350-მდე სტუდენტმა გაიარა. ცენტრი და დეპარტამენტი სხვა ქართულ და ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად მონაწილეობს პროგრამის "ERASMUS +" პროექტების "SAFEMED" და “LIFESTRAND”განხორციელებაში. პროექტების მიზანია სიმულაციური სწავლების ინტეგრირება სამედიცინო განათლებაში და მისი ხარისხის გაუმჯობესება.
The Clinical Skills and Multidisciplinary Simulation Center (CSMSC) is on the first and second floors of the first building of TSMU, encompassing approximately 1500 square meters, includes 25 classrooms and 3 observation rooms, which are intended for indirect observation of simulation-based learning. The center has rooms and additional space for a 12-station Objective Structured Clinical (OSCE) and Practical Exams (OSPE). The center is equipped with modern simulators and equipment, an audio-video monitoring system and the electronic audio announcement system are installed, that allow the OSCE exam to be held simultaneously on several circuits of stations. The department has been operating in the center since 2014. Teaching is conducted with 19 syllabi, including 12 syllabi at the Faculty of Medicine in Georgian, English and Russian. Learning materials, schedules of classes, syllabi and news of the center are available on the center's website.
With the support of the Center of Clinical Skills and Multidisciplinary Simulation the “Students’ Club of Simulation” has been operating at the center since April 7, 2023. The club provides additional training on First Aid. Up to 350 students have been already trained using the peer teaching method. The Center and Department of Clinical Skills and Multidisciplinary Simulation, together with other Georgian and European universities, participates in the implementation of the "ERASMUS +" program projects "SAFEMED" and "LIFESTRAND". The aim of the projects is to integrate simulation based learning into medical education and improve its quality.
Clinical skills and multidisciplinary simulation centre and department tbilisi State Medical university 2024 LEarning with simulations For Patient Safety !
Created by Giorgi Zazadze