ნათია გოგოლაშვილი

1. 08/08

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართო 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე უკვე ერთი წელია, გამოძიებას აწარმოებს. უახლოეს მომავალში საქართველოში ICC-ის საველე ოფისიც გაიხსნება. ფილმში ნაჩვენებია, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას გამოძიება, როგორია დაზარალებულთა მდგომარეობა, რა მოსაზრებები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებსა და როგორია საქართველოს მთავრობის პოზიცია.

2. ICC-ს გამოწვევები 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულთა გამოძიების პროცესში

საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) საველე ოფისი გაიხსნება. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეთა 2016 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით, ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს 2008 წელს, შეიარაღებული კონფლიქტისას, საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი ომის სავარაუდო დანაშაულებების გამოძიება. ამ პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა და უფლებადამცველთა შეფასებით, სხვადასხვა სახის გამოწვევები ახლავს თან.