ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში. არის არაერთი სამეცნიერო სტატიისა და ნაშრომის ავტორი, რომელიც ეხება ისტორიოგრაფიასა და პოლიტიკურ პროცესებს. ამჟამად მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე, რომელიც ფოკუსირებულია ნაციონალიზმის თეორიებზე, იდენტობის პოლიტიკასა და დისკურსის ანალიზზე. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს მსოფლიო ისტორიას, გეოპოლიტიკურ პროცესებს, საქართველოს ისტორიოგრაფიასა და პოსტსაბჭოთა სივრცის სოციალურ-პოლიტიკურ ტრანსფორმაციებს.
ფლობს მილანის ბოკონის უნივერსიტეტის (Bocconi University) ბაკალავრის ხარისხს ეკონომიკის მიმართულებით და ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) მაგისტრის ხარისხს განვითარების ეკონომიკისა და პოლიტიკის მიმართულებით. Rosa & Roubini Associates-ის უფროსი კვლევითი ანალიტოსი, საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხის) ანალიტიკოსი. მას აქვს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციასა (ვენა, ავსტრია) და გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხების დეპარტამენტში (ნიუ იორკი, აშშ) მუშაობის გამოცდილება.
პოლიტიკური მეცნიერების ასისტენტ-პროფესორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხი) ანალიტიკოსი. ნინო ხელაია ფლობს პოლიტიკური მეცნიერების დოქტორისა (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი) და მაგისტრის ხარისხს (ჰამბურგის უნივერსიტეტი). სხვადასხვა დროს ის ასწავლიდა და მიწვეული მკვლევრის სტატუსით იმყოფებოდა საქართველოს, გერმანიის, ავსტრიისა და უნგრეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. მისი კვლევითი ინტერესების სფეროა პოლიტიკური თეორია, პოლიტიკური ეკონომიკა, სამოქალაქო საზოგადოება, საშუალო კლასის პოლიტიკა, იდეოლოგიები, პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია, პოსტსაბჭოთა სივრცე და საქართველო.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, “თსუ”-ის პოლიტიკის მეცნიერებების ბაკალავრი, “საქართველოს უნივერისტეტის” სახელმწიფო მართვისა და პოზნანის “ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერისტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. ის საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხი) ანალიტიკოსი და “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის” მოწვეული ლექტორია. მისი კვლევის ინტერესია ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა და იმპერიული პოლიტეკონომიის ისტორია.
ეკონომისტი, თეუსუ-ს ფინანსებისა და საბანკო საქმის ბაკალავრი. ამჟამად არის საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხი) ანალიტიკოსი. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს და ატარებდა ტრენინგებს ფინანსებსა და ეკონომიკის საფუძვლებში. აქტიურად ეწევა კვლევით საქმიანობას. მისი ინტერესის სფეროებია: ეკონომიკა, საბანკო სფერო, ცენტრალური ბანკი, მონეტარული პოლიტიკა, მონოპოლიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ეკონომიკური უთანასწორობა.
თსუ-ს დოქტორანტი, სოციოლოგი. სხვადასხვა დროს სწავლობდა თსუ, Pompeu Fabra-ს უნივერსიტეტებში. საზოგადოებრივი მაწუყებლის (პირველი არხი) ანალიტიკოსი. ალექსანდრე უძღვება რამდენიმე სალექციო კურსს, სხვადასხვა უნივერსიტეტში და ამავდროულად ჩართულია აქტიურ კვლევით საქმიანობაში. მისი ინტერესის სფეროებია: განათლება, სოციალური მობილობა, უთანასწორობა, სოციალური სტრატიფიკაცია, საზოგადოებრივი ელიტები.
ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) მაგისტრი ეკონომიკური ისტორიის მიმართულებით, ამჟამად მუშაობს ანალიტიკოსის თანამდებობაზე საზოგადოებრივ მაუწყებელში (პირველი არხი). ასევე კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. წარსულში მუშაობდა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) უფროსი მკვლევრის პოზიციაზე. თამთა არის საქართველოს საერთაშორისო განათლების ცენტრის, ჩეხეთის მთავრობისა და Cerge-EI (კვლევითი ინსტიტუტი პრაღაში) სტიპენდიატი.
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და სოციოლოგიის პროფესორი და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხი) ანალიტიკოსი. იგი სხვადასხვა დროს, როგორც მოწვეული მეცნიერ-თანამშრომელი მუშაობდა ისლანდიის უნივერსიტეტში (რეიკიავიკი), თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტში (ლიუბლიანა), მასარიკის უნივერსიტეტსა (ბრნო) და ესპანეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების საბჭოში (მადრიდი). მისი აკადემიური და კვლევითი ინტერესების სფეროს განეკუთვნება სოციალური და პოლიტიკური თეორია, თვისებრივი კვლევები, მარქსისტული აზროვნება განვითარებული სოციალიზმის ეპოქაში, პოსტსოციალისტური პოლიტიკა და საზოგადოება, დემოკრატიის პრობლემები, ძალაუფლება და იდეოლოგია, ტრანსფორმაციის სოციოლოგია, მოდერნულობისა და პოსტმოდერნულობის პრობლემები.
შოთა შველიძე არის მშვიდობისა და კონფლიქტების საკითხების მკვლევარი. ის არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის ბაკალავრი, ევროპისა და ამერიკის უახლესი და თანამედროვე ისტორიის მაგისტრი, ასევე ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მაგისტრი ევროპის კვლევებში. 2025 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის შერიგების კვლევების ცენტრში, თემაზე: “შერიგება – ჩარჩო ცნება გადაუჭრელ ეთნო-პოლიტიკურ სეცესიურ კონფლიქტში: ქართულ-აფხაზური კონფლიქტი.” იგი წლების მანძილზე მუშაობდა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სამშვიდობო, სამოქალაქო დიალოგის პროექტებში. მისი კვლევითი ინტერესების სფეროს განეკუთვნება: პოლიტიკური შერიგება, ეთნო-პოლიტიკური და სეცესიური კონფლიქტები, პოსტ-საბჭოთა კონფლიქტები, დიალოგი, წარსულის გადააზრება, გარდამავალი მართლმსაჯულება, ომისშემდგომი მშვიდობის მშენებლობა, პოსტ-კონფლიქტური საზოგადოებები, პოსტ-კოლონიალიზმი.