ი ს ტ ო რ ი ა 

2004 წლის 24 აპრილს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეთოდური საბჭოსა და რექტორატის გადაწყვეტილებით სასწავლო-მეთოდური, სამეცნიერო და სამკურნალო, ასევე კლინიკური საქმიანობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით უნივერსიტეტში  შეიქმნა “კლინიკური ჩვევების ცენტრალური ლაბორატორია”, რომელიც 2012 წლის 8 თებერვლის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომის N 23/3 დადგენილებით  2012 წლის თებერვლიდან ფუნქციონირებს – კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის სტატუსით. თსსუ კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრში სწავლება მიმდინარეობს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლების დანართი 2–ში ჩამოთვლილი კომპეტენციების მიხედვით. [ იხ.ბრძანება №225 ]