დღის პირველ მონაკვეთში დასწავლილი თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენება მოხდება უშუალოდ ველზე, ზემო ალვანის (წოვა)თუშურის მცოდნე მოსახლეობასთან.
(წოვა)თუშური ენა, რომელზეც საქართველოში საუბრობენ, მიეკუთვნება ნახურ-დაღესტნური ენების ოჯახს. როგორც ნახური შტოს წარმომადგენელი, (წოვა)თუშური უფრო მეტად დაკავშირებულია ჩეჩნურ და ინგუშურ ენებთან.
რამდენიმე სიტყვით ენის სახელწოდების შესახებ:
(წოვა)თუშურად საუბრისას ისინი თავიანთ ენას მოიხსენიებენ, როგორც ბაც-ბ-ურ მოტტ [ბაცბი-PL-ADJZ ენა], ხშირად გამოიყენება აგრეთვე ვეჲ-ღ-ეშ „ჩვენებურად“ [1PL.INCL-ADJZ-ADV], მაგრამ, როდესაც ქართულად ლაპარაკობენ, მას (წოვა)თუშურად მოიხსენიებენ. ზოგ ადგილობრივს ურჩევნია ტერმინი „თუშური ენა“ გამოიყენოს.
სახელწოდება (წოვა)თუშური დაკავშირებულია მათ ისტორიულ საცხოვრებელთან, თუშეთთან, სადაც ისინი მე-19 საუკუნემდე ცხოვრობდნენ. იგი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კახეთის რეგიონში მდებარეობს. (წოვა)თუშები წოვათის ხეობაში სხვა თუში თემების მეზობლად სახლობდნენ. ტრადიციულად, თუშები ოთხ თემად იყოფიან. თითოეული მათგანი თუშეთის ოთხ სხვადასხვა ხეობაში ცხოვრობდა. სამი თემის წარმომადგენლები – ჩაღმა თუშები, პირიქითისა და გომეწრის თუშები საუბრობენ ქართული ენის თუშურ დიალექტზე, მხოლოდ წოვათის თემის თუშები საუბრობენ (წოვა)თუშურ ენაზე ქართულთან ერთად. (წოვა)თუშების ეროვნული თვითაღქმა ქართულია.
ტერმინები (წოვა)თუშური ენა და ბაცბური ენა ყველაზე ხშირად გამოიყენება სამეცნიერო ლიტერატურაში, თუმცა ამჟამად (წოვა)თუშური სჭარბობს. ზოგიერთი (წოვა)თუში ლინგვისტი თავის ნაშრომში „თუშურ ენას“ იყენებს.
რესურსები (წოვა-) თუშურზე:
Schiefner, Anton, 1856, Versuch über die Thush-Scprache oder die Kistische Mundart in Thuschetien, St. Petersburg,
https://books.google.de/books?id=xyhHAAAAcAAJ&printsec=frontcover&redir_esc=y#v=onepage&q&f=false
Дешериев, Юнус, 1953, Бацбийский язык, СССР. Институт языкознания
ქადაგიძე, დავით, ქადაგიძე, ნიკო 1984, წოვა-თუშურ-ქართულ-რუსული ლექსიკონი, თბილისი, მეცნიერება
ჭრელაშვილი, კოტე, 2002, წოვა-თუშური ენა, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი
სანიკიძე, ლატავრა, 2010, ბაცბური (წოვა-თუშური) ენა (გრამატიკული ანალიზი, ტექსტები, ლექსიკონი), თბილისი
http://www.ice.ge/new/pages/samples/books/cavcas/3_l_sanikidze_bacbur_%20ena.pdf
Holisky, Dee Ann and Gagua, Rusudan. 1994. Tsova-Tush (Batsbi). In Smeets, Rieks (ed.), The indigenous languages of the Caucasus. Volume 4: The North East Caucasian Languages, 147-212. Delmar, New York: Caravan Books.
Harris, C. Alice, Hauck bryn, Batsbi grammatical sketch
https://people.umass.edu/acharris/language-documentation/batsbi-grammatical-sketch/