აბსტრაქტის გადმოგზავნის ვადაა 31 აგვისტო, 2024 .
გაფორმების სტილი: APA (ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია).
თეზისების ატვირთვა შესაძლებელია ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმით.
თეზისების ატვირთვამდე გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი მოთხოვნები:
თეზისების მინიმალური მოცულობა - 400-500 სიტყვა (არ უნდა აჭარბებდეს 500 სიტყვას);
თეზისების შინაარსობრივი მხარე უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს (გთხოვთ, აუცილებლად გამოკვეთოთ ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტები):
კვლევის მიზანი;
საკითხის აქტუალურობა;
მეცნიერული სიახლე;
კვლევის მეთოდები;
კვლევის შუალედური ან საბოლოო შედეგები.
გაითვალისწინეთ, რომ წარდგენილი განაცხადები შემოწმდება პლაგიატის ამომცნობ პროგრამაზე.
გამოიყენეთ შრიფტი „სილფაენი“ (ორივე ენის შემთხვევაში). ქართული და ინგლისური ტექსტი კოპირების წესით ჩასვით სარეგისტრაციო ველის შესაბამის განყოფილებაში;ფორმატირების განსაკუთრებული წესების დაცვა არ არის საჭირო, სისტემა თავად გაათანაბრებს ყველა სიმბოლოს.
დამოწმება: APA-ს სტილით (https://apastyle.apa.org/style-grammar-guidelines/citations);
მითითებული სარეგისტრაციო თანხის (120 ლარი) გადახდა (რაც ფარავს სიმპოზიუმში მონაწილების ხარჯს, ექსკურსიას, სიმპოზიუმის პროგრამისა და თეზისების ხარჯს, ასევე, ხემსს სესიებს შორის) შეგიძლიათ მას შემდეგ, რაც წერილობით გეცნობებათ სიმპოზიუმში თქვენი მოხსენების ჩართულობის შესახებ.
თუ სარეგისტრაციო ველების შევსების შემდეგ თქვენს პირად ელ. ფოსტაში მყისიერად არ აისახება დასტურის სისტემური შეტყობინება განაცხადის წარდგენის შესახებ, აუცილებლად მოგვწერეთ სიმპოზიუმის სამუშაო ელ. მისამართზე: isysh@tsu.ge