წესდება - დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის)
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის)
ზოგადი დებულებები
„ააიპ - ინტერ სთადი ლაინი“ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
საზოგადოების სახელწოდება: „ააიპ - ინტერ სთადი ლაინი“.
სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, დაბა წყნეთი, დიმიტრი ამილახვარის N20ა
ელექტრონული მისამართი: inter.studyline@gmail.com
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონები(არაკომერციული) იურიდიული პირის ვალდებულებებისათვის მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის.
საზოგადოების საქმიანობის მიზნები:
✔️ სოციალური კვლევების ჩატარება;
✔️ საქველმოქმედო ღნისძიებების ჩატარება;
✔️ უცხოელი სპეციალისტების და მასტერ-კლასების ორგანიზება;
✔️ სამეცნიერო კულტურული და ტურიზმის განვითარებისთვის ხელშეწყობა;
✔️ ასევე ეწევა სხვა საქმიანობას, რაც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით.
✔️ გაცვლითი პროგრამების მოწყობა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით;
✔️საზოგადოების სწორად ინფორმირება ისეთ საკითხებში, როგორიცაა ინკლუზიური განათლება;
✔️ახალგაზრდა მოხალისეთა და აქტივისტთა ჩართვა სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში;
✔️ ვუწევთ კონსულტაციას სუბიექტს, მის მიერ წარმოდგეინლი იდეებისა და პროექტების განხორციელებაში;
✔️ ადამიანის სულიერი, ფიზიკური და მატერიალური განვითარების ხელის შეწყობა და შესაბამისი გარემოს შექმნა;
✔️ ლექციების, სემინარების, ტრენინგ-ჯგუფების, კონფერენციების, შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;
✔️არსებული ცოდნისა და გამოცდილების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა და სხვა ქვეყნების დაინტერესებული პირების მოზიდვა სამომავლოდ;
✔️თავისუფალი სიტყვის ხარისხის გაუმჯობესება და ასევე, საზოგადოების პასუხისმგებლობის ამაღლება ქვეყანაში არსებულ საგანმანათლებლო პროცესებზე;
✔️ სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციების, კომპანიების ან/და საჯარო დაწესებულებების მხარდაჭერით, ჯილდოებისა და პრიზების გაცემა;
✔️ საგანმანათლებლო ტრენინგებისა და საჯარო ლექციების შეთავაზება, რომელთა დახმარებით შესაძლებელი იქნება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება/განვითარება;
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციული განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.
საზოგადოების დამფუძნებელი
საზოგადოების დამფუძნებელია: გიორგი ბართაია პ/ნ: 01011081770 მისამართი: ქ. თბილისი, გამზირი მოსკოვი, კორპუსი 3, ბინა N46
საზოგადოების მართვა
საზოგადოების უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს დამფუძნებელი.
გადაწყვეტილება მიიღება ერთპიროვნულად დამფუძნებლის მიერ.
საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის დირექტორი - ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია: გიორგი ბართაია პ/ნ: 01011081770 მისამართი: ქ. თბილისი, გამზირი მოსკოვი, კორპუსი 3, ბინა N46 რომელიც ერთპიროვნულად წარმოადგენს ორგანიზაციას.
დამფუძნებელთა უფლებები და მოვალეობები
დამფუძნებელი გიორგი ბართაია პ/ნ: 01011081770 მისამართი: ქ. თბილისი, გამზირი მოსკოვი, კორპუსი 3, ბინა N46 ამავდროულად როგორც ორგანიზაციის დირექტორი არის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის სრულფასოვანი (ერთპიროვნულად) წარმომადგენელი:
წარმოადგენს ორგანიზაციას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
დებს გარიგებებს ორგანიზაციის სახელით;
უზრუნველყოფს ფინანსებისა და ქონების განკარგვას;
ასრულებს ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
იღებს გადაწყვეტილებას დირექტორის დანიშვნაზე.
იღებს გადაწყვეტილებას საზოგადოების ლიკვიდაცია /რეორგანიზაციაზე.
საზოგადოების ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაცია ხორციელდება მიზნის მიღწევის შედეგად, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, გაკოტრებისას ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 381 მუხლის შესაბამისად.
ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.
დამფუძნებლის გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:
ა) გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;
ბ) ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;
გ) ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.
თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებმა არ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.
ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.
დასკვნითი დებულებები
წინამდებარე წესდება (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება) ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის/წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.
თუ ამ წესდების (დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმება) რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შირის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.
პ/ნ: 01011081770 გიორგი ბართაია /--------------------------------/