პროგრამა განკუთვნილია მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გამოუკვლეველი ენების აღწერითა და დოკუმენტირებით. პროგრამაში ჩართვისკენ განსაკუთრებით მოვუწოდებთ ლინგვისტური ინტერესების მქონე ქართველ სტუდენტებსა და მკვლევრებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის, საცხოვრებლისა და კვების ხარჯებს მონაწილე თავად უზრუნველყოფს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა 2024 წლის 1 ივნისამდე. წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა. გირჩევთ, რომ სააპლიკაციო ფორმა გამოგზავნოთ რაც შეიძლება მალე, ვინაიდან, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და მხოლოდ 25-ს შეადგენს.
პროგრამაში ჩართვის შესახებ დასტურს მიიღებთ 15 დღის ვადაში.
თანხმობის წერილის მიღების შემდეგ აპლიკანტებმა საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა 15 დღის ვადაში უნდა დაადასტურონ ელექტრონულად, ელფოსტის საშუალებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვეღარ შეძლებენ პროექტში მონაწილეობას.
რეგისტრაცია დასრულდება მას შემდეგ, რაც მივიღებთ თქვენს თანხმობას.
საზაფხულო პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატები.