შემოსული საკონკურსო მასალები

შეფასებისას გათვალისწინებული იქნება: სამართლიანობის, დაბალანსების, წყაროთა სიმრავლისა და ნეიტრალური ენის გამოყენების პრინციპები. პროექტის თემა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხზე უნდა იყოს, რაც ეხება და აღელვებს საზოგადოებას და მის სხვადასხვა ჯგუფებს. ნაშრომში ასახული უნდა იყოს თუ რა გავლენა იქონია ამ კონკრეტულმა საკითხმა ხალხზე, ნაშრომი უნდა საუბრობდეს პრობლემასა და უსამართლობაზე პირდაპირი და გასაგები ენით, ამასთანავე, განვითარებული მოვლენები ისე უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ მიიზიდოს მკითხველი, მსმენელი და მაყურებელი; ნაშრომში დემონსტრირებული უნდა იყოს ავტორის კვლევის, ანალიზის და ინტერვიუს აღების უნარები; პროექტში წარმოდგენილი უნდა იყვნენ, როგორც ის პირები, რომლებსაც შეეხოთ პრობლემა, ასევე ისინიც, ვინც პასუხისმგებლები არიან მათ გადაწყვეტაზე.

პროექტი ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ. დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

გთხოვთ საბუთები და საკონკურსო მასალა წარმოადგინოთ GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურ სკოლაში.

GIPA-ფრიდმანის პრიზი საუკეთესო საგამოძიებო და სიღრმისეული ჟურნალისტიკის ნამუშევრების ავტორებს 2012 წლიდან გადაეცემათ. ჯიპას ჟურნალისტიკის სკოლამ პრიზი საქართველოში 2012 წელს დააარსა საგამოძიებო ჟურნალისტიკის წასახალისებლად