სტრატეგიული აზროვნებისა და დიალოგის ცენტრი 42
სტრატეგიული აზროვნებისა და დიალოგის ცენტრი 42
კურსი მიზნად ისახავს მე-19 და მე-20 საუკუნეების ქართული მწერლობისა და პუბლიცისტიკის გააზრებას იმ სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური გარემოს შესწავლით, რომელშიც ეს ნაწარმოებები იქნებოდა და რომელთა ასახვასაც განიზრახავდა
ისტორია, როგორც ეროვნული ნარატივი: ისტორიული რომანი, როგორც მეხსიერების პოლიტიკის იარაღი
ლექცია აანალიზებს მეცხრამეტე საუკუნის ქართული ისტორიული რომანის როლს ეროვნული იდენტობის მშენებლობაში. ყურადღება გამახვილებულია აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკზე“, როგორც ცენტრალურ ნარატივზე, რომელიც სხვა კლასიკურ ნაწარმოებებთან (მაგ. ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“) ერთად მონაწილეობს ერის „წარმოსახვითი თანამეგობრობის“ კონსტრუირებაში. განხილულია, თუ როგორ იყენებს ავტორი ისტორიულ წარსულს მეხსიერების პოლიტიკის გასატარებლად და ერის მოდერნული სოციალური სხეულის ფორმირებისთვის.
ლექტორი - ნუკრი შოშიაშვილი
ილია ჭავჭავაძის ეკონომიკური აზროვნება
„წოდებათაშორისი“ ურთიერთობების საკითხი ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში
„დიდი ტრანსფორმაცია“ - დავით კლდიაშვილის შემოქმედება
ლექციის ფარგლებში, მსმენელი წაიკითხავს და გაიგებს დავით კლდიაშვილის შემოქმედების სხვაგვარ და უფრო მასშტაბურ პერსპექტივას, რითაც მას შეეძლება გაიაზროს მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, რუსეთის იმპერიაში მიმდინარე სისტემური სოციალური ტრანსფორმაცია, რომელმაც ადამიანთა ანთროპოლოგიური მახასიათებლები შეცვალა და ნაწილობრივ ხელი შეუწყო იმ იდეოლოგიური ნარატივების გაჩენას, როგორიც იყო ნაციონალიზმი და სოციალიზმი. ამ კუთხით, კლდიაშვილის შემოქმედება ლიტერატურულ ჟანრს სცდება და ნაწილობრივ ისტორიოგრაფიულ რესურსად გვევლინება.
ლექტორი - შოთა თხელიძე
ეროვნული ბანკი და მონეტარული სუვერენიტეტის იდეა 20-ე საუკუნის ქართულ პუბლიცისტიკაში
იაკობ გოგებაშვილი უმეცრების წინააღმდეგ
მიწის ეფექტური მართვის ხედვები გვიანი ფეოდალიზმის ეპოქაში - ილია ჭავჭავაძე და ნიკო ნიკოლაძე
ომი და ჰუმანიზმი: მეორე მსოფლიო ომის ადამიანური შედეგები ოტია იოსელიანისა და ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში
ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის ხედვები უცხოურ კაპიტალზე
არჩილ ჯორჯაძის საერთო მოქმედების ნიადაგის თეორია როგორც ეროვნული შერიგების იდეა
პროექტი დაფინანსებულია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ 2026 წლის საგრანტო კონკურსის "ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება" ფარგლებში
გთხოვთ დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე და მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ჯგუფი
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატები
მსმენელებს ასევე საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ესსეების კონკურსში. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული ავტორი, რომელთაც გადაეცემა ფულადი ჯილდო. საუკეთესო ნაშრომი კი შესაძლოა გამოქვეყნდეს კურსის სალექციო თემატიკისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კრებულში.
კუსრსი მიზანმიმართულია სკოლის დამამთავრებელი კლასების (აბიტურიენტები) მოსწავლეებზე, სტუდენტებზე და იმ ახალგაზრდებზე (16-დან 29 წლამდე) რომელებიც დაინტერესებულნი არიან ქართული მწერლობითა და პუბლიცისტიკით და მისი მნიშვნელობით ქართული პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური აზრის ფორმირების საქმეში.
ლექციები ჩატარდება ორ ჯგუფად:
პირველი ჯგუფი დაიწყება მიმდინარე წლის18 მაისს და დასრულდება 8 ივნისს. ლექციები ჩატარდება - ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს 17:00-დან 19:00 საათამდე;
მეორე ჯგუფი დაიწყება 19 მაისს და დასრულდება 11 ივნისს. ლექციები ჩატარდება - სამშაბათს და ხუთშაბათს 17:00-დან 19:00 საათამდე, ხოლო შაბათს 13:00-დან 15:00 საათამდე (დასვენების დღე 26 მაისი).
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში. არის არაერთი სამეცნიერო სტატიისა და ნაშრომის ავტორი, რომელიც ეხება ისტორიოგრაფიასა და პოლიტიკურ პროცესებს. ამჟამად მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე, რომელიც ფოკუსირებულია ნაციონალიზმის თეორიებზე, იდენტობის პოლიტიკასა და დისკურსის ანალიზზე. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს მსოფლიო ისტორიას, გეოპოლიტიკურ პროცესებს, საქართველოს ისტორიოგრაფიასა და პოსტსაბჭოთა სივრცის სოციალურ-პოლიტიკურ ტრანსფორმაციებს.
ფლობს მილანის ბოკონის უნივერსიტეტის (Bocconi University) ბაკალავრის ხარისხს ეკონომიკის მიმართულებით და ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) მაგისტრის ხარისხს განვითარების ეკონომიკისა და პოლიტიკის მიმართულებით. Rosa & Roubini Associates-ის უფროსი კვლევითი ანალიტოსი, საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხის) ანალიტიკოსი. მას აქვს გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციასა (ვენა, ავსტრია) და გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხების დეპარტამენტში (ნიუ იორკი, აშშ) მუშაობის გამოცდილება.
პოლიტიკური მეცნიერების ასისტენტ-პროფესორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხი) ანალიტიკოსი. იგი ფლობს პოლიტიკური მეცნიერების დოქტორისა (ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი) და მაგისტრის ხარისხს (ჰამბურგის უნივერსიტეტი). სხვადასხვა დროს ის ასწავლიდა და მიწვეული მკვლევრის სტატუსით იმყოფებოდა საქართველოს, გერმანიის, ავსტრიისა და უნგრეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. მისი კვლევითი ინტერესების სფეროა პოლიტიკური თეორია, პოლიტიკური ეკონომიკა, სამოქალაქო საზოგადოება, საშუალო კლასის პოლიტიკა, იდეოლოგიები, პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია, პოსტსაბჭოთა სივრცე და საქართველო.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, “თსუ”-ის პოლიტიკის მეცნიერებების ბაკალავრი, “საქართველოს უნივერისტეტის” სახელმწიფო მართვისა და პოზნანის “ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერისტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. ის საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხი) ანალიტიკოსი და “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის” მოწვეული ლექტორია. მისი კვლევის ინტერესია ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკა და იმპერიული პოლიტეკონომიის ისტორია.
ეკონომისტი, თეუსუ-ს ფინანსებისა და საბანკო საქმის ბაკალავრი. ამჟამად არის საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხი) ანალიტიკოსი. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს და ატარებდა ტრენინგებს ფინანსებსა და ეკონომიკის საფუძვლებში. აქტიურად ეწევა კვლევით საქმიანობას. მისი ინტერესის სფეროებია: ეკონომიკა, საბანკო სფერო, ცენტრალური ბანკი, მონეტარული პოლიტიკა, მონოპოლიები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ეკონომიკური უთანასწორობა.
სანდრო ცაგარელი
თსუ-ს დოქტორანტი, სოციოლოგი. სხვადასხვა დროს სწავლობდა თსუ, Pompeu Fabra-ს უნივერსიტეტებში. საზოგადოებრივი მაწუყებლის (პირველი არხი) ანალიტიკოსი. ალექსანდრე უძღვება რამდენიმე სალექციო კურსს, სხვადასხვა უნივერსიტეტში და ამავდროულად ჩართულია აქტიურ კვლევით საქმიანობაში. მისი ინტერესის სფეროებია: განათლება, სოციალური მობილობა, უთანასწორობა, სოციალური სტრატიფიკაცია, საზოგადოებრივი ელიტები.
ლუნდის უნივერსიტეტის (შვედეთი) მაგისტრი ეკონომიკური ისტორიის მიმართულებით, ამჟამად მუშაობს ანალიტიკოსის თანამდებობაზე საზოგადოებრივ მაუწყებელში (პირველი არხი). ასევე კითხულობს ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. წარსულში მუშაობდა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) უფროსი მკვლევრის პოზიციაზე. თამთა არის საქართველოს საერთაშორისო განათლების ცენტრის, ჩეხეთის მთავრობისა და Cerge-EI (კვლევითი ინსტიტუტი პრაღაში) სტიპენდიატი.
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და სოციოლოგიის პროფესორი და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხი) ანალიტიკოსი. იგი სხვადასხვა დროს, როგორც მოწვეული მეცნიერ-თანამშრომელი მუშაობდა ისლანდიის უნივერსიტეტში (რეიკიავიკი), თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტში (ლიუბლიანა), მასარიკის უნივერსიტეტსა (ბრნო) და ესპანეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების საბჭოში (მადრიდი). მისი აკადემიური და კვლევითი ინტერესების სფეროს განეკუთვნება სოციალური და პოლიტიკური თეორია, თვისებრივი კვლევები, მარქსისტული აზროვნება განვითარებული სოციალიზმის ეპოქაში, პოსტსოციალისტური პოლიტიკა და საზოგადოება, დემოკრატიის პრობლემები, ძალაუფლება და იდეოლოგია, ტრანსფორმაციის სოციოლოგია, მოდერნულობისა და პოსტმოდერნულობის პრობლემები.
შოთა შველიძე არის მშვიდობისა და კონფლიქტების საკითხების მკვლევარი. ის არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომატიის და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის ბაკალავრი, ევროპისა და ამერიკის უახლესი და თანამედროვე ისტორიის მაგისტრი, ასევე ბრემენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მაგისტრი ევროპის კვლევებში. 2025 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის შერიგების კვლევების ცენტრში, თემაზე: “შერიგება – ჩარჩო ცნება გადაუჭრელ ეთნო-პოლიტიკურ სეცესიურ კონფლიქტში: ქართულ-აფხაზური კონფლიქტი.” იგი წლების მანძილზე მუშაობდა ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სამშვიდობო, სამოქალაქო დიალოგის პროექტებში. მისი კვლევითი ინტერესების სფეროს განეკუთვნება: პოლიტიკური შერიგება, ეთნო-პოლიტიკური და სეცესიური კონფლიქტები, პოსტ-საბჭოთა კონფლიქტები, დიალოგი, წარსულის გადააზრება, გარდამავალი მართლმსაჯულება, ომისშემდგომი მშვიდობის მშენებლობა, პოსტ-კონფლიქტური საზოგადოებები, პოსტ-კოლონიალიზმი.
ახალგაზრდობის სააგენტო
ვაჟა ფშაველას 76ბ