ფრიდმანი 2017

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს კონკურსს ჯოშუა ფრიდმანისა და GIPA-ს სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად ჟურნალისტიკაში საუკეთესო საგამოძიებო და სიღრმისეული ნამუშევრის გამოსავლენად.

საკონკურსო ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს 2016 წლის 20 მაისიდან 2017 წლის 1 ივნისამდე. შემოსულ მასალებს განიხილავს ჟიური, რომელშიც წარმოდგენილნი იქნებიან, როგორც მედია საშუალებების, ისე აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

საპრიზო ფონდი შეადგენს 1500 ევროს. საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადაა 1 ივნისი.

განაცხადის ფორმა

მისამართი:მარი ბროსეს #2, მესამე სართული. თბილისი, საქართველო

საკონტაქტო პირი:

თიკო ცომაია

ტელ: 599502446

t.tsomaia@gipa.ge