რამაზ ქურდაძე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელი. 1983 წელს დაამთავრა ნ. ბარათაშვილის სახელობის ქ. გორის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1986 წელს თსუ ასპირანტურა ახალი ქართული ენის განხრით. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო „ქართული ენის ქართლური დიალექტის ლიახვისა და ფრონის ხეობათა მეტყველება“ (1987), ხოლო სადოქტორო დისერტაციისა − „ხმოვანმონაცვლე ზმნები თანამედროვე ქართულში“ (1999). რ. ქურდაძს გამოქვეყნებული აქვს 3 მონოგრაფია, 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და 4 მონოგრაფია თანაავტორებთან ერთად. მისი სამეცნიერო ინტერესებია: ქართული ზმნა, ქართული დიალექტოლოგია, ქართულის როგორც მეორე ან უცხო ენის სწავლების საკითხები, ქართული ჟარგონი.
ახალგაზრდა მეცნიერთა VI საერთაშორისო ინტერდისციპლინურ სიმპოზიუმზე – „ქართველოლოგიური კვლევები: ისტორია, თანამედროვეობა, პერსპექტივები“ – პროფ. კარინა ვამლინგი ისაუბრებს ქართველური ენების კვლევა-სწავლების საუნივერსიტეტო ტრადიციასა და განვითარების პერსპექტივების ირგვლივ.
ORCID: 0009-0001-2741-4292
მანანა თანდაშვილი არის შედარებითი ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის (იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტის მაინის ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტის) კავკასიის მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელი, იგი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ქართულ, ასევე ევროპის წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან; პროფესორი მანანა თანდაშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და იგი დღემდე ინარჩუნებს მჭიდრო პროფესიულ ურთიერთობას ქართველ კოლეგებთან, რაც ნათლად არის ასახული მისი ხელმძღვანელობით შექმნილ პროექტში (პროფ. ი. გიპერტთან ერთად, Volkswagen Stiftung-ის ფინანსური მხარდაჭერით): არმაზი – კავკასიური ენების პროექტი. ენები და კულტურები: ელექტრონული დოკუმენტაცია 1999-2002: http://armazi:uni-frrankfurt.de), ენობრივი მდგომარეობა დღევანდელ საქართველოში (2006-2009), ქართული ენის ეროვნული კორპუსი, დიგიტალური რუსთველოლოგია და სხვ.
ახალგაზრდა მეცნიერთა VI საერთაშორისო ინტერდისციპლინურ სიმპოზიუმზე – „ქართველოლოგიური კვლევები: ისტორია, თანამედროვეობა, პერსპექტივები“ – პროფ. კარინა ვამლინგი ისაუბრებს ქართველოლოგიის ევროპული ინტეგრაციის შესახებ ღია მეცნიერების კონტექსტში.
ORCID: 0009-0005-7812-9124
კარინა ვამლინგი შვედეთის მალმეს უნივერსიტეტის კულტურისა და საზოგადოების ფაკულტეტის კავკასიის კვლევების პროფესორია; მისი სადოქტორო ნაშრომი წარდგენილ იქნა ლუნდის უნივერსიტეტში ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულებით. კვლევითი ინტერესები მოიცავს საქართველოსა და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიას, ეთნოლინგვისტურ უმცირესობებსა და ენობრივ პოლიტიკას, ლინგვისტურ ტიპოლოგიას, ენასა და კულტურას. კ. ვამლინგს გამოქვეყნებული აქვს ოთხი ვრცელი მონოგრაფია ქართველური და ჩერქეზული ენების თემატიკაზე; სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ მიღებული აქვს რამდენიმე პრემია და ჯილდო, როგორც ქართული ენის მხარდამჭერს (კავკასიის უნივერსიტეტი, 2024), რეტიგის პრემია (შვედეთის სამეფო ლიტერატურის, ისტორიისა და სიძველეების აკადემია, 2022), არნოლდ ჩიქობავას პრემია (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, 1998) და შვედეთის მთავრობის კვლევათა კომიტეტის პრიზი დამსახურებული ახალგაზრდა მკვლევარებისთვის (1993).
ახალგაზრდა მეცნიერთა VI საერთაშორისო ინტერდისციპლინურ სიმპოზიუმზე – „ქართველოლოგიური კვლევები: ისტორია, თანამედროვეობა, პერსპექტივები“ – პროფ. კარინა ვამლინგი ისაუბრებს თემაზე: სვანურის გამოყენება გვიან 1990-იანებში (კითხვარზე დამყარებული კვლევა).
ORCID: 0000-0003-3415-203X
იოანა ჩიტორანი პარიზის სიტეს უნივერსიტეტის პროფესორია. იგი იკვლევს ფონოლოგიისა და ფონეტიკის საკითხებს და შეისწავლის, თუ როგორ აყალიბებს აღქმა და პროდუცირება ფონოლოგიურ წარმოდგენებს. მისი კვლევა, ძირითადად, ფოკუსირებულია ფონოტაქტიკაზე, მარცვლის სტრუქტურის ორგანიზაებასა და რეპრეზენტაციაზე, არტიკულაციური ფონოლოგიის თეორიული მოდელების შემუშავებაზე. კვლევითი ინტერესები მოიცავს კავკასიური (ქართული, ლეზგური) და რომანული ენების, ძირითადად, რუმინულის ემპირიულ საფუძველზე შესწავლა-დამუშავებას.
ახალგაზრდა მეცნიერთა VI საერთაშორისო ინტერდისციპლინურ სიმპოზიუმზე – „ქართველოლოგიური კვლევები: ისტორია, თანამედროვეობა, პერსპექტივები“ – პროფ. კარინა ვამლინგი ისაუბრებს თემაზე: დაყოვნება მარცვლის ანლაუტში ქართულში (თანაავტორი: ქეროლაინ ქ. კრაუჩი)
ORCID: 0000-0002-0773-2680
ქეროლაინ ქ. კრაუჩი ფლობს დოქტორის ხარისხს ენათმეცნიერების (ფონეტიკის) მიმართულებით; იგი რაისის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია (აშშ). მისი დისერტაცია ეხება ქართული ენის მარცვლის სტრუქტურას და იკვლევს კავშირს სონორობის ხარისხსა და სხვადასხვა არტიკულაციურ დაყოვნებას შორის.
ახალგაზრდა მეცნიერთა VI საერთაშორისო ინტერდისციპლინურ სიმპოზიუმზე – „ქართველოლოგიური კვლევები: ისტორია, თანამედროვეობა, პერსპექტივები“ – პროფ. კარინა ვამლინგი ისაუბრებს თემაზე: დაყოვნება მარცვლის ანლაუტში ქართულში (თანაავტორი: პროფ. იოანა ჩიტორანი)
ORCID: 0000-0001-5878-8505