დამტკიცებულია
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების
გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის მიერ
„08“ აგვისტო 2007
თბილისი
პრეამბულა
მოხალისეობა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. ეროვნული საზოგადოება, მოხალისეთა ბაზის გარეშე ვერ შეძლებს სათანადო მომსახურების გაწევას და მისი მისიის შესრულებას. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წესდების თანახმად ეროვნული საზოგადოების მოხალისეები მომსახურებას უწევენ მოსახლეობის მიზნობრივ ჯგუფებს და თავიანთი წვლილი შეაქვთ ეროვნული საზოგადოების საქმიანობაში მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით და რეგისტრირდებული არიან ადგილობრივ ორგანიზაციაში.
კოდექსის მიზანი და მოქმედების სფერო
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეთა ქცევის კოდექსი ადგენს მოხალისეთა ეთიკის ძირითად პრინციპებს და ქცევის სტანდარტებს, რომელიც შეესაბამება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლურ პრინციპებს. ამ კოდეექსის მიზანია მოხალისეთა ქცევის ისეთი სტანდარტების დამკვიდრება, რომლებიც ხელს უწყობენ:
წჯ/წნ საერთაშორისო მოძრაობის მიმართ საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის განმტკიცებას, ეროვნული საზოგადოების იმიჯისა და მისი წარმატებული საქმიანობის გაზრდას, ადამიანის უფლებათა დაცვას საყოველთაოდ მიღებული სტანდარტებით და საერთაშორისო სამართლის ნორმებით.
მოხალისეთა საქმიანობის პირობები
მოხალისეთა საქმიანობა მოტივირებულია გაჭირვებაში მყოფ ადამიანთათვის უანგარო, ნებაყოფლობით მომსახურების გაწევით, რომელიც ეფუძნება სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, ჰუმანურობის, ზნეობრივ და მორალურ პრინციპებს.
მოხალისეთა უფლებები და მოვალეობები
ეროვნული საზოგადოების წევრთათვის განსაზღვრული ზოგადი უფლებების გარდა, მოხალისე ვალდებულია:
იმოქმედოს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობის ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად და ხელი შეუწყოს საერთაშორისო მოძრაობის შესახებ ცოდნის გავრცელებას.
იმოქმედოს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წესდებისა და ამ კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად. დაიცვას „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ და „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ემბლებმისა და სახელწოდების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
პატივი სცეს და მუდმივად დაიცვას წითელი ჯვრის ემბლემის გამოყენების წესები.
იზრუნოს მომსახურეობის ხარისხზე და მის გაუმჯობესებაზე.
პატივი სცეს იმ ადამიანებს (მათ შორის დახმარების მიმღებთ), რომლებთანაც უწევთ მუშაბა, მათი წეს-ჩვეულებებისა და კულტურის გათვალისწინებით, არ შელახოს მათი ღირსება. გაითავისოს მათი კულტურულ-ეთნიკური, რელიგიური და სხვა ღირებულებები;
გაუფრთხილდეს და მოუაროს ტექნიკურ აღჭურვილობას, ასევე ოპტიმალურად გამოიყენოს ის რესურსები, რომლებიც მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას სჭირდება.
დადებითად წარმოადგინოს ეროვნული საზოგადოება ყველა დონეზე.
ხელი შეუწყოს სამდივნოს კოორდინირებულ და შეთანხმებულ მუშაობას წამოჭრილი საკითხების ეფექტური და დროული გადაწყვეტის მიზნით;
მოხალისეს მოეთხოვება მზადყოფნა კატასტროფებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს საკუთარი უნარისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.
მოხალისეს უფლება აქვს სურვილისამებრ გადაიხადოს წლიური საწევრო გადასახადი და გახდეს ეროვნული საზოგადოების ხელმომწერი წევრი ეროვნული საზოგადოების წესდებით დადეგენილი წესით.
მოხალისეს უფლება აქვს მოითხოვოს და ჰქონდეს აუცილებელი აღჭურვილობა დაკისრებული ამოცანის შესასრულებლად.
მოხალისეს კონკრეტული მომსახურეობის გაწევისას უფლება აქვს მიიღოს ფულადი კომპენსაცია საკუთარი რეალური ხარჯების დასაფარად, ეროვნული საზოგადოების დებულებით მოხალისეთათვის გათვალისსწინებული ფულადი კომპენსაციის წესის შესაბამისად.
დასკვნითი დებულებები
ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეებზე
მოხალისეთა ქცევის კოდექსი ძალაში შედის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური ასამბლეის პრეზიდიუმის მიერ დამტკიცებისთანავე და არ გააჩნია უკუქცევითი ძალა.
ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება ამ კოდექსით უნდა გადაწყდეს შინაგანი რწმენით ზნეობრივი და მორალური პრინციპებისა და წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეს უნდა გეაცნოს მოხალისეთა ქცევის კოდექსი, რაც უნდა დაადასტუროს შესაბამისი ხელმოწერით თანდართული ფორმის მიხედვით.
მოხალისეთა მიერ ამ კოდექსის ნორმების ნებისმიერი სახით დარღვევის ფაქტის შესახებ აუცილებელია ეცნობოს შესაბამისი პროგრამის კოორდინატორს, მოხალისეობის სამსახურის უფროსს და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალურ მდივანს.
ამ კოდექსის ნორმათა უხეში დარღვევისათვის მოხალისეს შეიძლება მიეცეს წერილობითი გაფრთხილება ან გააგრძელოს მუშაობა გამოსაცდელი ვადით ან დათხოვნილი იქნეს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობიდან
მე დავით გიორგი ბართაია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისე, ვადასტურებ, რომ გავეცანი წითელი ჯვრის მოხალისეთა ქცევის კოდექსს, ვეთანხმები და განუხრელად დავიცავ ამ კოდექსით დადგენილ ნორმებს.