ბოლნისის ტრადიციები

სოფელში გვალვის დროს ერთ-ერთ ქალს, რომელსაც დამბლა მაროს ეძახდნენ,ატარებდნენ სოფელში და ყველა სახლიდან წყალს ასხამდნენ და ამობდნენ: "ჩვენ არ გვინდა გორახი, ღმერთო მოგვეც ტალახი".

ძველად ასეთი ტრადიციები და კულტურა ყოფილა გავრცელებული: როდესაც ქალი გათხოვდებოდა მზითვებს ატანდნენ წიგნის მიხედვით, რომელსაც რომელიმე პიროვნება კითხულობდა, სახალხოდ. ამ წიგნში ჯერ აღწერილი იყო ქალის გათხოვების ისტორია, გარემოება, აქვე მოიხსენიებოდა სასიძოს ვინაობა, შემდეგ იწყებოდა ნივთების აღწერა რომელსაც ქალიშვილს მზითვებში ატანდნენ, პირველ რიგში ჩამოთვლილი იყო: საყდრის იარაღები, ხატები, ჯვრები, აღწერილი იყო საღვთო წიგნები, საერო წიგნები, სათამაშოები(ჭადრაკი, ნარდი და სხვა) სამკაულები, საუნჯენი, ქუდი, ყელსაბამი, ბეჭდები, მსახურები, საპირფარეშოს იარაღები, სუფრის იარაღები, ტანსაცმელი, ხელსახოცი, ჩოხა-ახალუხი და ა.შ.

1972 წელს კაზრეთში დაიწყო ბინების მშენებლობა ამ დროისთვის სამთო გადამდიდრებელი კომპანია ,,მადნეული" ("R M G") უკვე დაარსებული იყო. კაზრეთში ასეთი ვითარება იყო, მხოლოდ ბაღები და სწორი მინდორი იყო არე-მარე, მხოლოდ რამოდენიმე კერძო სახლი იდგა.

1972 წელს ჩამოიყვანეს არამხოლოდ სხვადასხვა კუთხიდან ხალხი არამედ ერთი დიდი ჯგუფი რუსეთიდანაც იყო ჩამოსული. ახალ ქალაქს მთელი ქვეყანა აშენებდა "ხუთწლედს" გრანდიოზული სამუშაო ჩატარდა.

ძველად ყველაფერი სხვაგვარად იყო, ქალები კაცებთან ერთად არ ჭამდნენ, ქორწილებში ბავშვები მხოლოდ ეხმარებოდნენ ისინი სუფრასთან არ ჯდებოდნენ, ყველა ქალს კოჭებამდე კაბა ეცვა. 1972 წლისთვის კაზრეთში რუსეთიდან ჩამოვიდა ხალხი. მათ შორის ქალებიც იყვნენ. მათ შარვლები ეცვათ. კაზრეთის მოსახლეობა ძალიან გაკვირვებული დარჩა, შემდეგ მათაც ჩაიცვეს შარვლები მაგრამ ზემოდან მაინც კაბას იცვამდნენ. ისინი არც მდინარეზე საბანაოდ დადიოდნენ მაგრამ რომ დაინახეს რუსები მიდიოდნენ ისინიც წავიდნენ მაგრამ მათ ეცვათ კოჭებამდე კაბები და ყელამდე მაისურები. კაზრეთელები ჩაკეტლები იყვნენ. ადრე ზრდილობიანი ხალხი იყო ასე ახასიათებენ ძველი მაცხოვრებლები მაგრამ ახლა ძალიან თამამი თაობა მოვიდა. ადრე უკეთესი ცხოვრება იყო. ახლა ყყველაფერი შეიცვალა, ყველა თანამედროვე ცხოვრებით ცხოვრობს.

წყარო: რაიონი

ბოლნისს გაუმარჯოს!
ბოლნისელებს სალამი!